imedi /  09 სექტემბერი 2020, 17:40 / სანდო წყარო

„თბილისი ენერჯი“: გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით 3800-მდე აბონენტს დროებით გაზმომარაგება შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, ნადირაძის ქუჩაზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან 150 მმ-იანი გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით პარასკევს, 11 სექტემბერს 10:00 საათიდან გაზის მიწოდება მიმდებარე ქუჩების 3800-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება.

გაზმომარაგება შეუწყდება - ნუცუბიძე - უნივერსიტეტის ქ. 17ა (უნივერსიტეტის ქუჩაზე – შპს დეკო მაღლივთან”), უნივერსიტეტის ქ. 19 (ნაფეტვრების მიმდ. ნაკვ. 4 და 5), უნივერსიტეტის ქ. 24-ში (იგივე უნივერსიტეტის ქ. 5) მდებარე შპს ,,ჩემი სახლი”-ს, უნივერსიტეტის ქ. 48-ში მდებარე ი.ბ.ა ,,თიბიონი”-ს, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. 3-17-ში მდებარე შპს ,,ჯეი 3”-ის, ანნა პოლიტკოვსაკაიას ქ. 3-18-ში მდებარე შპს ,,ჯეი 5”-ის (იგივე სანდრო ეულის ქ. 10/ჯიქიას ქ/ 5) საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს, სანდრო ეულის ქუჩასა და ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ ე. ს. ,,ამხანაგობა სახლი ნაფეტვრებში”, ჯიქიას ქ. 5-ში (ელიზბარ მინდელის ქ. 12) მდებარე შპს ,,დონა გრუპი”-ს, ჯიქიას ქ. 6ა, 6ბ, 6 (იგივე პოლიტკოვსკაიას ქ. 6), ჯიქიას ქ. 9ა-ში (იგივე 9ა-45 და პოლიტკოვსკაიას ქ. 45) მდებარე შპს “საქაგრომანქანას”, ჯიქიას ქ. 10 (იგივე პოლიტკოვსკაიას ქ. 10), ჯიქიას ქ. 9ა-51, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. 4ე-ში მდებარე შპს ქართულ ესპანური სამშენებლო კომპანიის”, პოლიტკოვსკაის ქ. 55-ში მდებარე შპს “ჯეო ტექინვესტი”-ს, ჯიქიას ქ. 9ა-1, 9ა-2, 9ა-3, პოლიტკოვსკაიას ქ. 32-30-ში მდებარე შპს “სეუ გრუპ დეველოპმენტ კომპანი”-ს, პოლიტკოვსკაიას ქ. 36-ში – შპს “ჯიქია 36”-ის, შპს “კომპაქტ დეველოპმენტი”-ს, ჯიქიას ქ. 7-ში მდებარე ,,A” და ,,B” ბლოკის (ახლ. ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. 36 და 38), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 10/12-ში მდებარე შპს ,,ნოვო დეველოპმენტი”-ს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 47 (ჯიქიას ქ. 9), ჯიქიას (ახლ. ანა პოლიტკოვსკაიას) ქ. 8, 8ა, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 57-ში (ჯიქიას ქ. 9ა-57) მდებარე შპს ,,სოლო დეველოპმენტი”-ს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 59, სანდრო ეულის ქ. 3-ში (იგივე ზურაბ ანჯაფარიძის ქ. 23) მდებარე შპს ,,სანდრო ეული”-ს, ელიზბარ მინდელის ქ. 9ე-ში (ვაკის რაიონის ქუჩა, ნაკვ. 005/086) მდებარე შპს ,,გრინ ლაიფი”-ს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 46ა (ჯიქიას ქ. 18), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 44, 48, 50, 50-1, 50-2 (ჯიქიას ქ. 18ბ, 18გ), ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, ნაკვ. 31/45-ში (წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. 10) მდებარე შპს ,,ანკო”-ს, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, ნაკვ. 28, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ შპს ,,კომპაქტ დეველოპმენტი”-ს, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, 50-52-ში მდებარე შპს ,,კომპაქტ +”-ის, ომარ ფხაკაძის ქ. 52-ში მდებარე შპს ,,ვილა ჰაუსის”, ომარ ფხაკაძის ქ. 26-ში მდებარე ამხ. ,,ფხაკაძე 26”-ის, შავიშვილის ქ. 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გაზის მიწოდება შეუწყდება ნაფეტვრების გზის მიმდებარედ – ომარ ფხაკაძის ქუჩასა და ალ. იოსელიანის ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ჯიქიას, ძოწის ქუჩაზე (ლისის მიმდებარედ) მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება აგრეთვე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: კლინიკა ,,მედულა (შპს ,,ფარმინა”), შპს ,,ოლიმპი თბილისი +”, სს ,,სადაზღვევო კომპანია იმედი ელ”, შსს ეკონომიკური დეპარტამენტი, შპს ,,საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი”, გ. ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი, სსიპ ‘’სოხუმის უნივერსიტეტი”, სამთო ინსტიტუტი, შპს ,,საბა პლიუსი”, საქართველოს დაზვერვის სამსახური, შპს ,,ციცინათელა”, შპს ,,ასორტი ვერე”, უნივერსიტეტის ბიოლოგების სასწავლო კორპუსი და მიმდებარედ სახ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, შპს “ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტი”, სპეციალური პენიტენციური სამსახური იურიდიული დახმარება, შპს ,,ფრესკო შოპინგ ცენტრი”, ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მაღლივი კორპუსი, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2”, ,,არდი დაზღვევა”, ი/მ ვახტანგ გვასალია, სს ,,თიბისი ბანკი”, შპს ,,სისტემ ნეტ”, შპს ,,მვპ სტამბა”, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი და სხვა; ვაკის რ-ში - ბ. წყნეთის გზ-ზე - სტუდქალაქის მიმდებარედ დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპ. 3 (3კ), 4-სა და 5-ის მოსახლეობას, ასევე ბ.წყნეთის გზ, ნაკვ. 07/056-ში მდებარე ააიპ ,,გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირს”, ბ.სტუდქალაქის მიმდებარედ – შპს ,,ინოვაციური განათლების ცენტრს” და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება იმავე დღეს 14:00 საათიდან და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

26 სექტემბერი 2020, 16:02

COVID19

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო „მწვანე ზონის" სტატუსს ინარჩუნებს

ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით, 14 დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის - 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე), - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

26 სექტემბერი 2020, 15:54

სპორტი

მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

თბილისში, მუშტაიდის ბაღში მდებარე სპორტკომპლექს „იმედის“ სპორტულ მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის „აფხაზეთის თასი“ ჩატარდა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

26 სექტემბერი 2020, 15:49

COVID19

პოლონეთში კორონავირუსის 1,584 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 1,584 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორს სამინისტროში განაცხადეს იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა გაგრძელდება, მაშინ ქვეყანაშ ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.

26 სექტემბერი 2020, 15:28

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ბელარუსში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 77,289-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 813 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 74,046 პაციენტი.

კახა კუჭავა

26 სექტემბერი 2020, 15:22

პოლიტიკა

კახა კუჭავა გიორგი გახარიას გამოსვლაზე: ეს იყო ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა, იმ ძლიერი გზავნილებით, რომელსაც იმსახურებს გაერო-ს ტრიბუნა

ეს იყო ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა, იმ ძლიერი გზავნილებით, რომელსაც იმსახურებს გაერო-ს ტრიბუნა, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-სესიაზე. მისი თქმით, ეს იყო ძალიან ძლიერი ქვეყნის ლიდერის ძლიერი გამოსვლა, თავისი ძლიერი გზავნილებით.

26 სექტემბერი 2020, 15:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

26 სექტემბერი 2020, 15:14

საზოგადოება

თელავში მდებარე საკარანტინო ზონაში ახალგაზრდა გარდაიცვალა

თელავში მდებარე საკარანტინო ზონაში ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. Imedinews-ის ინფორმაციით, ბიჭი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა და სავალდებულო კარანტინს გადიოდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მეტადონის პროგრამაშიც იყო ჩართული.

კორონავირუსი

26 სექტემბერი 2020, 15:12

COVID19

სლოვაკეთში ზედიზედ მე-4 დღეა კორონავირუსის დღიური შემთხვევების ანტირეკორდი ფიქსირდება

სლოვაკეთში ზედიზედ მე-4 დღეა კორონავირუსის დღიური შემთხვევების ანტირეკორდი ფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

26 სექტემბერი 2020, 14:36

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: მაქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება

მაქვს ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ლიონელ მესი
ლუის სუარესი

26 სექტემბერი 2020, 14:34

სპორტი

ლიონელ მესი „ბარსელონადან“ ლუის სუარესის წასვლას გამოეხმაურა

„შენ გუნდიდან ასე გაგდებას არ იმსახურებდი, თუმცა კლუბის ამ ხელმძღვანელობისგან აღარაფერი მიკვირს“, - ასეთი სიტყვებით დაემშვიდობა ლიონელ მესი „ბარსელონადან“, „ატლეტიკოში“ გადასულ ლუის სუარესს, რომელიც მისი ახლო მეგობარი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დავით ფურხცვანიძე

26 სექტემბერი 2020, 14:30

სამართალი

დავით ფურცხვანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

დავით ფურცხვანიძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

26 სექტემბერი 2020, 14:26

რეგიონი

ქუთაისში, 28 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის გაზირზე მოძრაობა შეიზღუდება

ქუთაისში, 28 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის გაზირზე მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფომაციით, დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით შეიზღუდება.

გიორგი გახარია

26 სექტემბერი 2020, 14:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში, ხარკოვის ოლქში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ამბავს twitter-ზე გამოეხმაურა. „ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტრაგიკული ამბით, რომელმაც ბორტზე მყოფი პირების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე იმსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს და დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

26 სექტემბერი 2020, 14:11

კულტურა

65 აფხაზი ავტორის პოეზიის ანთოლოგია ქართულად გამოიცა

ქართულ ენაზე „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“ გამოიცა. კრებულში შესულია აფხაზი ავტორების ლექსები და პოემები, რომლებიც ახალგაზრდა პოეტმა და აფხაზური ლიტერატურის მკვლევარმა, ტერენტი გრანელის სახელობის პრემიის ლაურეატმა ნიკა ბაძაღუამ თარგმნა.

26 სექტემბერი 2020, 14:08

საზოგადოება

დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეები ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის N60-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის მესამე კორპუსთან 1600 კვ.მ ფართობზე მოსასვენებელი სივრცეების მშენებლობა მიმდინარეობს.

26 სექტემბერი 2020, 14:08

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთის ყველა სკოლაში კარანტინი გამოცხადდა

„მკვეთრად გაიზარდა COVID-19- ის შემთხვევები, რაც გამოწვეულია ბავშვთა მობილობით, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. პედაგოგიური გუნდი მზად არ იყო და უგულებელყოფდა იმ მოთხოვნებს, რაც მათ სახელმწიფო სანიტარიულმა სამსახურმა დააკისრა. მასწავლებლები პირველები დაავადდნენ“.

26 სექტემბერი 2020, 14:08

COVID19

სპეციალური პენიტენციური სამსახური: COVID-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს, რომელსაც პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია

2020 წლის 26 სექტემბერს გეგმიური PCR ტესტირების შედეგად covid-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემულ პირს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ვინაიდან იგი მხოლოდ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მუშაობს.

დონალდ ტრამპი

26 სექტემბერი 2020, 13:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არჩევნებზე ხმების დათვლას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები კენჭისყრიდან რამდენიმე თვის შემდეგ გახდეს ცნობილი. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

26 სექტემბერი 2020, 13:46

პოლიტიკა

„თავისუფალმა საქართველომ“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდში დეპუტატობისთვის ზურაბ ჯინჯოლავა იბრძოლებს, ხოლო წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის ოლქში - გოჩა ბახია. დეპუტატობის კანდიდატები მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ წარუდგინა და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. კახა კუკავას განცხადებით, პარტიის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის აღორძინება, იაფი მედიკამენტები და საბანკო მევახშეობის აკრძალვაა.

26 სექტემბერი 2020, 13:35

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსს 169 ადამიანი ემსხვერპლა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7,523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,143,571-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 169 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20,225-ს აღწევს.