imedi /  21 სექტემბერი 2020, 12:37 / სანდო წყარო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს მოუწოდებს, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემები სამართლიანად და ღირსების შეულახავად დაამუშაოს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ამომრჩევლებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, საარჩევნო სუბიექტებს, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის (მოქალაქეთა) ღირსების შეულახავად, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, ინფორმაცია პირის პოლიტიკური შეხედულების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია და იგი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს.

„საარჩევნო პროცესების მიმართ ყოველთვის არის მაღალი საჯარო ინტერესი.

საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებისა და ინფორმაციის საჯაროობის პარალელურად, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა უფლებების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვა.

ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.

საარჩევნო პერიოდში მუშავდება ამომრჩეველთა როგორც ,,ჩვეულებრივი“, ასევე „განსაკუთრებული კატეგორიის“ მონაცემები, რომელთა დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.

ინფორმაცია პირის პოლიტიკური შეხედულების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია და იგი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა ასევე საჭირო ამომრჩეველთა სიის მიმართ. იგი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მართლზომიერი მიზნებისთვის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ამომრჩევლებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, საარჩევნო სუბიექტებს, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის (მოქალაქეთა) ღირსების შეულახავად; არ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მონაცემები არამართლზომიერი მიზნით; დაამუშაონ მხოლოდ ადეკვატური და პროპორციული მოცულობის მონაცემები და მოპოვებული მონაცემები წაშალონ ან გაანადგურონ, დამუშავების მიზნის მიღწევის შემდგომ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფისა და შესაძლო დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს. მათ შორის, სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე უკვე გადაამზადა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზის ოპერატორები; გამოყო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე კონსულტაციას გაუწევს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს; შეიმუშავა საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ სუბიექტებს/პირებს გაუწევს დახმარებას პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებზე.

ზემოაღნიშნული პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რეაგირებას მოახდენს საარჩევნო პროცესების დროს პერსონალურ მონაცემთა მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევაზე.

პერსონალური მონაცემთა დამუშავების საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად ან/და მონაცემთა კანონის შესაძლო დარღვევით დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით ამომრჩევლებს, საარჩევნო სუბიექტებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და დაინტერესებული პირებს შეუძლიათ მომართონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. №7; ტელეფონი: 242 1000.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული საინფორმაციო დოკუმენტი, იხილეთ ბმულზე”

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათი მიზანი ერთია, შეაშინონ ხალხი, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ

მათი მიზანი ერთია, შეაშინონ ხალხი, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მან იმ რისკებზე ისაუბრა, რაც შესაძლოა, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისგან წარმოიქმნას.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დავით-გარეჯის საკითხზე: ყველა მტკიცებულება მივა იქამდე, რომ ეს მიწა როგორც მინიმუმ არის გადაცემული, მაქსიმუმ კი გაყიდული

მამუკა მდინარაძემ დავით-გარეჯის საკითხზეც ისაუბრა. „სულ რომ ეს საქმე არ იყოს, განცხადებებს აკეთებდნენ, რომელშიც ამბობდნენ, რომ სამწუხაროდ გარეჯის სამონსატრო კომპლექსის რაღაც ნაწილი არის აზერბაიჯანის ტერიტორია. არის თუ არა ეს ღალატი? ყველა მტკიცებულება მივა იქამდე, რომ ეს მიწა როგორც მინიმუმ არის გადაცემული, მაქსიმუმ კი გაყიდული“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

29 ოქტომბერი 2020, 23:35

მსოფლიო

აშშ გარე მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევისგან

აშშ გარე მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევისგან და მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, რობერტ ობრაიენმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:22

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩემი თხოვნაა, საარჩევნო ყუთთან ყველა ადამიანმა თავისი არჩევანი დააფიქსიროს

„არ არსებობს არჩევნები, რომელსაც თან რისკები არ ახლავს. ობიექტური რეალობიდან ვამბობთ, რომ ამ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ დამაჯერებლად, ამის თქმის საფუძველს ჩვენი თავდაჯერებულობის მაღალი ხარისხი კი არ გვაძლევს, ამ ხარისხს გვმატებს ხალხის განწყობა, რეალური რეიტინგები, მაგრამ ეს რეიტინგები თავის მხრივ დამოკიდებულია გაკეთებულ კარგ საქმეზე“.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არ არსებობს სფერო, სადაც ხელშესახები რეფორმა და პროგრამები არ განხორციელებულა

„სამჯერ და ოთხჯერ მეტია გაკეთებული, ვიდრე იმ ფასადური აღმშენებლობის ხანაში. კრიმინალსაც რომ შევეხოთ, დღეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, მკვლელობა, ყაჩაღობა 3-ჯერ არის შემცირებული. ოკუპაციის გარდა, რომელსაც ამ ქვეყანაში თანაავტორები ჰყავს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემმა არის სოციალური ფონი. ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვცდილობთ რამენაირად ამ სიღარიბის აღმოფხვრას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

29 ოქტომბერი 2020, 22:48

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 11 თვის ბავშვი დაინფიცირდა

imedinews-ის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სავარაუდოდ, ძმისგან დაინფიცირდა 11 თვის ჩვილი, რომელიც სტაციონარშია მოთავსებული. ვირუსი დაუდასტურდა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის ერთ პედაგოგს და საუბნო -სარჩევნო კომისიის ერთ წევრს.

თორნიკე რიჟვაძე

29 ოქტომბერი 2020, 22:45

რეგიონი

ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა დაიწყო

ჩაქვში, პირველი თანამედროვე სტანდარტების ძალოსნობის ბაზა აშენდება. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებულია თანამედროვე ტიპის 3-სართულიანი ნაგებობის მშენებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მშენებლობის დაწყების პროცესს დაესწრო და აღნიშნა, რომ რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

29 ოქტომბერი 2020, 22:37

საზოგადოება

285 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 285 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ.

29 ოქტომბერი 2020, 22:35

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 23 580 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 580 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 173 ადამიანი გარდაიცვალა.

29 ოქტომბერი 2020, 22:35

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე და გოგი მეშველიანი სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში გამართა.

ჰანს კლუგე

29 ოქტომბერი 2020, 22:28

COVID19

ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა

ევროპაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

თამარ არჩუაძე

29 ოქტომბერი 2020, 22:26

ეკონომიკა

თამარ არჩუაძე: ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ბიზნესში აქტიურად დაბრუნებას შევძლებთ

საქართველოს აეროპორტებში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ რეგულარული ფრენების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი, თამარ არჩუაძე ამბობს, რომ კრიზისის პირობებში საქართველოს აეროპორტებმა შეძლეს როგორც თანამშრომლების, ისე ბიზნესპარტნიორების შენარჩუნება. მისივე განმარტებით, პროცესი მარტივი არ იყო, თუმცა მიმდინარე სხვადასხვა ხარჯების შემცირებით „ლოქდაუნის“ პირობებში აეროპორტებმა თანამშრომლების შენარჩუნება მოახერხეს.

ოლეგ დეინეკა

29 ოქტომბერი 2020, 22:20

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტის ოლეგ დეინეკას განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე 49 უკრაინელი სახელმწიფო მოხელე ჩამოვა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკურ სპეცოპერაციაში

ისინი 31 ოქტომბრის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკურ სპეცოპერაციაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო დამხობას, არეულობის მოწყობასა და შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებას გულისხმობს, - განაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტისმა ოლეგ დეინეკამ უკრაინაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთან დაკავშირებულ ზრახვებზე ისაუბრა.

მინდია უგრეხელიძე

29 ოქტომბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

მინდია უგრეხელიძე: რა იქნება სამართლიანი, ის რომ ჩვენ ცოცხთაყვანისმცემლებს მივცეთ ხმა თუ სიცოცხლის თაყვანისმცემლებს?!

რა იქნება სამართლიანი, ის რომ ჩვენ ცოცხთაყვანისმცემლებს მივცეთ ხმა თუ სიცოცხლის თაყვანისმცემლებს?! ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების მხარდაჭერა და თუ ჩვენ შევცდით, თუ ჩვენ მრავალჯერ შევცდით, თუ ჩვენ ახლა 31-ში კიდევ შევცდით ჩვენ ბევრჯერ გვექნება კიდევ სანანებელი და მოსაბოდიშებელი, მაგრამ ამ ვალს ჩვენ ვეღარასდროს გავისტუმრებთ. ამიტომ მე მოგიწოდებთ თქვენ, ვიყოთ დარაზმული იმისათვის, რათა ჩვენ თვითონ ავუკრძალოთ ჩვენს თავს შეცდომის უფლება, - ასე მიმართა სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძემ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს" ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს.

ნოდარ ტურძელაძე

29 ოქტომბერი 2020, 22:07

პოლიტიკა

ნოდარ ტურძელაძე: 31 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ჩვენი საქართველოს წარმატებულ მომავალს

ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს გამოცხადებული ნდობისათვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, ძალისხმევას არ დავიშურებ , რომ ვემსახურო ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას, -ამის შესახებ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნოდარ ტურძელაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 22:02

პოლიტიკა

კახა კალაძე: არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

„დღეს ჩვენმა ოპონენტებმა გამართეს აქცია. ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ და საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლ ჯოიალი

29 ოქტომბერი 2020, 21:57

პოლიტიკა

პოლ ჯოიალი: სააკაშვილის ხელახლა გამოჩენა პრემიერ-მინისტრობის პოტენციურ კანდიდატად, საქართველოში დემოკრატიას ხელს ვერ შეუწყობს

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის ხელახლა გამოჩენა პრემიერ-მინისტრობის პოტენციურ კანდიდატად, საქართველოში დემოკრატიას ხელს ვერ შეუწყობს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი უსაფრთხოების დარგში, პოლ ჯოიალი „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება მასობრივი მობილიზაციისა და შეკრებების შესახებ კოვიდაფეთქების დიდ საფრთხეს ქმნის, რაც ქართველ ხალხს დიდი რისკის წინაშე აყენებს.

29 ოქტომბერი 2020, 21:46

რეგიონი

გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ჯამში 86 მილიონი ლარი დაიხარჯება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 და საგარეჯოს 3 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ჯამში 86 მილიონი ლარი დაიხარჯება. ორივე მუნიციპალიტეტში პროექტებზე მუშაობა დასრულებულია და ტენდერი სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება. ცნობილია, რომ გურჯაანში 49, ხოლო საგარეჯოში 27 მილიონი ლარი გამოიყოფა იმისათვის, რომ სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდებს.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 21:40

საზოგადოება

კახა კალაძე: მეამაყება, რომ ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, მუშაობით ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს კეთილმოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით და პარკებით

„ჩვენთვის არ არსებობს პრიორიტეტული უბნები და რაიონები. ჩვენთვის ყველა რაიონს, ქუჩას, გამზირს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი გამოსწორდეს, მოწესრიგდეს“.

გია აბაშიძე

29 ოქტომბერი 2020, 21:35

პოლიტიკა

გია აბაშიძე: დაქირავებული დამკვირვებლები ჩამოდიან უკრაინიდან, ეს ოფიციალურად ასეა. ისინი, ასე ვთქვათ, იტყვიან, არჩევნები გაყალბდა

ყველაზე მთავარი არის ის, რომ დაქირავებული დამკვირვებლები ჩამოდიან უკრაინიდან, ეს ოფიციალურად ასეა. ისინი, ასე ვთქვათ, იტყვიან, არჩევნები გაყალბდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. ანალიტიკოსმა უკრაინიდან მოვლინებულ საარჩევნო დამკვირვებლების შესახებ ისაუბრა და იმ გეგმებზე, რომელიც არჩევნების დღეს „ნციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა განავითაროს.