imedi /  06 სექტემბერი 2020, 21:00 / სანდო წყარო

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ერთიანი პროფესიული ტესტირება დასრულდა

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ერთიანი პროფესიული ტესტირება დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტესტირების მიმდინარეობას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე კოლეჯში „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აკვიდებოდნენ.

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყო და 10 აგვისტომდე გაგრძელდა. 2020 წლის საშემოდგომი მიღებაზე 14 400-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 12 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა ტესტირება, დანარჩენები კი კოლეჯის/უნივერსიტეტის შიდა შერჩევებში მონაწილეობდნენ. შიდა შერჩევები იმ პროფესიულ პროგრამებზე განხორციელდა, სადაც რეგისტრანტთა რაოდენობა არ აღემატებოდა თავისუფალი ადგილების რაოდენობას.

6 სექტემბერს საქართველოს ყველა რეგიონში 59 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი და ყველა მათგანი სრულად აკმაყოფილებდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს. ერთიან პროფესიულ ტესტირებამდე 1 დღით ადრე კი ყველა აპლიკანტს ჰქონდა შესაძლებლობა, ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად გაევლო საცდელი ტესტირება და გასცნობოდა ტესტირების ფორმატს“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2020, 22:15

COVID19

თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს და შეაფასეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური პროცესი. აღინიშნა, რომ ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით კოვიდის მართვა საერთაშორისო პრაქტიკის და პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს.

23 სექტემბერი 2020, 22:02

COVID19

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, „კომუნისტური პარტიის“ წევრი ვახა აგაევი კორონავირუსით გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2020, 21:54

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 4 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 130 ადამიანი გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2020, 21:51

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. თბილისში საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებენ:​​​​​​​ გლდანის საარჩევნო ოლქი – ნიკა მელია; სამგორის საარჩევნო ოლქი – ლევან ხაბეიშვილი; ხოლო ისნის საარჩევნო ოლქი – ხატია დეკანოიძე.

ჯიმ რიში

23 სექტემბერი 2020, 21:41

მსოფლიო

სენატორი ჯიმ რიში: ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი აღარ არის და უნდა გადადგეს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას ეხმაურება.

ნინო ნიჟარაძე

23 სექტემბერი 2020, 21:34

COVID19

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში მომდევნო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების ამავე რაოდენობით მატებას ველოდებით, შემდეგ კი კლებას

„მიმდინარეობს პაციენტის მდგომარეობის შეფასება, ამის მიხედვით ნაწილდებიან ისინი კლინიკებსა და სასტუმროებში. მუდმივად ხდება გადაადგილებები კლინიკებიდან სასტუმროებში. ნაწილი პაციენტებისა გამოჯანმრთელდა, ამიტომ არსებული საწოლფონდი სრულიად ადეკვატური რაოდენობაა იმ საჭიროებისთვის, რაც დღეს აჭარაში არსებობს“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

რობერტ რედფილდი

23 სექტემბერი 2020, 21:28

COVID19

რობერტ რედფილდი: ამერიკელთა უმეტესობას ვაქცინაციის გავლა 2021 წლის ივლისისთვის შეეძლება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, ამერიკელთა უმეტესობას ვაქცინაციის გავლა 2021 წლის ივლისისთვის შეეძლება.

23 სექტემბერი 2020, 20:57

მსოფლიო

მინსკში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს

მინსკში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

23 სექტემბერი 2020, 20:47

საზოგადოება

ფონიჭალაში 7000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დედაქალაქის გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში, ახალი გაზმარეგულირებელი სადგურის (გსმ) მონტაჟი მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამუშაოების გამო რაიონის 7000–მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.

ჰუბერტ ქნირში

23 სექტემბერი 2020, 20:34

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ, კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო

ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ, კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხდა.

კელი დეგნანი

23 სექტემბერი 2020, 20:21

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მისასალმებელია, რომ საარჩევნო ქცევის კოდექსს ხელი ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა

ვიმედოვნებ, 2020 წლის არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ეს იქნებოდა შთამბეჭდავი საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „საარჩევნო კომპასი საქართველოსა“ და Partiebi.Ge-ს პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ პოლიტიკური ქცევის წესებს ბევრმა პარტიამ ხელი მოაწერა. „საარჩევნო გარემოსთვის დამახასიათებელია ტემპერატურის ზრდა, თუმცა გამამხნევებელი და იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი პოლიტიკური ქცევის კოდექსს. მეტიც, არა მხოლოდ ხელი მოაწერეს, არამედ ერთად შეიმუშავეს. ეს ძალიან კარგი და გაბედული ნაბიჯია მათი მხრიდან.

ჰუბერტ ქნირში

23 სექტემბერი 2020, 20:19

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს

ძალიან კარგი იქნება, თუ არჩევნები ჩატარდება სათანადო რაოდენობის დამკვირვებლების თანდასწრებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა. მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს.

იოსებ ხახალეიშვილი

23 სექტემბერი 2020, 20:01

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ყველა პროექტში, რაც დაგეგმილია და დაიგეგმება, სწორედ მოსახლეობის ინტერესები იქნება გადამწყვეტი

საარჩევნო პროგრამის გაცნობის პარალელურად მერობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ყველა საკითხი, რაც მისი თანაქალაქელებისთვის პრიორიტეულია, მისთვის მნიშვნელოვანია.

დიმიტრი პესკოვი

23 სექტემბერი 2020, 19:57

მსოფლიო

კრემლი: ალექსეი ნავალნის ნებისმიერ დროს შეუძლია რუსეთში დაბრუნდეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ნებისმიერ დროს შეუძლია რუსეთში დაბრუნება.

23 სექტემბერი 2020, 19:55

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემა მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა. უბანში მცხოვრები 120-მდე ოჯახი სასმელ წყალს დღემდე მეზობელი უბნებიდან ეზიდება. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გამოიყო.

ალეკო ელისაშვილი

23 სექტემბერი 2020, 19:47

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ყველაფერს ველოდი მამუკა ხაზარაძისგან, ოღონდ მევახშეობა აიკრძალოსო რომ წავიკითხე, თვალებს არ ვუჯერებდი

ყველაფერს ველოდი მამუკა ხაზარაძისგან და „ლელოსგან“, ნებისმიერ ინიციატივას, მაგრამ „მევახშეობა“ აიკრძალოსო და ლამისაა, ახლა მოითხოვონ ბანკები აიკრძალოსო, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური გუნდის, „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძე ინიციატივას კერძო იპოთეკარების აკრძალვაზე. მისი თქმით, გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გასაგებია, რომ უცნაური რაღაცებიც უნდა თქვან მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია.

23 სექტემბერი 2020, 19:46

COVID19

შემოსავლების სამსახურის 596 თანამშრომელს მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდა

COVID-19-ის რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, 18-23 სექტემბერს, მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელებს (გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისი 2“, საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“, საერთო ჯამში 596 პირს) გამოკვლევა ჩაუტარდა.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

23 სექტემბერი 2020, 19:41

პოლიტიკა

საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, ასევე საქართველოს პარლამენტში - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან.

ზურაბ ჯაფარიძე

23 სექტემბერი 2020, 19:37

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მევახშეობა არის ფულის გასესხება პროცენტზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამას აკეთებს კარგად შეფუთული საბანკო ოფისი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან კერძო პირი

მისი თქმით, მევახშეობა არის ფულის გასესხება პროცენტზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას აკეთებს კარგად შეფუთული და კარგად გარემონტებული საბანკო ოფისი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან კერძო პირი. „მევახშეობა არის მევახშეობა, მთელი ცხოვრება რითიც იყო დაკავებული ბატონი ხაზარაძე. ბანკის საქმე არის მევახშეობა, ანუ ფულით ფულის კეთება”- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

თამარ გაბუნია

23 სექტემბერი 2020, 19:33

COVID19

თამარ გაბუნია: საავადმყოფოებში საწოლფონდის დეფიციტი დღევანდელი მდგომარეობით არ არის

ცნობილია, რომ კოვიდის შემთხვევაში ჰოსპიტალური მოვლა სჭირდება 20%-ს, ჩვენი გამოცდილებაც ამას მიუთითებს. დანარჩენის მართვა შესაძლებელია ჰოსპიტალს გარეთ. ამის რესურსი ქვეყანაში ნამდვილად არსებობს. დღეს მობილიზებულია 3000-მდე საწოლი და ნახევარზე ნაკლები არის დატვირთული - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აჭარაში ჟურნალისტებს განუცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, საავადმყოფოებში საწოლფონდის დეფიციტი დღევანდელი მდგომარეობით არ არის.