imedi /  03 სექტემბერი 2020, 20:42 / სანდო წყარო

დედაქალაქის გაზით უსაფრთხო მომარაგების მიზნით, ხვალ სისტემაში ახლადაშენებული გაზსადენი ჩაერთვება

ახლადაშენებული გაზსადენის სისტემაში ჩართვის გამო, 4 სექტემბრის 23:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, საირმის გორა 16-ში მდებარე ამხანაგობა „საირმე 2001“-სა და „ტურ-ელიტ გრუპის“ საცხოვრებელ კორპუსს, კახა შევარდენიძის, გივი კარტოზიას ქ. 6, 8, 10, თამარაშვილის ქ. 13-ის ტერიტორიაზე შპს ,,მ2"-ის კორპუსების, ყაზბეგის გამზ. 18, 20, ასევე ყაზბეგის გამზ. 25-ში მდებარე შპს ,,მ2 ყაზბეგზე“, ასათიანის #10ა-ში შ.პ.ს საბურთალოს 57კ, 59კ, 61კ, 63კ, 65კ, 67კ, ზაქარიაძის, ასათიანის, ვ.ფშაველას გამზ. 37, 39, ვ.ფშაველას ჩიხსა და შესახვევში მდებარე კორპუსების, შალვა ნუცუბიძის ქ. 2-დან 50-ის ჩათვლით, 1-დან 57-ის ჩათვლით, შ. ნუცუბიძის ქ. 26ა, 26დ-2, 26დ-3, დელისის 2-ის მიმდებარედ,(ზალ დასტანიშვილების ქ. 16), დელისი-3 (ზალდასტანიშვილების ქ. 3), დელისისქ. 9-7 (ზალდასტანიშვილების ქ. 29), დელისის ქუჩის დასაწყისს, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საზკვების და კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, სასტუმრო ,,ბათესტა“-ს, შპს ,,ავერსის კლინიკა“-ს, ასათიანის ქუჩაზე – დაავადებათა კონტროლის ცენტრს, სამედიცინო უნივერსიტეტს, ვაჟა ფშაველას გამზ. 41-ში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს და სხვა.

გაზის მიწოდების აღდგენა სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

ახალი გაზსადენის სისტემაში ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედაქალაქის მოსახლეობის გაზით უსაფრთხო მომარაგებისთვის.

ყველა სიახლე

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2020, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერის გზავნილები მიმართული იყო მშვიდობიანი გზით ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისკენ

გაეროს 75-ე გენერალური ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

დავით ზალკალიანი

25 სექტემბერი 2020, 23:35

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და ყველა აქტუალურია საკითხს ეხებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და ის თავის გამოსვლაში შეეხო ყველა იმ საკითხს რომელიც აქტუალურია, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე საქართველოსთვის, - ასეთი შეფასება მისცა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

25 სექტემბერი 2020, 23:33

სამართალი

გლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა

N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს. ამასთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

25 სექტემბერი 2020, 23:29

მსოფლიო

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

ილია წულაია

25 სექტემბერი 2020, 23:18

პოლიტიკა

ილია წულაია „ლელოს“ ბრალდებაზე: აბსურდია, რომ თითქოს თანხა კერძო პირებზე გავასესხე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ილიაწულაია პოლიტიკური პარტია „ლელოს“ გამოეხმაურა. დღეს „ლელომ“ გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ე.წ. სია, რომლებიც „მევახშეობით“ ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2020, 23:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ კოალიციის ფორმირება არ დასჭირდება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ უპირატესობა იმდენად დიდია, რომ ვერცერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 23:12

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა.

საკონსტიტუციო სასამართლო

25 სექტემბერი 2020, 22:59

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ნიკა მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ნიკა მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ზაზა ლომინაძე

25 სექტემბერი 2020, 22:58

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: მე მაქვს ქუთაისელების მხარდაჭერის იმედი და მათი იმედების გამართლებაც ჩემი უმთავრესი მიზანია

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან აგრძელებს. ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გუგუნავასა და სულხან საბას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატებმა ადგილობრივებთან, ხელისუფლების მიერ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალურ პროექტებზე ისაუბრეს.

დავით ზალკალიანი

25 სექტემბერი 2020, 22:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს

გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის“ და შვედეთის მიერ ინიცირებული მეგობართა ჯგუფის „მეგობრები დემოკრატიის დასაცავად” საინაუგურაციო შეხვედრაში.

25 სექტემბერი 2020, 22:32

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 797 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 55 ადამიანი გარდაიცვალა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2020, 22:21

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით

ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს და ახალ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, რომელიც სარწყავი სისტემების მოწყობას გულისხმობს. დღესვე კანდიდატი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ თხილის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნო.

რომის პაპი ფრანცისკე

25 სექტემბერი 2020, 22:14

COVID19

რომის პაპი: ღარიბებმა კორონავირუსის ვაქცინა პირველებმა უნდა მიიღონ

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ საზოგადოების ღარიბმა და სუსტმა წევრებმა პრივილეგირებული მკურნალობა უნდა მიიღონ, როდესაც კორონავირუსის ვაქცინა მზად იქნება

25 სექტემბერი 2020, 22:14

სპორტი

UEFA-ს ეგიდით გასამართ ტურნირებზე გუნდებს, 2020/2021 წლების სეზონზე 5 შეცვლის უფლება ექნებათ

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ეს წესი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და ერთა ლიგის გათამაშებების გარდა, ქალ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატსა და ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე იმოქმედებს.

ვიქტორ ორბანი

25 სექტემბერი 2020, 21:54

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

შემოსავლების სამსახური

25 სექტემბერი 2020, 21:51

სამართალი

შემოსავლების სამსახური ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

დღეს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით, გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მეწარმე სუბიეტების მიმართ ზეწოლის მიზნით კონტროლის ღონისძიებები განახორციელეს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

ნინო ლაცაბიძე

25 სექტემბერი 2020, 21:42

პოლიტიკა

Survation-ის კვლევის თანახმად, რუსთავის ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

Survation-ის კვლევის თანახმად, რუსთავის მაჟორიტარული ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა. კითხვას, „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“ რესპონდენტებმა ასე უპასუხეს: ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) -56,2%; დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -30,2%; ირმა ნადირაშვილი (ევროპული საქართველო) -6,3%; პაატა ჯიბლაძე (პატრიოტთა ალიანსი) -4,6%; გრიგოლ გეგელია (ლელო) -1,5%; გელა ძიძიკაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) -1,2%; გელა ნაკაშიძე (დამოუკიდებელი კანიდატი) -0,0%; სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,0%

პაატა კვიჟინაძე

25 სექტემბერი 2020, 21:41

პოლიტიკა

Survation-ის კვლევით, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში 80,5%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

Survation-ის კვლევის თანახმად, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში „ქართული ოცნება“ და მაჟორიტარობის მისი კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

ირაკლი ხახუბია

25 სექტემბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

Survation-ის კვლევა: ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი ხახუბია (64,4%) და „ქართული ოცნება“ (67,8%) ლიდერობენ

​​​​​​​Survation-ის კვლევის თანახმად,ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ხახუბია ლიდერობს. მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 64,4% ხმას მას მისცამდა.

ანდრეი ბაბიში

25 სექტემბერი 2020, 21:35

COVID19

ჩეხეთის პრემიერი: პანდემიის დროს ჯანმო გაუბედავად და ცუდად მოქმედებდა

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ჩეხეთის პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პანდემიის დროს ჯანმო გაუბედავად და ცუდად მოქმედებდა.