imedi /  15 სექტემბერი 2020, 18:40 / სანდო წყარო

საქართველოს ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დღეს საქართველოს ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადდა. ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიების პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

დამტკიცდა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის 9-კაციანი შემადგენლობები. ეროვნული პრემიის კომისიას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიას მწერალი როსტომ ჩხეიძე.

საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში. პრემია გაიცემა ყოველწლიურად, ენიჭება ორ პირს, თითოეულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ასევე გაიმართა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის სხდომა. პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

ვაჟა-ფშაველას პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ და ენიჭება ერთ პირს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2020, 10:51

მსოფლიო

საბერძნეთში პირველი კოვიდინფიცირებული მიგრანტი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყების შემდეგ, საბერძნეთში პირველი კოვიდინფიცირებული მიგრანტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 61 წლის ავღანელი კაცია. ის მალასაკას მიგრანტთა ბანაკში ცხოვრობდა და ბოლო დროს ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.

კორონავირუსი საქართველო

28 სექტემბერი 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

28 სექტემბერი 2020, 10:32

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 298 ადამიანი დაინფიცირდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 906 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 650 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 800, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ყარაბაღი სომხეთი აზერბაიჯანი ომი

28 სექტემბერი 2020, 10:31

მსოფლიო

სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღში ასობით სამხედროს გარდაცვალების შესახებ იტყობინებიან

სომხურმა მხარემ მონაცემები დაღუპულების შესახებ უარყო. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხურმა მხარემ 31 ადამიანი დაკარგა. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმომადგენელმა არწრუნ ოვანისიანმა განაცხადა, რომ ბაქომ 27 სექტემბერს 200-მდე სამხედრო დაკარგა. ამასთან განადგურდა 30 ტანკი და 20 უპილოტო საფრენი აპარატი. მანამდე კი ბაქოში 5 დაღუპულის და 19 დაჭრილის შესახებ განაცხადეს.

ანგელა მერკელი

28 სექტემბერი 2020, 10:20

მსოფლიო

მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში საიდუმლოდ მოინახულა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში მოინახულა. გავრცელებული ინფორმაციით, კანცლერმა ნავალნის სოლიდარობა გამოუცხადა და მისი მოწამვლის ფაქტის ბოლომდე გამოძიების პირობა მისცა.

სოსო გიორგაძე

28 სექტემბერი 2020, 10:19

საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოსო გიორგაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება უკვე გამოცემულია.

კორონავირუსი მსოფლიო

28 სექტემბერი 2020, 10:07

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (7 115 046). მეორე ადგილზე ინდოეთია (6 074 702), ხოლო მესამეზე ბრაზილია (4 732 309).

28 სექტემბერი 2020, 09:57

საზოგადოება

ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთში მებრძოლი კოკა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის კოკა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა.

28 სექტემბერი 2020, 09:40

მსოფლიო

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ დაპირისპირებებს 50-მდე სამხედრო ემსხვერპლა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანთან დაპირისპირების შედეგად 31 სამხედრო დაიღუპა. დღეს დილით კი უწყებამ კიდევ 15 დაღუპულის სია გამოაქვეყნა.

ჯო ბაიდენი

28 სექტემბერი 2020, 09:11

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების შემდგომმა ესკალაციამ შესაძლოა უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტი გამოიწვიოს

„მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყება აჩენს რისკს, რომ დაპირისპირება უფრო დიდ, რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზარდოს. ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, საფრანგეთსა და რუსეთთან ერთად, რათა მშვიდობიანი გამოსავალი მოიძებნოს,“-ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

28 სექტემბერი 2020, 09:06

სპორტი

„ბარსელონამ“ „ვილიარეალი” დაამარცხა

„კამპ ნოუზე” გამართულ თამაშში მასპინძელთა შორის საუკეთესო 17 წლის ანსუ ფატი იყო. მან გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა, რომელიც ლიონელ მესიმ გაიტანა. მეოთხე გოლი კი მესის აქტიურობას მოყვა და პაუ ტორესის ავტოგოლით დასრულდა.

დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2020, 08:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ვაშინგტონი რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და ვითარების დეესკალაციის მისაღწევად საკუთარ კავშირებს გამოიყენებს. „ჩვენ ამ რეგიონში კარგი ურთიერთობები გვაქვს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ყველაფრის შეჩერებას,“-განაცხადა ტრამპმა.

28 სექტემბერი 2020, 08:42

რეგიონი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ტობავარჩხილი ტურისტულად ერთერთი მიმზიდველი ადგილია რეგიონში. ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 5.9 მილიონი ლარი.

გიორგი შაქარაშვილი

28 სექტემბერი 2020, 08:35

სამართალი

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეში 5 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართება

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის განცხადებით, სწორედ დღევანდელ სხდომაზე იტყვიან, დაუჭერს თუ არა მხარს დაცვის მხარე საქმეში ნაფიც მსაჯულთა ჩართვას. გარდა ამისა, პროცესზე ადვოკატები დააყენებენ ბრალდებულთა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს.

28 სექტემბერი 2020, 08:13

საზოგადოება

დღეს პარლამენტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

სამედიცინო პუნქტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. კანონპროექტით საქართველოს განათლების სამინისტრომ სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება ყველა სკოლაში 2022 წლის 15 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

სალომე ზურაბიშვილი

28 სექტემბერი 2020, 08:04

საზოგადოება

პრეზიდენტმა დალი ჩიკვილაძე და ლია ბიბილეიშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

,,ეს ჯილდო არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი მშობლების საქმიანობის დაფასებაცაა. მინდა, ქართული საზოგადოების სახელით ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ და არა როგორც ნიკო ნიკოლაძის შთამომავალმა არამედ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ირაკლი ჩიქოვანი

28 სექტემბერი 2020, 01:02

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიაში ახალგარდებს ოკუპაციაზე ესაუბრა

,,დღეს ენგურისპირა სოფელ ტყაიაში ახალგაზრდებს შევხვდით. ეს არის ადგილი, საიდანაც ნათლად ჩანს ოკუპაციის შედეგები. აქვეა ოკუპანტების სამხედრო ბაზა. ახალგაზრდებთან ერთად ვისაუბრეთ ოკუპაციის სიმძიმეზე, იმ გამოწვევებზე, რაც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გზაზე.

28 სექტემბერი 2020, 00:59

რეგიონი

ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, დოკუმენტური ფილმის „შინდისი" ჩვენება მოეწყო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დოკუმენტური ფილმის „შინდისი" ჩვენებას დაესწრნენ.

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი

28 სექტემბერი 2020, 00:51

ტაბლოიდი

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები მშობლები გახდებიან

ჰარინგოტნმა და ლესლიმ ერთმანეთი პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებებზე გაიცნეს. სიუჟეტის მიხედვით, მათი პერსონაჟები შეყვარებულები იყვნენ. წყვილი 2018 წელს დაქორწინდა. მათთვის ეს პირველი ბავშვი იქნება.

ნიკოლ ფაშინიანი ემანუელ მაკრონი

28 სექტემბერი 2020, 00:26

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ორი ქვეყნის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ნიკოლ ფაშინიანმახაზი „თურქეთის მიკერძოებულ-აგრესიულ პოზიციას“ გაუსვა ხაზი. მაკრონმა კი შეშფოთება გამოთქვა მთიან ყარაბაღში ვითარების დაძაბვის გამო და განაცხადა, რომ კონფლიქტის არეალის გაფართოება დაუშვებელია.