imedi /  01 ოქტომბერი 2020, 16:03 / სანდო წყარო

არგენტინული გამოცემა: ქვეყანა, რომელმაც კოვიდ -პანდემიის დროს ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით უცხოელებისთვის გრძელვადიანი სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყო

არგენტინული გამოცემა La Nacion საქართველოს მთავრობის პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“ სტატიას უძღვნის. პუბლიკაციის სათაურია „საქართველოზე ეგზოტიკური დანიშნულების ადგილი: ქვეყანა, რომელმაც უცხოელების მოსაზიდად სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყო“.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბევრი ადამიანი მუშაობს სახლიდან. ე.წ. home-office-ის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ იძლევა მუშაობის შესაძლებლობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სწორედ ამ უპირატესობის გათვალისწინებით, საქართველომ გახსნა საზღვრები იმ უცხოელებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოდან გააგრძელონ სამსახურებრივი პასუხისმგებლობების განხორციელება. საქართველო მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის.

ქვეყნის დედაქალაქი - თბილისი ტურიზმის შემცირების შედეგად მიყენებულ ეკონომიკურ ზარალს განიცდის, შესაბამისად ხსენებული პროექტით, შიდა მოხმარების გააქტიურების მიზნით, საქართველო ხსნის საზღვრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დასაქმებული უცხოელებისთვის, თუმცა პროექტი ითვალისწინებს მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებს. პატარა ქვეყანა ცდილობს მოიზიდოს ის უცხოელები, ვისაც საკუთარი სახლის ოთხი კედლის დატოვება სურს, რათა „ახალი ოფისი“ შუასაუკუნეების ციხესიმაგრეებისა და საქართველოს მთების გარემოცვაში ჰქონდეს. პროგრამას ჰქვია „იმუშავე საქართველოდან“ (Remotely from Georgia) და წარმოადგენს ეკონომიკის გახსნის იმ გეგმის ნაწილს, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წარადგინა. არგენტინა შედის იმ 95 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ეძლევათ საშუალება შეიტანონ განაცხადი ამ ქვეყანაში დროებით საცხოვრებლად გადასვლის მიზნით.

რა მოთხოვნებია გათვალისწინებული? საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე შესაძლებელია გაეცნოთ იმ მოთხოვნების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამაში მონაწილეობის მსურველი {აქვე მითითებულია საინფორმაციო სააგენტოს agenda.ge სტატია }. ძირითადად, განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ცნობა დამსაქმებლისგან, უცხოეთში სულ მცირე ექვსი თვით მოქმედი სამედიცინო დაზღვევა და კორონავირუსის ტესტის ნეგატიური პასუხი. გათვალისწინებულ უნდა იქნას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ფინანსური სახსრების დასაბუთებისთვის, საქართველოში შესაბამისი ცხოვრების სტილის შენარჩუნების მიზნით განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მინიმალური ხელფასი 2000 აშშ დოლარის ოდენობით (ოფიციალური გაცვლითი კურსით დაახლოებით შეადგენს 150,000 პესოს). განაცხადის შევსების შემდეგ, თუ უცხოელი მიიღებს ქვეყანაში სამუშაოდ შესვლის ნებართვას, უნდა გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი სასტუმროში და იზოლაციის შემდეგ ჩაიტაროს PCR ტესტი, COVID-19-ის გამორიცხვის მიზნით.

„საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი აქვს და ჩვენი სურვილია, გამოვიყენოთ ეს უპირატესობა. ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრის გახსნაზე ისეთი ფორმით, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას, მეორე მხრივ, კი ქვეყანაში მოიზიდავს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით", - განაცხადა თურნავამ.

95 ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება განაცხადის შეტანა, იმ პირობით თუ ისინი საქართველოში მინიმუმ 180 დღის განმავლობაში აპირებენ დარჩენას. ამასთან, შესაძლებლობა ეძლევათ როგორ ე.წ. ფრილანსერებს, ასევე დაქირავებულ მუშაკებსა და ბიზნესის მფლობელებს, რომლებსაც შეეძლებათ ქვეყანაში დარჩნენ უვიზოდ, მხოლოდ პასპორტით“, - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

მიხეილ დუნდუა

04 დეკემბერი 2020, 01:06

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: ახლა ერთადერთი გამოსავალი სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა

ახლა ერთადერთი გამოსავალი სწორედ სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, როგორც ყველა განვითარებული ქვეყანა იქცევა, ზუსტად იმ ტრენდში ვართ ჩვენც.

სამხრეთ აფრიკა ლატარეა

04 დეკემბერი 2020, 00:56

ტაბლოიდი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლატარეას საეჭვო მომგებიანი კომბინაციის გამო თაღლითობაში ადანაშაულებენ

გათამაშებაში, რომლის ჯეკპოტიც 7,4 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა გამარჯვებული რიცხვები ასეთი თანმიმდევრობით ამოვიდა: 8, 5, 9, 7, 6 და 10. შედეგად ჯეკპოტი 20 ადამიანს შორის გადანაწილდა, რომლებმაც უჩვეულო 6-რიცხვიანი კომბინაცია სწორად გამოიცნეს, მაშინ როდესაც მოგების შანსი 1 42 375 200-ზეა.

04 დეკემბერი 2020, 00:49

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: „მთავარი არხის“ მიერ 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

3 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კორონავირუსით 17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად კი, პაციენტის კლინიკამდე ვერ მიყვანა დაასახელეს. ჯანდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

04 დეკემბერი 2020, 00:47

მსოფლიო

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძე

04 დეკემბერი 2020, 00:40

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა აფთიაქებშიც ჩატარდეს

„არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ხანში მსგავსი ტესტირება ნერწყვიდან და არა ნაცხიდან შემოვიდეს. ნერწყვის ტესტების ვალიდაცია საერთაშორისო დიდ კომპანიებში ახლა მიმდინარეობს, ჯერ არ არის. მომავალში არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ტესტი იყიდოთ და თქვენ თვითონ ჩაიტაროთ. მისი ჩატარების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. არავითარი სამედიცინო განათლება არ სჭირდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მიხეილ ხიდურელი

04 დეკემბერი 2020, 00:30

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: 6 თვის განმავლობაში სარესტორნო ბიზნესს სესხების 80%-ს სახელმწიფო აუნაზღაურებს

1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში რესტორნებს, რა ოდენობის სესხიც ექნებათ, 80%-ს სახელმწიფო აანაზღაურებს, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

04 დეკემბერი 2020, 00:26

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 14 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 14 მილიონს გადააჭარბა.

04 დეკემბერი 2020, 00:25

რეგიონი

ჩხოროწყუში სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

ავარიის შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი პაციენტი მძიმედ დაშავდა. ექიმებმა და მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებული პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მიხეილ დუნდუა

04 დეკემბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

მიხეილ დუნდუა: კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა სიკვდილიანობის სიმცირით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში

ამ დროს დარტყმა პერსონალურად ჯანდაცვის მინისტრზე და სამინისტროზე ეს არის ბრძოლა ქვეყნის წინააღმდეგ და მეტი არაფერი, თავი რომ დავანებოთ იმ ამაზრზენ ცილისწამებას, რომელის მოსმენაც კი უხერხულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტთა სიკვდილიანობის სიმცირით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში.

მიხეილ ხიდურელი

04 დეკემბერი 2020, 00:20

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: რეიტინგები არის პირველი, რასაც ინვესტორს ვაჩვენებთ

„ეს არის საინტერესო რეიტინგი, რომელიც აჩვენებს, რომ იმდენად დაბალი ბიუროკრატიაა, რომ ინვესტორ ინვესტიციის განხორციელება მთავრობასთან მინიმალური კონტაქტით შეუძლია. რეიტინგები არის პირველი, რასაც ვაჩვენებთ ინვესტორს, ამის შემდეგ კი ხდება კონკრეტული შეთავაზებები“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

03 დეკემბერი 2020, 23:57

მსოფლიო

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, საფრანგეთში 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, ემანუელ მაკრონმა 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

თეა გვარამაძე

03 დეკემბერი 2020, 23:43

საზოგადოება

თეა გვარამაძე: 300-ლარიანი დახმარების მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში 24 დეკემბრამდე გაგრძელდება

შემოსავლების სამსახურში თვითდასაქმებულთა რეგიტრცია დღეიდან დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. უკვე ამ თვეში შესაძლებელი იქნება მათთვის თანხების გადარიცხვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თეა გვარამაძემ „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილ რიცხვები“ ჩართვისას განაცხადა.

ნიკა ჩიტაძე

03 დეკემბერი 2020, 23:39

ეკონომიკა

ნიკა ჩიტაძე: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციების მოცულობა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს

ძალიან კარგად მესმის, რომ 2020 წელს საქართველოში იგივე მსოფლიო „ბანკის მონაცემებით“ შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა შემცირდეს დაახლოებით 40%-ით და ამაში ექსტრაორდინალურს ვერაფერს ვხედავ, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ ნამდვილ რიცხვებში განაცხადა. მისი თქმით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს.

მიხეილ დუნდუა

03 დეკემბერი 2020, 23:39

საზოგადოება

მიხეილ დუნდუა: საქართველოს საზღვრების გახსნის მიუხედავად, მიგრაციის სალდო მკვეთრად შემცირდა

მიგრაციაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ე.წ. მიგრაციის სალდო, ანუ გამსვლელთა და შემომსვლელთა სხვაობა. ჩვენ თუ მხოლოდ გამსვლელებს დავითვლით და შემომსვლელებს არ მივათვლით, მცდარ მონაცემებამდე მივალთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

03 დეკემბერი 2020, 23:33

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 12 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 326 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

თინა ხიდაშელი

03 დეკემბერი 2020, 23:29

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: ჩემთვის კობა დავითაშვილი პატარა ბიჭად დარჩება, ბავშვური ბუნებით, რომელიც ბოლომდე შერჩა

ჩემთვის კობა იმ პატარა ბიჭად დარჩება, იმ ბავშვური ბუნებით, რომელიც ბოლომდე შერჩა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში კობა დავითაშვილზე განაცხადა. მან ეთერში კობა დავითაშვილი გაიხსენა და მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

03 დეკემბერი 2020, 23:26

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჯანდაცვის ეროვნული ორგანოების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხეილ დუნდუა

03 დეკემბერი 2020, 23:25

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის. ეს საჭიროა იმის განსასაზღვრად, თუ განვითარების რა გზას ადგას ქვეყანა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ Trace International-ის ინდექსში საქართველოს პოზიციების შეფასებისას განაცხადა.

03 დეკემბერი 2020, 23:03

სპორტი

ქართულ ენაზე და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი „ჭადრაკი ყველასთვის“ გამოიცა

ავტორების, საერთაშორისო დიდოსტატების სალომე მელიასა და დავით ჯოჯუას თქმით, შშმ პირებისთვის განკუთვნილი საჭადრაკო სახელმძღვანელო საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ბიბლიოთეკას, უსინათლოთა კავშირს და იმ ორგანიზაციას გადაეცემა, სადაც ამის მოთხოვნა იქნება.

03 დეკემბერი 2020, 22:59

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 187 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.