imedi /  23 სექტემბერი 2020, 16:40 / სანდო წყარო

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დაარსებული ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, დირიჟორი და მუსიკოლოგი, შიო აბრახამია გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შიო აბრახამიას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიატობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიულოცა.

„მსურს, მთელი გულით მივულოცო შიო აბრახამიას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის კონკურსის სტიპენდიატობა. ეს კონკურსი ბატონი ანზორის უდიდესი დამსახურების აღსანიშნავად, სწორედ ჩვენი სამინისტროს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაფუძნდა. ბატონი შიო მუსიკის კვლევის დარგში პირველი დოქტორანტია, რომელსაც ეს პრიზი გადაეცა. ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის კვლევა მართლაც რომ საშვილიშვილო საქმეა. მინდა, წარმატება ვუსურვო ბატონ შიოს საქმიანობაში და დიდი იმედი მაქვს, რომ იგი ღირსეულად ატარებს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიატის სახელს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიის დაარსების ინიციატივა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა 10 აგვისტოს ოზურგეთში, მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე გააჟღერა.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდია ტრადიციული მუსიკის კვლევის დარგში საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტს გადაეცემა.

სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ გამარჯვებული 17 სექტემბერს გამოავლინა. შიო აბრახამია 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით.

ყველა სიახლე

ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 11:29

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ

როგორც ხედავთ, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. იზრდება მსოფლიოშიც და ეს ზრდა ისევ მოსალოდნელია. დღეს 1 872 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის მიუხედავად, სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტრატეგიით სვლას, რომლის მიხედვითაც ბოლო პერიოდია, მივდივართ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 11:28

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება

„შესაბამისმა სამსახურებმა ამაზე უკვე იმუშავეს, ამაზე დეტალურად უკვე ცესკო ისაუბრებს ალბათ და შესაბამისი უფლებამოსილი პირები. თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით. ეს ეხება, ბუნებრივია, უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ როგორც ამომრჩევლებს, ასევე დამკვირვებლებს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

26 ოქტომბერი 2020, 11:27

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევიდან 913 თბილისში გამოვლინდა

„რაც შეეხება აჭარას, იქ 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში -337 , სამეგრელო ზემო-სვანეთი - 90 , ქვემო ქართლში -89 , შიდა ქართლში - 54, კახეთში - 13, გურიაში - 32, მცხეთა მთიანეთი - 30 , სამცხე-ჯავახეთი - 11, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7 ახალი შემთხვევაა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ალექსანდრე ქანთარია

26 ოქტომბერი 2020, 11:13

პოლიტიკა

ალექსანდრე ქანთარია: რასაც ვინმე ელდარ გოგოლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელეთის ტელევიზიაში კადრულობს, უსინდისობის ყველა ზღვარს სცილდება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია „ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ელდარ გოგოლაძის მიერ „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

26 ოქტომბერი 2020, 11:10

რეგიონი

„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურისა და ოზურგეთის აგრარულ ბაზარში დასაქმებულ მოქალაქეებს შეხვდა.

26 ოქტომბერი 2020, 11:04

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 10:59

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 872 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ლაშა ნაცვლიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 10:58

საზოგადოება

ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას: გლდანის ციხეში, ის საკანი დაგმშვენდებოდა, სადაც თეთრაძეს ამოხადე სული, თუმცა იქ წულუკიანმა ახლა ედემი გააშენა პატიმრებისთვის და იჯდები ბრეივიკივით და გააპროტესტებ ყავა რატომაა ცივი

კერძო პირის მოსაზრება ამა თუ იმ საქმის განვითარებაზე, თეორიულადაც ვერ შეფასდება დაპატიმრების მუქარად,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

26 ოქტომბერი 2020, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

ბოიკო ბორისოვი

26 ოქტომბერი 2020, 10:53

COVID19

ბულგარეთის პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, ბოიკო ბორისოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ის რამდენიმე დღის წინ თვითიზოლაციაში გადავიდა. არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილისგან, ნიკოლაი ნანკოვისგან გადაედო. ბორისოვმა ნანკოვის ინფიცირების შესახებ 23 ოქტომბერს გაიგო, რამდენიმე საათით ადრე კი თავად ჩაიტარა გეგმური ტესტირება და, პირველ ჯერზე, პასუხი უარყოფითი იყო.

26 ოქტომბერი 2020, 10:40

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 43 009 311 შემთხვევა გამოვლინდა, 1 153 857 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 28 959 776 - გამოჯანმრთელდა.

26 ოქტომბერი 2020, 10:30

COVID19

ჩინეთში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ბოლო 7 თვის განმავლობაში, ჩინეთში უსიმპტომო ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სინძიანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 137 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა არც ერთ მათგანს სიმპტომები არ აქვს. ტესტირება მას ჩემდეგ ჩაატარეს, რაც ტანსაცმლის საწარმოს 17 წლის თანამშრომელს ვირუსი დაუდგინდა.

26 ოქტომბერი 2020, 10:27

რეგიონი

„საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1 000-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

26 ოქტომბერი 2020, 10:14

მსოფლიო

აზერბაიჯანი და სომხეთი ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფზე საარტილერიო შეტევა ლაჩინის მხრიდან განახორციელა. თავის მხრივ, სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში პირიქით აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

26 ოქტომბერი 2020, 09:57

სამართალი

პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

26 ოქტომბერი 2020, 09:52

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად ოჯალეშის რთველში მიიღო მონაწილეობა. ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. როგორიცაა შემეცნებითი ტური, ღვინის დეგუსტაცია, კანდიდატი ახალგაზრდებს ღვინის კულტურაზე ესაუბრა.

ნათია თურნავა

26 ოქტომბერი 2020, 09:34

საზოგადოება

ნათია თურნავამ ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

სტუდენტები პირველი სამი სემესტრი თსუ-ში ისწავლიან, მეოთხე სემესტრის განმავლობაში ისინი თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ კურსს ლუმიერის ლიონ 2-ის უნივერსიტეტში და ლიონის ტურისტულ კომპანიებში გაივლიან. ფრანგულ ტურისტულ კომპანიაში პრაქტიკა ქართველი სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი იქნება.

26 ოქტომბერი 2020, 09:23

მსოფლიო

ჩილეში კონსტიტუციის შეცვლას ზეიმობენ

საყოველთაო რეფერენდუმი ქვეყანაში 25 ოქტომბერს გაიმართა. ელექტორატის 78%-მა მხარი ე.წ. „პინოჩეტის კონსტიტუციის“ შეცვლას დაუჭირა. ახალი კონსტიტუციის მიღების მოთხოვნით ჩილეში საპროტესტო გამოსვლები ერთი წელია იმართება.

რონალდინიო

26 ოქტომბერი 2020, 08:56

COVID19

რონალდინიო კორონავირუსით დაინფიცირდა

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო კორონავირუსით დაინფიცირდა. 40 წლის ფეხბურთელის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და ვირუსის გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნებნა. ამჟამად რონალდინიო თვითიზოლაციაში იმყოფება. ბრაზილიის ნაკრების მაისურით რონალდინიომ 97 მატჩი ჩაატარა და და მის ანგარიშზე 33 გოლია.

26 ოქტომბერი 2020, 08:45

COVID19

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 429 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, საიდანაც მართვით სუნთქვაზეა 106 პაციენტი. თბილისი კვლავ ეპიდემიოლოგთა ყურადღების ცენტრშია. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა - 788 ახალი შემთხვევა დედაქალაქს უკავშირდება.