imedi /  24 სექტემბერი 2020, 23:24 / სანდო წყარო

კახა კალაძე: მე ვალდებული ვარ, როგორც ქალაქის მერი, დავიცვა ჩემი უწყება, სამსახურები და საკუთარი თავი

კახა კალაძე

კახა კალაძე

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გასული ბრალდება, თითქოს მიკროავტობუსების ტენდერი მორგებული იყო კონკრეტულ კომპანიაზე და ამის სანაცვლოდ კახა კალაძემ ე.წ. „ატკატის“ სახით ძვირადღირებული ავტომანქანა „ლენდ როვერ დეფენდერი“ მიიღო, დეზინფორმაცია და სრული სიცრუეა - ამის შესახებ თბილისის მერმა Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა.

თბილისის მერმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს დოკუმენტები წარუდგინა, რომლითაც ირკვევა, რომ კახა კალაძეს ავტომანქანა სალიზინგო-საიჯარო მფლობელობაში ჰყავს და მისი ღირებულება არა 94 000 ევრო, არამედ 56 000 ევროა. „ჯი თი მოტორსთან“ გაფორმებული სალიზინგო-საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, კახა კალაძე ვალდებულია, კომპანიას ყოველთვიურად 1000 ევროს ექვივალენტი ლარში გადაუხადოს, ერთი წლის შემდეგ კი, თავად გადაწყვიტოს, დაიტოვებს ავტომანქანას თუ არა.

სადილერო კომპანიების განცხადებით, მსგავსი სალიზინგო და საიჯარო ხელშეკრულება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომელსაც საქართველოში ყველა მსხვილი სადილერო კომპანია იყენებს. ამ ტიპის ხელშეკრულებით სარგებლობენ როგორც იურიდიული, ისე კერძო პირები. გარდა ამისა, ირკვევა, რომ კახა კალაძემ შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება კომპანია „ჯი თი მოტორსს“ 29 აგვისტოს, ჯერ კიდევ მაშინ გაუფორმა, როდესაც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ დახურულ ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტი კომპანია „ჰიუნდაი“ იყო და საერთოდ არ იყო ცნობილი შემდეგი მონაწილის შესახებ.

„მე ვალდებული ვარ, როგორც ქალაქის მერი, დავიცვა ჩემი უწყება, სამსახურები და საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ დაიჯერა, როდესაც ეს სიუჟეტი გავიდა, თუმცა შეიძლება, კითხვებიც გაუჩნდათ. შესაბამისად, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ გაგვეკეთებინა ახსნა-განმარტებები და მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა სრული სიმართლე. გარდა ამისა, ერთი რამ მინდა ვთქვა: თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ შემთხვევას მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში შემოვედი, რომ ვინმეს რაიმე წავართვი, ვინმეს სადმე ბიზნესში ჩავუჯექი ან ვთქვათ, ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე. მე ვამაყობ, რომ თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ შემთხვევას, რომ ჩემი მხრიდან იყო არასწორად გადადგმული ნაბიჯები. ნამდვილად თავაწეული მოვდივარ მთელი ამ წლების განმავლობაში და ნამდვილად ასე ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მე არავის ვუვარდები საკუთარ სახლში, როგორც ეს კონკრეტულმა ტელევიზიამ გააკეთა, არც დრონებს ვაფრენ მათ საცხოვრებელ ბინებზე და არც ვინმეს პირადი ცხოვრებით ვინტერესდები. მხოლოდ და მხოლოდ ნორმალურად, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე, ვალდებული ვარ, გაგცეთ პასუხები სიმართლით, კონკრეტული დოკუმენტაციით, როგორც ამ შემთხვევაში იყო წარმოდგენილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ალბათ, არც უკანასკნელი იქნება, იმიტომ, რომ ეს არის მათი ხელწერა. მითუმეტეს, არჩევნები ახლოვდება და ყველანაირი მცდელობა აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგული პოლიტიკური ფიგურების დისკრედიტაცია მოახდინონ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პირადად არ ვაპირებ, ვინმეს თავი დავუხარო. როდესაც მართალი ხარ ადამიანი, როდესაც სიმართლით მოდიხარ, რა თქმა უნდა, გაქვს ძალიან დიდი ვალდებულება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ღირსეულად უპასუხო ასეთ გამოწვევებს. თუ იქნება კიდევ მცდელობა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფორმატით კონკრეტულ სიცრუეებზე, ცილისწამებებზე და ასეთ აბსურდულ ბრალდებებზე პასუხის გაცემას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ტენდერს, იგი რამდენჯერმე გამოცხადდა და წინ უძღოდა ბაზრის კვლევა. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყო და ასევე, მიწოდებული ჰქონდა არაერთ კომპანიას. საბოლოოდ, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა არა ერთმა, არამედ მინიმუმ სამმა კომპანიამ. ტენდერის მიმდინარეობის შესახებ, მედიასთან კომენტარი თბილისის მერმა რამდენჯერმე გააკეთა, სადაც განმარტავდა, რომ პირველად გამოცხადებული ტენდერი სწორედ იმის გამო ჩაიშალა, რომ რაც შეიძლება მეტ კომპანიას ჰქონოდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო და შეეთავაზებინა მერიისთვის რაც შეიძლება მაღალი ხარისხი.

„ის ბრალდებები, რომელიც ისმოდა ამ გადაცემაში, თითქოს ჩვენ კონკრეტულ კომპანიას მოვარგეთ ტენდერი, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. ტენდერი ვერ გამოცხადდებოდა, დოკუმენტების შინაარსი რომ კონკრეტულ კომპანიაზე ყოფილიყო მორგებული. ეს არის შეუძლებელი, გამორიცხულია. გარდა ამისა, როდესაც შესყიდვები ხორციელდება, ცხადდება ელექტრონული ტენდერი და არის დახურული. კომპანიები ერთმანეთს ვერ ხედავენ და ვერც ჩვენ ვხედავთ, ვინ არის მონაწილე. გარდა ამისა, სანამ ჩვენ ტენდერს გამოვაცხადებდით, ამას წინ უძღოდა შესაბამისი ღონისძიებები. გავაკეთეთ ფასთა მოკვლევა, ასევე მივიღეთ ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას და ბევრი კომპანია იყო დაინტერესებული. პირველად, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, ალბათ გახსოვთ, რომ შევწყვიტეთ, რადგან პანდემიით გამოწვეული პრობლემები იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაშინ არ იყო მიკროავტობუსების შესყიდვის დრო, რადგან თანხები მიემართებოდა უფრო მნიშვნელოვან საჭიროებებზე. ამის შემდეგ ხელმეორედ გამოვაცხადეთ ტენდერი, თუმცა რამდენიმე კომპანიამ მოგვმართა, მათი ინტერესების გათვალისწინებაც მომხდარიყო სატენდერო დოკუმენტაციაში. ამის გამო შევაჩერეთ გამოცხადებული ტენდერი. ამის დამადასტურებელი ფაქტები და ჩემი ინტერვიუებიც არსებობს. 15 ივლისს გამოვაცხადეთ ტენდერი, სადაც ყველა შესაძლო მონაწილე კომპანიის ინტერესები იყო გათვალისწინებული, იმისთვის რომ, რაც შეიძლება მეტ კომპანიას მიეღო მონაწილეობა და მიგვეღო საუკეთესო პროდუქტი, ამ შემთხვევაში მიკროავტობუსები საუკეთესო ფასად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ე.წ. კრიტიკულმა მედიამ, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, აჟიოტაჟის შექმნა არაერთხელ სცადა. მაგალითად, სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შესყიდვის ტენდერზე მედია ამტკიცებდა, რომ რამდენიმე კომპანიის მონაწილეობის მიუხედავად, გამარჯვება რატომღაც „სტრადა ავტოს“ ხვდა წილად, რომელიც „ფიატის“ შემომყვანი კომპანიაა. ზუსტად ამავე კომპანიას ერთ-ერთი მედიასაშუალება, ამჯერად, მიკროავტობუსების ტენდერიდან გაგდებულად ასახელებს და ამტკიცებს, რომ იგი მერიამ „დაჩაგრა“.

კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი მორგებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის ინტერესებზე და მას ატარებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კანონის სრული დაცვით.

ყველა სიახლე

24 ოქტომბერი 2020, 16:45

COVID19

ევროპა გახდა მეორე რეგიონი, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა

ლათინური ამერიკის შემდეგ, ევროპა გახდა მეორე რეგიონი, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა. 22 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, ევროპაში კოვიდინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 200 ათასი შეადგინა, რაც, პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალი მონაცემია.

24 ოქტომბერი 2020, 16:39

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 792 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 792 ადამიანს გამოუვლინდა, 8 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ივანე მაჭავარიანი

24 ოქტომბერი 2020, 16:30

პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს წილად ხვდა პატივი, წამყვანი მომხსენებელი ყოფილიყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს წილად ხვდა პატივი, ყოფილიყო წამყვანი მომხსენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სსფ-ის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკის მმართველებს შორის გამართული მაღალი დონის შეხვედრის შეფასებისას.

ბექა დავითულიანი

24 ოქტომბერი 2020, 16:29

საზოგადოება

ბექა დავითულიანი: 2024 წლისთვის საქართველო ყველაზე სტარტაპ- და IT-მეგობრული ქვეყანა უნდა გახდეს

ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით „ქართული ოცნებას“ 3 ძირითადი პრიორიტეტი აქვს. პირველი - შეიქმნას ჯანსაღი გარემო ახალგაზრდების განვითარებისთვის; უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა; შეიქმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ახალმა თაობებმა თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება შეძლონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ჯონ ბრეკეველდტი

24 ოქტომბერი 2020, 16:22

პოლიტიკა

ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე: პრემიერთან კარგი შეხვედრა შედგა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯეროვანი კომუნიკაცია მთავრობასთან, რათა უკვე პოსტ-პანდემიური გეგმაც დავსახოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღეს კარგი შეხვედრა შედგა. ევროპის ბიზნესასოციაციის წევრებისთვის მნიშვნელოვანია ჯეროვანი კომუნიკაციის წარმოება მთავრობასთან და კონკრეტული სფეროების ჭრილში საუბარი, რათა უკვე პოსტ-პანდემიური გეგმაც დავსახოთ, - ამის შესახებ ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ჯონ ბრეკეველდტმა პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნათია თურნავა

24 ოქტომბერი 2020, 16:19

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსთან დაკავშირებითრომ ცვლილებები მზადდება უკვე წაახალისა ამერიკული გლობალური კომპანია EPAM-ი, რომელიც უკვე შემოვიდა საქართველოში

სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო, ასევე IT კომპანიები, „საერთაშორისო კომპანიების“ სტატუსის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ. აღნიშნულ სექტორებში მოქმედი კომპანია, რომელიც მიიღებს „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსს, ისარგებლებს შეღავათებით ქონების (გარდა მიწისა), მოგების, დივიდენდებსა (სრულად თავისუფლდება) და საშემოსავლო გადასახადებზე - მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდება 5%-მდე. როგორც გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, შეღავათები ადგილობრივ კომპანიებს განვითარებისა და გაფართოების სტიმულს გაუჩენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას.

24 ოქტომბერი 2020, 16:10

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 285 შემთხვევაა რეგისტრირებული

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 285 შემთხვევაა რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტების მიხედვით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ასეთია: ახმეტა -28, გურჯაანი -53, დედოფლისწყარო -11, ყვარელი -53, სიღნაღი - 30, ლაგოდეხი - 32, თელავი - 72 და საგარეჯო - 6.

თამარ იოსელიანი

24 ოქტომბერი 2020, 16:09

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ამ დროისათვის საქართველოში დარეგისტრირებულია “Stellar Navigation”. აღნიშნული კომპანია დაინტერესდა ჩვენი შეღავათებით

„წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველო მიმზიდველ საგადასახადო და საკანონმდებლო გარემოს ქმნის ქვეყანაში სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო კომპანიების საქმიანობის განსახორციელებლად. განხორციელებული საგადასახადო შეღავათები საქართველოს მისცემს შესაძლებლობას მინიმალური დანახარჯარებით საზღვაო ინდუსტრიის სრულიად ახალი მიმართულება შექმნას და ძირითადი და დამხმარე საზღვაო სერვისები განავითაროს“.

24 ოქტომბერი 2020, 16:05

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი საზოგადოება ,,ზუგდიდელის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე კანდიდიატმა პარტიის პროგრამა და საკუთარი გეგმები წარადგინა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტშია. დეპუტატობის კანდიდატის თქმით, საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

ვიქტორ სანიკიძე

24 ოქტომბერი 2020, 16:03

სპორტი

ვიქტორ სანიკიძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სპორტის დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება

2023 წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილის თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში, ხოლო 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს „ევრობასკეტს“ საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

დავით კაჭარავა

24 ოქტომბერი 2020, 16:01

სპორტი

დავით კაჭარავა: ჩვენ უნდა შევქმნათ გუნდები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, რის გარშემოც ყველა სოფლის ახალგაზრდობა გაერთიანდება და გაძლიერდება

ჩვენ უნდა შევქმნათ გუნდები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, რის გარშემო გაერთიანდება ყველა სოფლის ახალგაზრდობა გაერთიანდება და გაძლიერდება. დამერწმუნეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს გამთლიანებისკენ. საქართველოს გამთლიანება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზანია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, დავით კაჭარავამ ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე.

24 ოქტომბერი 2020, 15:59

ეკონომიკა

EPAM-ის მარკეტინგის მთავარი სპეციალისტი: ქართველი ტრუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან IT მომსახურების ინდუსტრიით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ზედმიწევნითი და ფართომასშტაბიანი სწავლება

EPAM-ი უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ამერიკული კომპანიაა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. მისი ღირებულება კი ნიუიორკის საფონდო ბირჟაზე 19 მილიარდ დოლარზე მეტია და მარტო 2019 წელს 2.29 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო. მისი შემოსვლა კი რაღა თქმა უნდა არის სიგნალი იმისა, რომ საქართველო ასეთი წამყვანი საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველი ხდება. ეს არის IT კომპანიებისთვის მთავრობის შეღავათიანი დამეგვრის რეჟიმზე მიღებული გადაწყვეტილების პირველი შედეგი.

ავთანდილ კასრაძე

24 ოქტომბერი 2020, 15:55

ეკონომიკა

ავთანდილ კასრაძე: საგადასახადო შეღავათები არის შესაძლებლობა ქართული IT კომპანიებისთვის, რომ განავითარონ თავიანთი კომპანია, აიყვანონ დამატებითი თანამშრომლები

პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში მძაფრი გლობალური ეკონომიკური კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა კომპანიებს აძლევს საშუალებას, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი და ასევე საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას იმისათვის, რომ საქართველოდან იმუშაონ. როგორც გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას ინოვაციებისა და ტექნილოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა შეღავათები პირველ რიგში შეეხება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებულ და ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებს, რადგან ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია.

ელისო ბოლქვაძე

24 ოქტომბერი 2020, 15:54

კულტურა

ელისო ბოლქვაძე: „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული პროგრამა საწინდარია საქართველოს მიერ საერთაშორისო სივრცეში განსაკუთრებული ადგილის დასამკვიდრებლად

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული მრავალმხრივი კულტურული სტრატეგიის განვითარების პროგრამა საწინდარია საქართველოს საერთაშორისო სივრცეში განსაკუთრებული ადგილის დასამკვიდრებლად, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ევროინტეგრაციის პროცესს. ხელოვნება აერთიანებს ერებს და კულტურული დიპლომატია ყველაზე საიმედო გარანტიაა მშვიდობისათვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე მუსიკოსმა, ელისო ბოლქვაძემ განაცხადა.

თამუნა თანდაშვილი

24 ოქტომბერი 2020, 15:54

საზოგადოება

ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელი პრემიერთან შეხვედრაზე: ჩვენი ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მთავრობას იმისთვის, რომ პირდაპირი დიალოგის რეჟიმში ვართ ჩართულნი, - ამის შესახებ „ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელმა“, თამუნა თანდაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ სისტემური „ლოქდაუნი“ არ იგეგმება ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად მნშვნელოვანია.

24 ოქტომბერი 2020, 15:44

საზოგადოება

პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ამიერიდან კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას

მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა, კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამასთან, შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ მოცემული პირები ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან. ახალი სამედიცინო პროტოკოლი კიდევ ერთი პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები.

მიხეილ ჩხენკელი

24 ოქტომბერი 2020, 15:34

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ადრონული თერაპიის ცენტრში ორი ციკლოტრონი გვექნება, რომელთა აწყობა უკვე დაწყებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში და ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ

ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია მეცნიერების განვითარების გარეშე. შესაბამისად, მეცნიერებაზე და შესაბამის სამეცნიერო პროცესზე ზრუნვა ჩვენი გუნდის ცალსახა პრიორიტეტი იქნება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, საგრძნობლად გაიზრდება მეცნიერების დაფინანსება.

გიორგი ამილახვარი

24 ოქტომბერი 2020, 15:19

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: მნიშვნელოვნად გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და ჩამოყალიბდება დაფინანსების სრულიად ახალი მოდელი

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ უმაღლესი განათლების დაფინანსება და, ამავდროულად, ჩამოვაყალიბოთ დაფინანსების კონცეპტუალურად სრულიად ახალი მოდელი. ის დაეფუძნება სწავლის შედეგებს, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან, ხელმისაწვდომ განათლებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

ალეხანდრო გომესი

24 ოქტომბერი 2020, 15:17

სპორტი

იტალიის ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ალეხანდრო გომესი დასახელდა

იტალიის ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ალეხანდრო გომესი დასახელდა. „ატალანტას“ არგენტინელმა ლეგიონერმა გასულ თვეში ჩატარებულ ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიხეილ ჩხენკელი

24 ოქტომბერი 2020, 15:16

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: გულანთებული ახალგაზრდების ძალიან დიდი ტალღაა, რომელთაც აქვთ დიდი სურვილი, მივიდნენ სკოლაში და გახდნენ მასწავლებლები

განათლების რეფორმა, ზოგადი განათლების, სკოლების მიმართულებით, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. რასაკვირველია, ეს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სკოლისთვის მთავარი ფიგურა, მთავარი პიროვნება მასწავლებელია, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე.