imedi /  25 სექტემბერი 2020, 17:00 / სანდო წყარო

ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ზაჰესში გზის მოწესრიგების სამუშაოები, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე სრულდება.

აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო წყალარინების ქსელი. ამ ეტაპზე კი, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარის დაგება სრულდება. მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.

„სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 200 000 ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ყველა სიახლე

ლევან დავითაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 15:55

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: თუ რუსეთი ხორბალსა და ფქვილზე კვოტებს დააწესებს, იმპორტიორები სხვა ბაზრეზე გადაეწყობიან

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფქვილსა და პურზე ფასების შესაძლო ზრდაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ასევე მან განმარტა რა სტრატეგიას აირჩევენ იმპორტიორები, თუ რუსეთი ხორბალზე კვოტებს შემოიღებს.

თავდაცვის სამინისტრო

28 ოქტომბერი 2020, 15:50

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არაა

თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული პირი ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.

28 ოქტომბერი 2020, 15:45

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ლიეტუვის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

28 ოქტომბერს, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

28 ოქტომბერი 2020, 15:41

COVID19

ბოლო 24 საათში, შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსისგან 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 15:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გამოვლინდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული 1500-ზე მეტი იდენტიფიცირებული ბოტი და ყალბი ანგარიში

„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს მივაწვდით ინფორმაციას - დეტალურს და უფრო ჩაშლილს, ვიდრე მე დღეს წარმოგიდგენთ. არსებობენ ნამდვილი სპიკერები, რეალური ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ სქემაში არიან თავიდან ბოლომდე, გეგმაზომიერად ჩართულები და საბოლოოდ ეს ყველაფერი მიდის კოორდინირებულ და არაავთენტურ ქცევასთან, რომელსაც ებრძვის Facebook-ი და Facebook-ი იქნება ერთ-ერთი მთავარი ადრესატი, რომელსაც ჩვენ მივაწვდით ამ ინფორმაციას“, - განაცხადა მდინარაძემ.

28 ოქტომბერი 2020, 15:38

COVID19

ლაგოდეხში კოვიდინფიცირებული 65 წლის კაცი გარდაიცვალა

ლაგოდეხში „არქიმედეს“ კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. უცნობია, ჰქონდა თუ არა მას თანმხლები დაავადებები. ცნობილია, რომ პაციენტი კლინიკაში 4 დღის წინ მოათავსეს და ის მკურნალობის კურსს გადიოდა. იგეგმებოდა მისი თბილისში გადაყვანა, თუმცა 65 წლამდე კაცი დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 15:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ არჩევნების დღეს 12:00 საათიდან პარლამენტის წინ შეკრებას და ფსონის სიტუაციის რადიკალიზაციაზე გაკეთებას გეგმავს

ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბებიან. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას ისინი არა არჩევნების, არამედ ამ მიმართულებით აპირებენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 15:27

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აქამდე ვიცოდით, რომ არსებობენ ობიექტური დამკვირვებლები, ახლა უკვე ვიცით, რომ არსებობენ სუბიექტური დამკვირვებლებიც

„ჩვენ ისინი ვამხილეთ, იმისთვის რომ ვერ შეძლონ: პირველი, ქართული საზოგადოების და მეორე - ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანა და ამ მხილებით უზრუნველვყავით, რომ მაქსიმალურად შემცირდება რისკი იმისა, რომ რომელიმე მათი ტენდენციური და მიკერძოებული, სუბიექტური გამონათქვამი მოხვდეს საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში და ამით რაღაც ჩრდილი მიადგეს იმ დემოკრატიულ პროცესს, რაც არჩევნების დღეს ამ ქვეყანაში გაიმართება“, - განაცხადა მდინარაძემ.

28 ოქტომბერი 2020, 15:25

რეგიონი

მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული ერთ-ერთი საპიკნიკე ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული, რომელიც საშუალებას აძლევს მოგზაურებს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ. ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

28 ოქტომბერი 2020, 15:21

პოლიტიკა

გორის ოლქში შემავალ რამდენიმე უბანზე, კოვიდინფექციის შემთხვევების გამო, კომისიების შემადგენლობა იცვლება

ცესკო-ს საოლქო კომისიას საუბნო კომისიების შემადგენლობებში ცვლილებები ბოლო ორი დღეა შეაქვს. კომისიის თავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილის ინფორმაციით, საკადრო რესურსი საკმარისია და ამ მხრივ პრობლემები არჩევნების დღეს არ შეიქმნება.

28 ოქტომბერი 2020, 15:12

სამართალი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მატარებელი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქალი ლიანდაგზე გადადიოდა და მატარებლის ხმოვანი სიგნალი ვერ გაიგო. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 15:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ პოლიტიკაში ვეღარ დარჩებიან

ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩებიან პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს! - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს.

გიორგი ვაშაძე

28 ოქტომბერი 2020, 14:37

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: პასუხისმგებლობით მოეკიდეთ სამოქალაქო ვალდებულებას და ყველას გთხოვთ, მიდი არჩევნებზე

​„რაც შეეხება კორონავირუსის ციფრებს, ამის თამაშის ერთადერთი მიზანია დააშინონ ამომრჩეველი, რომ ნაკლები მივიდეს საარჩევნო ყუთებთან, იმიტომ რომ თუ ცოტა ამომრჩეველი მოვა, ფიქრობენ, რომ უფრო მეტი შანსი აქვთ უკეთესი შედეგი ჰქონდეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ ყველა მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობს მიიღებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

28 ოქტომბერი 2020, 14:35

COVID19

პოლონეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

პოლონეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 18,820 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 236 ინფიცირებული გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსის 299,049 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4,851 ადამიანი გარდაიცვალა.

თამარ კორძაია

28 ოქტომბერი 2020, 14:23

პოლიტიკა

თამარ კორძაია: ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება არჩევნები ჩაატაროს მშვიდობიანად

„ხელისუფლებამ არჩევნები უნდა ჩაატაროს კანონიერად, მშვიდობიანად. მიუხედავად იმისა, რომ ის ამომრჩეველს მოუწოდებს მოვიდნენ არჩევნებზე, პარალელურად ის აკეთებს იმას, რომ ადამიანები დარჩნენ სახლში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

„ბრიუსელის კვირეული 2020

28 ოქტომბერი 2020, 14:20

რეგიონი

„ევროპის უნივერსიტეტისა" და „ქუთაისის უნივერსტიტეტის" სტუდენტებს „ბრიუსელის კვირეული 2020"-ზე ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ

„ევროპის უნივერსიტეტისა" და „ქუთაისის უნივერსტიტეტის" სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძალისხმევის შედეგად „ბრიუსელის კვირეული 2020"-ზე ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტში" ვრცელებს.

28 ოქტომბერი 2020, 14:18

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,241 პაციენტს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,241 პაციენტს დაუდასტურდა, 21 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 82,651 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,243 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 52,508.

არჩილ თალაკვაძე

28 ოქტომბერი 2020, 14:16

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გამოკითხვის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის ძალის გამოყენების შეთავაზება ეწინააღმდეგება მშვიდობიანი არჩევნების იდეას

საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა.

Charlie Hebdo

28 ოქტომბერი 2020, 14:05

მსოფლიო

ანკარის გენპროკურატურამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ანკარის გენერალურმა პროკურატურამ ფრანგული სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, გამოძიების დაწყების მიზეზი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე ჟურნალში გამოქვეყნებული კარიკატურა გახდა.

კელი დეგნანი

28 ოქტომბერი 2020, 14:03

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ჩვენ კვლავ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მეგობარი და პარტნიორი მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე

„ეს ნიშნავს, მუშაობის გააგრძელებს, რომ იყოს უფრო ინკლუზიური პროცესი, უფრო მჭიდრო მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, უფრო მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მართვის მიმდინარეობის შესახებ. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას. ჩვენ კვლავ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მეგობარი და პარტნიორი მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - აცხადებს კელი დეგნანი.