imedi /  02 სექტემბერი 2020, 12:42 / სანდო წყარო

თბილისის ანძის რეაბილიტაციის შედეგად 70 მეტრის სიმაღლეზე გადმოსახედები და კვების ობიექტი განთავსდება. ფოტო

თბილისის ანძა

თბილისის ტელეანძის რეაბილიტაციის კონცეფციის შექმნის ტენდერში ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიამ უკვე წარმოადგინა გეგმარება, რომელიც დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე გადმოსახედებისა და კვების ობიექტის განთავსებას ითვალისწინებს.

„როგორც გახსოვთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი თბილისის ტელეანძის რეაბილიტაციაზე. ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი კონცეფციის შექმნაზე, რომელშიც ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა. მას ასეთი ტიპის ობიექტებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. გეგმარება უკვე ჩავიბარეთ, საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესო პროექტი გამოდის. დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედები, კვების ობიექტი. ვფიქრობ, რომ თბილისისთვის სატელევიზიო ანძის კარგად გამოყენება კიდევ ერთ მიზიდულობის ცენტრს შექმნის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის. გვინდა, გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტთან დაკავშირებით, რათა ბიზნეს-სექტორი დავაინტერესოთ ამ პროექტით. დაახლოებითი გათვლებით, პროექტის განხორციელება 10-15 მილიონი ლარი დაჯდება. ესტონური კომპანიის მიერ წარმოდგენილი ვიზუალი შეთანხმებულია ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან, მიღებულია რეკომენდაციები და შესატანი იქნება მცირე ცვლილებები. მინდა დავავალო ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, ამ საკითხზე მჭიდრო კომუნიკაცია დაამყაროს ბიზნეს-სექტორთან, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია იყოს ჩართული ამ ინტერესთა გამოხატვაში“, - განაცხადა კალაძემ.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2020, 14:08

COVID19

ბათუმში ბინაზე 200-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ბათუმში, ბინაზე 200-მდე კოვიდინფიცირებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

კორონავირუსი

24 სექტემბერი 2020, 14:02

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2020, 14:01

COVID19

საქართველოში ინციდენტობის მაჩვენებელი 4,94-მდე გაიზარდა

„ეს ძალიან საყურადღებოა, მაგრამ ამავე დროს დაბეჯითებით ვამბობ, რომ ეს პროცესი სრულად მართვადია. ეს ზრდა არის ძირითადად აჭარის ხარჯზე, თუმცა სხვა რეგიონებშიც აღინიშნება ზრდა და ეს ასე იქნებოდა სექტემბერში. მოსალოდნელია კიდევ იყოს ზრდა, მაგრამ ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, გადასულია ინფექციის მართვის უკვე სხვა პრინციპზე - არა მხოლოდ ჩაკეტვები და განსაკუთრებულად გამკაცრებული ღონისძიებები, არამედ ბალანსირებული მიდგომა, როდესაც ჩვენ თანდათან ეკონომიკას ხსნის ყველა სახელმწიფო, მაგრამ ამავდროულად ბალანსია ჯანდაცვის სექტორსა და ეკონომიკას შორის, რომ ჯანდაცვის სისტემა დროულად პასუხობს ახალ ინფიცირებულებს და შესაბამისად მათ მართავს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

24 სექტემბერი 2020, 13:55

საზოგადოება

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ამ ეტაპზე კვლავ დისტანციურად გაგრძელდება

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ამ ეტაპზე კვლავ დისტანციურად გაგრძელდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 13:52

პოლიტიკა

საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

სკოლა

24 სექტემბერი 2020, 13:50

საზოგადოება

1-ლი ოქტომბრიდან საქართველოს რამდენიმე ქალაქის 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან

1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 13:49

სპორტი

დღეს „ბაიერნი“ „სევილიას“ დაუპირისპირდება

დღეს, ევროპის სუპერთასზე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ბაიერნი“ ევროპა ლიგის ჩემპიონს „სევილიას“ შეხვდება. 6-თვიანი პაუზის შემდეგ, უეფა სტადიონზე გულშემატკივარს პირველად დაუშვებს, თუმცა ჯერჯერობით შეზღუდული რაოდენობით. ბუდაპეშტის „ფერენც პუშკაშ არენაზე“ მხოლოდ 11 600 მაყურებლის დასწრება იქნება შესაძლებელი.

სტელა კირიაკიდესი

24 სექტემბერი 2020, 13:46

COVID19

ევროკომისარი: ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია ახლა გაცილებით უარესია, ვიდრე მარტში იყო

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ახლა ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია გაცილებით უარესია, ვიდრე მარტში პიკის დროს იყო.

ნათია მეზვრიშვილი

24 სექტემბერი 2020, 13:45

რეგიონი

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 13:35

თავდაცვა

ყველა სამხედრო ნაწილი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების წარმომადგენლებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ (იტალიური Technogym, FERRO, გერმანული DHZ FITNESS, ამერიკული MATRIX) წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს.

24 სექტემბერი 2020, 13:33

ეკონომიკა

აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ბოლო 10 დღის მონაცემებით 5 000 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.

იმედი

24 სექტემბერი 2020, 13:28

საზოგადოება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშ​ი გამოქვეყნდა

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშ​ი გამოქვეყნდა. ანგარიში მოიცავს 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდს.

24 სექტემბერი 2020, 13:21

ეკონომიკა

რა კომფორტი შეუქმნა მგზავრებს ხაშურის შემოვლითი გზის ზაფხულში გახსნამ

პანდემიის მიუხედავად, აგვისტოს ბოლოს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის, იგივე ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა. მგზავრებს ამ გზით გადაადგილება 22 აგვისტოდან შეუძლიათ. გზის სამშენებლო სამუშაოები კომპანია POWERCHINA/Sinohydro-მ (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) აწარმოა. მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ პროექტის ჩაბარების ვადა შემოდგომამდე გადაწია, თუმცა კომპანიამ მაინც მოახერხა და გზის მშენებლობა დათქმულ დროზე ადრე დაასრულა. შედეგად, მაგისტრალზე მოძრავი მგზავრებისათვის გადაადგილება ბევრად კომფორტული გახდა.

კორონავირუსი მოსკოვი

24 სექტემბერი 2020, 13:19

COVID19

მოსკოვში ბოლო 3 თვის განმავლობაში პირველად კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვში კორონავირუსის 1 050 შემთხვევა დაფიქსირდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში დედაქალაქში ვირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა ათასს გადააჭარბა.

24 სექტემბერი 2020, 13:18

პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლს, ელჩ რუდოლფ მიხალკას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში შემავალი საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა განიხილეს.

24 სექტემბერი 2020, 13:17

საზოგადოება

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 101 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 101 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 175 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 101 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.

ოლივიე ვერანი

24 სექტემბერი 2020, 13:15

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები მკაცრდება

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მარსელსა და გვადელუპის ზღვისიქითა დეპარტამენტში ყველა რესტორანი და ბარი დაიხურება. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა.

კახეთი

24 სექტემბერი 2020, 13:00

COVID19

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაგეგმილია ინფიცირებულების სპეციალიზირებულ კლინიკაში მოთავსება და კონტაქტების მოძიება. ბოლო მონაცემებით, რეგიონში COVID-19 სულ 43 ადამიანს დაუდასტურდა. მოქალაქეების ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საველე სამედიცინო კარავი 14 სექტემბერს მოეწყო, სადაც მოქალაქეების თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება ახლაც მიმდინარეობს.

ევროპა ლიგა

24 სექტემბერი 2020, 12:57

სპორტი

დღეს ორი ქართული კლუბი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

დღეს ორი ქართული კლუბი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თბილისის „ლოკომოტივი“, რომელმაც მეორე ეტაპზე მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა, სტუმრად ესპანეთში „გრანადას“ შეხვდება . „გრანადა“ ამ დროისათვის ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ლიდერია.

ჯოგური იმუნიტეტი

24 სექტემბერი 2020, 12:55

COVID19

კვლევა: ბრაზილიის ერთ-ერთი ქალაქის მოსახლეობამ კორონავირუსისადმი ჯოგური იმუნიტეტი გამოიმუშავა

„ინფექციის ბუნებრივი გავრცელების გზით ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა სტრატეგია არ არის. ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ მთავრობამ ვირუსი ვერ გააკონტროლა და საფასური დაკარგული სიცოცხლეებით გადაიხადა“, - დაწერა მიკრობიოლოგიის პროფესორმა ფლორიან კრამერმა Twitter-ზე.