IMEDI /  22 სექტემბერი 2020, 14:20 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მისასალმებელ ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სტუდენტების პირველ ნაკადს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა ვოლფგან ჰერმანმა, აკადემიურმა გუნდმა და სტუდენტებმა.

მიხეილ ჩხენკელი: „ძვირფასო სტუდენტებო, მინდა მთელი გულით მოგილოცოთ სტუდენტობა განსაკუთრებულ უნივერსიტეტში – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ გახდით მართლაც გამორჩეული უნივერსიტეტის აკადემიური ცხოვრების ნაწილი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად მსოფლიო დონის საგანმანათლებლო კერა, სადაც საშუალება გექნებათ, მიიღოთ უმაღლესი დონის განათლება. როგორც იცით, უნივერსიტეტის იდეის ავტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამ დონის, ამ მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებით საქართველოში შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების ძალიან მნიშვნელოვანი ჰაბი.

თქვენ მართლაც ბედნიერება გხვდათ წილად: თქვენი პროფესორები, გარდა იმისა, რომ არიან ბრწყინვალე მასწავლებლები, ასევე არიან მსოფლიოში ცნობილი მკვლევრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე პირველი კურსიდან გექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთოთ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში, რაც, რასაკვირველია, თქვენს სტუდენტურ ცხოვრებას გაამდიდრებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი შემოგთავაზებთ. თქვენს ცხოვრებაში იწყება საინტერესო ეტაპი. დარწმუნებული ვარ, წარმატებული სტუდენტური წლები გექნებათ.დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სწავლის დასრულების შემდეგ კონკურენტუნარიანები იქნებით უკვე მსოფლიო ასპარეზზე.“

მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტებს მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი წარუდგინა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს და ახლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ჩართულობა KIU-ს აკადემიურ ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია და უნივერსიტეტს ახალ განზომილებას შესძენს.

მიხეილ ჩხენკელმა ისიც განმარტა, რომ KIU-ს აკადემიური პროგრამები შექმნილია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ბაზაზე. შესაბამისად, ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ განათლება სწორედ იმ პროგრამებით, რომლითაც მათი თანატოლები სწავლობენ მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტში – მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ KIU-ს სტუდენტებს ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები წაუკითხავენ.

მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც სიმსივნის მკურნალობასთან ერთად სამეცნიერო კვლევითი პროცესი წარიმართება მედიცინის, კერძოდ, ონკოლოგიის, ასევე, ბირთვული ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით.

სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს KIU-ს საპატიო პრეზიდენტმა ვოლფგან ჰერმანმა, რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ სებასტიან შმიდტმა, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის თანახელმძღვანელებმა: ჰელმუტ სეიდლმა და ვოლფგანაგ პოლმა, ასევე KIU-ს გუნდის წევრებმა: მაგდა მაღრაძემ, ნათია ზედგინიძემ და რამაზ ბოჭორიშვილმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე დასრულდა განვითარების პირველი ეტაპი და იგი მზადაა პირველი ნაკადის სტუდენტების მისაღებად. პანდემიის პირობებში KIU ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით განათავსებს სტუდენტებს საცხოვრებელ კამპუსებში.

​წელს KIU-ს სტუდენტი 246 აბიტურიენტი გახდა, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შეძლეს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერის გადალახვა. სწავლა უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

KIU სტუდენტებს სთავაზობს პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე სამეცნიერო კვლევის შესაძლებლობებს. უნივერსიტეტის ამოცანაა საერთაშორისო ხარისხის განათლების მიწოდება, კვლევების წარმოება, მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალისა და ადამიანური კაპიტალის მომზადება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას.

ყველა სიახლე

იმრან ხანი

25 ოქტომბერი 2020, 15:22

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ემანულე მაკრონს ისლამზე თავდასხმაში ადანაშაულებს

მისი კომენტარი ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მედიის ცნობით, მაკრონმა ისლამურ სეპარატიზმს ომი გამოუცხადა. უფრო კონკრეტულად, მაკრონმა განაცხადა, რომ „პარიზში მასწავლებელი მოკლეს, რადგან ისლამისტებს ჩვენი მომავლის დაუფლება სურთ“.

25 ოქტომბერი 2020, 15:21

COVID19

რამდენი წუთია საჭირო კორონავირუსით ინფიცირებისათვის - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, თუმცა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიტანა ცვლილებები კორონავირუსის გადაცემის დროსთან დაკავშირებით. ეს მოხდა იმაზე დაკვირვებაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინ აკულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში განაცხადა.

პოლონეთი

25 ოქტომბერი 2020, 14:57

COVID19

ვარშავაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 278 ადამიანი დააკავეს

ვარშავაში პოლიციამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 278 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, ბოთლები და აალებადი ნივთიერებებიც ესროლეს. თავის მხრივ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

25 ოქტომბერი 2020, 14:53

სამართალი

შსს: „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დავადგინეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე

25 ოქტომბერი 2020, 14:39

COVID19

თორნიკე რიჟვაძე აჭარაში კოვიდინფექციის შემთხვევათა ზრდას „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებებს უკავშირებს

გასულ კვირასთან შედარებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ამ დროისთვის 4000-ზე მეტი კოვიდპაციენტია რეგისტრირებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომდევნო დღეების სტატისტიკა მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული, ასევე, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაზე.

25 ოქტომბერი 2020, 14:25

მსოფლიო

ეპიდვითარების მიუხედავად, უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება

რთული კოვიდსტატისტიკის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში მაღალი აქტივობით მიმდინარეობს. დღეს საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა. მოსახლეობა ქალაქის მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევს, რეგისტრირებულია 28 მილიონზე მეტი ადამიანი.

25 ოქტომბერი 2020, 14:21

COVID19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო: დღეს 15:00-დან 17:00 საათამდე ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს მოქალაქეთა მიღებას კორონავისრუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის

აჭარაში, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, დღეს 15:00-დან 17:00 საათამდე ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს მოქალაქეთა მიღებას კორონავისრუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ვირუსისთვის დამახასიათებელი სპიმპტომების მქონე ადამიანებს, ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2-ში უფასო ტესტირების გაკეთება შეეძლებათ.

უნგრეთი

25 ოქტომბერი 2020, 14:05

COVID19

უნგრეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ 3000-ს პირველად გადააჭარბა

უნგრეთში კორონავირუსის 3,149 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. უნგრეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ 3000-ს, პირველად გადააჭარბა. 10 მილიონიან ქვეყანაში კოვიდინფექციის შემთხვევების საერთო რაოდენობა 59 247-მდე გაიზარდა, გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევით სიკვდილიანობის საერთო რაოდენობამ 1,425 შეადგინა.

25 ოქტომბერი 2020, 14:02

საზოგადოება

ქუთაისში საერთაშორისო ეკო-პლენერი გაიმართა

ქუთაისში საერთაშორისო ეკო-პლენერი გაიმართა, რომელიც ერთდროულად სამ ქვეყანაში - საქართველოში, მოლდოვასა და რუმინეთში მიმდინარეობდა. ეკო-პლენერი პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 წწ პროგრამითაა გათვალისწინებული.

ხობის მუნიციპალიტეტი

25 ოქტომბერი 2020, 13:46

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტში ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით სკოლის გადახურვის სამუშაო მიმდინარეობს

სკოლის არსებული სახურავი ამორტიზირებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. სოფელში აქტიურად მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოც, გაღმა და გამოღმა ქარიატაში დაიგო ასფალტ-ბეტონის გზა, მოეწყო წყლის და გარე განათების სისტემები, ორ ადგილზე აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი, განხორციელდა სამელიორაციო სამუშაოები. იწყება გაღმა და გამოღმა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.

შსს

25 ოქტომბერი 2020, 13:43

COVID19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „112“-ში დეზინფექცია ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით გატარდა.

ვახტანგ გომელაური

25 ოქტომბერი 2020, 13:36

სამართალი

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში მოადგილესთან, ვლადიმერ ბორცვაძესთან ერთად იმყოფება. მასთან ერთადაა ცენტრალური კრიმინლაური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე. სამხარეოს შენობაში მათ პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა. ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარი მაღალჩინოსნებს არ გაუკეთებიათ, თუმცა სავარაუდოდ, საქმე ბანკზე თავდასხმას ეხება.

ზუგდიდი

25 ოქტომბერი 2020, 13:20

COVID19

ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეული 276 ნიმუშიდან, კორონავირუსი 93-ს დაუდასტუდა

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 276 ნიმუშის პასუხებიდან, 93 დადებითია. 59 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 10 - ფოთში, 7 - წალენჯიხაში. 7 - ჩხოროწყუში, 6 - სენაკში, 3 - ხობში, ერთი - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი, ახალი შემთხვევები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით შეიყვანეს.

25 ოქტომბერი 2020, 13:17

რეგიონი

აჭარაში პირველად კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ეწყობა

ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში ჩანჩქერებზე თოკით დაშვება შეეძლებათ. კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ. პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.

25 ოქტომბერი 2020, 13:12

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი კიდევ ერთ ადამიანს მიენიჭა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილ მურიკო ბულიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ის დაკითხვაზე ორჯერ იმყოფებოდა. დაზარალებულის სტატუსი ენიჭებათ სხვა მძევლებსაც. მეოთხე დღეა, პოლიცია ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ პირებს კითხავს.

დიდი ბრიტანეთი

25 ოქტომბერი 2020, 13:05

COVID19

მედია: დიდი ბრიტანეთში კოვიდინფიცირებულთა კონტაქტებისთვის კარანტინის 10 ან 7 დღემდე შემცირების საკითხს განიხილავენ

დიდი ბრიტანეთის მთავრობა კარანტინის დღეების 14-დან 10 დღემდე შემცირების საკითხს განიხილავს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში იყვნენ. ევროპის სხვა, მრავალი ქვეყნის მსგავსად, დიდ ბრიტანეთშიც იმატებს კოვიდინფექციის შემთხვევები.

25 ოქტომბერი 2020, 13:01

რეგიონი

ზაზა დუგლაძე ქარელის მერის ანგარიშს მოსახლეობასთან ერთად გაეცნო

„ქართული ოცნების“ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის ანგარიშს მოსახლეობასთან ერთად გაეცნო. ქარელის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და ქარელის მერმა მოსახლეობასთან ერთად ქარელის განვითარების სამომავლო გეგმები დასახეს.re

გიორგი ვოლსკი

25 ოქტომბერი 2020, 13:01

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ მისი ქონების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას უარყოფს

„ტვ პირველს" თუ დავუჯერებთ, ეს სახლი მე მეკუთვნის და გონიოში მდებარეობს. ამას ამტკიცებს ვიღაც ორი მოქალაქე. არადა, ყველამ იცის, ამ შენობისა და არა „ბაითის" მეპატრონეც და კომპანიაც. ნოდარიკომაც იცის. მე გუშინ მითხრეს. აქედან დასკვნა - არ დაუჯეროთ „ტვ პირველს", ცრუობს“ - წერს გიორგი ვოლსკი.

ბიძინა კულუმბეგოვი

25 ოქტომბერი 2020, 12:27

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ადამიანი კორონავირუსს გადაიტანს, მინიმუმ ნახევარი წელი დაცული იქნება განმეორებითი ინფიცირებისგან

„ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი უცხო აგენტის შეჭრისას, ორგანიზმი ორი ტიპის იმუნიტეტს ავითარებს: ერთია ანტისხეულები - ესაა მობილური „დესანტი“, „ჯარისკაცები“ და ამას ებრძვის მეორე „ბატალიონიც“, T-ლიმფოციტების. ამას ჰქვია უჯრედული იმუნიტეტი, რომლებიც ბაზირებული და მყარად არიან, ანუ, ასე ვთქვათ, არ მოძრაობენ“.

ბათუმი

25 ოქტომბერი 2020, 12:20

რეგიონი

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ ძარცვის მიზნით შეპარულ პირთან წინააღმდეგობის გაწევისას 51 წლის კაცი დაშავდა

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხიმშიაშვილების საცხოვრებელში გამთენიისას უცნობი პირი სავარაუდოდ ძარცვის მიზნით შეიპარა. Როგორც ხიმშიაშვილები ამბობენ, ის იმ ოთახში გადაძვრა, სადაც მეპატრონეს არასრულწლოვანთან ერთად ეძინა. Მეპატრონემ 51 წლის ბადრი ხიმშიაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც უცნობმა პირმა მას თავში ბლაგვი სგანი რამდენჯერმე ჩაარტყა. უცნობია, სახლიდან არის თუ არა გატანილი თანხა, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.