02 ოქტომბერი 2020, 11:17 / სანდო წყარო

ლიბერთისა და UNFPA-ს პარტნიორობის ფარგლებში 60 + კლუბების დაფუძნება დაანონსდა

1-ელ ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, გაფორმდა მემორანდუმი ქალაქ რუსთავის მერიას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” დაფუძნებას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ირაკლი ტაბაღუამ, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლელა ბაქრაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა და თეა ჟვანიამ, რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი მაკარიძემ. ლიბერთი ბანკი, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის პარტნიორი და ხანდაზმულთა ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშემწყობი, აქტიურად დაუჭერს მხარს რუსთავის 60+ კლუბის საქმიანობას.

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“ წევრობაზე დაფუძნებული კლუბია, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

კლუბის წევრებს საშუალება ეძლევათ, თანატოლებთან ერთად, აითვისონ ახალი ცოდნა და უნარები, ერთმანეთს და ახალ თაობებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და იდეები, თავადვე დაგეგმონ და გამართონ სხვადასხვა ღონისძიება და მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ.

კლუბი ემსახურება ხანგრძლივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, და საშუალებას აძლევს უფროსი თაობის მოქალაქეებს თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.

60+ კლუბების სამომავლო აქტივობები მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურის (სპეციალისტის ზედამხედველობით), უცხო ენების და კომპიუტერის გაკვეთილებს, სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების წრეებსა და სახელოსნოებს და კულინარიულ სესიებს. COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, კლუბის წევრებს აქტივობები ონლაინ რეჟიმში ჩაუტარდებათ.

პროგრამა ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს და არაერთი ქვეყნის გამოცდილებას. გაეროს მოსახლეობის დივიზიის პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა: თუ 2014 წელს ხანდაზმულთა რიცხვი მოსახლეობის 14.3%-სშეადგენდა, 2030 წელს ეს მაჩვენებელი 19%-ს მიაღწევს, ხოლო 2050 წლისთვის კი საქართველოს ყოველი მეოთხე მოქალაქე 65 წლის ასაკს გადაცილებული იქნება (25.3%). იგივე პროგნოზით, 2035 წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება: ქალების _ 80,8 წლამდე; მამაკაცების _ 74,2 წლამდე.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხანდაზმული მოქალაქეების წინაშე მდგომ საჭიროებებსა და გამოწვევებს უპასუხოს. „60+ კლუბების“ შექმნით სახელმწიფო ხელს შეუწყობს ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დახმარებით შემუშავებულია და მიღებულია მოსახლეობის დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია. ინიციატივა „60+ კლუბების“ დანერგვისათვის ამ პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

(R)

ყველა სიახლე

20 ოქტომბერი 2020, 20:58

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 15 400-მდე შემთხვევა გამოვლინდა და 271 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 15 383 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 271 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 5 250 727 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 154 176 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ოქტომბერი 2020, 20:55

მსოფლიო

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განიხილეს

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება სატელეფონო საუბარში განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

სვენ მიქსერი

20 ოქტომბერი 2020, 20:50

პოლიტიკა

სვენ მიქსერი: ძალიან სამწუხაროა, რომ COVID-19-ის გამო ევროპარლამენტის მისია საქართველოში არ იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არჩევნები წარმატებით ჩაივლის

„ძალიან სამწუხაროა, რომ COVID-19-ის გამო ევროპარლამენტის მისია საქართველოში არ იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არჩევნები წარმატებით ჩაივლის. რაც შეეხება წინასაარჩევნო სიტუაციას, ვიცი, საქართველოში პოლიტიკური პროცესები ყოველთვის დინამიკურია, ემოციური. ვფიქრობ, წინასაარჩევნო პერიოდში ძირითადმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა პასუხისმგებლობა აჩვენებს. იმედი მაქვს არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი და არჩევნების დღეც ინციდენტების გარეშე ჩაივლის“, - აღნიშნა მიქსერმა.

Holiday Inn

20 ოქტომბერი 2020, 20:48

COVID19

სასტუმრო Holiday Inn-ში ამ დროისთვის 12 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

„აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის, ანი დაბრუნდაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის სასტუმრო Holiday Inn-ში 12 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მაია ბითაძე

20 ოქტომბერი 2020, 20:46

პოლიტიკა

მაია ბითაძე: „ქართული ოცნების" გეგმა საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 12%–ს დაცულ ტერიტორიად გადააქცევს

„გეგმა, რომელიც „ქართულ ოცნებას" აქვს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 12%–ს დაცულ ტერიტორიად გადააქცევს. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ „ქართული ოცნება" არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც ამ საკითხების აქტუალიზაცია მოახდინა და იმ ვალდებულებების, რაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს გარემოს დაცვის მიმართულებით“.

ბექა ფერაძე

20 ოქტომბერი 2020, 20:37

საზოგადოება

ბექა ფერაძე: რამდენიმე დღის წინ თბილისში დაჯარიმებული 11 ობიექტიდან 3-ში სამართალდარღვევის განმეორებითი ფაქტი დაფიქსირდა

თბილისში შეზღუდვების დარღვევის 11 ფაქტი დაფიქსირდა. შემდეგ გეგმურად კვლავ გადავამოწმეთ ეს ობიექტები და დაფიქსირდა სამი სამართალდარღვევის განმეორებითი ფაქტი, რის შესახებაც ჩვენ შსს-ს შევატყობინეთ. სამივე ობიექტის მიმართ დაწყებულია გამოძიება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 13 873 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 873 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 218 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ოქტომბერი 2020, 20:30

COVID19

22 ოქტომბრიდან ბულგარეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 22 ოქტომბრიდან ბულგარეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 20:28

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე მნიშვნელოვანია 3 აქტორის როლი, ესენია: სახელმწიფო, მოქალაქეები და ორგანიზაციები

დღეს, მაქსიმალური მზაობა გამოითქვა ბიზნესის მხრიდან თანამშრომლობაზე ამ ნაწილში და მაქსიმალური აქტიურობის პირობა მივიღეთ. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შესრულდება და ეს ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მხრიდან გვერდით დგომა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 20:28

COVID19

რომის პაპი საჯარო ღვთისმსახურებაზე პირბადით პირველად გამოჩნდა

რომის პაპის ფრანცისკე საჯარო მსახურებაზე პირბადით პირველად გამოჩნდა. პაპი, უმეტესად სოციალურ ქსელში, კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა იმის გამო, რომ სხვადასხვა აუდიენციისა და სტუმრების მიღების დროს პირბადეს არ ატარებდა.

ჯონდი ბაღათურია

20 ოქტომბერი 2020, 20:25

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: სხდომაზე, სადაც მე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი გამოვიტანე, რიგი დადგა მლიქველების, რომლებიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და ეკუთვნოდა აზერბაიჯანს

„სხდომაზე, სადაც მე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი გამოვიტანე, რიგი დადგა მლიქველების, რომლებიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და ეკუთვნოდა აზერბაიჯანს. ერთ-ერთი, მახსენდება, იყო დავით დარჩიაშვილი. ძალიან აქტიური იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრაქტიკულად მთელი „ნაცმოძრაობა“. ზოგი ღალატობდა სამშობლოს დუმილით“, - იხსენებს ბაღათურია.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 20:17

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: რესტორნები 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები

ჩვენ რესტორნები თბილისში 22:00 საათიდან იმიტომ არ შეგვიზღუდავს, რომ თბილისს ვერჩოდით რამეს. რესტორნები 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 20:11

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: 144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია შეზღუდვებთან ან მათ მოხსნასთან დაკავშირებით, კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომებზე კი 112-ზე

ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე, 144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შეზღუდვების დაწესებას, ან მოხსნას, მაგრამ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს, ან მაგალითად გამოგვივლინდა კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, ვრეკავთ 112-ზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 20:10

COVID19

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა სასწავლო დაწესებულებებში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების რისკებს ვერ ხედავს

„იქ, სადაც დადასტურდა შემთხვევები, დაიხურა საბავშვო ბაღები, საკლასო ოთახები და ასეთი წერტილოვანი მიდგომებით გავაგრძელებთ მუშაობას, თუმცა, ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ, რომ რაიმე მასშტაბური გავრცელების რისკებია სასწავლო დაწესებულებებში. თუ ამის რისკებს დავინახავთ, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 20:05

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: პროგნოზის გაკეთება, რომელ წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს მთავრობა, გაგვიჭირდება, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება

როდესაც ტრანსპორტზე, ან პირბადეებზე ვსაუბრობთ, ამგვარი შეზღუდვები შეიძლება იყოს საჭიროებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

20 ოქტომბერი 2020, 19:57

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და ექიმებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია

„ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და ექიმებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი ხაზი პაციენტზე გადის, რისთვისაც ჩვენ პროფესიონალი ექიმები გვესაჭიროება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში , მოქალაქეებს მაღალი ჯანდაცვის სისტემას მივაწვდით. საყოველთაო ჯანდაცვას, კი უნივერსალურ და ხარისხიან ჯანდაცვად გარდავქმნით. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, სახელმწიფო და სამინისტრო 100-მდე ამბულატორიის აღჭურვას ახორციელებს, რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 19:57

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვები გვაძლევს შესაძლებლობას, სიტუაცია ეკონომიკისთვის მძიმე ზიანის გარეშე ვმართოთ

მაქსიმალურად ვცდილობთ, შეზღუდვებს თავი ავარიდოთ. ცალსახად შემიძლია თქმა, რომ მთავრობა, საკოორდინაციო საბჭო მკაცრს შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გეგმავს, ისეთს, როგორი შეზღუდვებიც გვქონდა საგანგებო მდგომარეობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მზარდია და მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვთქვით, რომ შესაძლოა, ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 19:35

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 21 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 241 ადამიანი გარდაიცვალა.

არჩევნები

20 ოქტომბერი 2020, 19:35

პოლიტიკა

​უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა

ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.

20 ოქტომბერი 2020, 19:24

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 874 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 874 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 89 ადამიანი გარდაიცვალა.