imedi /  16 სექტემბერი 2020, 17:34 / სანდო წყარო

როგორ შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას. პროცედურები

როგორ შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას, რა პროცედურების გავლა მოუწევთ მათ და რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, ამ თემებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, დღევანდელი დღის მონაცემებით, საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა პირობა არსებობს.

მისივე თქმით, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღოს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებელია იგი იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.

საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა.
საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი შეუძლია, გადაამოწმოს, შემდეგ ვებგვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია, სამი გზით:

1. დისტანციურად, ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით, რა დროსაც მოქალაქე ავსებს შესაბამის ანკეტას ელექტრონულად, საელჩოსა თუ საკონსულოში გამოცხადების გარეშე.

2. საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადებით.

3. საფოსტო გზავნილის მეშვეობით, საელჩოსთვის/საკონსულოსთვის მატერიალური ფრომით დოკუმენტების გაგზავნით.

თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს თავის პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. მათ შორის ყველაზე პრაქტიკული და მარტივია, დისტანციურად, www.geoconsul.gov.ge-ზე ელექტრონული განაცხადის გაკეთება.

„ წინა საპრეზიდენტო არჩევნების პრაქტიკიდან და დღესაც გვაქვს უკვე ამგვარი მაგალითები, ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეები განზრახ შეყავთ შეცდომაში, თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა რთული პროცესია და მოითხოვს აუცილებლად საელჩოში ან საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადებას. იმისათვის, რომ მიგიღოს კონსულმა წინასწარ უნდა ჩააწერო სიაში, რომლიც უკვე შევსებულია და მხოლო ნოემბრის თვეში ადგილები თავისუფალი და სხვა. ამის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია დისტანციურად და პირადი გამოცხადება საელჩოსა თუ საკონსულოში მხოლოდ მოქალაქის სურვილზე დამოკიდებული. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც გვსურს ყურადღების გამახვილება და რომელსაც, ასევე, ჰქონდა ადგილი წინა არჩევნებზე, მოქალაქეების უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა, ვერ მოხვდნენ საბოლოო საარჩევნო სიებში. “, - განაცხადა თოთლაძემ.

მისივე თქმით, უშუალოდ საარჩევნო მიზნებისთვის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა არ არის საკმარისი, რომ მოქალაქე მოხვდეს საარჩევნო სიაში.

„ამისათვის საჭიროა იგი იყოს რეგისტრირებული საქართველოში ან საზღვარგარეთ და გააჩნდეს მოქმედი პასპორტი/პირადობის მოწმობა. 31 ოქტომბრის საპარლამენტო მიზნებისთვის პასპორტი ან პირადობის მოწმობა მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით“- განმარტავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გაუთვალისწინებელი პრობლემური სიტუაციის თავიდან არიდების მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა მოქალაქეებმა უნდა გადაამოწმონ აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი, საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდის www.geoconsul.gov.ge-ზე შექმნილ სპეციალურ პლათფორმაზე.

საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ვინც არ იმყოფება ან მოიხსნა საკონსულო აღრიცხვიდან და სურთ ხმის მიცემის პროცესში მონაწილოების მიღება, შესაძლებლობა აქვთ, მარტივად, დისტანციურად დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

2020 წელს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს შექმნის არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის, შესაბამისად ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ რამდენი საარჩევნო უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ, რადგან 10 ოქტომბრის ჩათვით აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეთა საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება.

11 აგვისტოს მონაცემებით საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 52702 საქართველოს მოქალაქე.

ყველა სიახლე

27 მაისი 2022, 08:00

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ. ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი დეპუტატთა მიერ გაგზავნილ კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პასუხობს.

27 მაისი 2022, 00:22

პოლიტიკა

ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს დავით ზალკალიანს სპეციალური განცხადებით მიესალმება.

ნიკუშა შენგელაია

27 მაისი 2022, 00:20

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: საზოგადოებისა და ხალხის დიდი ნაწილი შეთანხმებულები არიან, რომ უნდათ მშვიდობიანი, განვითარებული და დამოუკიდებელი ქვეყანა

რაც ეხება ხელისუფლებას, ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობას ვხედავ, მაგრამ იმ ნაწილს, რომელსაც მოიხსენიებენ ოპოზიციად და განსაკუთრებით რადიკალურ და რევაშინსტულ ნაწილად, რა თქმა უნდა, მათ ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა არ ექნებათ - მათი მოწოდება არ არის, რომ ქვეყანაში ეს სიტუაცია იყოს, მათი მოწოდებაა, ოღონდ ჩვენ ვიყოთ და მერე დანარჩენი ყველაფერი, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ნიკუშა შენგელაია

27 მაისი 2022, 00:10

საზოგადოება

ნიკუშა შენგელაია: არასდროს არ იქნება არანაირი შანსი იმისა, რომ საქართველო ისევ ჩაბარდეს ადამიანებს, რომლებიც ევროპაში თავიანთი ქვეყნის საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ

ერთი სურვილი აქვთ ალბათ ზოგიერთებს, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. და მერე რა? ქართველი ხალხი ამის გამო მათ დაუდგებათ გვერდით? რისი იმედი აქვთ? ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს, კარგად არჩევს, ვინ ვინ არის და რისთვის იღწვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა, ნიკუშა შენგელაიამ განაცხადა.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2022, 23:56

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: 2011 წლის 26 მაისი არის ის მოვლენა, რომელმაც ადამიანები შეიწირა და ეს სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა არა გარეშე ძალამ, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ

2011 წლის 26 მაისი არის ის მოვლენა, რომელმაც ადამიანები შეიწირა. ეს სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა არა გარეშე ძალამ, არამედ საკუთარმა ხელისუფლებამ წინასწარი განზრახვით, რომ იქ სისხლი უნდა დაღვრილიყო. არნახული სისასტიკით გაკეთდა ყველაფერი, - განაცხადა პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2022, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: დღეს ჩვენი ხელისუფლება არ არის ყალბი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ, რისკებსა და საფრთხეებს ადეკვატურად აფასებს და სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას

დღეს ჩვენს თავზე უამრავი რისკი ჰკიდია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის ყალბი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ. რისკებსა და საფრთხეებს ყველა ადეკვატურად აფასებს და სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ბათიაშვლი

26 მაისი 2022, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვლი: ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ბრძოლით, ეს დამოუკიდებლობა ხონჩით არ მიგვიღია

ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ბრძოლით, ეს დამოუკიდებლობა ჩვენ ხონჩით არ მიგვიღია, - ამის შესახებ პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

26 მაისი 2022, 23:27

რეგიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მცხეთაში დასრულდა

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მცხეთაში, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები გაჟღერდა. ღონისძიება მცხეთაში გალა-კონცერტით დასრულდა.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2022, 23:24

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ადამის დროიდან ძმები ბერძენიშვილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ

ადამის დროიდან ძმები ბერძენიშვილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. გავიხსენოთ პუტჩის პერიოდი და შემდეგ - ყოველთვის იდგნენ ისტორიის ყველაზე ბნელ და შავ მხარეს. ეს ყველაფერი მათ ყოველ გამოსვლასა თუ განცხადებაში იყო ცასავით ნათელი. რას ველოდებით ბერძენიშვილებისგან და იმ მაბეზღარი ხალხისგან, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, ბალტიის ქვეყნებში, და აბეზღებენ საქართველოს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2022, 23:19

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ჩვენმა ერმა საკმარისი ფასი გაიღო, რომ საუკეთესო მომავალი ჰქონდეს

დამოუკიდებლობის დღე ჩვენთვის დიდი დღეა. მით უმეტეს, ჩვენმა ერმა საკმარისი ფასი გაიღო, რომ საუკეთესო მომავალი ჰქონდეს და ეს ასახული იყო კონკრეტულ ნაბიჯებში ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, - ამის შესახებ Საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

ალექსეი არესტოვიჩი

26 მაისი 2022, 23:00

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: დასავლეთი ახლა ადეკვატურობის გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება

დასავლეთი ახლა ადეკვატურობის ძალიან მნიშვნელოვან გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

ოლაფ შოლცი

26 მაისი 2022, 22:21

მსოფლიო

ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინაში რუსეთის ომს ჩავარდნა უწოდა. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო.

რიინა კალიურანდი

26 მაისი 2022, 21:53

პოლიტიკა

საქართველოში ესტონეთის ელჩი: ძვირფასო ქართველებო, ესტონეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იდგა, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, რიინა კალიურანდი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ანდრიუს კალინდრა

26 მაისი 2022, 21:26

პოლიტიკა

ანდრიუს კალინდრა: ლიეტუვა ყოველთვის იდგება საქართველოს გვერდით, რადგან ლიეტუველებს ასევე კარგად ესმით თავისუფლების ფასი და მნიშვნელობა

საქართველო მოქალაქეებს ვულოცავ მათი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

26 მაისი 2022, 20:57

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში ორი ამოცანა გვაქვს - დავეხმაროთ უკრაინას და არ დავუშვათ ომის ესკალაცია

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკრაინაში ორი ამოცანა აქვს - დაეხმაროს უკრაინას და არ დაუშვას ომის ესკალაცია. ამის შესახებ მან ბერნძულ გამოცემა Capital-თან ინტერვიუში განაცხადა.

26 მაისი 2022, 20:43

საზოგადოება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი მიმდინარეობს.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

26 მაისი 2022, 20:36

საზოგადოება

ილია მეორე: ყველა ქართველს, ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს - ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოქალაქეებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

რეი ლიოტა

26 მაისი 2022, 20:31

კულტურა

მსახიობი რეი ლიოტა 67 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რეი ლიოტა 67 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს. ლიოტა დომინიკანის რესპუბლიკაში გარდაიცვალა, სადაც ფილმ „საშიში წყლების“ გადაღებებში მონაწილეობდა. გამოცემის ცნობით, მსახიობი ძილში გარდაიცვალა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დავით ზალკალიანი

26 მაისი 2022, 20:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართველებს ბევრი წინააღდმეგობის გადალახვა მოგვიწია - განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს და ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, ქართველებს ბევრი წინააღდმეგობის გადალახვა მოგვიწია. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი წლებში გამოვიარეთ ომები და პოლიტიკური დაბრკოლებები. ამ ყველაფრის ფონზე, ბევრს არ სჯეროდა, რომ საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმენით თანამედროვე ქვეყანა, რომელიც იმართება უმაღლესი დასავლური სტანდარტებით, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს. ზალკალიანი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

კევინ სპეისი

26 მაისი 2022, 19:51

ტაბლოიდი

ბრიტანულმა პროკურატურამ კევინ სპეისის სამი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი

დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ მსახიობ კევინ სპეისის სამი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.