imedi /  15 სექტემბერი 2020, 13:56 / სანდო წყარო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია ეუთოს ფართომასშტაბიან კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია ეუთოს ფარგლებში გამართულ ფართომასშტაბიან კონფერენციაში - „ეფექტური პარტნიორობა ტერორიზმის, ასევე ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“ მონაწილეობს. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

დელეგაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი ხელმძღვანელობს.

ღონისძიებას, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებიან. კონფერენცია ალბანეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გენტ ცაკაიმ გახსნა.

კონფერნციის მონაწილეებმა, ტერორიზმისა და ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმის, რადიკალიზაციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, ასევე, არსებული გამოწვევების უკეთ დაძლევის მიზნით, კრიზისის დროს სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა შესაბამის ინსტიტუტებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.

ეუთოს ყოვლისმომცველი მიდგომის შესაბამისად, სესიის ფარგლებში ხაზი გაესვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი ზომების გამოყენების და ამავე დროს ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობას.
ეუთოს ფართომასშტაბიან კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და დღეს დასრულდება.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

19 მაისი 2022, 00:20

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ოპოზიციამ დღეს ქვეყნისთვის საზიანო რაღაც შეიტყო და სიხარულის ყიჟინა დასცა

ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრასთან დაკავშირებით, დღეს ვნახეთ გიორგი კანდელაკის სიხარული, რომელიც მე ვნახე, როდესაც არ უნდოდათ უვიზო რეჟიმი მოეცათ, ყიჟინებდა -ამათ აძლევთ უვიზო რეჟიმსო. მე ამის მოწმე ვარ. ეს ავის სიხარული გამახსენდა, როდესაც ქვეყნისთვის საზიანო რაღაც შეიტყვეს და ყიჟინა დასცეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ამირან გულუაშვილი

19 მაისი 2022, 00:16

სამართალი

პროკურორი: მარტივ ლოგიკასაც კი არ შეესაბამება მსჯელობა, რომ გამოძიების დაწყება რამენაირად დაკავშირებულია გვარამიას, როგორც მედიამენეჯერის მიმართ შურისძიებასთან მიმართებით

მარტივ ლოგიკასაც კი არ შეესაბამება მოსაზრებები და მსჯელობები, რომ გამოძიების დაწყება რამენაირად დაკავშირებულია გვარამიას, როგორც მედიამენეჯერის მიმართ შურისძიებასთან მიმართებით, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

19 მაისი 2022, 00:14

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სამწუხაროდ, ამ ქვეყანამ ოპოზიცია ვერ შეიძინა, რამდენიმე დეპუტატს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ცდილობენ ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას

„ძალიან სულ ერთია ჩემთვის ისინი პარლამენტში იქნებიან თუ არა, იმიტომ რომ ჯერ არ შედიოდნენ, ლანძღავდნენ იმ საკუთარ „მეს“, რომელიც შევიდოდა პარლამენტში. ქუჩაში იდგნენ და ამბობდნენ: „მე თუ შევალ, მე ვიყო ესა და ეს“. მერე ეს მე შევიდა პარლამენტში და დაიწყეს თავის მართლება. რისთვისაც შევიდნენ, იმას არ აკეთებენ - რასაც ოპოზიცია უნდა აკეთებდეს. ამის ილუსტრაცია ჩემ თვალწინ იყო, როდესაც მე ვიყავი პარლამენტში და შემოდიოდნენ. ამ დროს მე მთავრობაში წამოვედი და როდესაც „მინისტრის საათი“ მქონდა, იქ თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ ისინი არაფრის მაქნისი ოპოზიცია არიან“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

19 მაისი 2022, 00:06

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: არცერთი ჩვენი უცხოელი მეგობარი არ იკადრებს, რომ რომელიმე ქართველ დეპუტატს თითი დაუქნიოს და ამით ქართველ ერს მიაყენოს შეურაცხყოფა

ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალების“ მეგობრობის გამო, მას დარწმუნებული ვარ საქართველო დიდად არ აღელვებს და არც ქართველი ხალხი, იმისთვის, რომ თავის მეგობრებს გარედან მხარი დაუჭიროს მზად არის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას მიაყენოს ღია შეურაცხყოფა. ეს ხომ ასე. ეს არის ბრალდება, ეს ფაქტია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

19 მაისი 2022, 00:04

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენ, ქართველებმა და აფხაზებმა მორიგჯერ დავხოცოთ ერთმანეთი - ეს არის მეორე ფრონტი? ასეთი მეორე ფრონტი ვერ იქნება

​ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ენით აუწერელი ტანჯვა და უბედურება, რაც უკრაინელი ხალხის ყოველდღიურობას წარმოადგენს, მალე დასრულდება, და ისინი წარმატებულები იქნებიან ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

დმიტრო კულება

19 მაისი 2022, 00:01

მსოფლიო

კულება: უკვე სამი თვეა გვესმის, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და რა გაბედულად ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, თუმცა ამის პოლიტიკური აღიარება არ არსებობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისათვის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოება არსებობს.

თეა წულუკიანი

18 მაისი 2022, 23:57

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ძალიან ბევრი ფაქტი მახსოვს, როცა უცხოელი შეურაცხყოფდა იუსტიციის მინისტრს, შეურაცხყოფდა მთავრობას და ეუბნებოდა: „შენ არ იცი, მე ვიცი“

„ხანდახან იმაზეც მიფიქრია, რომ თუკი უსამართლოდ, უცხოელების ეს პატარა ჯგუფი რამეს გაგვიბედავდა, ამაში ჩვენც ვართ დამნაშავეები, იმიტომ რომ 2020-2021 წლამდე არ გავბედეთ მათთვის გვეთქვა: „იცი რა, აქ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამ სახელმწიფოებრიობაში ათადან-ბაბადან დღემდე სისხლი ჩავღვარეთ, პატარა გოგოებით დაწყებული დიდი კაცებით დამთავრებული და თუ შეიძლება ცოტა დამშვიდდით, იმიტომ რომ სუვერენულ სახელმწიფოს ელაპარაკებით“. უცხოელების პატარა ჯგუფია, 10-11 კაცია, მეტი არა. რაღაცას ეტყვი და ცოტა დამშვიდდებიან, არ კადრულობენ უკადრებელს. და მერე გამოვა მაგალითად ქალბატონი ფოტიგა (ამ ჯგუფში მოვიაზრებ მას) როცა რამეს უსაყვედურებ და იტყვის: „არა, მე მიყვარს საქართველო“. გააჩნია საქართველოში ვინ რას გულისხმობს. ასე რუსიც გულისხმობდა საქართველოში ხაჭაპურს, მაგრამ საქართველო მხოლოდ ხაჭაპური, ლამაზი სვანეთი და კოშკები არ არის. საქართველო პირველ რიგში არის ერი, რომელსაც პატივი უნდა სცე. რაც არ უნდა მკაცრად ჟღერდეს ჩემი შეფასებები, ვფიქრობ, რომ ეს სათქმელია“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

18 მაისი 2022, 23:56

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მოდით, სხვა პატიმრებსაც ვკითხოთ - ენატრებათ თუ არა დედა ან შვილი, ჰყავთ თუ არა უცხოეთში ნათესავი, რომელიც იტყვის - გამატანეთ, ვუმკურნალებ და გპირდებით, რომ უკან აღარ დაბრუნდება

სააკაშვილს მისჯილი აქვს სასჯელი, რომელიც უნდა მოიხადოს პატიმრობის პირობებში. ეს პატიმრობა იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში თუ სამედიცინო დაწესებულებაში პენიტენციური სისტემის მიღმა, ეს აბსოლუტურად სულერთია ჩემთვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

18 მაისი 2022, 23:48

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ყოველთვის გადიოდა ქართველ ხალხზე და არა რომელიმე მთავრობაზე, ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე

ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ყოველთვის გადიოდა ქართველ ხალხზე. ეს არ აგდის რომელიმე მთავრობაზე, ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე, ან რომელიმე უცხოელზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

18 მაისი 2022, 23:46

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს უცხოელთა პატარა ჯგუფი, თითქოს ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა და დასავლეთი

„ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს უცხოელთა პატარა ჯგუფი, თითქოს ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა. სინამდვილეში ამ ხალხის ერთადერთი ვიწრო პარტიული ინტერესია, რომ ააყირაოს მთავრობა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მიხეილ პოდოლიაკი

18 მაისი 2022, 23:39

მსოფლიო

პოდოლიაკი: არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა უკრაინას პუტინისთვის სახის შესანარჩუნებლად სუვერენიტეტის დათმობა შესთავაზა - არ მესმის ომის 83-ე დღეს ევროპაში მსგავსი აზრები რატომ ჩნდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა უკრაინას ვლადიმირ პუტინისთვის სახის შესანარჩუნებლად სუვერენიტეტის დათმობა შესთავაზა.

თეა წულუკიანი

18 მაისი 2022, 23:38

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ხალხი, ვინც ამბობდა, რომ სახელმწიფოს დამოუკიდებელი სიტყვის გაუქმება სურს, ახლა ამბობს, რომ გვარამიას არ მიუტაცებია მიტაცებულ „რუსთავი 2“-ში კომპანიის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესების სასარგებლოდ

„იკადრეს და აბსოლუტური ტყუილი თქვეს, რომ თურმე პროკურატურა ნიკა გვარამიას მოედავა იმაში, რომ „კერძო კომპანიის გენდირექტორი რომ იყავი რატომ ათხოვე ცოლ-შვილს შენი მანქანა“. ნამდვილად იკადრეს ამ დონის ტყუილი, მაგრამ აღარაფერი გვიკვირს, ამაზე ალბათ უნდა შევთანხმდეთ. საუბარია არა მხოლოდ მანქანის, არამედ ქონებრივი უფლებების დათმობაზე „რუსთავი 2“-ის საზიანოდ და საკუთარი კომპანიის სასარგებლოდ, რაც დაახლოებით 7 მილიონ ლარამდეა“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

18 მაისი 2022, 23:31

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: თუ ვინმე ამბობს, რომ გვარამიას საქმეში არ არის დანაშაული, ეს ის ხალხია, ვინც ამბობდა, თითქოს ბაჩო ახალაია მხოლოდ ვაშლს თლიდა

დღეს თუ ვინმე ამბობს, რომ გვარამიას საქმეში არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, თითქოს ბაჩო ახალაიას არაფერი დაუშავებია და ის მხოლოდ დანით ვაშლს თლიდა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ჯეიკ სალივანი

18 მაისი 2022, 23:12

მსოფლიო

ჯეიკ სალივანი: ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა ევროპის უსაფრთხოებისთვის გარდამტეხი მომენტია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა ევროპის უსაფრთხოებისთვის გარდამტეხი მომენტია.

18 მაისი 2022, 22:50

მსოფლიო

კიევში აშშ-ის საელჩომ მუშაობა განაახლა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მა კიევში თავისი საელჩო ხელახლა გახსნა მას შემდეგ, რაც ის სამი თვის წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაიხურა.

ზვიად გუბელაძე

18 მაისი 2022, 22:02

სამართალი

ზვიად გუბელაძე: გვარამიამ კომპანიის გაკოტრების მიზნით, ტელეკომპანიის საეთერო დროის გასხვისების ხელშეკრულება გამოუცდელ კომპანიას გაუფორმა, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებლად ნიკა გვარამიას უახლოესი მეგობარი დარეგისტრირდა

მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნიკა გვარამიას ტელევიზიის ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, სიმართლეს არ შეესაბამება, - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრის დროს. მისი განმარტებით, საქმის გამოძიება 2019 წლის ივნისში „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადების საფუძველზე დაიწყო, სრული და ობიექტური გამოძიება შედეგადაც მოპოვებული იქნა უტყუარი მტკიცებულებები, რომ 2015-2019 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მენეჯმენტს, მათ შორის ნიკა გვარამიას ჩადენილი ჰქონდა არაერთი სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მაისი 2022, 21:22

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტზე: შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობა ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე მხარდაჭერისთვის

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2022, 21:21

პოლიტიკა

ბორელი: საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ჟოზეფ ბორელსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2022, 20:46

პოლიტიკა

ბორელი: ვიზიარებთ საქართველოს პრემიერის შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით - ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და მას არ ვაღიარებთ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

18 მაისი 2022, 20:27

პოლიტიკა

ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა თბილისში მსვლელობა გამართეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გამართეს. შეკრებილები გვარამიას პატიმრობას აპროტესტებდნე. აცხადებდნენ, რომ ეს მედიის სოლიდარობის აქციაა და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლაზე საუბრობენ. მედიის წარმომადგენლების გარდა აქციაზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.