imedi /  02 სექტემბერი 2020, 17:47 / სანდო წყარო

ეკატერინე დგებუაძემ ესტონეთის ელჩთან და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ახალი პროექტი განიხილა

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ბერიკა შუკაკიძესთან ერთად, ესტონეთის ელჩს რიინა კალიურანდსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა.

გაანთლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იუნისეფის, ესტონეთისა და საქართველოს პარტნიორობის გაფართოებაზე იმსჯელეს და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი დისტანციური სწავლების ხელშეწყობის ერთობლივი პროექტი განიხილეს.

პროექტი საქართველოს მასშტაბით 100 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდება და მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის - ესტონური გამოცდილების გაზიარების მეშვეობით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის წამომადგენლები, მათ შორის, სამინისტროსა და სკოლების ადმინისტრაციები გაეცნობიან ესტონურ მოდელს, კერძოდ, დისტანციური სწავლების დანერგვის პრაქტიკასა და ამ კუთხით შემუშავებულ კონცეფციებს, დაწყებითი განათლების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ მომზადება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში, ხოლო სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წამომადგენლები კი მოსწავლეებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისა და სკოლის მენეჯმენტის მიმართულებით გადამზადდებიან.

ამასთან, შეიქმნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის საჭიროებების კვლევისა და უზრუნველყოფის მოდელი, პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლები გაივლიან მომზადებას სხვადასხვა პლატფორმების შექმნასა და მართვაში, რაც მათ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში დაეხმარება. შერჩეული სკოლების მასწავლებლებსა და ადმინისტრატორებს მიეცემათ შესაძლებლობა ესტონური გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად ესტონეთს ეწვიონ და სასწავლო ტურში მიიღონ მონაწილეობა.

შეხვედრის ბოლოს ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა ესტონეთის ელჩსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის, ეფექტური თანამშრომლობისთვისა და ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტებისთვის. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით „ახალი სკოლის მოდელის” განვითარების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და ორიენტირებულია კლასში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვაზე.

დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა 2020 წლის სექტემბერში დაიწყება და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტი ესტონეთის მთავრობის მიერ სრულად ფინანსდება.

ესტონეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის 2014 წელს დაწყებული პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართველი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბავშვებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. 2014-2016 წლებში განხორციელებული პარტნიორობის ფარგლებში გადაიხედა I - IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა.

2017-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. პარტნიორობის ფარგლებში ასევე, მოეწყო სასწავლო ტური ესტონეთში, სადაც საქართველოს შერჩეული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ადგილზე გაეცნენ ესტონეთის განათლების სისტემის პოლიტიკასა და მიდგომებს სასწავლო გეგმასთან, მონიტორინგსა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პროექტში ჩართული იყვნენ ესტონეთის უნივერსიტეტების სასწავლო გეგმის ექსპერტები და მეცნიერები.

ყველა სიახლე

21 მაისი 2022, 00:02

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ქმნიან ფეხსაცმელს, რომელიც ბავშვის ზრდის პარალელურად იზრდება 👟

ბრიტანული სტარტაპი Pip & Henry ქმნის ბავშვის სპორტულ ფეხსაცმელს, რომელიც ბავშვის ზრდის პარალელურად იზრდება. ფეხსაცმელს 3,5 ნახევარი ზომით გადიდება შეეძლება, ვიდრე ბავშვს საბოლოოდ დაუპატარავდება.

სერგეი შოიგუ

20 მაისი 2022, 23:32

მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე სრული კონტროლი დაამყარეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაზე სრული კონტროლი დაამყარეს.

20 მაისი 2022, 23:04

მსოფლიო

ისრაელში, მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში, მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს. ვირუსი 30 წელს გადაცილებულ მამაკაცს გამოუვლინდა, რომელიც დასავლეთ ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნდა. მისი მდგომარეობა მსუბუქია.

20 მაისი 2022, 22:48

მსოფლიო

აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსებს გადასცემს

სენატის მიერ დამტკიცებული $40-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს გადასცემს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს.

20 მაისი 2022, 22:26

მსოფლიო

ზელენსკი: ოკუპანტებმა თავიანთ მტრებად კულტურა, განათლება და კაცობრიობა გამოავლინეს

ოკუპანტებმა თავიანთ მტრებად კულტურა, განათლება და კაცობრიობა გამოავლინეს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქში კულტურულ ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას.

20 მაისი 2022, 22:05

მსოფლიო

ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო: 22 მაისიდან ბალტიის ქვეყნები რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს წყვეტენ

ევროპული ენერგეტიკული ბირჟა Nord Pool-ი რუსულ ელექტროენერგიაზე ვაჭრობას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ 22 მაისიდან ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია რუსეთიდან ელექტროენერგიას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება.

20 მაისი 2022, 21:44

საზოგადოება

განათლების კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების საკითხებზე იმსჯელეს

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრის, ეკა ხოფერიას მოხსენება, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ინიციატივებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც შეიძლება ქმნიდნენ გარკვეულ გამოსავალს ოკუპაციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში. წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარომადგენლები და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი უწყებათაშორისი ძალისხმევის კოორდინაციის მეშვეობით ჩვენ შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც ოკუპაცია წარმოშობს აფხაზეთსა და ცხინვალში განათლების თვალსაზრისით“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

20 მაისი 2022, 21:03

მსოფლიო

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ყატარმა 2024 წლიდან გერმანიისათვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება შეიძლება დაიწყოს.

20 მაისი 2022, 21:01

კულტურა

თეა წულუკიანი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრა

„მინისტრმა დაათვალიერა სახლ-მუზეუმი და ადგილზე გაეცნო მისი მუშაობის სპეციფიკას. თეა წულუკიანმა მუზეუმის ხელმძღვანელობისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაართვა მუზეუმმა თავი პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებს და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. მინისტრმა ნიკო ნიკოლაძის უნიკალური ნივთებიც დაათვალიერა და სამინისტროს სახელით მუზეუმს მხარდაჭერა აღუთქვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 მაისი 2022, 20:43

მსოფლიო

ოკლაჰომაში აბორტი მხოლოდ გაუპატიურებისა, ინცესტის ან დედის ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობის დროს იქნება დაშვებული

აშშ-ში, ოკლაჰომის შტატში აბორტები აკრძალეს. გამონაკლისი მხოლოდ გაუპატიურებისა, ინცესტის ან დედის ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში იქნება დაშვებული. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ირაკლი კობახიძე

20 მაისი 2022, 20:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. გათვლა არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიღებას მოჰყვეს არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა

,,ეს არის ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა. ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, რომელიც აქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს. თუმცა, ამ გათვლებს, რეალურად არ უწერია აღსრულება. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, ჩვენი მხრიდან, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყანა იყოს წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ილია მეორე

20 მაისი 2022, 20:22

საზოგადოება

ილია მეორე: საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციას მიმართავს.

ვიქტორ დოლიძე

20 მაისი 2022, 20:09

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს მადრიდის სამიტზე მიიპატიჟა

ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს მადრიდის სამიტზე მიიპატიჟა.

20 მაისი 2022, 20:08

ეკონომიკა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კომპანია Quantori-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„Quantori წარმოადგენს ბიოტექნოლოგიების მეცნიერებასა და ჯანდაცვის ინდუსტრიაში კომპლექსური მონაცემების, ტექნოლოგიებისა და ციფრული გადაწყვეტილებების უწყვეტი ჯაჭვის მიმწოდებელ კომპანიას. Quantori ბიოტექნოლოგიური, ფარმაცევტული და ჯანდაცვის კომპანიებისთვის ქმნის და ავითარებს ისეთი უახლესი ტექნოლოგიების სისტემებს, აპლიკაციებსა და ინფრასტრუქტურას, რომლებიც ახდენენ წამლების აღმოჩენის პროცესის აქსელერაციას და ხელს უწყობენ პაციენტთა მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას“.

20 მაისი 2022, 20:02

მსოფლიო

Reuters: დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ჩუტყვავილას განსახილველად საგანგებო სხდომას გამართავს

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ჩუტყვავილას განსახილველად საგანგებო სხდომას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

20 მაისი 2022, 19:57

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: არიან ქვეყნის მოღალატეები, რომლებიც დადიან კარდაკარ და იხვეწებიან, რომ საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი

ქართველმა ხალხმა მინდა იცოდეს, რა ხდება დღეს ევროპულ სტრუქტურებში. გარდა იმისა, რომ არის კონკრეტული ლობისტური ხაზი, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ნაცმოძრაობის მხრიდან ქართველი ხალხის ნაძარცვი ფულით, არიან ქვეყნის მოღალატეები, რომლებიც დადიან კარდაკარ და იხვეწებიან, რომ საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

20 მაისი 2022, 19:49

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს „ბორჯომისა“ და საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა, ასევე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებზე დეტალური ანგარიში მოისმინა

„ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯამში 28 680-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან 12 502 ადამიანი საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიაზე გადამისამართდა. პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლერი ბარნაბიშვილს დაავალა გააძლიეროს კოორდინაცია მუნიციპალიტეტების მერებთან, რათა მათ აქტიური ჩართულობით ხელი შეუწყონ პროგრამის წარმატებით განხორციელებას“.

ქიბარ ხალვაში

20 მაისი 2022, 19:33

პოლიტიკა

ქიბარ ხალვაში: მზად ვარ, შევხვდე დიპკორპუსის წარმომადგენლებს და ვაჩვენო ის სამწუხარო რეალობა, რაც „რუსთავი 2“-ში დაგვხვდა

ტელეკომპანია "რუსთავი2" -ის მფლობელი, ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნესმენი მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში, შეხვდეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და გააცნოს ის რეალობა, რომელიც ტელეკომპანიაში დახვდა.

კატრინ კოლონა

20 მაისი 2022, 19:18

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი კატრინ კოლონას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კატრინ კოლონას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 მაისი 2022, 19:14

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ხოჯევანიშვილზე: დაუფარავად, ოდნავი სითამამით ჩაერთო ნაცების კამპანიაში - ოღონდ ოცნების ხელისუფლებას არ მისცენ კანდიდატის სტატუსი და ყველაფერი წყალსაც წაუღია

„ღალატის ფორმულამ, ბოლი გახარიამ გამოაგორა თავისი მორიგი ჩინური ვერსია და ცოტა დაუფარავად, ოდნავი სითამამით ჩაერთო ნაცების კამპანიაში - ოღონდ ოცნების ხელისუფლებას არ მისცენ კანდიდატის სტატუსი და ყველაფერი წყალსაც წაუღია. ევროკავშირის სტატუსი იქეთ იყოს და გახარიას გუნდიდან რომ ვინმე სიტყვა „ღალატს“ ახსენებს , მანდ ყველაფერი დამთავრებულია“- წერს ნიკოლეიშვილი.