IMEDI /  15 სექტემბერი 2020, 11:08 / სანდო წყარო

ნაძალადევის რაიონში ორი ახალი სკვერი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში და გუდამაყრის ქუჩაზე (სანზონის N18 კორპუსის მიმდებარედ) ახალი სკვერები მოეწყო. ლოტკინის სკვერში ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე შესრულდა, სანზონის სკვერში კი - 1 080 კვ.მ-ზე.

ორივე დასასვენებელ სივრცეში დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ბალახის საფარი, ფილები, ბორდიური და საპარკე ინფრასტრუქტურა. ასევე, სამღერეთის ქუჩის სკვერში დამონტაჟდა დასასვენებელი პავილიონი.

ახალი სკვერები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მიხეილ ყაველაშვილმა, დავით ჭელიძემ და ალექსანდრე ხუჯაძემ დაათვალიერეს.

„აქტიურად ვაგრძელებთ გამწვანებული სივრცეების კეთილმოწყობას. ამ სკვერებში არ არსებობდა საპარკე ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ მცხოვრებლებს არ ჰქონდათ დასასვენებელი სივრცე. ახლა უკვე სრულად კეთილმოწყობილია ორივე სკვერი და მოსახლეობაც კმაყოფილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ორ მისამართზე სკვერების მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 270 540 ლარი გამოყო.

ყველა სიახლე

ხოსე პადილია

20 ოქტომბერი 2020, 09:48

კულტურა

ესპანელი DJ ხოსე პადილია გარდაიცვალა

1995 წელს DJ ხოსე პადილიამ ელექტრონული კომპოზიციების კრებული შექმნა, რითაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. 2001 წელს გამოცემული მეორე ალბომი "გრემის" ჯილდოს მფლობელი გახდა. სულ ხოსე პადილიას სულ 25-მდე ალბომი აქვს გამოცემული.

20 ოქტომბერი 2020, 09:36

ეკონომიკა

მცირე ბიზნესის ვაჭრობის ხელშესაწყობად ევროკავშირმა ონლაინ პორტალი Access2Markets-ი შექმნა

ახალი პორტალი დაინტერესებულ მხარეებს სავაჭრო ხელშეკრულებების პირობებს უკეთ უხსნის და კომპანიებს მათ პროდუქციაზე არსებული შეღავათების სარგებლობით უზრუნველყოფს. პორტალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო ვაჭრობაში უკვე ჩართულ კომპანიებს, ასევე მათ, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ უცხოურ ბაზრებზე შესაძლებლობების შესწავლას.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 09:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იფსოს - საფრანგეთმა განაცხადა, რომ მათ არანაირი კავშირი არა აქვთ იმ კვლევებთან, რომლებიც „მთავარი არხის“ ეთერში იდება

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონკერტულ პოლიტიკურ პარტიასთან, პოლიტიკური პარტიების ერთობასთან დაკავშირებული ტელევიზიები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით მუდმივად იტყუებიან. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც მათ პირდაპირ გააყალბეს კვლევის შედეგები და ვერანაირი მეთოდოლოგიით ვერ აიხსნება ცდომილება, რომელიც მათ აჩვენეს.

20 ოქტომბერი 2020, 09:04

COVID19

ჩინეთში კორონავირუსი კიდევ 19 ადამიანს დაუდასტურდა

გარდა ამისა, ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში 24 უსიმპტომო შემთხვევა აღრიცხეს. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში სულ 85 685 ადამიანი დაინფიიცრდა, 4634 კი გარდაიცვალა. ეს სტატისტიკა უკვე 5 თვეა არ შეცვლილა.

20 ოქტომბერი 2020, 08:43

COVID19

დღეიდან ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა მხოლოდ კოვიდინფიცირებულებს მიიღებს

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო) დღეიდან მხოლოდ კოვიდდადასტურებულ პაციენტებს მიიღებს. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე აცხადებს, სტაციონარი უკვე მთლიანად დაიცალა და დილიდან ცხელების სიმპტომებით პაციენტებს არ მიიღებს.

20 ოქტომბერი 2020, 08:25

საზოგადოება

დღეს საქართველოში ამინდი გაურესდება

რუსთავში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი თბილისში, სადაც დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

20 ოქტომბერი 2020, 08:02

რეგიონი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს

წარმოდგენილი იქნება ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები. პრეზენტაცია დღეს 14.00 საათზე, რუსთავში, Construction service - ის ახალი ლითონკონსტრუქციების საწარმოში გაიმართება.

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 01:16

მსოფლიო

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ. კრიზისის ცენტრის სპიკერი, პროფესორი ვან გუხტი აცხადებს, რომ დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინის გამოცდა.

20 ოქტომბერი 2020, 01:14

COVID19

ირლანდიაში ლოკდაუნი გამოცხადდა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, ირლანდის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნი დააწესა.

20 ოქტომბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

იტალიაში სამედიცინო ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმეს

იტალიაში პოლიციამ ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ Daily Mail წერს. 40 წლის იტალიელმა შეყვარებულს რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ აკოცა, რის შემდეგაც ისინი პოლიციის ალყაში მოხვდნენ. გაირკვა რომ შეყვარებულებმა კანონი დაარღვიეს, რადგან სამედიცინო ნიღბები მოიხსნეს.

20 ოქტომბერი 2020, 00:52

კულტურა

Netflix-მა 2020 წლის ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელა

Netflix-მა 2020 წელს გამოშვებული ყველაზე პოპულარული, ორიგინალური სერიალი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია witter-ზეა ხელმისაწვდომი. ესაა რაიან მერფის პროექტი „მედდა რეტჩედი“.

20 ოქტომბერი 2020, 00:35

კულტურა

50 Cent-ი საშინელებათა ფილმების პროდიუსერი იქნება

ამერიკელი რეპერი 50 Cent-ი საშინელებათა ჟანრის სამი ფილმის პროდიუსერი იქნება. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს. ამ ფილმების რეჟისორი ელაი როტი იქნება, რომელიც ცნობილი გახდა ფილმით „სიკვდილის წყურვილი“. ასევე ბრიუს უილისის და კიანუ რივზის მონაწილეობით გადაღებული ფილმით „ვინ არის“. როტის განცხადებით, ამ გუნდის მონაწილეობით გადაიღებს ფილმს, რომლის კეთებაც ამ დრომდე ყველას ეშინოდა.

20 ოქტომბერი 2020, 00:30

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: COVID19 ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ

„ეს ვირუსი ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ, გასტრო-ენტერალური სიმპტომატიკით, უბრალოდ ფაღარათით ემართებათ, პედიატრიული შემთხვევები სულ ერთი-ორი არის აღწერილი, რომელიც ლეტალურად დამთავრდა. მაგრამ ზრდასრული პაციენტები, რომლებიც რამდენიმე კვირა რჩებიან ხელოვნურ ვენტილაციაზე და აქვთ საკმაოდ გამოხატული კოვიდ ფილტვის დაზიანება, მერე დიდ რეაბილიტაციას საჭიროებენ“, - განაცხადა ხურციძემ.

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 00:29

მსოფლიო

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა. ცენტრები დილის 08:00 საათიდან 16:00 საათამდე მუშაობს და მკაცრად გაწერილი პროტოკოლით მოქმედებს. ევროკავშირის წითელი ზონიდან დაბრუნების შემდეგ, სავალდებულო ტესტირება, კრიზისის ცენტრიდან მიღებული სპეციალური კოდი, რაც ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ ეგზავნება პირს, ან ექიმის სპეციალური მიმართვა - საველე ცენტრში კოვიდ19-ზე ტესტის ჩაბარება შესაძლებელია თუ პირი ამ სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს.

20 ოქტომბერი 2020, 00:20

COVID19

კანადაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

კანადის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.

ჟერალდ დარმანენი

20 ოქტომბერი 2020, 00:12

მსოფლიო

მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, საფრანგეთში მეჩეთი დაიხურება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, პანტენის კომუნაში მდებარე მეჩეთი დაიხურება.

კატა პერუ ნასკა

20 ოქტომბერი 2020, 00:10

კულტურა

პერუში, ნასკას პლატოზე კატის გიგანტური გამოსახულება აღმოაჩინეს

პერუს კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბუნებრივი ეროზიის გამო ნახატი განადგურების საფრთხის ქვეშ არის. სტილისტური თავისებურებებიდან გამომდინარე ის გვიანი პარაკასის პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც კატისებრთა გამოსახულებები ადგილობრივ კულტურაში ძალიან პოპულარული იყო.

ცესკო

20 ოქტომბერი 2020, 00:08

პოლიტიკა

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფებს მიმართავს, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას

საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით უზრუნველყოფს. ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

19 ოქტომბერი 2020, 23:58

ტექნოლოგიები

ნათია თურნავა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობა და 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს

„რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკურ პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის და ეს პროექტიც ძალიან მალე დაიწყება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მაია ბუწაშვილი

19 ოქტომბერი 2020, 23:40

COVID19

ინფექციონისტი: ნუ ნერვიულობთ, ბინაზე დარჩენა არ ნიშნავს პაციენტის მიტოვებას

„ოჯახის ექიმებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, დისტანციურად უნდა შეაფასონ პაციენტი და გადაწყვეტილება მიიღონ, სტაციონარში მოხვდეს თუ დარჩეს ბინაზე. ბინაზე არ ნიშნავს პაციენტის მიტოვებას, ამიტომ ნუ ინერვიულებენ. ოჯახის ექიმი უნდა იყოს კონტაქტზე, შეაფასოს და გადაწყვიტოს პაციენტის მდგომარეობა“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.