08 სექტემბერი 2020, 19:47 / სანდო წყარო

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დაარსებიდან 102 წელი გავიდა

8 სექტემბერი საქართველოს წითელი ჯვრის დაარსების დღეა.

„უკვე 100 წელზე მეტია ვდგავართ ჩვენი ქვეყნის სამსახურში - ვზრუნავთ თანამოქალაქეების კეთილდღეობისთვის და ვცდილობთ უკეთესი გავხადოთ ხვალინდელი დღე. გვსურს, შემთხვევით ვისარგებლოთ და მადლობა გადავუხადოთ წითელი ჯვრის ყველა მოხალისეს, თანამშრომელს, პარტნიორს და თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართულია და მხარს უჭერს წითელ ჯვარს დიადი მიზნების განხორციელებაში“ - ვკითხულობთ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

ალექსანდრე ლუკაშენკო

23 სექტემბერი 2020, 17:28

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა: ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, რომ დღევანდელი ინაუგურაცია ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმაციას ვერ მოახდენს.

გიგა ბოკერია

23 სექტემბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება ჩაშალა სააკაშვილმა, თავისი ამბიციებისა და უკან, 2012 წლამდე პერიოდში ყურების გამო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ერთიანი სიის შემოთავაზება იყო კვლავ ორპოლუსიანობის და წრეზე ტრიალის პოლიტიკა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გონივრული ნაბიჯი იქნებოდა რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, თუმცა სააკაშვილმა ეს მოლაპარაკება ჩაშალა და კვლავ ორპოლუსიანობა შესთავაზა საზოგადოებას.

ეუთ

23 სექტემბერი 2020, 17:25

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები კიდევ 30-მდე ადამიანმა დატოვა

უკვე მე-12 დღეა, საპროტესტო აქციები იმართება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოქრიაშვილი ახლა არა „ქართული ოცნების“, არამედ კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ სახელით მაჟორიტარობისთვის იბრძვის. მის მხარდამჭერთა რიგებს კი ყოველდღიურ რეჟიმში ათობით ადამიანი ტოვებს.

23 სექტემბერი 2020, 17:14

საზოგადოება

პატიმრებმა N8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში მარწყვი და ყვავილოვანი კომბოსტო დარგეს

N8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე 100 ძირი განსაკუთრებული ჯიშის მარწყვი (რომელიც წელიწადში ოთხჯერ იძლევა ნაყოფს) და ყვავილოვანი კომბოსტო დაირგო, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაწესებულებას ნერგები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტისა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარმა გაუგზავნა.

23 სექტემბერი 2020, 17:06

პოლიტიკა

ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე საქართველომ რუსეთის სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020“ დაგმო

საქართველოს დელეგაციამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევა. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და იწვევს დესტაბილიზაციას რეგიონში.

დიმიტრი ხუნდაძე

23 სექტემბერი 2020, 17:04

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ამ ეტაპზე უმჯობესი იქნება სკოლებში დაწყებითი კლასის ბავშვები მივიყვანოთ

„დიდ კლასებში ამ ეტაპზე სწავლის დაწყებისგან ჯობს თავი შევიკავოთ, თუმცა შესაძლებელია იყოს ლოკალური გადაწყვეტილებით. მაგალითად, აჭარაში ახლაც სწავლის დაწყებისგან თავი უნდა შევიკავოთ, მაგრამ თბილისში, ან სხვა ქალაქში, სადაც დაინფიცირების ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალია, შესაძლებელია სწავლა დავიწყოთ. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მაინც საკოორდინაციო საბჭოს მივანდოთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სვეტალანა ტიხანოვსკაია

23 სექტემბერი 2020, 16:57

მსოფლიო

ტიხანოვსკაია: ლუკაშენკოს ე.წ. ინაუგურაცია ფარსია - ბელარუსი ხალხის მიერ არჩეული ერთადერთი ლიდერი ვარ

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას ფარსი უწოდა.

23 სექტემბერი 2020, 16:51

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კეცხოველის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების გამო, 24 სექტემბრიდან კეცხოველის ქუჩაზე - ჯაბიძის ქუჩიდან ვეკუას ქუჩამდე მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ეიფელის კოშკი

23 სექტემბერი 2020, 16:46

მსოფლიო

გამნაღმველები ეიფელის კოშკზე ბომბს ეძებენ

პარიზში, ეიფელის კოშკიდან ვიზიტორთა ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ რაც პოლიციაში უცნობმა პირმა დარეკა და კოშკზე ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.

23 სექტემბერი 2020, 16:42

რეგიონი

ფოთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

ფოთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე, ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, წლებია ამ ნაგებობაში ვაჭრობენ და ამ საქმით ოჯახებს არჩენენ, დღეს კი მათ მერიის გადაწყვეტილება გააცნეს, სადაც უკანონო ნაგებობის დემონტაჟის შესახებ იუწყებიან .

23 სექტემბერი 2020, 16:40

საზოგადოება

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დაარსებული ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, დირიჟორი და მუსიკოლოგი, შიო აბრახამია გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შიო აბრახამიას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიატობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიულოცა.

ნინო ნიჟარაძე

23 სექტემბერი 2020, 16:36

COVID19

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში COVID-19-ის შემთხვევების მატება პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ქცევასთან

ამ ეტაპზე გვაქვს უფრო დაძაბული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, თუმცა აბსოლუტურად კონტროლს ექვემდებარება. დღეს გვქონდა შემთხვევების მატება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს მაინც სტაბილური დონეა. რაღაც პერიოდი, აჭარაში შესაძლოა COVID-19-ის შემთხვევები გაიზარდოს ან დარჩეს იმავე დონეზე, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავა

23 სექტემბერი 2020, 16:24

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ორსულებში კორონავირუსი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს

„აუცილებელია მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები და დაემორჩილონ იმ რეგულაციებს, რაც ამ ეტაპისთვის არსებობს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდეს“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

23 სექტემბერი 2020, 16:19

საზოგადოება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა.

23 სექტემბერი 2020, 16:15

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

გიორგი გახარია

23 სექტემბერი 2020, 16:08

ეკონომიკა

„ქართული ოცნება“ იმერეთში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა, ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რძის გადამამუშავებელი საწარმო თერჯოლაში, წყალმომარაგების პროექტი ჭიათურაში - „ქართული ოცნება“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე იმერეთში მიმდინარე და განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს.

რატი იონათამიშვილი

23 სექტემბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ საზოგადოებასთან ფაქტობრივად არ უსაუბრიათ

არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და რასაც ვუყურებთ, როგორ იქცევა ხელმოცარული ოპოზიცია, არის სრულიად ამაზრზენი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 15:45

მსოფლიო

რომის პაპი: ღმერთს უყვარს LGBTQ შვილები ისეთები, როგორებიც არიან

რომის პაპი, ფრანცისკე ორგანიზაცია „LGBTQ+ კათოლიკე მშობლების“ 40-მდე დედასა და მამას შეხვდა. როგორც UniLad-ი იუწყება, მშობლება 83 წლის პაპთან იმ ხშირ შემთხვევაზე ისაუბრეს, როცა მათი შვილები ეკლესიის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. აღსანიშნავია, რომ ფრანცისკემ მშობლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

უეფა საუკეთესო ფეხბურთელები

23 სექტემბერი 2020, 15:45

სპორტი

უეფამ 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. პირველ სამეულში „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინე, რობერტ ლევანდოვსკი და მანუელ ნოიერი (ორივე - მიუნხენის „ბაიერნი“) მოხვდნენ.

BIllboard Music Awards 2020

23 სექტემბერი 2020, 15:30

კულტურა

Billboard Music Awards 2020-ის ნომინანტები დასახელდნენ

ლიდერი ნომინაციების რაოდენობით Post Malone-ი გახდა. ის გამარჯვებისთვის 16 კატეგორიაში იბრძოლებს. მეორე ადგილზეა Lil Nas X-ი 13 ნომინაციით, ბილი აილიში და Khalid-ი კი 12 კატეგორიაში არიან წარდგენილები.