IMEDI /  26 სექტემბერი 2020, 20:36 / სანდო წყარო

შს მინისტრის მოადგილეებმა საარჩევნო პერიოდში არსებულ შესაძლო დარღვევებზე, სახალხო დამცველთან შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ვლადიმერ ბორცვაძემ და ნინო ცაციაშვილმა სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შედგა და მას ომბუდსმენის მოადგილეც ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრეს, განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის მხრიდან გამოითქვა აქტიური თანამშრომლობის მზაობა რადგან მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და მყისიერი რეაგირება საარჩევნო პერიოდში არსებულ შესაძლო დარღვევებზე. „შეხვედრის მიზანი გახლავთ წინასაარჩევნო პერიოდში ინციდენტებზე ინფორმაციის დროული მიწოდება, რათა ჩვენი მხრიდან რეაგირება იყოს მაქსიმალურად ოპერატიული, სახალხო დამცველმა, თავის მხრივ, მზაობა გამოთქვა თანამშრომლობის ამ მიმართულებით და ჩვენ, ჩვენი მხრივ, დავუდასტურეთ თანამშრომლობის სურვილი და შემდგომში ძალიან პროაქტიურად ვგეგმავთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას. გარდა ამისა, ჩვენი მხრივ, დამატებითი კითხვები იქნა დასმული მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და შემდგომში უკვე ველოდებით მათი მხრიდან ინფორმაციის დაზუსტებას“,- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

„ვფიქრობ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებით სავარაუდო დარღვევებზე, ინციდენტებზე გვექნება მუდმივი კომუნიკაცია. როგორც უკვე განვაცხადე, რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქტივისტებს სავარაუდოდ პირადი ცხოვრების მასალის გამოყენებით აშანტაჟებდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევთანხმდით, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი არის მზად, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდება აღნიშნული შემთხვევა, კონფიდენციალურობის დაცვით, დაიწყოს გამოძიება მსგავსი შემთხვევების.

შესაბამისად, ჩვენ სავარაუდო მსხვერპლებს უკვე გადავცემთ, რა თქმა უნდა, ამ კომუნიკაციის შედეგებს, რომ შსს არის მზად ცენტრალურ დონეზე მსგავსი შემთხვევების მიმართვის თაობაზე დაიწყოს გამოძიება. ვისაუბრეთ იმ შემთხვევებზე, რაც გახდა ცნობილი სახალხო დამცველისთვის იმ ფარგლებში, რის ფარგლებშიც სახალხო დამცველს ჰქონდა მანდატი, რომ ესაუბრა და შევთანხმდით სამომავლოდ როგორ შეიძლება მსგავსი ტიპის დარღვევებზე თუ შეტყობინებებზე გვქონდეს ერთობლივი რეაგირება“, -განაცხადა სახალხო დამცველმა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

01 ნოემბერი 2020, 01:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც მოქალაქეები შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს მართას უკვე მესამედ განდობენ

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც მოქალაქეები განდობენ შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს მართას უკვე მესამედ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს უპირველეს რიგში არის უდიდესი პასუხისმგებლობა შენი სამშობლოს წინაშე. და ამ პასუხისმგებლობას გამართლება უნდა, უკვე ამაზე ვიწყებთ ჩვენ ფიქრს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს წინ. პანდემიის წინაშე, ამ გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო. ჩვენ ეკონომიკა უნდა დავაბრუნოთ ჯერ იმ ნიშნულზე, რომელზეც იყო პანდემიამდელ პერიოდში და შემდეგ განვავითაროთ კიდევ უფრო სწრაფი დინამიკით, ვიდრე აქამდე ვითარდებოდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ბრიუსელი

01 ნოემბერი 2020, 01:03

პოლიტიკა

ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე შედეგები ცნობილია

ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე, რეგისტრირებული 1427 ამომრჩევლიდან, 300-მა მისცა ხმა. 107 ხმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაგროვა, 93 - „ქართულმა ოცნებამ“. „გირჩი“ - 23. „ევროპული საქართველო“ - 15.

01 ნოემბერი 2020, 00:51

COVID19

ბორის ჯონსონმა ინგლისში ახალი ლოკდაუნის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა

ლოკდაუნის დროს მხოლოდ ის მაღაზიები იმუშავებს, რომლებშიც პირველი საჭიროების ნივთები იყიდება, სხვა სავაჭრო ობიექტები და ფუნქციონირებას ონლაინ-სივრცეში განაგრძობენ, ისევე როგორც პაბები და რესტორნები.

გია აბაშიძე

01 ნოემბერი 2020, 00:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რადიკალურ ოპოზიციას ვითარების ესკალაციის ძალა და რესურსი არ აქვს

„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა დღეს პარლამენტთან ტროტუარიც კი ვერ გაავსეს და მიხეილ სააკაშვილი მონიტორიდან მარტო ლაპარაკობდა,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა.

ლადო ბოჟაძე

01 ნოემბერი 2020, 00:36

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: ქვეყანამ დემოკრატიაზე ტესტი კიდევ ერთხელ წარმატებით ჩააბარა

მინდა საქართველოს მივულოცო კიდევ ერთი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, - ასე ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ნინო ლომჯარია

01 ნოემბერი 2020, 00:31

საზოგადოება

სახალხო დამცველი 31 ოქტომბერს მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს ეხმიანება

სახალხო დამცველი 31 ოქტომბერს მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი 31 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად ადევნებდა თვალს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

01 ნოემბერი 2020, 00:29

საზოგადოება

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ერთ-ერთი პარტია უკვე მესამედ რჩება ხელისუფლებაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი

„ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ერთ-ერთი პარტია უკვე მესამედ რჩება ხელისუფლებაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი თან არის იმიტომ, რომ ამ პანდემიის პირობებში და როცა გარშემო მძვინვარებს პანდემია და არის ეკონომიკური კრიზისი და გარდა ამისა რეგიონში არის დაძაბულობა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იგივე ხელისფულება რჩება. ეს არის სტაბილურობის შეგრძნება“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.

ნიკუშა შენგელაია

01 ნოემბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: როცა დგებოდა გადამწყვეტი მომენტი, ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდა, რაც დღეს გამოიხატა ამ პროცენტებში

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ კამპანია კლასიკურად ჩაატარა და ეს მოსახლეობამ კარგად დაინახა. „ისინი ხალხს უყვებოდნენ რა გაკეთდა, რას გააკეთებენ და როგორ გააკეთებენ. მე მაგალითად პირველად მოვისმინე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომ რა რესუსრებით რა შეუძლიათ გააკეთონ“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.

დავით მაღრაძე

01 ნოემბერი 2020, 00:15

საზოგადოება

დავით მაღრაძე დიმიტრი შაშკინსა და კახა ოქრიაშვილზე: შეიძლება 7 ნოემბრის ვეტერანები არიან ან 26 მაისის რბევის, თორემ არავის ახსენდება, ნამდვილ ვეტერანებს

„ვეტერანების სახელით საუბრობენ და ჩემს მეგობრებში ვიკითხე. არც აფხაზეთში ახსოვს არავის, არც ცხინვალში და ალბათ ვეტერანობენ, შეიძლება 7 ნოემბრის ვეტერანები არიან ან 26 მაისის რბევის, თორემ ვეტერანობით არავის ახსენდება, ნამდვილ ვეტერანებს“, - განაცხადა მაღრაძემ.

01 ნოემბერი 2020, 00:08

პოლიტიკა

სამართლიანი არჩევნები: საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა ძირითადად კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) შეფასებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა.

დავით მაღრაძე

01 ნოემბერი 2020, 00:03

საზოგადოება

დავით მაღრაძე: ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი იმ ძალადობრივ რეჟიმს, რომელსაც ძალიან უნდა თავისი წარსული და ბიოგრაფია წაშალოს

„ისეთი ავკაცობა, ისეთი აღვირახსნილობა და ისეთი რეპრესიები აქვს გატარებული საქართველოში, რომ პოლიტიკური ეპიტაფია გახდება მათი ეს ცოცხები და ციხის კადრები და ყველა ის აღვირახსნილი რბოლა, რაც მათ ჩაიდინეს. საქართვლოს მოსახლეობამ უკულტურობას დაუპირისპირა მაღალი კულტურა“, - განაცხადა მაღრაძემ.

ოთარ კახიძე

01 ნოემბერი 2020, 00:03

პოლიტიკა

ოთარ კახიძე: საბოლოოდ ყველაფერს მეორე ტურები გადაწყვეტს

მისი თქმით, საბოლოოდ ყველაფერს მეორე ტურები გადაწყვეტს. „ყველა ჩვენი კომისიის წევრი რჩება საარჩევნო უბნებზე, ჩვენ ვიბრძოლებთ , მნიშვნელოვანია საქართველოში დასრულდეს ბიძინას პერიოდი და წავიყვანოთ საქართველო წინ. საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება“,- აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ირაკლი კობახიძე

01 ნოემბერი 2020, 00:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ მედიას 13 ოლქის ოფიციალური პირველადი მონაცემები გააცნო, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ კანდიდატები პირველ ტურში იმარჯვებენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მედიას ზოგიერთი რეგიონის ოფიციალური მონაცემი გაააცნო. საარჩევნო უბნებიდან მიღებული მონაცემებით, ირაკლი კობახიძემ 13 მაჟორიტარის შედეგზე ისაუბრა.

გოგა ხაინდრავა

31 ოქტომბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ეს არჩევნები ორი სიმბოლოთი დარჩება ქართულ საზოგადოებას - ბუბა კიკაბიძის რუსულად ნამღერი „თბილისო“ და შაშკინის იარაღი

„თავისუფლების მოედანზე, ზუსტად იმ მოედანზე სადაც 100 წლის წინ ორჯონიკიძემ კრემლში გაგზავნა დეპეშა „ლენინს, სტალინს თბილისზე ფრიალებს წითელი დროშა“, ზუსტად იმ ადგილზე იმღერა ბუბა კიკაბიძემ „თბილისო“ რუსულად. არც ერთმა ადამიანმა, ვინც იმ მოედანზე იყო შეკრებილი ეს არ გააპროტესტა, მეტსაც გეტყვით, ყველამ იმღერა, იცეკვა, დროშებიც ააფრიალეს, ე.ი ეს იქ შეკრებილი ადამიანის მსოფლმხედველობისთვის აბსოლუტურად მისაღები იყო.

გრიგოლ ვაშაძე

31 ოქტომბერი 2020, 23:52

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: ჩვენმა მხარდამჭერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ გაყალბებულიყო

„ვნახოთ რა იქნება. უცნაური არჩევნები იყო. ქუთაისი და კიდევ რამდენი ოლქი გამოირჩეოდა იმ უმსგავსობიდან, რაც გლდანში და მარნეულში იყო დადგმული. მთავარი შედეგი მიღწეულია ოპოზიციამ გაიმარჯვა, ეგზიტპოლებმა ზუსტად აჩვენა ამომრჩეველის განწყობა. მათ, ვინც ჩვენი მხარდაჭერები არიან, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ იყოს გაყალბებულიყო“,-აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

31 ოქტომბერი 2020, 23:51

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: საარჩევნო უბნებზე ხდებოდა ზონდერების მობილიზება, დამარცხებისთვის განწირული პოლიტიკური ძალა კადრულობს ყველაფერს

„დღის განმავლობაში ხდებოდა საარჩევნო უბნებზე ზონდერების მობილიზება, მათ შორის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანების. ამ შემთხვევაში შესაბამისი უწყებები იქნებიან უმკაცრესი, როცა საქმე ეხება კონკრეტულ ინციდენტებს და ხმის უფლების რეალიზაციის ხელშეშლას“, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძე

31 ოქტომბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: დღეს არის მნიშვნელოვანი დღე „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო მეტად შესუსტების, მათი დამარცხების

„ის წინასწარი შედეგები, რომელიც უკვე ითვლება საარჩევნო უბნებზე, ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი შედეგი. კიდევ ერთხელ მადლობა ბათუმელებს, მადლობა აჭარის მცხოვრებლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კონკრეტული პროცესით, კონკრეტული არჩევნებით კიდევ ერთხელ გავამყარებთ იმ შედეგებს, იმ პროგრესს, რომელიც გვქონდა ჩვენი ხელისუფლების მართვის დროს. და, რა თქმა უნდა, დღეს არის მნიშვნელოვანი დღე „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო მეტად შესუსტების, მათი დამარცხების. ამავე დროს, აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგები იქნას შესაბამისად გაფორმებული და, ბუნებრივია, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას მოახდინოს დესტაბილიზაცია ამ კონკრეტული პროცესის“, - განაცხადა რიჟვაძემ.

გოგა ხაინდრავა

31 ოქტომბერი 2020, 23:33

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: იმ დროს როდესაც კორონავირუსის მეორე ტალღამ ისევ გააჩერა ევროპა, საქართველომ წარმატებული, მშვიდი არჩევნები ჩაატარა

პანდემია რომელიც მთელ მსოფლიოს თავს დაატყდა, უმძიმესი განსაცდელია და მე მგონი დღეს ნელ-ნელა აზრზე მოვდივართ ჩვენ რა საფრთხესთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ელექტროენერგიის გათიშვის მიუხედავად, უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მშვიდად ჩაივლის

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თბილისის რამდენიმე უბანზე ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ეს ტექნიკური ხარვეზი ხმების დათვლის პროცესზე გავლენას არ მოახდენს.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 23:19

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ავღანეთში ქართველი სამხედროების უმეტესობამ არჩევანი მმართველი გუნდის სასარგებლოდ გააკეთა

„გვინდა გაგაცნოთ ამ უბნების მონაცემები. პირველი ეს არის მაზარ-ი-შარიფის უბანი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 111 ხმა, რაც არის 84,7%. რაც შეეხება მეორე ბაზას, ეს არის ბაგრამი-ქაბულის ბაზა. აქ აიღო „ქართულმა იცნებამ“ 697 ხმა, რაც არის 93%. ეს არის ქართული ჯარის, ქართველი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოცხადებული ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანთან ერთად ძალიან ემოციურიც. მადლობას ვუხდით ქართველ ჯარისკაცებს გამოცხადებული ნდობისთვის და ეს გვაძლევს დამატებით მოტივაციას, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და ქართული ჯარის გაძლიერებაზე.