imedi /  23 სექტემბერი 2020, 16:19 / სანდო წყარო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა.

მხარეებმა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ერთიანი სტატისტიკის წარმოება ყოველთვის იყო გამოწვევა თითოეული უწყებისთვის. მისი თქმით, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შეიქმნება შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სრულყოფილი სისტემა, რომელიც იქნება ზუსტი, სარწმუნო და საჯარო.

„მემორანდუმით გათვალისწინებული უწყებების ანგარიშვალდებულება ერთმანეთის მიმართ, ინფორმაციის გაზიარება, შეესაბამება ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სფეროში არსებულ შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო სტანდარტებს, პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ემსახურება აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტას. შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2016 წლიდან აქტიურად დავიწყეთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება, რაც გამოიხატა პროკურორებისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტული დახმარებით რეკომენდაციების შემუშავებაში, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაში, სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და პროკურორთა სპეციალიზაციაში”, - განცხადა ირაკლი შოთაძემ.

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ინტენსიური მუშაობის ხელშესახებ შედეგია, მემორანდუმი, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მონაცემთა შეგროვებისა და გამოქვეყნების შესახებ.

„დღეს ჩვენ ვხედავთ ინტენსიური მუშაობის ხელშესახებ შედეგს, მემორანდუმს, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მონაცემთა შეგროვებისა და გამოქვეყნების შესახებ. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა შევძელით. მოუთმენლად ველით შემდგომ პროგრესს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ნატალია ვუტოვამ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მზად არის დაიცვას მონაცემების აღრიცხვის ერთიანი სტანდარტი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სრულყოფილად აღრიცხვის მიზნით.

„ჩვენ ვიზიარებთ ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ ღირებულებებს, განსაკუთრებით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და პირთა თანასწორობის დაცვის თვალსაზრისით. თავის მხრივ ვუერთდებით სახელმწიფოს გაცხადებულ ნებას, რომელიც ასახულია ადამიანის უფლებათა 2014-2020 წლების ეროვნულ სტარტეგიაში მოახდინოს ეფექტური რეაგირება დისკრიმინაციის და შეუწყნარებლლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ. აღნიშნული ღირებულებებიდან გამომდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლო მზად არის დაიცვას მონაცემების აღრიცხვის ერთიანი სტანდარტი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სრულყოფილად აღრიცხვის მიზნით“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულები, უკანასკნელ წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იქცა პოლიტიკის დონეზე პრიორიტეტულ მიმართულებად, რაზეც მეტყველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული არაერთი აქტივობა.

„2018 წლიდან, სამინისტროში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნულ დანაშაულებზე ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს და წარმოადგენს გარანტს იმისა, რომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები არ დარჩება ყურადღების მიღმა. ვფიქრობთ, ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიცაა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა და საერთო სურვილი იმისა, რომ ქვეყანაში არსებული გარემო გახდეს კიდევ უფრო უკეთესი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მემორანდუმის საფუძველზე საქსტატი მიიღებს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის მონაცემებს, მოამზადებს ერთიან ანგარიშს და უზრუნველყოფს მონაცემთა გავრცელებას ყოველწლიური პერიოდულობით.

„აღნიშნული თანამშრომლობა და ჩვენი უწყებების შეთანხმება ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის და საქსტატის მზაობას, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მიმართონ საერთო მიზნების მისაღწევად, რაც გულისხმობს სამართლებრივ სტატისტიკაზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას და სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების ხელშეწყობას“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უწყებები საპილოტე რეჟიმში გამოაქვეყნებენ 2020 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სტატისტიკურ ანგარიშს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება გაეცნოს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ერთიან, სეგრეგირებულ მონაცემებს.

მემორანდუმით გათვალისწინებულია უწყებების ანგარიშვალდებულება ერთმანეთის მიმართ ინფორმაციის გაზიარების თაობაზე. აღნიშნული მიდგომა შეესაბამება ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სფეროში არსებულ შიდა სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო სტანდარტებს, პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ემსახურება აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტას.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2020, 15:45

ეკონომიკა

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, „აწარმოე საქართველოში“ 26 307 განაცხადი შევიდა

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხუთი წელია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. 2015-2018 წლის მონაცემებით, საგრანტო კომპონტენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 6,212 პროექტი. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

თამარ გაბუნია

27 ოქტომბერი 2020, 15:43

COVID19

თამარ გაბუნია: განსაკუთრებულად ვმუშაობთ, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს

სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებოა. ახალი შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებულად მუშაობს, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

27 ოქტომბერი 2020, 15:35

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ.

თამარ გაბუნია

27 ოქტომბერი 2020, 15:33

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ტრენინგი დაიწყო

დღეს დაიწყო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ტრენინგი, საუბარია ონლაინკონსულტაციის მოდელზე და მიმდინარე მეთვალყურეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უწყება სადაზღვევო კომპანიებთან აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ დაზღვეულ პირს კოვიდინფიცირების შემთხვევაში ჰქონდეს ადეკვატური დაფარვა სამედიცინო სერვისის.

27 ოქტომბერი 2020, 15:25

ტექნოლოგიები

Admixer – ციფრული რეკლამის ქართული ბაზარი საერთაშორისო სტანდარტზე გადადის

დსთ-ის ბაზრის წამყვანი დიჯითალ მოთამაშე კომპანია Admixer ოქტომბრიდან ქართულ ბაზარზე კომპეტენციის არეალს აფართოვებს.კომპანია 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. მას უკვე რამდენიმე ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, ლატვია და ყაზახეთი. ახლა კი მათ გუნდს საქართველოც შეუერთდა.

27 ოქტომბერი 2020, 15:21

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 66 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 66 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 477 ადამიანი გარდაიცვალა.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ოქტომბერი 2020, 15:16

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: არავის მივცემთ საშუალებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოების ის ღირსეული არჩევანი, რომელსაც აუცილებლად გააკეთებენ 31 ოქტომბერს

არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჰქონდეთ მცდელობები, შეფარვითი გზებით რაიმე სახის დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საზოგადოების ის ღირსეული არჩევანი, რომელსაც ისინი აუცილებლად გააკეთებენ 31 ოქტომბერს - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2020, 15:11

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ე.წ. დამკვირვებლები შეეცდებიან დისკრედიტაცია მოახდინონ არჩევნების, რომელსაც ჩვენ მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩავატარებთ

გლობალური პანდემია შეეხო არ მარტო საქართველოს არამედ, ყველა ქვეყანას. ჩვენ გვიწევს ახალ რეალობასთან ადაპტაცია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები და მათაც, როგორც საქართველოს, მოუწია გარკვეული წესების შეცვლა და ახალ რეალობასთან შეგუება. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტს, ამ კუთხითაც ყველა არჩევნებს შეეხო ეს. ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება იმის თაობაზე, რომ 7 კაციანი ჯგუფი ვეღარ ახერხებს ჩამოსვლას საქართველოში თუმცა, ჩვენ გვეყოლება სხვა დამკვირვებლები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 15:04

პოლიტიკა

პოლ მ. ჯოიალი: საქართველოს „ციკლონი მიშა“ ახლა „სუპერ გამავრცელებელია?“

31 ოქტომბერს ქართველები არჩევნებზე მივლენ საქართველოში 150-წევრიანი პარლამენტის ასარჩევად. მე, 1991 წლის შემოდგომაზე ჩემი პირველი მოგზაურობის შემდეგ, მრავალმხრივ ვარ ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის როგორც მისი პირველი ლობისტი, პარლამენტის მრჩეველი, მეწარმე და ახლა საინვესტიციო მრჩეველი. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ „საპატიო ორდენი“ მიბოძა დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით ჩემი ძალისხმევისთვის. მე ახლაც ყოველ დილით ვეცნობი საქართველოს ახალ ამბებს, - პოლ მ. ჯოიალმა Miami Herald-ში მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. .

გივი მიქანაძე

27 ოქტომბერი 2020, 15:02

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: გარკვეული სადამკვირვებლო ორგანიზაციები პირდაპირ კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან

მისივე თქმით, ჟურნალისტებს მათთვის დარიგებულ კატალოგში შეუძლიათ ნახონ წყაროების ლინკები, რომელიც პირდაპირ იძლევა ინფორმაციას საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, ნახონ როგორ ხდება დამფუძნებლის და გამგეობის თავმჯდომარეების უცებ გასვლა და ახალი უცნობი პირებით მათი ჩანაცვლება.

დიმიტრი შაშკინი

27 ოქტომბერი 2020, 14:43

პოლიტიკა

დიმიტრი შაშკინი: კანონმდებლობა არჩევნების პროცესზე მეთვალყურეობის შესაძლებლობას საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს

„ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და ახლა გამწარებული ეძებს ვის დააბრალოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა რითაც „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძე

27 ოქტომბერი 2020, 14:37

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანის განცხადებაზე: ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ ორგანიზაციებთან, რომ თითოეული ადამიანის ხმა დავიცვათ

დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ ორგანიზაციებთან, ძალიან მარტივი მიზეზისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმა დავიცვათ, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, თეა წულუკიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან.

ტარიელ ესებუა

27 ოქტომბერი 2020, 14:35

სამართალი

ტარიელ ესებუა აცხადებს რომ მისი შვილი უდანაშაულოა

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის ბადრი ესებუას ოჯახი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. ტარიელ ესებუას განცხადებით, მისი შვილი ამ დღეებში იტყვის ყველაფერს რაც რეზონანსულ საქმეს უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, გუშინ, მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას პოლიციას მნიშვნელოვანი არაფერი წაუღია.

სერგი კაპანაძე

27 ოქტომბერი 2020, 14:24

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ქალბატონი წულუკიანი აშკარად პანიკაშია იმის გამო, რომ იცის ამ არჩევნებს აგებს

ქალბატონი წულუკიანი აშკარად არის პანიკაში იმის გამო, რომ იცის აგებს ამ არჩევნებს. ახლა მოიგონა რაღაც სრული აბსურდი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“პარტიული სიის მეოთხე ნომერის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა. „თვითონ აკეთებენ ამას, თვითონ ჰყავთ თავიანთი დამკვირვებელი ორგანიზაციები. რა თქმა უდნა, დამკვირვებელ ორგანიზაციებში იქნებიან ისეთებიც, რომელთაც არ მოსწონთ შეიძლება ეს მთავრობა, რომელთაც კავშირი აქვთ ოპოზიციურ პარტიასთან, ან განწყობა აქვთ ოპოზიციური. ამაში რა არის პრობლემატური, არის გაუგებარი,. ერთი რამ გამოჩნდა მათ ეშინიათ დამკვირვებლების, არ უნდათ, რომ ბევრი ადამიანი აკვირდებოდეს. როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ რაღაცას ან გააყალბებენ, ან იძალადებენ, ან რაღაც სხვა ინსტრუმენტს გამოიყენებენ. არ გამოუვათ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 14:23

სამართალი

თეა წულუკიანი: ზუგდიდში რომ სისხლისღვრა არ მოხდა მადლობა ბატონ გომელაურს, რომელიც პირველივე საათებიდან ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პროცესს ადგილზე პირადად მართავდა

თეა წულუკიანმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

27 ოქტომბერი 2020, 14:20

COVID19

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის რეგიონში კოვიდინფიცირების 573 აქტიური შემთხვევაა. ბინაზე მკურნალობას გადის 303 ინფიცირებული პირი, დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციიდან მოიხსნა 114 პირი, ხოლო ამჟამად თვითიზოლაციაში რჩება 1201 ადამიანი.

ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი

27 ოქტომბერი 2020, 14:08

მსოფლიო

ჰილარი კლინტონი: იმის გაფიქრებაზეც კი გული მერევა, რომ არჩევნებში შეიძლება დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და 2016 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი, ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ გული ერევა იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლება არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს.

არჩილ თალაკვაძე

27 ოქტომბერი 2020, 13:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და მაია ბითაძე ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის წევრი, მაია ბითაძე ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 13:38

რეგიონი

ნათია თურნავა: 2012 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტად არის გაზრდილი

„მთლიანობაში, საქართველოში, 2021 წლის ბოლომდე სრულად იქნება გაზიფიცირებული 1 400 000-მდე ოჯახი, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის 90 პროცენტზე მეტის გაზიფიცირებას. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენისთანა რელიეფის მქონე ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

27 ოქტომბერი 2020, 13:34

COVID19

გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში, - ამის შესახებ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე Facebook- ზე წერს. მისი თქმით, თავს კარგად ვგრძნობს და ელოდება ღირსეულ გამარჯვებას.