14 სექტემბერი 2020, 18:41 / სანდო წყარო

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დეზინფორმაცია გავრცელდა პატიმარზე, რომელიც პერიოდულად, პროტესტის ნიშნად ლითონის ნივთებს ყლაპავს

ნივთები, რომელიც, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პატიმარმა 2019 წელს გადაყლაპა

ნივთები, რომელიც, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პატიმარმა 2019 წელს გადაყლაპა

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ დეზინფორმაცია გაავრცელა პატიმარზე, რომელიც პერიოდულად, პროტესტის ნიშნად, ლითონის ნივთებს ყლაპავს. უწყება უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პატიმარს შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაეწია.

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 2020 წლის 13 სექტემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, თითქოს რამდენიმე პატიმარს, მათ შორის ბ. გელხაურს, არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. ბ. გელხაურთან დაკავშირებით.

სიუჟეტში ითქვა: „ფრჩხილის საჭრელი ე.წ. კუსაჩკა საკანში გადაყლაპა. პროტესტის უკიდურეს ფორმას კი, ოჯახის წევრების მტკიცებით, ბექა გელხაურმა ციხეში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ მიმართა. პატიმრის მშობლები შველას ითხოვენ და იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, თუ პაციენტს ოპერაცია დროულად არ ჩაუტარდება, ის შეიძლება დაიღუპოს“.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, ვინაიდან მსჯავრდებულს სწორედ სისტემატური თვითდაზიანებების მიყენებისა და სამედიცინო მომსახურებაზე არაერთხელ უარის თქმის გამო აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე, უწყება სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიზეზით მიმართა.

„სინამდვილეში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოცემული მსჯავრდებულის სიცოცხლე მრავალგზის აქვს გადარჩენილი და ამჟამადაც ამის მცდელობით არის დაკავებული“ - აცხადებენ უწყებაში.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, ბ. გელხაური სასჯელს იხდის 2013 წლიდან ორ სხვადასხვა საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი ეხება მისი მონაწილეობით პატიმრების ჯგუფის მიერ სხვა პატიმრის წამებას (საქართველოს სსკ-ის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ნაწილი (წამება ჯგუფურად).

„2015 წლიდან იგი პროტესტის ნიშნად პერიოდულად აცხადებს შიმშილობას, ასევე სისტემატურად ყლაპავს სხვადასხვა ნივთებს და ამ გზით აპროტესტებს მის მიმართ გამოტანილ განაჩენებს. გადაყლაპული ნივთების გამო, მსჯავრდებულს პირველად ჯერ კიდევ 2018 წლის 28 ივლისს აქვს ჩატარებული ლაპაროტომია - კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უცხო სხეულების ევაკუაცია. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულმა გააგრძელა უცხო სხეულების ყლაპვა. უცხო სხეულების მუცლის ღრუდან ამოღების მიზნით, მსჯავრდებულს მრავალჯერ აქვს ჩატარებული ოპერაცია (2019 წლის 19 აპრილს, 2019 წლის 2 ნოემბერს - ლაპაროტომია, ხოლო 2019 წლის 7, 9 და 11 ნოემბერს და 2020 წლის 14 ივნისს რელაპაროტომია). მაგალითისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს 2019 წელს ჩატარებული ერთ-ერთი ოპერაციის შედეგად ამოღებული ნივთების ფოტოსურათებს. მიუხედავად ყოველი წარმატებული ოპერაციის შემდეგ არაერთი მცდელობისა, რომ მსჯავრდებულმა შეცვალოს ქცევა, იგი, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კვლავ იწყებს ლითონის საგნების ყლაპვას, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კვლავ დგება ახალი ოპერაციის ჩატარების საჭიროება. ყოველი ოპერაციისთვის, რასაკვირველია, საჭიროა მსჯავრდებულის თანხმობა, რაზეც ის სისტემატურად აცხადებს უარს და მხოლოდ მას შემდეგ თანხმდება სამედიცინო მომსახურების მიღებას, რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება“ - განმარტავენ პენიტენციურ სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის 23 აგვისტოს, მსჯავრდებულს აღენიშნა მუცლის ტკივილი და ღებინება, რის გამოც, იგი სასწრაფო წესით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

„კლინიკაში ჩაუტარდა მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, სისხლის ანალიზები, ენდოსკოპია, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, ქირურგის, გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. დაესვა დიაგნოზი: კუჭის წყლული დაუზუსტებელი ლოკალიზაციის მწვავე სისხლდენით, უცხო სხეული კუჭში, უცხო სხეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტში, საყლაპავის ეროზიები; ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით - საყლაპავის ქვედა მესამედში დაფიქსირდა ეროზიები, კუჭში - ჰემორაგიული შიგთავსი, მცირე სიმრუდეზე - სისხლმდენი წყლული ღრმა კრატერით, რომლის ფუძიდანაც აღინიშნებოდა სისხლდენა, კუჭში ვიზუალიზდა უცხო სხეული - მკვნეტარა („კუსაჩკა“). მსჯავრდებულს სტაციონარში ჩაუტარდა სისხლმდენი წყლულის ირგვლივ ინფილტრაცია ადრენალინის ხსნარით და სისხლდენა შეჩერდა; ენდოსკოპიურად მცდელობის მიუხედავად, უცხო სხეულის ამოღება ვერ მოხერხდა. მსჯავრდებული მოთავსდა ქირურგიულ განყოფილებაში, ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, სისხლდენის რეციდივი არ ჰქონია. უცხო სხეულის ამოღების მიზნით განმეორებით ენდოსკოპიის ჩატარებაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხადა, რის გამოც 2020 წლის 27 აგვისტოს გამოეწერა კლინიკიდან. თუმცა, 28 აგვისტოს კვლავ მუცლის ტკივილით, გულისრევის შეგრძნების და საერთო სისუსტის გამო კვლავ გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც დღემდე იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“ - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ყველა სიახლე

20 სექტემბერი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვა

ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგულ შვილი დაიბრუნა. ბავშვი 2 წლის იყო როდესაც გაიტაცეს. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემის ცნობით ოჯახი პროვინცია შენსიში სოფლად ცხოვრობდა. 2 წლის ვაჟი 1982 წლის 12 მაისს მოულოდნელად დაიკარგა. დედამ აღმოაჩინა, რომ დილით ბავშვი სახლში არ იყო. ბავშვის ძებნაში მთელი სოფელი ჩაერთო, თუმცა გაუჩინარებული ბიჭი ვერ იპოვეს.

20 სექტემბერი 2020, 00:45

ტაბლოიდი

მიანმაში ორთავიანი ბავშვი დაიბადა

მიანმაში, ქალაქ ნეიპიდოში ორთავიანი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ Myanmar Times წერს. ჩვილი 16 სექტემბერს გაჩნდა და ის ოჯახში მეორე ბავშვია. ჩვილის დედა 29 წლის სანდა მინი კლინიკაში გართულებული მშობიარობით გადაიყვანეს. ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა.

20 სექტემბერი 2020, 00:32

ტექნოლოგიები

იაპონიაში მტვირთავი რობოტების გამოცდა დაიწყეს

იაპონიაში, რობოტებს სულ უფრო ხშირად იყენებენ მაღაზიებში, იმისთვის რომ მომხმარებელს დაეხმარონ, ასევე გააკონტროლონ პროდუქციის მარაგები საწყობში. რობოტები ასევე ადგენენ რუკას, სადაც დატანილია ინფორმაცია, თუ სად დევს პროდუქტი.

20 სექტემბერი 2020, 00:17

მსოფლიო

50 Cent-მა „ბურგერ კინგის“ თანამშრომლებს $30 000 დაურიგა. ვიდეო

ცნობილი ამერიკელი რეპერი 50 cent-ი „ინსტაგრამ“ ინფლუენსერის, ჯეი მაცინის კამპანიაში ჩაერთო და ნიუ-იორკში, ქუინსში „ბურგერ კინგის“ თანამშრომლებს, $30,000-ზე მეტი დაურიგა. აღსანიშნავია, რომ ინფლუენსერი და რეპერი ადგილზე ერთად იმყოფებოდნენ და მოგვიანებით 2-ვე მათგანმა ვიდეო საკუთარ გვერდზე დაპოსტა.

20 სექტემბერი 2020, 00:10

სამართალი

პოლიციამ კასპში მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

პოლიციამ კასპში განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

20 სექტემბერი 2020, 00:03

მსოფლიო

ახალი ტრენდის მიხედვით, „ტიკ-ტოკერები“ კბილებს იქლიბავენ. ვიდეო

ონლაინ ვიდეო პლატფორმა „ტიკ-ტოკის“ მომხმარებლები ახალ ტრენდში ჩაერთვნენ, რომელიც კბილების გაქლიბვას გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Uni Lad-ი ავრცელებს. პლატფორმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეოს გადაღებამდე განაცხადა, რომ მისი კბილები არაა იდეალური და უსწორმასწოროა და ბიუჯეტშიც შეზღუდულია.

რუმინეთი

19 სექტემბერი 2020, 23:45

მსოფლიო

პოლიციამ რუმინეთში €2.7 მილიონის ღირებულების მოპარული წიგნები იპოვა

პოლიციამ რუმინეთში, რეიდისას €2.7 მილიონის ღირებულების მოპარული წიგნები იპოვა. წერს Euronews-ი. 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წიგნები ლონდონის მახლობლად, საცავიდან მოიპარეს. პოლიციამ დაახლოებით 200-მდე წიგნი ამოიღო, რომელთა საერთო ღირებულება £2.5 მიოლიონს შეადგენს. ოპერაცია ქალაქგარეთ მდებარე სახლში ჩატარდა.

19 სექტემბერი 2020, 23:29

ეკონომიკა

სამთავრობო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. ამ თანხამ დაახლოებით 2 მლრდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა

COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე სამეურნეო წელი, უხვმოსავლიანობის თვალსაზრისით, გამორჩეულია. როგორც დარგის ექსპერტები აცხადებენ, ამაში დიდი წვლილი სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილმა პროგრამებმა შეიტანა განვლილ პერიოდში, სახელმწიფო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი.

19 სექტემბერი 2020, 23:24

ეკონომიკა

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

გადაცემამ „ბიზნესი იმედზე“ სოფლის მეურნეობაში არსებული ტენდენციები შეაჯამა. ხორბალი, ატამი და ვაშლატამა, ვაშლი, თხილი, ყურძენი - ამ კულტურებში წელს მოსავალიც კარგია და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც.

ნაომი ოსაკა

19 სექტემბერი 2020, 22:47

სპორტი

იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, როლან გაროსის პრესტიჟულ გათამაშებას გამოტოვებს

ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი ნაომი ოსაკა როლან გაროსის პრესტიჟულ გათამაშებას გამოტოვებს. ამის მიზეზი ბარძაყის ტრავმაა, რომელიც იაპონელმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკასთან ფინალური შეხვედრისას მიიღო.

19 სექტემბერი 2020, 22:27

სპორტი

ლიბანელი ფეხბურთელი მოჰამედ ატვი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

ბეირუთის ქუჩებში ერთი თვის წინ, აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივცემულოდ ისროლეს და ერთი ტყვია თავში ფეხბურთელს მოჰამედ ატვი შემთხვევით მოხვდა.

19 სექტემბერი 2020, 22:15

სპორტი

გარეტ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ „ტოტენჰემში“ გადავიდა

31 წლის უელსელმა ფეხბურთელმა ლონდონის კლუბთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინგლისელები ფეხბურთელს ხელფასის მესამედს გადაუხდიან, დანარჩენ თანხას კი მადრიდელები დაფარავენ.

შალვა კერესელიძე

19 სექტემბერი 2020, 21:50

პოლიტიკა

მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა

შალვა კერესელიძე ყაზბეგში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სნოს ხეობის სოფლების და ყაზბეგში გერგეტის უბნის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, შალვა კერესელიძემ მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები პირადად მოისმინა და გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.

19 სექტემბერი 2020, 21:47

თავდაცვა

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

დღეიდან, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში, შესაძლებლობა ექნება საწყისი საბრძოლო მომზადება თანამედროვე სტანდარტის, უახლესი ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილ სამხედრო ბაზაზე გაიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ჩიქოვანი

19 სექტემბერი 2020, 21:45

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქიოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩასა და კოკში მოსახლეობას შეხვდა

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო, რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: კოალიციური მთავრობის შექმნის მოლოდინი არ მაქვს

კახა კახიშვილი კოალიციური მთავრობის ალბათობას არ უშვებს. ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, კოალიციური მთავრობის შედეგად არც ერთი ქვეყანა არ დანგრეულა და საქართველოსაც ახსოვს კოჰაბიტაციის პერიოდი.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:09

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ქვეყანაში საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა

ქვეყანაში საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა. კერძოდ ცვლილებებია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და საჩივრების მიღების წესებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ დაიხვეწა, - ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:08

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: აქ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების არ მჯერა

კახა კახიშვილს საქართველოში ჩატარებული ასეთი კვლევების არ სჯერა. ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. არასდროს არ მჯეროდა სოციოლოგიური კვლევების. 47 წლის კაცი ვარ და არ მახსოვს, ვინმეს რამე ეკითხა. როგორ მოხდა ისე, რომ არც ერთ სოციოლოგიურ კვლევაში ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც ჩემთან რაღაც საკითხით მოვიდა.

ბათუმი

19 სექტემბერი 2020, 20:45

რეგიონი

აჭარაში 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებაში გიდები ეხმარებიან

როგორ დავიცვათ კოვიდსტანდარტები და ჰიგიენის ნორმები ტურისტების მიღებისას - ამ საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში გიდები კონსულტაციებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს უწევენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გიდების დროებითი დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში.

19 სექტემბერი 2020, 20:36

სამართალი

კასპში დაჭრილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია

კასპში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი კაცის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.