imedi /  15 სექტემბერი 2020, 15:55 / სანდო წყარო

თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

სამგორის რაიონის გამგეობა თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თვალჭრელიძის ქუჩა შემოვლითი გზაა, რომელიც ტრანსპორტს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ გავლის გარეშე, კახეთის გზატკეცილიდან ვარკეთილის მეურნეობას აკავშირებს.

თვალჭრელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 30 წელზე მეტია არ დაგებულა, ამჟამად კი, სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა.

ამ ეტაპზე, დასრულდა ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება, ასევე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

თვალჭრელიძის ქუჩაზე 17 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი. პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, 22 810 კვ.მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდება.

სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 2 065 000 ლარია, გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „ენდი როუდი“ ასრულებს.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 11:55

ეკონომიკა

საქართველოს მშპ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.3 პროცენტით შემცირდა

2020 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მლნ. ლარს გაუტოლდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეფლატორი კი 6.3 პროცენტით გაიზარდა.

არჩილ თალაკვაძე

18 სექტემბერი 2020, 11:52

თავდაცვა

არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის არჩევნებზე კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ საქართველო სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვან წევრობას

2020 წლის სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული ფასეულობების და რომ ქვეყანა სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეულ და სრულფასოვან წევრობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

არჩილ თალკვაძე

18 სექტემბერი 2020, 11:47

თავდაცვა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატოში გაწევრიანებისთვის

საქართველო აკმაყოფილებს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 11:37

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 239 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 239 ადამიანს დაუდასტურდა, 1 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 46,910 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 926 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42,369 გამოჯანმრთელდა.

არჩილ თალაკვაძე

18 სექტემბერი 2020, 11:36

თავდაცვა

არჩილ თალაკვაძე: დიდი პატივია გერქვას „ღირსეული პარტნიორი“

მადლობას ვუხდი ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ სახელმწიფოებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში ძლიერი მხარდაჭერისთვის! საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ მრავალეროვნული სწავლების წარმატებით დასრულებას“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნაჩოს სანჩეს ამორი

18 სექტემბერი 2020, 11:34

პოლიტიკა

ნაჩოს სანჩეს ამორი: ოპოზიციამ პარლამენტში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, ჩვენ ეს არ მოგვეწონა

„სირთულეების მკიუხედავად, რომელსაც ახლა COVID-19-ის გამო შექმნილი კრიზისიც დაემატა, საქართველო მაინც აგრძელებს რეფორმებს. ჩვენ ყველა მივესალმებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ორი პოლიტიკური ლიდერის შეწყალებაზე. მათ ეს გააკეთეს და საბოლოოდ ოპოზიციამ პარლამენტში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, ჩვენ ეს არ მოგვეწონა. არჩევნები მოდის, გარემო მეტ-ნაკლებად შეცვლილია, დაველოდოთ არჩევნებს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2020, 11:34

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება

ქართველი ჯარისკაცების ღირსეული მონაწილეობა და ცალკეული ამოცანების წარმატებით შესრულება ადასტურებს მათ მაღალ პროფესიონალიზმს და ნატოსთან თავსებადობას. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა. „ამ სწავლებით ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი, მათ შორის უხილავი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება; რომ ჩვენი სამხედროები მუდამ მზად არიან, განაგრძონ მზადყოფნის ამაღლება ჩვენი საერთო მიზნის და საერთო ღირებულებების დასაცავად. საერთო ღირებულებები არის სწორედ ის ქვაკუთხედი, რომელსაც ჩვენი მტკიცე პარტნიორობა ეფუძნება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

18 სექტემბერი 2020, 11:28

პოლიტიკა

კელი დეგნანი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ეწვია

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძემ ელჩს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, მისი აპარატის მანდატი და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 11:28

თავდაცვა

სალომე ზურაბიშვილი: ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან

ჩვენი მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 11:21

COVID19

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებულ ტირძნისის შემთხვევას უკავშირდება. 11 და 14 წლის მოზარდები, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდათ, ცხელების ცენტრში 16 სექტემბერს მოთავსებული კოვიდინფიცირებული ქალის შვილები არიან, ხოლო კიდევ ერთი 6 წლის ბავშვი კი ოჯახის ახლობელია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მიმდინარეობს ეპიდკვლევა და შესაძლო კონტაქტების დადგენა. გუშინ სულ 175 ნიმუში გაიგზავნა და მათ პასუხევს დღეს ელოდებიან.

18 სექტემბერი 2020, 11:20

COVID19

ამ დროისთვის აჭარაში 341 კოვიდინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4000-მე მეტი PCR-ტესტი ჩატარდა და კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებს შორის არიან მედიკოსები, ორსულები და არასრულწლოვნები. ამ დროისთვის კლინიკებში მოთავსებულია 341 პაციენტი, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობას გადის 223 პაციენტი. გასული ორი დღის განმავლობაშ გამოჯანმრთელდა, კლინიკა და საკარანტინო სივრცე დატოვა 26-მა პაციენტმა.

18 სექტემბერი 2020, 11:15

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი 3,228 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,228 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 169,472-ს აღწევს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 68 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,468-მდე გაიზარდა, ხოლო 75,486 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

მარინა ეზუგბაია

18 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

ქვეყნის მასშტაბით 11 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აქედან ერთი კრიტიკული, 4 კი მძიმე პაციენტია.

18 სექტემბერი 2020, 11:11

საზოგადოება

გლდანის გამგეობამ საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განახორციელა

გლდანის მეშვიდე და მერვე მიკრორაიონების დამაკავშირებელ ხიდზე, საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე ამორტიზებული ნაწილი სრულად გამაგრდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, მოეწყო ჰიდროიზოლაცია და დაიგო ბეტონის ფილები.

ისრაელი

18 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელშიც კორონავირუსის გამო კარანტინი მეორედ გამოცხადდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის ფონზე ისრაელის მთავრობამ მიმდინარე წლის განმავლობაში მეორედ კარანტინი გამოაცხადა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გიორგი ქვილითაია

18 სექტემბერი 2020, 11:07

სპორტი

გიორგი ქვილითაია კარიერას „ანორთოსისში“ განაგრძობს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კარიერას „ანორთოსისში“ განაგრძობს. 26 წლის თავდამსხმელმა ფამაგუსტას კლუბთან, რომლის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ქვილითაია ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მას თანამემამულე ნიკოლოზ კაჭარავას შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ პოლონეთის „ლეხში“ გადავიდა.

მარინა ეზუგბაია

18 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 129 აჭარაში, 34 კი თბილისში დაფიქსირდა

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად კოვიდცენტრებსა და სასტუმრო სამკურნალო დაწესებულებაში ჯამურად 1 657 პაციენტი მკურნალობს.

ჰუბერტ ქნირში

18 სექტემბერი 2020, 10:59

პოლიტიკა

გერმანია საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში 37 დამკვირვებელს გამოგზავნის

მისი თქმით, პირველი დამკვირვებლები რამდენიმე დღეში ჩამოვლენ და დანარჩენი ნაწილი კი - ოქტომბრის ბოლოს. „ვიმედოვნებ, გვეყოლება ODIHR-ის სრული სადამკვირვებლო მისია, სამასზე მეტი დამკვირვებლით იმისათვის, რომ ამ არჩევნებს სათანადოდ დავაკვირდეთ“,- აცხადებს ელჩი.

კახეთი

18 სექტემბერი 2020, 10:56

სამართალი

პოლიციამ კახეთში დაჭრის საქმეზე შუახნის კაცი, გარყვნილი ქმედების ბრალდებით კი, ერთი არასრულწლოვანი დააკავა

imedinews - ის ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 15 წლამდე არასრულწლოვანმა ორ არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედება განახორციელა, რის შესახებაც მოზარდების მამამ შეიტყო და მის თანასოფლელ არასრულწლოვანს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, ამის შემდეგ კი შურისძიების მიზნით მას ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

18 სექტემბერი 2020, 10:54

COVID19

იმერეთში COVID-19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, თითქმის ყველა დაკავშირებულია 32-ე საჯარო სკოლასთან, ასევე არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ინფიცირებულიც, რომელიც ჭიათურის მცხოვრებია.