imedi /  18 სექტემბერი 2020, 14:08 / სანდო წყარო

N67 და N204 მიკროავტობუსები დროებით ახალი სქემით იმოძრავებენ

N67 და N204 მარშრუტებში მიმდინარე წლის 21 სექტემბრიდან ცვლილებები განხორციელდება და აღნიშნული მიკროავტობუსები დროებით ახალი სქემით იმოძრავებენ.

თბილისის მერიის ცნობით, მარშრუტი N67 - კორექტირება განხორციელდა მის გზასავალზე და მარშრუტი ჩამოყალიბდა შემდეგი სქემით:

მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1“-ის მიმდებარე ტერიტორია (წრე) - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი - პ. მელიქიშვილის ქუჩა - ი. თარხნიშვილის ქუჩა - ვ. ბარნოვის ქუჩა - მრგვალი ბაღი - მცხეთის ქუჩა - ტ. ტაბიძის ქუჩა - დარიალის ქუჩა - ი. აბაშიძის ქუჩა - ი. აბაშიძის ქუჩა - დარიალის ქუჩა - ტ. ტაბიძის ქუჩა - მცხეთის ქუჩა - მრგვალი ბაღი - ვ. ბარნოვის ქუჩა - ვ. პეტრიაშვილის ქუჩა - პ. მელიქიშვილის ქუჩა - მ. კოსტავას ქუჩა - შოთა რუსთაველის გამზირი - მ. კოსტავას ქუჩა - გმირთა მოედანი - თამარ მეფის გამზირი - „სადგურის მოედანი 1“-ის მიმდებარე ტერიტორია.

მარშრუტი N204 - თიანეთის ქუჩისკენ გადაადგილებისას გზასავალი გაუგრძელდა მუხრანის ქ. N47-მდე და იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:

მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა N137 (აბასთუმნის ქუჩის კვეთის მიმდებარედ), - მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა - ა. წერეთლის გამზირი - თ. ერისთავის ქუჩა - დ. გურამიშვილის გამზირი - გუდამაყრის ქუჩა - ჩარგლის ქუჩა - მუხრანის ქუჩა, საიდანაც მიკროავტობუსი მობრუნდება მუხრანის ქუჩის N47-თან - თიანეთის ქუჩის N65-ის მიმდებარედ.

რაც შეეხება ახალ მარშრუტებს, ვაკის რაიონში, აგარაკის ქუჩის მოსახლეობის მომსახურება: აგარაკის ქუჩა - ა. ვარაზის ქუჩა, საიდანაც მიკროავტობუსი მობრუნდება თხინვალას ქუჩის კვეთასთან - ბ. ჟღენტის ქუჩა - შ. ნუცუბიძის ქუჩა - ზ. ანჯაფარიძის ქუჩა - მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორია.

ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის მოსახლეობის მომსახურება: გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია - ც. დადიანის ქუჩა - რ. ურიდიას ქუჩა - ნ. ხუდადოვის ქუჩა - ნ. აგიაშვილის ქუჩა - ბარაკონის ქუჩა - ორჯონიკიძე-ტოროშელიძის ქუჩებისა და მერი შერვაშიძის ქუჩის კვეთა.

ყველა სიახლე

კელი დეგნანი

28 ოქტომბერი 2020, 14:03

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ჩვენ კვლავ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მეგობარი და პარტნიორი მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე

„ეს ნიშნავს, მუშაობის გააგრძელებს, რომ იყოს უფრო ინკლუზიური პროცესი, უფრო მჭიდრო მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, უფრო მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მართვის მიმდინარეობის შესახებ. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას. ჩვენ კვლავ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მეგობარი და პარტნიორი მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - აცხადებს კელი დეგნანი.

28 ოქტომბერი 2020, 14:02

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში პატიმრებს სათანადო სამედიცინო მომსახურება არ მიეწოდებათ

სოციალური ქსელის საშუალებით ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს მედპერსონალი ყურადღებას არ აქცევს. „ერთ-ერთ ჩემს კლიენტს, რომელსაც ერთი ფეხი მოკვეთეს იქვე და ახლა მეორე ფეხია მოკვეთის საშიშროების წინაშე, წამალსაც არ აწვდიან გამაყუჩებელს“, - წერს ადვოკატი კუბლაშვილი სოციალურ ქსელში. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე.

28 ოქტომბერი 2020, 13:58

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ არაერთ საწარმოს გაუწია დახმარება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი სამკერვალო საწარმო "იმერში" დასაქმებულებს შეხვდა. "იმერი“ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაფართოვდა. ქუთაისის მერობის კანდიდატი "იმერის“ მუშაობის პროცესს გაეცნო და საარჩევნო პროცესის სპეციფიკასა და პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა მსგავსი საწარმოების მნიშვნელობას, მოქალაქეთა დასაქმებისა და სოციალური ყოფის მოწესრიგების კუთხით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გერბი

28 ოქტომბერი 2020, 13:56

რეგიონი

ოზურგეთის მერია ამომრჩევლისთვის დიდი ოდენობით სურსათის დარიგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

რეალურად, ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ, - ამის შესახებ ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზაზა ლომინაძე

28 ოქტომბერი 2020, 13:52

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: „იმერი“ არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი წარმატებულია კერძო ბიზნესი სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოში

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატთან ერთად სამკერვალო ,,იმერში" დასაქმებულებს შეხვდა.

კელი დეგნანი

28 ოქტომბერი 2020, 13:52

პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი: ატარეთ ნიღაბი, დაიცავით სოციალური დისტანცია, მაგრამ გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი ხმა

„ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვინ უნდა მართოს ქვეყანა. შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი. ჩვენ არ გვყავს ფავორიტი პარტია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც ქართველი ხალხი ლეგიტიმურად აირჩევს. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სამართლიან პროცესზე და არა შედეგზე“, - განმარტა ელჩმა.

28 ოქტომბერი 2020, 13:49

COVID19

აჭარაში ბოლო 24 საათში COVID19-ით 7 ადამიანი დაიღუპა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 225 კოვიდ დადებითი პაციენტი. ამასთან დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 333 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 7 ადამიანი.

კელი დეგნანი

28 ოქტომბერი 2020, 13:43

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მსურს ამ შაბათს ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობა ვიხილო

„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, როგორიცაა „საია“, ISFED, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და PMMG, საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა IRI, NDI და IFES. ეს ძალიან პატივსაცემი, პროფესიონალური ორგანიზაციებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ არჩევნებში, აკვირდებიან როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე არჩევნების დღეს, აფიქსირებენ დარღვევებს და უზრუნველყოფენ, რომ ქართველებმა საარჩევნო კამპანიის წარმოება და ხმის მიცემა უსაფრთხო, დაცულ გარემოში შეძლონ“, - განაცხადა დეგნანმა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2020, 13:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სურსათის დარიგების შესახებ ბრალდებებზე: კონკრეტულ ფაქტებს თუ მოგვიტანთ, უმკაცრესი რეაგირება გვექნება

თუ ვინმეს განზრახული აქვს, ამომრჩეველს დაურიგოს სურსათი, ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ამაზე ფაქტებს თუ მოგვიტანთ, უმკაცრესი რეაგირება გვექნება, რადგან ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს და დააზიანებს „ქართულ ოცნებას”, - ამის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითაც ოზურგეთში სურსათის დარიგების შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ხათუნა გოგორიშვილის ბრალდებას უპასუხა.

ნათია თურნავა

28 ოქტომბერი 2020, 13:33

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია

მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვიზიტისას, სადაც ცოტა ხნის წინ მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მზის ელექტროსადგურით აღჭურვილი სკოლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი ჩიქოვანთან ერთად მოინახულა.

კელი დეგნანი

28 ოქტომბერი 2020, 13:31

პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი: ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ქართული საზოგადოების პოლარიზაციას იწვევს

„ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ქართული საზოგადოების პოლარიზაციას იწვევს და ქვეყანაში რუსეთის მიერ დაპირისპირებისა და დაბნეულობის დათესვას უხსნის გზას. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებისა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მე მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა“, - აცხადებს დეგნანი.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2020, 13:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კელი დეგნანის გზავნილი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესახებ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა გაითვალისწინოს

ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ საარჩევნო სუბიექტს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნების დღემდეც, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ვალდებულების შესახებ.

გიორგი მანველიძე

28 ოქტომბერი 2020, 13:28

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სოფელ დიდაჭარაში, პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მანველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინციდენტი გუშინ, ხულოში მოხდა.

28 ოქტომბერი 2020, 13:26

საზოგადოება

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და განათლების სისტემის თანამშრომლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 100 საჯარო სკოლაში განხორციელდება, მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის – ესტონური გამოცდილების გაზიარებით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების გადამზადებას.

ბათუმის ტექნოპარკის გახსნა

28 ოქტომბერი 2020, 13:23

რეგიონი

ნათია თურნავა: ბათუმის ტექნოპარკი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვისაც ცოდნის მიღების ადგილი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ტექნოპარკი გახსნა.

28 ოქტომბერი 2020, 13:16

საზოგადოება

მთაწმინდაზე სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის ქ. N4-ში, სულხან-საბას სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და 1 800 კვ.მ ფართობს მოიცავს. სკვერი რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. იგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2020, 13:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც კახა ოქრიაშვილი არიგებს

ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი. იგივე ხდება მცხეთა-მთიანეთში და კიდევ რამდენიმე სხვა ოლქში, - ამის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 13:11

COVID19

კახეთში 40 კოვიდინფიცირებულიდან, 1 შემოსავლების სამსახურის, ხოლო მე-2 „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელია

კახეთში, კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევიდან ერთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მცხოვრები კაცია, რომელიც შემოსავლების სამსახურში მუშაობს, მეორე კი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის მკვიდრია, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 11 პირია ინფიცირებული, ყველა მათგანი მკურნალობის კურსს უკვე გადის. 36 მოქალაქე კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

საქართველოს ეროვნული ბანკი

28 ოქტომბერი 2020, 13:08

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ბანკის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2020, 13:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვის დროს იყო ჩამოშლილი სამართალდამცავი სისტემა და ვის დროს არ არის ჩამოშლილი, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს მარტივი სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით

„1000-ზე მეტი ყაჩაღობა ფიქსირდებოდა, კრიმინალი ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, 1000-ზე მეტი. ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით 200-მდე ჩამოსული, 5-ჯერ არის შემცირებული. განზრახ მკვლელობა ვანო მერაბიშვილის დროს, 2006-2007-2008 წლები რომ ავიღოთ, გახსოვთ მაშინ როგორი პიარი ჰქონდა ვანო მერაბიშვილს, კრიმინალს და მის შინაგან საქმეთა სამინისტროს. არცერთი წელი არ იყო ამ წლების განმავლობაში, როდესაც 200-ს არ აღემატებოდა განზრახ მკვლელობების რაოდენობა. 100-ზე მეტი არ დაფიქსირებულა არცერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ.