imedi /  07 სექტემბერი 2020, 21:34 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძემ განმარტა, ვის შეეხება 8-დღიანი კარანტინი

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 8 დღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

„საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი მიდის კარანტინში, რომელიც იყო 12 დღე და ახლა ეს ვადა ჩამოიწია 8 დღემდე, მერვე დღეს ყველა ამ ადამიანს სახელმწიფოს ხარჯზე უკეთდება PCR ტესტი და თუ ის უარყოფითია მაშინ გამოდიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მეთორმეტე დღეს მათ უნდა ჩაიტარონ ტესტი და თუ უარყოფითი იქნება მას შეუძლია თავისუფლად გადაადგილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, სასურველია ადამიანს მეთორმეტე დღემდე ჰქონდეს ნაკლები კონტაქტები საზოგადოებასთან თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ორივე ტესტს (მერვე და მეთორმეტე დღეს) აფინანსებს სახელმწიფო და ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებს.

დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ საკარანტინო პერიოდი 8 დღემდე შემცირდა.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2020, 14:37

ეკონომიკა

ივლისთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ აგვისტოში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, ბანკთაშორისი სესხების გარდა, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 1.93 მლნ ლარით (0.01%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.09%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 34.49 მლრდ ლარი შეადგინა.

პროკურატურა

25 სექტემბერი 2020, 14:32

სამართალი

დავით ფურცხვანიძეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, მიხეილ რამიშვილის სავარაუდო წყაროს, დავით ფურცხვანიძეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად.

25 სექტემბერი 2020, 14:26

სამართალი

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

25 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო თამბაქო 238 ბლოკი (47,600 ღერი) ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გიორგი გახარია

25 სექტემბერი 2020, 14:22

პოლიტიკა

გიორგი გახარია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა დისტანციურად გაიმართება.

25 სექტემბერი 2020, 14:18

საზოგადოება

წიგნის ფესტივალი ონლაინ გაიხსნა

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ონლაინ ფორმატში გაიხსნა და 3 დღე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის Facebook-გვერდზე პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

25 სექტემბერი 2020, 14:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე.

გიორგი კაკაურიძე

25 სექტემბერი 2020, 14:17

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: ის ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც რეფინანსირებასა და ვალუტის მიწოდებას ერთმანეთს უკავშირებენ, არასწორ განცხადებებს აკეთებენ

როდესაც პანდემია გავრცელდა და შოკი მიიღო მთელმა მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ, (საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმიდან მიღებული შოკი, ვინაიდან დაახლოებით ეკონომიკის 10 პროცენტს შეადგენდა), რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ეს ლარის კურსზე ზეწოლას გამოიწვევდა, თუმცა ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიზიდეთ საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით 1, 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც „ეროვნულ ბანკს“ საშუალებას აძლევს ბაზარს ვალუტა საჭიროების მოცულობით მიაწოდოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 14:09

სამართალი

პროკურატურამ დაადასტურა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიხეილ რამიშვილის სავარაუდო წყარო დავით ფურცხვანიძე დაკავებულია

ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დ.ფ. დააკავა.

სოლომონ ფუტკარაძე

25 სექტემბერი 2020, 13:58

COVID19

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და როგორც თავად აცხადებს, ბინაზე მკურნალობს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ირაკლი ანთაძე

25 სექტემბერი 2020, 13:45

საზოგადოება

ირაკლი ანთაძე: ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნება

როგორც თავად განგვიცხადა, ამ ეტაპზე, ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 13:38

საზოგადოება

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები გერმანიაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე გაემგზავრნენ

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე გაემგზავრნენ. „ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, სამართლის ფაკულტეტისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ლედი ახალაია, ხატია რუხაძე და თამუნა ჯაყელი ბერლინში, სამი თვის განმავლობაში ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში გადამზადდებიან.

25 სექტემბერი 2020, 13:30

საზოგადოება

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი, 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს. მან უკვე დატოვა ერგნეთის საგუშაგო, ის ერგნეთის საპოლიციო განყოფილობაში იმყოფება და ამის შემდეგ, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

25 სექტემბერი 2020, 13:18

რეგიონი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლა შენდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთის უბანში, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია ადგილზე გაეცნო.

25 სექტემბერი 2020, 13:11

რეგიონი

ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ნაკვალევზე ჯიპტური მოეწყო

საქართველოში მოქმედმა ისრაელის ექსტრემალურმა ტურისტულმა კომპანიამ AclassA Travelers-მა, პანდემიის პირობებში ყველა წესის გათვალისწინებით, ონსა და ლაილაშში ისრაელელებისთვის ჯიპტური მოაწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „ისრაელის სახლი“ ავრცელებს.

რომან კაკულია

25 სექტემბერი 2020, 13:10

ეკონომიკა

რომან კაკულია: ლარის გამყარებაში მონაწილე ყველა ძირითადი კომპონენტი, COVID-19-ის გამო, ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშაა

„ყველა ის ძირითადი კომპონენტი, რაც როგორც წესი მონაწილეობს ხოლმე ლარის გამყარებაში, ვგულისხმობ ეკონომიკის იმ მიმართულებებს, რომლებსაც ქვეყანაში დოლარი შემოაქვს, არის ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშ კოვიდთან დაკავშირებული სიტუაციის გამო და ამაში მთავრობის წვლილი ნამდვილად არ არის“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

რომან კაკულია

25 სექტემბერი 2020, 13:07

პოლიტიკა

რომან კაკულია ხაზარაძეზე: მათი გეგმა მომავალში დასაწერი წიგნის სარჩულს ჰგავს

„დღეს დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს გაწერო ის, თუ რა არის გასაკეთებელი. ჩვენი ქვეყნის პრობლემა დიდი ხანია აღარ არის იმის გაგება თუ რა არის გასაკეთებელი, პრობლემაა - როგორ და რა რესურსებით. ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ სამივე შეკითხვას ერთობლიობაში არ წარმოადგენს, საუკეთესო შემთხვევაში პოპულისტია და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ალბათ ნაკლები აქვს ცოდნა, იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

25 სექტემბერი 2020, 13:07

საზოგადოება

თბილისში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები განთავსდა

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსებასა და დაზიანებულის ჩანაცვლებას განაგრძობს. ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები ამჯერად, ისნის, სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში განთავსდა.

გიორგი გახარია

25 სექტემბერი 2020, 13:03

პოლიტიკა

გიორგი გახარია: კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რობერტ ობრაიანი

25 სექტემბერი 2020, 12:57

პოლიტიკა

ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გაფართოებას - აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, რობერტ ო ბრაიანი გიორგი გახარიასთან საუბარს ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, რობერტ ო ბრაიანი: ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გაფართოებას. ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გაფართოებას, - ასე ეხმაურება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, რობერტ ო ბრაიანი „ტვიტერში“საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს.

25 სექტემბერი 2020, 12:48

პოლიტიკა

გარემოს ეროვნული სააგენტო აკვაკულტურის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე მუშაობს

„აკვაკულტურის კანონის მიღების შემდეგ, დაწყებულია კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობა. მუშაობის პროცესში ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა ის უწყება, რომელთა კომპეტენციას განეკუთვნება სფეროს რეგულაცია“.