25 სექტემბერი 2020, 18:34 / სანდო წყარო

ვახტანგ აბაშიძე: საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით, რაც ჩვენი უპირატესობაა ჩამოვყალიბდეთ რეგიონის ციფრულ ჰაბად

„საქართველოს გარანტირებული უპირატესობა აქვს, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს უკვე არსებული განვითარებული სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და კომერციული კონტრაქტები, რათა აქტიურად განავითაროს კორიდორი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის - სომხეთის გავლით და ხელი შეუწყოს რეგიონის, მონაცემთა უსაფრთხო და სანდო გამტარის პოზიციონირებას.“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა, სადაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში კიბერუსაფრთხოების მოწყვლადობის თემა განიხილებოდა.

ვახტანგ აბაშიძემ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს პოტენციალისა და პერსპექტივის შესახებ ისაუბრა და განიხილა ქვეყნის, როგორც ციფრული ჰაბისა და დატა ცენტრის შექმნის უნიკალური შესაძლებლობა.

„ცნობილია, რომ აზიის ქვეყნები ევროპულ ინტერნეტზე ალტერნატიულ გასასვლელს ეძებენ. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს პერსპექტივა, როგორც ციფრული ჰაბისა და დატა ცენტრის, სწორედ აღნიშნულ შავი ზღვის კაბელზე გადის. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით. რეგიონში საქართველო საერთაშორისო ტრანზიტის გამტარია სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომლებიც თავის მხრივ, ტრაფიკს ამისამართებენ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიისკენ. სწორედ აღნიშნული მარშრუტების გახსნა ინტერნეტის საერთაშორისო მოცულობების გასატარებლად, ორი უმნიშვნელოვანესი ციფრული კორიდორის არსებობას გახდის შესაძლებელს: პირველი - ევროპიდან საქართველოს გავლით, სომხეთისა და შემდგომ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, და მეორე - ევროპიდან საქართველოს გავლით, აზერბაიჯანისა და შემდგომ სამხრეთ აზიის მიმართულებით. არსებული ციფრული ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო ჩართვის წერტილები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ეტაპობრივად მოახდინოს საკუთარი პოტენციალის განვითარება და ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი. აღნიშნული კორიდორის გასამართად მნიშვნელოვანია ტრანს კასპიური დამაკავშირებელი გზის არსებობა, რომელიც აზერბაიჯანიდან - კასპიის ზღვის გავლით იარსებებს და რომლის განხორციელება ახლო პერსპექტივაში მოიაზრება“ - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ისაუბრა იმაზე რა სარგებელს მოუტანს საქართველოს ციფრული ჰაბის ფუნქცია. ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, ქვეყანას ციფრული ჰაბის სტატუსი პირველ ეტაპზე ნახევარ მილიარდ დოლარამდე შემოსავალს მოუტანს ყოველ წლიურად, რაც შემდგომ წლებში რამდენჯერმე გაიზრდება.

„რეგიონში ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრის 75%-ს გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები ამაზონი, ფეისბუქი, გუგლი და მაიკროსოფტი დაიკავებენ. საქართველო შავი ზღვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მიზნობრივი გამოყენებით მომავლის ციფრულ ეკონომიკას ტექნოლოგიურ ჰაბად შეუერთდება, რაც დამეთანხმებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა. საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის ქმნის შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს გლობალურ მონაცემთა სატრანზიტო კვანძად ახალი მარშრუტებისთვის, რომელიც ევროპას აზიასთან და შუა აღმოსავლეთთან დააკავშირებს. ამ პროექტში საქართველოს მიზანია იყოს სრულუფლებიანი და პასუხისმგებლიანი მოთამაშე და არა პროცესის უუფლებო დამკვირვებელი“,- განაცხადა აბაშიძემ.

ვახტანგ აბაშიძემ საზოგადოებას ასევე გრაფიკული ვიდეორგოლი წარუდგინა, რომელშიც გადმოცემულია შავი ზღვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში საქართველოს პოტენციალი და რეგიონისთვის ეკონომიკური სარგებელი.

ციფრული პოტენციალისა და პერსპექტივების გარდა, ვახტანგ აბაშიძემ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე, დივერსიფიცირებულ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და საკანონმდებლო რეგულირებაზე გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა სწორი ინფორმაცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

„2020 წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას გაუჩნდა ქმედითი ინსტრუმენტი და დამატებითი უფლებამოსილება კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ან კომისიის მიერ განსაზღვრულ გარკვეულ სპეციალურ ვალდებულებებს ჯიუტად არ შეასრულებენ. ჩვენ დღეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გვესწრებიან და დამეთანხმებიან, რომ ვერც ერთ ქვეყანაში, რომელსაც წარმოადგენენ, ვერ ნახავთ პრეცედენტს, სადაც სახელმწიფოს თანხმობა არ იქნება საჭირო სტრატეგიული ობიექტის გასხვისებაზე. თუ ეს ხდება სახელწიფოს ნებართვის გარეშე და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა უწყებას ეხება ეს საკითხი, ევროპულ ქვეყნებში კანონი ბევრად მკაცრია. შესაბამისად, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები სწორედ სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურება სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად” - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

ყველა სიახლე

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 01:16

მსოფლიო

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ. კრიზისის ცენტრის სპიკერი, პროფესორი ვან გუხტი აცხადებს, რომ დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინის გამოცდა.

20 ოქტომბერი 2020, 01:14

COVID19

ირლანდიაში ლოკდაუნი გამოცხადდა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, ირლანდის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნი დააწესა.

20 ოქტომბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

იტალიაში სამედიცინო ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმეს

იტალიაში პოლიციამ ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ Daily Mail წერს. 40 წლის იტალიელმა შეყვარებულს რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ აკოცა, რის შემდეგაც ისინი პოლიციის ალყაში მოხვდნენ. გაირკვა რომ შეყვარებულებმა კანონი დაარღვიეს, რადგან სამედიცინო ნიღბები მოიხსნეს.

20 ოქტომბერი 2020, 00:52

კულტურა

Netflix-მა 2020 წლის ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელა

Netflix-მა 2020 წელს გამოშვებული ყველაზე პოპულარული, ორიგინალური სერიალი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია witter-ზეა ხელმისაწვდომი. ესაა რაიან მერფის პროექტი „მედდა რეტჩედი“.

20 ოქტომბერი 2020, 00:35

კულტურა

50 Cent-ი საშინელებათა ფილმების პროდიუსერი იქნება

ამერიკელი რეპერი 50 Cent-ი საშინელებათა ჟანრის სამი ფილმის პროდიუსერი იქნება. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს. ამ ფილმების რეჟისორი ელაი როტი იქნება, რომელიც ცნობილი გახდა ფილმით „სიკვდილის წყურვილი“. ასევე ბრიუს უილისის და კიანუ რივზის მონაწილეობით გადაღებული ფილმით „ვინ არის“. როტის განცხადებით, ამ გუნდის მონაწილეობით გადაიღებს ფილმს, რომლის კეთებაც ამ დრომდე ყველას ეშინოდა.

20 ოქტომბერი 2020, 00:30

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: COVID19 ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ

„ეს ვირუსი ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ, გასტრო-ენტერალური სიმპტომატიკით, უბრალოდ ფაღარათით ემართებათ, პედიატრიული შემთხვევები სულ ერთი-ორი არის აღწერილი, რომელიც ლეტალურად დამთავრდა. მაგრამ ზრდასრული პაციენტები, რომლებიც რამდენიმე კვირა რჩებიან ხელოვნურ ვენტილაციაზე და აქვთ საკმაოდ გამოხატული კოვიდ ფილტვის დაზიანება, მერე დიდ რეაბილიტაციას საჭიროებენ“, - განაცხადა ხურციძემ.

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 00:29

მსოფლიო

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა. ცენტრები დილის 08:00 საათიდან 16:00 საათამდე მუშაობს და მკაცრად გაწერილი პროტოკოლით მოქმედებს. ევროკავშირის წითელი ზონიდან დაბრუნების შემდეგ, სავალდებულო ტესტირება, კრიზისის ცენტრიდან მიღებული სპეციალური კოდი, რაც ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ ეგზავნება პირს, ან ექიმის სპეციალური მიმართვა - საველე ცენტრში კოვიდ19-ზე ტესტის ჩაბარება შესაძლებელია თუ პირი ამ სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს.

20 ოქტომბერი 2020, 00:20

COVID19

კანადაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

კანადის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.

ჟერალდ დარმანენი

20 ოქტომბერი 2020, 00:12

მსოფლიო

მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, საფრანგეთში მეჩეთი დაიხურება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, პანტენის კომუნაში მდებარე მეჩეთი დაიხურება.

კატა პერუ ნასკა

20 ოქტომბერი 2020, 00:10

კულტურა

პერუში, ნასკას პლატოზე კატის გიგანტური გამოსახულება აღმოაჩინეს

პერუს კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბუნებრივი ეროზიის გამო ნახატი განადგურების საფრთხის ქვეშ არის. სტილისტური თავისებურებებიდან გამომდინარე ის გვიანი პარაკასის პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც კატისებრთა გამოსახულებები ადგილობრივ კულტურაში ძალიან პოპულარული იყო.

ცესკო

20 ოქტომბერი 2020, 00:08

პოლიტიკა

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფებს მიმართავს, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას

საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით უზრუნველყოფს. ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

19 ოქტომბერი 2020, 23:58

ტექნოლოგიები

ნათია თურნავა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობა და 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს

„რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკურ პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის და ეს პროექტიც ძალიან მალე დაიწყება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მაია ბუწაშვილი

19 ოქტომბერი 2020, 23:40

COVID19

ინფექციონისტი: ნუ ნერვიულობთ, ბინაზე დარჩენა არ ნიშნავს პაციენტის მიტოვებას

„ოჯახის ექიმებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, დისტანციურად უნდა შეაფასონ პაციენტი და გადაწყვეტილება მიიღონ, სტაციონარში მოხვდეს თუ დარჩეს ბინაზე. ბინაზე არ ნიშნავს პაციენტის მიტოვებას, ამიტომ ნუ ინერვიულებენ. ოჯახის ექიმი უნდა იყოს კონტაქტზე, შეაფასოს და გადაწყვიტოს პაციენტის მდგომარეობა“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

19 ოქტომბერი 2020, 23:26

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 220 ათასს უახლოვდება

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 220 ათასს უახლოვდება.

ირაკლი ჩიქოვანი

19 ოქტომბერი 2020, 23:16

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი მთავარი საზრუნავი ზუგდიდის უკეთესი განვითარება, მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იქნება

,,მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს შარტავასა და შენგელიას ქუჩებზე გავმართეთ. ადგილობრივებს ჩვენი გეგმები გავაცანით, ძალიან პოზიტიური განწყობებია. ჩემი მთავარი საზრუნავი, ზუგდიდის უკეთესი განვითარება, მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იქნება“ - წერს ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

დონალდ ტრამპი

19 ოქტომბერი 2020, 23:04

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სამი კვირის წინ ამას არ ვიტყოდი, მაგრამ ახლა ვამბობ - ჩვენ გავიმარჯვებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმნა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის წევრებთან საუბრისას განაცხადა.

 გელა აფრასიძე

19 ოქტომბერი 2020, 23:01

სპორტი

საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო ლიგაში გელა აფრასიძემ კარიერაში მეორე ლელო დადო

აფრასიძე მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და შეხვედრის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. მასპინძელთა შემადგენლობაში მიხეილ ნარიაშვილმა 72 წუთი ითამაშა. ოთხი ტურის შემდეგ „მონპელიე“ საფრანგეთის ჩემპიონატში 7 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზეა.

წყალბურთი

19 ოქტომბერი 2020, 22:53

სპორტი

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქეები გაირკვა

კიდევ ერთი გუნდი ჯგუფს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ დაემატება. „ფერენცვაროში“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია, „ბარსელონეტამ“ კი ჩემპიონთა ლიგა 6 წლის წინ მოიგო. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის ექვსი წევრიდან ოთხი საუკეთესო გავა.

ახალციხე

19 ოქტომბერი 2020, 22:20

COVID19

ახალციხეში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

19 სექტემბრიდან რეგიონში კორონავირუსის 123 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 30 უკვე გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეებში მთლიანობაში 582 ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაშია 413 ადამიანი.

19 ოქტომბერი 2020, 22:08

სამართალი

აშშ-მა საქართველოს და სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით ჰაკერულ შეტევაში „გრუს“ ექვს ოფიცერს ბრალი წაუყენა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის („გრუ“) ექვს ოფიცერს სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით ჰაკერული შეტევების განხორციელებასა და მავნე პროგრამების გავრცელებაში ბრალი წაუყენა.