imedi /  01 ოქტომბერი 2020, 19:03 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან გადადგომა არ დადასტურდა

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე, აგრძელებს თავის მოვალეობასა და ცხელების ცენტრებისა და კლინკების მართვას - ამის შესახებ კლინიკის პიარმენეჯერმა, გოგა ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძეს დაგეგმილი აქვს აჭარის რეგიონში ვიზიტი, სადაც ყველაზე ბევრი კოვიდინფიცირებულია.

„გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერად. მე ინფორმაცია არ მაქვს პრემიერთან შეხვედრის შესახებ და არც ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გოგა ბერიძემ.

მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში და დაეკავებინა თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა.

ყველა სიახლე

მიხეილ ჩხენკელი

23 ოქტომბერი 2020, 10:16

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი: სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სოფელ სიქთარვის სკოლაში, ისევე როგორც სხვა სკოლებში, ზედმიწევნით არის დაცული ყველა ის სანიტარულ-ჰიგიენური წესი, რაც აუცილებელია კორონავირუსის პრევენციისა და ჩვენი მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის. ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

23 ოქტომბერი 2020, 10:15

საზოგადოება

BAG ინდექსი: გამოკითხულთა 76% სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას განხილვის ვადების შემჭიდროვებაში ხედავს

BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 33.4% სასამართლო სისტემას ეფექტიანად ან/და ძალიან ეფექტიანად მიიჩნევს, მაშინ როცა 39.2%-ის აზრით, სასამართლო სისტემა ჯამურად არაეფექტიანი ან/და ძალიან არაეფექტიანია. ბიზნეს ოპერატორების აღნიშნული შეფასება აჩვენებს, საკმაოდ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას, რომელიც ხელისუფლების მესამე შტოს მიმართ ბიზნესს აქვს.

პელე

23 ოქტომბერი 2020, 10:07

სპორტი

პელეს 80 წელი შეუსრულდა

საფეხბურთო კარიერა პელემ 1977 წელს დაასრულა. ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია, გატანილი 1281 გოლით კი მსოფლიოს აბსოლუტურ რეკორდსმენად ითვლება. FIFA-მ პელე მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მსოფლიოს უდიდეს სპორტსმენად აღიარა.

ნათია თურნავა

23 ოქტომბერი 2020, 09:57

ეკონომიკა

ნათია თურნავა: იქმნება დამატებითი შესაძლებლობა, რომ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, იქმნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და ქვეყანამ როგორც საკანონმდებლო, ისე საგადასახადო ბაზით კონკურენცია გაუწიოს სხვა მსხვილ მსოფლიო ფინანსურ ჰაბებს.

ხანძარი

23 ოქტომბერი 2020, 09:42

სამართალი

თბილისში, სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, სამრეცხაო/ქიმწმენდის „ქლინ ფლეისის“ სახურავზე ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, სამრეცხაო/ქიმწმენდის „ქლინ ფლეისის“ სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მობილიზებული იყო დაახლოებით 6 სახანძრო.

ჩედვიკ ბოუსმენი

23 ოქტომბერი 2020, 09:26

კულტურა

ჩედვიკ ბოუსმენს, რომელიც 2 თვის წინ სიმსივნით გარდაიცვალა, Netflix-ი „ოსკარის“ პრემიაზე წარადგენს

მას კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე წარადგენენ ფილმ Ma Rainey's Black Bottom-ში შესრულებული როლისთვის. ფილმი ავგუსტ უილსონის პიესის მიხედვით არის გადაღებული და მომღერალ მა რეინის ურთიერთობებზე მოგვითხრობს. სურათის პრემიერა 18 დეკემბერს გაიმართება.

მცხეთის რაიონული სასამართლო

23 ოქტომბერი 2020, 09:05

სამართალი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა პროცესი გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება სასამართლოს წინაშე.

დიდი დიღომი

23 ოქტომბერი 2020, 08:46

სამართალი

თბილისში, სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში ხანძარი გაჩნდა

დიდ დიღომში სამრეცხაო/ქიმწმენდის „ქლინ ფლეისის“ სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 6 სახანძრო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რეინჯერსი

23 ოქტომბერი 2020, 08:40

სპორტი

„რეინჯერსის“ ფეხბურთელმა „სტანდარტს“ გოლი მოედნის ცენტრიდან გაუტანა

„რეინჯერსის“ ნახევარმცველმა კამარ რუფმა ევროპის ლიგის პირველი ტურის მატჩში გამორჩეული გოლი გაიტანა. ბურთი მან საკუთარ საჯარიმოსთან მიიღო, მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და „სტანდარდის“ კარში მოედნის ცენტრიდან გაიტანა გოლი. მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

23 ოქტომბერი 2020, 08:35

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ის, საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან და ლევილის მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად, ლევილის ისტორიულ მამულსა და სასაფლაოს ეწვია.

აფხაზეთი

23 ოქტომბერი 2020, 08:33

COVID19

დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3306-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებულია, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

23 ოქტომბერი 2020, 08:30

COVID19

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა 9 უსიმპტომო პაციენტმა დატოვა

9 უსიმპტომო პაციენტმა კი კლინიკა დატოვა და ისინი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ქუთაისის ინფექციურში რამდენიმე არასრულწლოვანია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

23 ოქტომბერი 2020, 08:28

COVID19

მცხეთის სამედიცინო ცენტრში 80 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში 80 კოვიდინფიცირებული პაციენტია. 14- ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, ხოლო 2 კვლავ კრიტიკულად მძიმეა.

ბათუმი

23 ოქტომბერი 2020, 08:23

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 9 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 49 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია. აქედან, მედიკოსების შეფასებით, 9-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 33 პაციენტს მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება.

ამინდი

23 ოქტომბერი 2020, 08:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ქუთაისში დღისით ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი. ბათუმში +22 გრადუსი სითბო და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

23 ოქტომბერი 2020, 08:00

სამართალი

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელს მესამე დღეა ეძებენ

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელს მესამე დღეა ეძებენ. გამოძიების ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში იკითხებოდნენ ბანკის თანამშრომლები და მოქალაქეები, რომლებიც თავდამსხმელმა 21 ოქტომბერს მძევლად აიყვანა. უწყების ცნობით, გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, გათავისუფლებული მოქალაქეები პერიოდულად ისევ დაიკითხებიან.

23 ოქტომბერი 2020, 07:28

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: კენჭს, როგორც ამაყი „დემოკრატი“ ვიყრი, თუმცა თუ ამირჩევენ, ამერიკელების პრეზიდენტი ვიქნები

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკას „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ შტატებად არ ჰყოფს.

23 ოქტომბერი 2020, 07:06

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არასდროს ვიყრიდი კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომ არა ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს კორუმპირებული პოლიტიკოსი უწოდა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 06:44

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინის ლეგიტიმაციაში დაადანაშაულა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ლეგიტიმაციაში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 06:29

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და რაც მთავარია, ომი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთნ, კიმ ჩენ ინთან სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებით ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ბირთვული ომი თავიდან აიცილა.