IMEDI /  30 სექტემბერი 2020, 16:19 / სანდო წყარო

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორს, მერაბ ჩუხუას მოუსმინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მერაბ ჩუხუამ, ცენტრის საქმიანობაზე, კავკასიელი ხალხების დიასპორულ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან არსებული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისა თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

მერაბ ჩუხუამ, დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: ჩერქეზი ერის ისტორიისა და კულტურის კვლევა-პოპულარიზაცია, ჩრდილოკავკასიის ხალხთა და თვითმყოფად კულტურათა შორის დიალოგის წარმოება; საქართველოს ინტელექტუალური რესურსის გააქტიურება, მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლების, ასევე უცხოეთში არსებული კავკასიოლოგიური ცენტრების გაერთიანება კავკასიის რეგიონში შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მისაღწევად.

მომხსენებლის თქმით, თანამედროვე საქართველოს ჩრდილოკავკასიური მიმართულება ქვეყნის სამეცნიერო-კულტურული პოლიტიკის ერთიან და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ მხრივ თანამიმდევრული, მწყობრი ნაბიჯების გადადგმა ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონული მასშტაბის ანგარიშგასაწევ ძალად (Regional Power) ფორმირებას და საზოგადოდ სახელმწიფოებრივი პოზიციების განმტკიცებას.

საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს აერთიანებთ ენობრივი და გენეტიკური ნათესაობა, კულტურულ-ტრადიციული ერთობა და ორმხრივი კონტაქტების მრავალსაუკუნოვანი ისტორია. აქედან გამომდინარე, ჩრდილო კავკასიის ხალხებთან ურთიერთობაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონის პრობლემატიკაში გარკვევას, რაც გულისხმობს თითოეული კავკასიელი ხალხის ენის, ისტორიისა და კულტურის კვალიფიციურ ცოდნას. ამჟამად, საქართველოში მოქმედებენ ჩრდილოკავკასიასთან დაკავშირებული შემდეგი დაწესებულებები: სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი ხელმძღვანელი პროფ. მერაბ ჩუხუა), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი (დირექტორი პროფ. ცირა ბარამიძე), ილიას უნივერსიტეტთან არსებული კავკასიური კვლევის საერთაშორისო სკოლა, გარდა ამისა საქართველოში მოღვაწეობს არა ერთი, არასამთავრობო ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია ჩრდილო კავკასიაზე (კავკასიის კვლევის ცენტრი, „პრომეთე“ და სხვ.)

მერაბ ჩუხუას მოსაზრებით, ჩრდილო კავკასიელ ხალხთა შორის, განსაკუთრებულად პრიორიტეტულია ჩერქეზებთან ურთიერთობა. უკვე რამდენიმე წელია ჩერქეზული კულტურის ცენტრი, აქტიურად თანამშრომლობს ჩერქეზულ საზოგადოებასთან. ამგვარმა ურთიერთობებმა რეალური შედეგიც გამოიღო. დღეს, როგორც ჩერქეზულ რესპუბლიკებში, ისე აშშ-ში, გერმანიასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოღვაწეობენ საქართველოსადმი პოზიტიურად განწყობილი ორგანიზაციები: „ადიღე ჰასე“ (ჩერქეზეთი), „საერთაშორისო ჩერქეზული საბჭო“ (აშშ), „რადიო ადიღე“ (ისრაელი),“ჩერქეზეთის პატრიოტები“ (თურქეთი) და სხვ. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ჩერქეზებს აქვთ რეალური შესაძლებლობა უშუალო კონტაქტი დაამყარონ აფხაზურ სამოქალაქო სექტორთან, აფხაზურ დიასპორასთან და შუამავლის როლი ითამაშონ მათ ქართველ კოლეგებთან.

მერაბ ჩუხუას თქმით, ქართულ-კავკასიური დიალოგის ფარგლებში კიდევ უფრო ნაყოფიერი შეიძლება გახდეს, ჩეჩნური, დაღესტნური, ინგუშური და ყარაჩა-ბალყარული მიმართულების გაძლიერება კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობის გაღრმავებით.

სხდომის წამყვანმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მომხსენებელს მადლობა გადაუხადა საინტერესო გამოსვლისათვის და ხაზი გაუსვა ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარების აუცილებლობას, რაშიც განსაკუთრებული როლი ენიჭება ჩერქეზული კულტური ცენტრს, რომელსაც ამგვარი საქმიანობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა და რომელთან თანამშრომლობას კომიტეტი მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.

კავკასიის საკითხებზე მომუშავე დარგის სპეციალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიის წარმოების მიმართულებითაც, რაც გვესახება კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარებაში - აღინიშნა კომიტეტის სხდომაზე.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 08:10

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 47 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 მხოლოდ თბილისში დაფიქსირდა. რაც შეეხება თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრს, იქ ჯამში 62 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. პაციენტების უმეტესობა მძიმე და საშუალო სიმძიმისაა. თითოეული მათგანის მდგომარეობასაყურადღებოა, შესაბამისად კოვიდინფიცირებულებს სხვადასხვა ტიპის მართვითი სუნთქვა ესაჭიროებათ, მათ შორის ე.წ „სიპაპ“ რეჟიმით ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება.

არჩევნები

30 ოქტომბერი 2020, 07:58

პოლიტიკა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3657 საარჩევნო უბანი გაიხსნება

საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე 3 657-ივე საარჩევნო უბანს დეზიფექცია ჩაუტარდება.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:39

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გარეჯი საქართველოა, საქართველო მარადიულია და ის 31 ოქტომბერს იმარჯვებს

გარეჯი საქართველოა, საქართველო მარადიულია და ის 31 ოქტომბერს იმარჯვებს!, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:38

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: როგორ შეიძლება „ოცნებას“ ეჩხუბებოდე მიშას შენ ინახავო და იმავდროულად, ეუბნებოდე, ნუ იჭერ ამ ხალხსო

„მინდა მივმართო ოპოზიციურად განწყობილ საზოგადობას, რომელიც ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს მიხეილ სააკაშილი როგორც ალტერნატივა, მოდით „ქართულ ოცნებას“ გამოვაცალოთ ეს კომფორტი და არც ერთი ხმა არ მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მოდი რახან „ოცნება“ არ ამთავრებს „ნაციონალურ მოძრაობს“, იმიტომ რომ ამ ვერსიით და ლეგენდით აწყობს, მოდით დანარჩენებმა დაამთავროს მიშა სააკაშვილი. ხომ ბევრი არიან, დაამთავრონ. იმას კი ნუ ამთავრებენ, ვინც არ დაწყებულა, ეს დაამთავრონ“.

30 ოქტომბერი 2020, 01:33

სამართალი

გორთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი ადამიანი. რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დავით მათიკაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რუსულად ნამღერი „თბილისო“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე: რუსულად ნამღერი „თბილისო“!!! უჭირთ დამალვა, თბილისი რუსულად „უყვართ“, ისევე როგორც კოდორი და ცხინვალის რეგიონი, რომელიც რუსეთს ჩააბარეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეალურად კაცთმოძულე და სამშობლოს მოღალატე „ნაციონალური მოძრაობა“, ხელების ფშვნეტით რევანშისთვის, ციხეების გადავსებისთვის, ხალხის წამებისთვის და საქართველოს კვლავ და უკვე მერამდენედ, ღალატისთვის და გაყიდვისთვის ემზადება.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი დავით-გარეჯის საკითხზე: აზერბაიჯანელები ჩვენი ძმები არიან და არ არიან ის ხალხი, რომლებმაც შავზე თეთრი თქვან

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშა სააკაშვილის ამომრჩევლების ნახევარმა ზუსტად იცის, რომ მიშას მოსვლით მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მაგრამ ის რევანშისტია და უნდა დასაჯოს ის, ვინც დღეს კარგად არის, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:04

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ვერ ვიქნები იმ მოქალაქის აღშფოთებისადმი სოლიდარული, რომელიც ბუბა კიკაბიძის „ტბილისოზე“ აღშფოთდა და 9 წლის განმავლობაში, ხალხს რომ აწამებდნენ, პეპლებს „აშეარებდა“

მე ვერ შევუერთდები და სოლიდარული ვერ ვიქნები ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად შესრულებულ სიმღერაზე აღშფოთებულ იმ ჩემს თანამოქალაქეს, რომელიც „ტბილისოზე“ აღშფოთდა და 9 წლის განმავლობაში ხალხს რომ აწამებდნენ პეპლებს „აშიარებდა“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემა „პოზიციაში“, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ბუბა კიკაბიძის რუსულად სიმღერაზე საუბრისას განაცხადა.

ვაკა გორგილაძე

30 ოქტომბერი 2020, 01:03

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: არახამია აპირებს, სააკაშვილის მიერ დაქირავებული თვითმფრინავით ჩამოსვლას საქართველოში და საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას

არახამია, სხვა სუბიექტებთან ერთად აპირებს სააკაშვილის მიერ დაქირავებული თვითმფრინავით ჩამოსვლას საქართველოში და დაკვირვებას არჩევნებზე, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ სოციოლოგმა და ერთ-ერთმა წმყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

30 ოქტომბერი 2020, 00:59

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ის საზარელი თავდასხმები, რაც საფრანგეთში ვიხილეთ, ჩვენს ქალაქებშიც მოვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში საფრანგეთის მსგავსი ტერაქტები დაიწყება.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:50

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილს ფეიკ ეგზიტპოლის გვერდით სჭირდება ფეიკი დამკვირვებელი, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლის მანტიით შეიფუთება

სააკაშვილს სჭირდება ფეიკი კვლევა, ფეიკი ეგზიტპოლის გვერდზე კი სჭირდება ფეიკი დამკვირვებელი, როემლიც საერთაშორისო დამკვირვებლის მანტიაში შეიფუთება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: საქმე გვაქვს ყალბი და მოძალადე დამკვირვებლების ცირკულარულ მიგრაციასთან საქართველოსა და უკრაინას შორის

უკრაინაში ერთი ფანჯრის პრინციპით მიხეილ სააკაშვილი უკვეთავს რევოლუციას. ის მივიდა რაღაც ფანჯარაში და უთხრა, რომ მას სჭირდება რევოლუცია. იქ ალბათ უთხრეს, რომ ჩვენ გვაქვს ფართო ასორტიმენტი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ადამიანის მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერის რანგში აიყვანეს რუსულად სიმღერა და თვითონ გაებნენ ამ კაკანათში

„ჩემთვის ტრაგიკული ის კი არ არის, რომ ბუბა კიკაბიძემ რუსულად შეასრულა სიმღერა, ჩემთვის ტრაგიკულია დისკუსიის ის დონე, სადაც ჩაგვიყვანა მიშამ. აქ ე.წ. კომპრომატი არის რუსულ ენაზე სიმღერა. მიშა სააკაშვილი რასაც ეხება ყველაფერს აზიანებს და ის რა ნაგავიც არის ყველანაირად ცდილობს ნებსით თუ უნებლიეთ დასვაროს“.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 00:18

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აქამდე ვიცოდით, რომ დამკვირვებელი უნდა იყოს ობიექტური და ახლა გვყავს სუბიექტური დამკვირვებლები

გახსოვთ ხომ ბათუ ქუთელიას ცნობილი ქეისი, სიმბოლიზმი იმისა, როგორ მოქმედებენ ადამინების სიმწირის გამო ე.ი. კაცი არ ჰყავდათ ნაცმოძრაობაში, რომ თან არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელობაზე თავი არ დაედო და თან ლობისტებთან შეკვეთა თავის ხელმოწერით განეხორციელებინა. ერთ დღეს დოკუმენტებით გაიშიფრა, რომ არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ლობისტებთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

30 ოქტომბერი 2020, 00:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ეს არჩევნები ამერიკულ ოცნებასა და სოციალისტურ კოშმარს შორის არჩევანია

ეს არჩევნები ამერიკულ ოცნებასა და სოციალისტურ კოშმარს შორის არჩევანია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ვაკა გორგილაძე

30 ოქტომბერი 2020, 00:09

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: აქციაზე რომ ვიღაცას ფონოგრამა შეეშალა და ამღერა მთელი შეკრება რუსულად, ამაშია სიმბოლიზმი და ტრაგიკომედია

„მე მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს, რუსული აუდიტირია ბუბა კიკაბიძეს საბჭოთა ფრენკ სინატრასაც ეძახდა და აქციაზე რომ ვიღაცას ფონოგრამა შეეშალა და გაუშვა რუსული ფონოგრამა, ამაშია სიმბოლიზმი და ტრაგიკომედია“,- განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

29 ოქტომბერი 2020, 23:55

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 47 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 47 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 250 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათი მიზანი ერთია, შეაშინონ ხალხი, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ

მათი მიზანი ერთია, შეაშინონ ხალხი, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მან იმ რისკებზე ისაუბრა, რაც შესაძლოა, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისგან წარმოიქმნას.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დავით-გარეჯის საკითხზე: ყველა მტკიცებულება მივა იქამდე, რომ ეს მიწა როგორც მინიმუმ არის გადაცემული, მაქსიმუმ კი გაყიდული

მამუკა მდინარაძემ დავით-გარეჯის საკითხზეც ისაუბრა. „სულ რომ ეს საქმე არ იყოს, განცხადებებს აკეთებდნენ, რომელშიც ამბობდნენ, რომ სამწუხაროდ გარეჯის სამონსატრო კომპლექსის რაღაც ნაწილი არის აზერბაიჯანის ტერიტორია. არის თუ არა ეს ღალატი? ყველა მტკიცებულება მივა იქამდე, რომ ეს მიწა როგორც მინიმუმ არის გადაცემული, მაქსიმუმ კი გაყიდული“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

29 ოქტომბერი 2020, 23:35

მსოფლიო

აშშ გარე მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევისგან

აშშ გარე მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევისგან და მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, რობერტ ობრაიენმა განაცხადა.