http://imedi.ge/ /  04 სექტემბერი 2020, 07:55 / სანდო წყარო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 07:44 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო და სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

ყველა სიახლე

დარქნეტი

22 სექტემბერი 2020, 20:32

მსოფლიო

აშშ-სა და ევროპაში „დარქნეტის“ 179 სავარაუდო ნარკომოვაჭრე დააკავეს

„დარქნეტის ოქროს ხანა დასრულდა. ასეთი ოპერაციები ხაზს უსვამს ძალოვანი სტრუქტურების უნარს დაუპირისპირდნენ დარქნეტის სავაჭრო სივრცეების ანონიმურობასა და შიფრებს“, - ნათქვამია „ევროპოლის“ განცხადებაში.

22 სექტემბერი 2020, 20:21

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 3 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 241 ადამიანი გარდაიცვალა.

22 სექტემბერი 2020, 20:15

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 926 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 926 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 7 მაისიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

22 სექტემბერი 2020, 20:15

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთ​ში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსზე ტესტირება 198 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 100 პაციენტი მკურნალობს. მათგან 98-ს ვირუსი დადასტურებული აქვს.

22 სექტემბერი 2020, 20:09

COVID19

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 ადამიანი გარდაიცვალა.

შარლ მიშელი

22 სექტემბერი 2020, 20:03

COVID19

ევროკავშირის სამიტი გადაიდო

ევროკავშირის სამიტი, რომელიც 24-25 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მას შემდეგ გადაიდო, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა.

22 სექტემბერი 2020, 19:54

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 6 861 211 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 200 005 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მარინა ენდელაძე

22 სექტემბერი 2020, 19:49

COVID19

მარინა ენდელაძე: ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა „მაესტროს“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, სულ კლინიკაში 34 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. „კლინიკაში ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ერთი გახლავთ კრიტიკული, ძალიან მძიმეა, რომელსაც აქვს მძიმე, თანმხლები, ფონური დაავადებები. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

სამეფო კარის თამაშები დროგონი

22 სექტემბერი 2020, 19:45

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ სიქველი ეკრანებზე 2022 წელს გამოვა

ახალი სერიალი ჯორჯ მარტინის წიგნზე „ცეცხლი და სისხლი“ იქნება დაფუძნებული, რომელიც 2018 წელს გამოვიდა. მასში ტარგარიენების დინასტიის ისტორიაა მოთხრობილი. შოუ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე - სამოქალაქო ომზე გააკეთებს აქცენტს, რომელიც ვესტეროში „თამაშების“ მოვლენებამდე 300 წლით ადრე მოხდა და „დრაკონების ცეკვის“ სახელწოდებით არის ცნობილი.

22 სექტემბერი 2020, 19:43

მსოფლიო

პანდემიის გამო, ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართება

კორონავირუსის პანდემიის გამო, ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ ნობელის ფონდში განაცხადეს.

22 სექტემბერი 2020, 19:38

რეგიონი

კახეთში უკვე 133 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია, ყურძნის შესყიდვის პროცესში ყოველდღიურად 80-მდე დიდი თუ მცირე საწარმოა ჩართული, დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 13 ათას ტონამდე. 22 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 133 ათასი ტონა ყურძენი: 100 ათასი ტონა რქაწითელი, 27 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, ხოლო დანარჩენი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

აჭარის ტელევიზია

22 სექტემბერი 2020, 19:36

COVID19

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ანტონიუ გუტერეში

22 სექტემბერი 2020, 19:12

COVID19

გაეროს გენმდივანი: კორონავირუსის პანდემია აპოკალიფსის მეხუთე მხედარია

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კორონავირუსის პანდემიას აპოკალიფსის მეხუთე მხედარი უწოდა. ამის შესახებ მან ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნაზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძე

22 სექტემბერი 2020, 19:12

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში სიტუაცია პრაქტიკულად სრულად ექვემდებარება კონტროლს, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს

აჭარაში ეპიდსიტუაციის დამძიმება მოსალოდნელი იყო, რადგან ზაფხულში უამრავი ადამიანის კონცენტრირება მოხდა, მათ შორის შიდა ტურიზმიდან გამომდინარე. ამავე დროს, სარიტუალო ღონისძიებები იმართებოდა, რომელთან მიმართებაშიც ყოველთვის ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად მკაცრები ვყოფილიყავით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ სიტუაციის სტაბილიზაცია და ეპიდვითარების ლოკალიზება მხოლოდ ერთიანობით.

თენგიზ ცერცვაძე

22 სექტემბერი 2020, 19:04

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, დიდი სიფრთხილე გვმართებს

უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რადგან მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და არ იკლებს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, რომ ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.

უილი უოლში

22 სექტემბერი 2020, 19:00

ეკონომიკა

IAG-ის ყოფილი ხელმძღვანელი: მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრია ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო

საავაიაციო ინდუქსტრია ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც კორონავირუსის პანდემიამდე იყო, - აცხადებს საერთაშორისო ბრიტანული ავიაკომპანიის IAG-ის (International Airlines Group) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, უილი უოლში.

22 სექტემბერი 2020, 18:59

მსოფლიო

იტალიაში მოსახლეობამ რეფერენდუმით პარლამენტის შემცირებას დაუჭირა მხარი

იტალიაში მოსახლეობამ რეფერენდუმით პარლამენტის თითქმის მესამედით შემცირებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ВВС წერს. გამოცემის ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეების 70%-მა პარლამენტში დეპუტატების შემცირებას მისცა ხმა. თითქმის ყველა ბიულეტენი დათვლილია.

ანტონიუ გუტერეში

22 სექტემბერი 2020, 18:57

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში: მსოფლიომ ახალი ცივი ომი თავიდან უნდა აიცილოს

„პანდემია უპრეცედენტო კრიზისია. მაგრამ მსგავს კრიზის ჩვენ სხვადასხვა ფორმით ისევ და ისევ ვიხილავთ. COVID-19 კოსტიუმირებული რეპეტიციაა იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც მსოფლიოს დადგება“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

22 სექტემბერი 2020, 18:51

COVID19

გასული კვირის განმავლობაში ნიდერლანდებში კორონავირუსის 13 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის 13 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

22 სექტემბერი 2020, 18:40

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ ვოლტერსს ნატოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე.