imedi /  22 სექტემბერი 2020, 08:44 / სანდო წყარო

მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მაღალი დონის ვებინარი გაიმართა

მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, მაღალი დონის ვებინარი გაიმართა, თემაზე: „ადამიანზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელება საქართველოში, გლობალური პანდემიის ფონზე“.

ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას მთავარ თემაზე მოხსენებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმართა.

საპანელო დისკუსიაში სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში, საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ასევე გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე.

დისკუსიას მოდერაცია გაუწია საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა. ღონისძიებაში დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, საელჩოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, შერიგებისა და ჩართულობის პროცესის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების მიმდინარეობაზე; ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა პანდემიის პირობებში.

ასევე განხილულეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ამ კუთხით განხორციელებული საერთაშორისო მხარდაჭერა, ისევე როგორც ერთობლივი ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელობა და ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებასა და ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით სამომავლო ხედვები.

აღნიშნულ თემებზე მსჯელობასთან ერთად, სახელმწიფო მინისტრმა გააჟღერა სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ინიცირებული „მშვიდობის ფონდის” სრულფასოვანი ფუნქციონირების დაწყება. ხაზი გაესვა, რომ ფონდი მხარს დაუჭერს გამყოფი ხაზებით დაშორებულ საზოგადოებებს შორის ბიზნეს-პროექტების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ნდობის აღდგენის მიმართულებით და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ფონდის ამოქმედება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის ფონზე, რომელთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა, კიდევ უფრო დაამძიმა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ისედაც რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა.

საერთაშორისო პარტნიორები მიესალმნენ სამშვიდობო ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას, მათ შორის მშვიდობის ფონდის საქმიანობას. მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას აღნიშნულ პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.

„საერთაშორისო მშვიდობის დღეს, რომლის წლევანდელი სლოგანი იყო - „ერთად შევქმნათ მშვიდობა“, სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამოეხმაურა საერთაშორისო მაღალი დონის ვებინარით, რომლის განხილვის და მსჯელობის ძირითადი თემა იყო ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისკენ მიმართული სამშვიდობო ინიციატივების ეფექტიანი განხორციელება, ინტენსიური დიალოგის წარმართვა აფხაზ და ოს საზოგადოებებთან, საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერება, იმისთვის რომ მოგვარდეს კონფლიქტი მშვიდობიანად. აღსანიშნავია, რომ ამავე ღონისძიების ფარგლებში ჩვენ დავაანონსეთ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ოფიციალური ფუნქციონირების დაწყება. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მისი მხარდაჭერით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს განხორციელდება ისეთი ბიზნეს-პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენასა და ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და ძალიან კარგად ორგანიზებული ვებინარი, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღეს გაიმართა და საქართველოს კონფლიქტს შეეხებოდა. დეტალურად განვიხილეთ ამ მოვლენის ყველა ასპექტი, ამჟამად არსებული ვითარება და პროგრესი, რომლის მიღწევაც არაფორმალური კონტაქტების ფარგლებში მოხდა. ყველა ვთანხმდებით, რომ ამ კონფლიქტის გადაჭრისთვის აუცილებელია ხალხების დაახლოება, ისეთი ნარატივის და გზავნილის შექმნა, რომელიც მათ მშვიდობის აუცილებლობაში დაარწმუნებს"-განაცხადა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, დღეს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, ამ შეხვედრის, ამ ვებინარის მოდერატორი ვყოფილიყავი, რათა ყველამ ერთად ჩამოვაყალიბოთ მშვიდობა. ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა. ვფიქრობ, ამ ვებინარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, რომ ჩვენ დღეს კოვიდ 19-ის კრიზისის პირობებში, არაორდინალურ დროში, გვიწევს ცხოვრება და განვიხილეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მშვიდობისთვის. ამ მიმართულებით დღევანდელ შეხვედრაზე საინტერესო იდეები გაჟღერდა. მადლობელი ვარ, რომ სახელმწიფო მინისტრმა მომიწვია ამ განხილვაზე“- განაცხადა საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა.

ყველა სიახლე

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 11:59

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ, სახელმწიფოს საკმარისი რესურსი გააჩნია

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ, ვინც მძიმე და რისკ-ჯგუფის პაციენტია, სახელმწიფოს საკმარისი რესურსი გააჩნია, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ფრთხილად იმისათვის, რომ ეს სიტუაცია გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

20 ოქტომბერი 2020, 11:58

COVID19

ბოლო 24 საათში ინფიცირებულებიდან 60 მედპერსონალია

1194 ახალი შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია, 222 კი ინფიცირებულების კონტაქტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულებს შორის 60 მედპერსონალია, 35 ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ვირუსი აღმოაჩნდა.

20 ოქტომბერი 2020, 11:53

COVID19

ნათია თურნავა: საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR ტესტის ცნობით შეძლებენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის წესი იცვლება. საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR ტესტის ცნობით შეძლებენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20 ოქტომბერი 2020, 11:50

საზოგადოება

ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. „მინდა გითხრათ ძალიან სასიხარულო ამბავი, ხვალ არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა. მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი და გახსნის ცერემონია თქვენ ყველამ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში იხილოთ,“- განაცხადა ჩხენკელმა.

ნათია თურნავა

20 ოქტომბერი 2020, 11:46

ეკონომიკა

ნათია თურნავამ რეგულარული რეისების განახლების დეტალები განმარტა

გამოიცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს. ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, ეს არის მთელი რიგი მიმართულებები, ძირითადად კი ევროპული.

მიხეილ ჩხენკელი

20 ოქტომბერი 2020, 11:44

საზოგადოება

განათლების მინისტრი განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდებიან მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში

„ჩვენი მიზანია რომ ეს მოხდეს ამ სემესტრში და მოხდება კიდეც, კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობებთ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 11:40

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი: მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ბიზნესისთვის დახმარების საკითხი დღის წესრიგიდან არც ერთი დღით არ მოხსნილა

მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ბიზნესისთვის დახმარების საკითხი დღის წესრიგიდან არც ერთი დღით არ მოხსნილა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესის დახმარების შესახებ მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებებზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას.

მიხეილ ჩხენკელი

20 ოქტომბერი 2020, 11:34

საზოგადოება

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია მოწყობილი, 28, 29 და 30 ოქტომბერს, დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ

მომავალ ოთხშაბათს ხუთშაბათსა და პარასკევს სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 11:31

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, პირბადე გარე სივრცეშიც ვატაროთ

ჩვენ ახლა ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, რომ არ უნდა გვჭირდებოდეს ყოველდღიურ რეჟიმში შოლტის ეფექტით მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პირბადეების ტარების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სიტუაცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და მოქალაქეები რეკომენდაციებს გაგებით ეკიდებიან. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გარე სივრცეშიც ვატაროთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

20 ოქტომბერი 2020, 11:21

COVID19

22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება

დღეს 22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნები დაიკეტება, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 11:20

COVID19

საპატრულო პოლიცია COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, "კოვიდ-19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 ოქტომბერი 2020, 11:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 425 თბილისში დადასტურდა

„რაც შეეხება აჭარას, იქ 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში - 372 , სამეგრელო ზემო-სვანეთი - 27, ქვემო ქართლში - 53, შიდა ქართლში - 64, კახეთთში - 3, გურიაში - 21, მცხეთა მთიანეთი - 18, სამცხე ჯავახეთი -9 , რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9 ახალი შემთხვევაა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

20 ოქტომბერი 2020, 11:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1194 ადამიანს დაუდასტურდა, 328 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1194 ადამიანს დაუდასტურდა, 328 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, ინფორმაციას ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა.

20 ოქტომბერი 2020, 11:17

საზოგადოება

ა და ბე ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში ნოემბრის პირველ ნახევარში შემოვა

ა და ბე ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში ნოემბრის პირველ ნახევარში შემოვა, - აღნიშნულ საკითხზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა. ივანე ჩხაიძის თქმით წელს სახელმწიფოს მიერ 230 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შემოტანაა განსაზღვრული. რომელსაც რისკჯგუფში შემავალი ადამიანები უფასოდ გაიკეთებენ. როგორც მედიკოსი ამბობს, ვაქცინის გასაკეთებლად საუკეთესო დრო ნოემბრის მეორე ნახევარია, რადგან ამ პერიოდში იწყება გრიპიანობის შემთხვევების მატება და პიკს დეკემბრის ბოლოს აღწევს. პროფესორის თქმით მნიშვნელოვანია აიცრან რისკჯგუფში შემავალი პაციენტები, რათა არ გართულდეს მათი მდგომარეობა და covid-19-ის პანდემიის პირობებში, გრიპის ვირუსის შემთხვევებმა ჯანდაცვის სისტემა არ გადატვირთოს.

20 ოქტომბერი 2020, 11:15

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე გახდა ცნობილი.

20 ოქტომბერი 2020, 11:12

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მთავრობა მადლიერია აშშ-ის, თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილი წვლილისთვის

საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სტაბილურობის, ინსტიტუციებისა და დემოკრატიული განვითარების შესასუსტებლად გამოყენებული საფრთხეების დასაძლევად“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

20 ოქტომბერი 2020, 11:09

რეგიონი

ლატალში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მესამე დღეა სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობს. ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტყეში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მონიტორინგზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

20 ოქტომბერი 2020, 11:06

სპორტი

NBA-ს ვარსკვლავი სტეფ კარი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას აპირებს

​​​​​​​NBA-ს ვარსკვლავი სტეფ კარი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას აპირებს. „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელის განცხადებით, თითქმის ყველა წიგნი აქვს წაკითხული, რომელიც მასზეა დაწერილი, თუმცა ყველაზე მეტად მარკუს ტომპსონის „გოლდენი“ მოსწონს, რადგან ეს ადამიანი მის ცხოვრებასა და კარიერას ყველაზე კარგად იცნობს.

20 ოქტომბერი 2020, 10:59

COVID19

ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 5 400-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 5 469 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 3091 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსს 5786 პაციენტი ემსხვერპლა, 129 533 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

თამაზ გაიაშვილი

20 ოქტომბერი 2020, 10:49

საზოგადოება

თამაზ გაიაშვილი: დავით გარეჯზე სპეკულაცია და პოლიტიკური ინსინუაციები ყოვლად უადგილოა, ყველა ქართველი, საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია, მხარში ამოუდგეს ხელისუფლებას

ვახტან გორგასლის ორდენის კავალერი, მფრინავი თამაზ გაიაშვილი, დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რითაც ამ ისტორიულ და კულტურულ ძეგლთან მიმართებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.