imedi /  10 სექტემბერი 2020, 15:01 / სანდო წყარო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველი სტუდენტები მიიღო

ქუთაისის უნივერსიტეტი

მომავალ კვირაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პირველ სტუდენტებს მიიღებს. უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) წელს 1112 სტუდენტი დარეგისტრირდა და 245 სტუდენტმა ჩააბარა.

KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში, ხოლო TUM-ის წარმომადგენლებმა და KIU-ს სამეთვალყურეო საბჭომ ახალი სტუდენტების ქულათა მაჩვენებელს და მიღებულ შედეგებს დადებითი შეფასება მისცეს.

რეიტინგის მიხედვით ყველაზე პოპულარული წელს KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა აღმოჩნდა. სწორედ ამ პროგრამაზე ჩაირიცხა წელს ყველაზე მეტი სტუდენტი. შემდეგ ადგილზეა მენეჯმენტის პროგრამა და ბოლოს მათემატიკა. საინტერესოა, რომ მათემატიკის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 35% გოგონაა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა.

უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ არჩევნად, ხოლო სტუდენტთა 78%-მა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება.

KIU-ს სტუდენტთა შორის არიან ისეთი წარმატებული მოსწავლეებიც, რომლებმაც გერმანიაში გამგზავრების და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად, სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს. რეიტინგის პირველ ასეულში არიან გამორჩეული და მაღალქულიანი ახალგაზრდები: ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან და სხვა რეგიონებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს წელს სტუდენტები ეყოლება ასევე რამდენიმე სხვა ქვეყნიდან და მათ შორის აშშ-დან.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულების მფლობელი სტუდენტი, გამყოფი ხაზის მიმდებარე მცხოვრები, სსიპ წალენჯიხის მუჟავას თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გოგოა, რომელმაც სახელმწიფო სასწავლო გრანტთან ერთად, KIU-სგრანტიც (შიდა დაფინანსება) მოიპოვა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე გახდნენ სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული კონკურსის და ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდებიც. მათ შორის, მათემატიკური და ალგორითმული კონკურსის (M ვექტორის) 15 ფინალისტი და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორი წარმატებული გამომგონებელი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. KIU-ს რექტორია პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ხოლო ფონდი ქართუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში 1 მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2020, 10:28

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი ნაგებობები მოეწყობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქ. ზუგდიდში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე (მდ. სინწა) ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის დასრულების შემდეგ, 2020 წლის ბოლოდან ამ ტერიტორიას დატბორვის საშიშროება აღარ დაემუქრება.

კიმ ჩენ ინი

25 სექტემბერი 2020, 10:19

მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა სამხრეთკორეელი საჯარო მოხელის მკვლელობის გამო ბოდიში მოიხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სამხრეთკორეელი საჯარო მოხელის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის, - იუწყება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გავრცელებული ინფორმაციით, მან სამხრეთკორეელ კოლეგას, მუნ ჯე ინს მისწერა, რომ ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო.

ალექსანდრე მოწერელია

25 სექტემბერი 2020, 10:12

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადგილობრივების მხრიდან გამოკვეთილი პრობლემები გადაიჭრას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია აბაშის მუნიციპალიტეტში ნორიოსა და წყემის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური.

არჩილ თალაკვაძე

25 სექტემბერი 2020, 09:58

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარემ და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ოზურგეთში შეხვედრა გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და გურიის მხარის რწმუნებული, ზურაბ ნასარაია მეწარმეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ბაიერნი

25 სექტემბერი 2020, 09:48

სპორტი

უეფას სუპერთასი „ბაიერნმა“ მოიგო

უეფას 2020 წლის სუპერთასი „ბაიერნმა“ მოიგო. „რეკორდმაისტერსა“ და „სევილიას“ შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ოვერტაიმში კი მიუნხენელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველ ნახევარში ლუკას ოკამპოსის თერთმეტმეტრიანს ზუსტი დარტყმით ლეონ გორეცკამ უპასუხა. გამარჯვების ბურთი კი 104-ე წუთზე ხავი მარტინესმა გაიტანა.

კორონავირუსი

25 სექტემბერი 2020, 09:29

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში საერთო ჯამში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა აღრიცხული

აჭარა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, 22:00 საათიდან კი, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა.

პარლამენტი

25 სექტემბერი 2020, 09:20

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს „ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონში შესატან ცვლილებებს რამდენიმე კომიტეტი განიხილავს. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იმოქმედებს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებული იქნება სამედიცინო პერსონალი, ხოლო სამედიცინო პუნქტი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღიჭურვება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

25 სექტემბერი 2020, 09:15

საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა დღეს გაირკვევა

გუშინ მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა. კანდიდატურა მოხსნა ალექსანდრე ვახტანგოვმა. გენერალური დირექტორობის მსურველი ამჟამად თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ლაგაზიძე არიან. მაუწყებლის დირექტორს საბჭო 6 წლის ვადით აირჩევს.

ჯანდაცვის სამინისტრო

25 სექტემბერი 2020, 09:05

საზოგადოება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად რეგისტრაცია დაიწყო

სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით მათი სარეიტინგო ქულა 150 000-ზე ნაკლებია, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია არ სჭირდებათ. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის პირველ ნოემბრამდე.

ოკუპაცია

25 სექტემბერი 2020, 08:44

პოლიტიკა

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი დღეს გათავისუფლდება

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ დღეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გუშინ განაცხადა.

ნატო

25 სექტემბერი 2020, 08:27

პოლიტიკა

გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

პრესრელიზის მიხედვით, იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს, პრემიერთან ერთად, ბრიუსელს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწვევა. შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი.

ზუგდიდი

25 სექტემბერი 2020, 08:21

რეგიონი

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი თვითიზოლაციაშია

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა. ის ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონა ვირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა.

ლაითური

25 სექტემბერი 2020, 08:17

რეგიონი

დაბა ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები აკონტროლებენ

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა. მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ადგილობრივებს მუდმივად შეუმოწმებენ ტემპერატურას. სპეციალურად დაბაში მცხოვრებთათვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

ბათუმის ინფექციური

25 სექტემბერი 2020, 08:10

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 11 კოვიდინფიცირებული დაემატა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 11 ახალი ინფიცირებული დაემატა. ამ დროისთვის კლინიკაში 144 პაციენტს მკურნალობენ, მათგან 19 რეანიმაციულ განყოფილებაშია, 4 პაციენტის მდგომარეობას ექიმები უკიდურესად მძიმედ აფასებენ და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.

აჭარა

25 სექტემბერი 2020, 08:02

რეგიონი

დღეიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა

აჭარაში ეპიდაფეთქების ფონზე ახალი შეზღუდვები ძალაში შევიდა. დღეიდან გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხვალიდან კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც იკრძალება. კვების ობიექტები შეზღუდული დროით იმუშავებს. (კაფეები და რესტორნები 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტება. სკოლებში სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

დონალდ ტრამპი

25 სექტემბერი 2020, 00:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი იქნება.

ლევან დავითაშვილი

25 სექტემბერი 2020, 00:33

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: დაახლოებით 9 მილიონ ლარს ვხარჯავთ ახალი ბაზრების ათვისებაზე და არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის პრომოციაზე

დღეს ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით, 9 მილიონ ლარს ახალი ბაზრების ათვისებაზე. ეს არის სახელმწიფოს დანახარჯი, რომელსაც რა თქმა უნდა, ემატება კერძო კომპანიების მარკეტინგული აქტივობა და არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის პრომოციაზე, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი დიდია, ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

ლევან დავითაშვილი

25 სექტემბერი 2020, 00:20

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: მე მჯერა, რომ ღვინის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანია და იქნება მომავალშიც

„ერთ წელიწადში ჩვენ თუ ზურგს შევაქცევთ დარგს, ისეთ ზიანს მივიღებთ, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. ამიტომ დარგისთვუს მდგრადობის შენარჩუნება არის აუცილებელი და მე მჯერა, რომ ღვინის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანია და იქნება მომავალში და ძალიან დიდ როლს შეასრულებს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

25 სექტემბერი 2020, 00:19

სპორტი

„დინამო“ და „ლოკომოტივი“ ევროპა ლიგას გამოეთიშნენ

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი ანდალუსიელთა ფეხბურთელებმა, დარვინ მაჩისმა და ხორხე მოლინამ გიორგი მამარდაშვილის კარი ორჯერ აიღეს.

ლევან დავითაშვილი

25 სექტემბერი 2020, 00:05

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი სტრატეგიაა, მელიორაციაში ინვესტირების გაგრძელება, თუმცა ეს ყოველწლიურად უფრო და უფრო ძვირი ჯდება

დღეისთვის საქართველოში უკვე 170 ათას ჰექტარ ფართობზეა წყლის სარწყავი სისტემები, მთლიანად მელიორირებულია 200 ათასამდე ჰექტარი, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილ რიცხვები“ განაცხადა. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება სარწყავი ინფრასტრუქტურის, მელიორაციის გარეშე შეუძლებელია. მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლეთ საქართველოში სხვა პრობლემა აქვთ, რაც ჭარბტენიანობასთანაა დაკავშირებული, კერძოდ, დრენაჟს საჭიროებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი პირიქით, წყლის ნაკლებობაა.