04 ოქტომბერი 2020, 12:59 / სანდო წყარო

თამარ მეარაყიშვილი ცეზარ ჩოჩელს: მე და ჩემი 11 წლის შვილი ახალგორიდან არ გავქცეულვართ, ბატონო ცეზარ, თქვენ კი ნამდვილად გაიპარეთ 2008 წლის 13 აგვისტოს ღამით

თამარ მეარაყიშვილი

თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში, ცეზარ ჩოჩელის მიერ ერთ-ერთი გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება.

„12 აგვისტოს ადგილობრივებთან ერთად გავაჩერეთ სპეცრაზმით მოძრავი ჩოჩელი ეკლესიის წინ, და მოვთხოვეთ აეხსნა, რატომ ტოვებდნენ მისი ახლობლები რაიონს, რამე საფრთხე ხომ არ იყო? იქ, 11 წლის შვილთან ერთად ვიყავი. პირადად მე მითხრა, რომ ვთესავდი პანიკას და არანაირი საფრთხე აქ არ გვემუქრებოდა. თქვა, რომ მისი ოჯახიც ახალგორში იყო. იმავე ღამით ოჯახი გაიყვანა. 13 აგვისტოს ღამით კი თვითონ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ ახალგორიდან. ამ დროს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და სამსახურები არ უნდა მიეტოვებინათ, მინიმუმ“ - წერს აქტივისტი.

თამარ მეარაყიშვილი აღნიშნავს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი ცრუობს, როცა აცხადებს, რომ მაშინ მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

„არანაირი ევაკუაცია არ მოუხდენიათ. ცრუობს. ახალგორში ფუნქციონირებდა ბავშვთა სახლი და მათ აღსაზრდელებზე ხომ სახელმწიფო ზრუნავდა, ისინიც კი არ გაიყვანეს. 17 აგვისტოს დაბას გაზი გაგვითიშეს. ცეზარის ძმის იყო გაზის კომპანია. გათიშვაზე თქვეს, რომ "ოსებმა ააფეთქეს", ჩვენ რა შუაში ვართ. ეს იყო სიცრუე, თავად გათიშეს და მოგვიანებით აღიარეს კიდეც. შემდეგ დაიწყო ელექტროენერგიით თამაში. სინათლე ღამის 23.00 დან 10.00 მდე გვქონდა. ასე თითქმის წელიწადი ვიცხოვრეთ. ამის პარალელურად, ზეწოლა დაიწყო მან და ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მათზე, ვინც აქ დარჩა. 2008 წლის ბოლოს დაიწყეს ქართული ხელფასების მოხსნა, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთადერთი შემოსავალი იყო- "მოსწავლეთა სახლი"( მე ვიყავი ხელმძღვანელი), ახალგორის ორი ბაგა- ბაღი, მუსიკალური სკოლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სპორტ სკოლა, სოფელ წინაგარას საშუალო სკოლა და ბაგა- ბაღი. წინაგარა ოსური სოფელია და კონტროლი 2008 წლამდეც დაკარგული იყო, თუმცა განათლება ფინანსდებოდა საქართველოს ხელისუფლებისგან. ხელფასებს მხოლოდ იმიტომ გვიხსნიდნენ, აქ რომ დავრჩით. აი, ასე "სახელმწიფოებრივად" აზროვნებდა და მოქმედებდა მაშინ ბატონი ცეზარი. ერთადერთი, მე გავაპროტესტე სამსახურიდან გათავისუფლება და 2009 წელს ახალგორიდან მცხეთაში სასამართლოში ვიარე აღდგენის მოთხოვნით. ახალგორის მუნიციპალიტეტს სასამართლო მოვუგე - ლია მუხაშავრია და ნინო ციხისთავი იყვნენ ჩემი უფლებების დამცველები. იქვე, სასამართლოში დამემუქრნენ რომ არ შემარჩენდნენ და 2010 წელსაც მომხსნეს. შორს წავალ სასამართლოებზე საუბრით“ - წერს აქტივისტი.

თამარ მეარაყიშვილი აღნიშნავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და მისი გარემოცვა ადგილობრივი, ახალგორელი ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ და მას არანაირი დახმარება არ გაუწევია მცირეწლოვნებისთვის.

„მაინც გავაგრძელე მუშაობა ბავშვებთან - სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო პირების( მომღერლები, სპორტსმენები, მწერლები...) დახმარებით. 60 მდე ექსკურსია მოვუწყვე აქ დარჩენილ ბავშვებს და ყველა მათგანი დიდი დაბრკოლებით - სამარცხვინო მეთოდების გამოყენებით ცდილობდა ცეზარი და მისი ნათესავი, ახალგორის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, ჩაეშალათ ბავშვებისთვის ღონისძიებები. თავად, არც როგორც მხარის რწმუნებულს, ბიზნესმენს ან უბრალოდ ახალგორელს არანაირი დახმარება გაუწევია აქ დარჩენილი ბავშვებისთვის... ჩემი აქტიურობა მხოლოდ გულის კარნახით ხდება. არავის მხარეს და მოსაწონად არ ვწერ და სამომავლოდ პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა რომ რასაც მე ვაკეთებ, სწორედ ესაა პოლიტიკა- ცვლილებები. ის, რაც ზემოთ დავწერე იმ პერიოდის პრესა ინახავს, დღეს არ ვწერ პირველად. ასევე იმ პერიოდის სატელევიზიო კადრებიც ინახავს ჩემს სიტყვებს“ - აღნიშნავს თამარ მეარაყიშვილი.

აქტივისტი წერს, რომ ცეზარ ჩოჩელი თანამდებობაზე დაბრუნებით კვლავ საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობს.

„ცეზარი უკვე იყო დეპუტატი და ისევ იმ სურვილით მიდის - საკუთარი ბიზნესის ხელშეწყობა. მაგასაც გავუგებდი, უმეტესობა ასეთია. უბრალოდ ახალგორის თემით რომ არ მანიპულირებდეს და სამარცხვინოდ ცრუობდეს, ყურადღებას არ მივაქცევდი. მე და ჩემი 11 წლის შვილი არ გავქცეულვართ, ბატონო ცეზარ. თქვენ კი ნამდვილად გაიპარეთ 2008 წლის 13 აგვისტოს ღამით“ - წერს თამარ მეარაყიშვილი.

ცოტა ხნის წინ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცეზარ ჩოჩელმა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საუბრისას, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსაქლეობა იქიდან მშვიდობიანად გამოგვეყვანა. გამოვიყვანეთ ძალიან დიდი ნაწილი, ალბათ, 70%... მერე, ბევრს საუბრობდნენ, რომ გაქცეულები იყვნენ... გამოქცეულები იყვნენ... არავის ფეხი არ მოგვიცვლია იქიდან“.

ცეზარ ჩოჩელი 1991-1997 წლებში იყო ფირმა „ლომისის" დირექტორი; 1997-2002წწ. შპს „ლომისის“ დირექტორი; 2002 წელს დაბა ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე; 2002-2003წწ. ახალგორის რაიონის გამგებელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი „ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №31 ახალგორის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012წწ. სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში. სხვადასხვა წლებში მისი ხელმძღვანელობით დაარსდა კომპანიები: „ნატახტარი", „დანდი", გიფს-კარდონის ქარხანა, კომპანია „ინტერპლასტი", „მიქსორი", „ბარამბო", „ბერტა" და სხვა (წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)

ყველა სიახლე

რეინჯერსი

23 ოქტომბერი 2020, 08:40

სპორტი

„რეინჯერსის“ ფეხბურთელმა „სტანდარტს“ გოლი მოედნის ცენტრიდან გაუტანა

„რეინჯერსის“ ნახევარმცველმა კამარ რუფმა ევროპის ლიგის პირველი ტურის მატჩში გამორჩეული გოლი გაიტანა. ბურთი მან საკუთარ საჯარიმოსთან მიიღო, მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და „სტანდარდის“ კარში მოედნის ცენტრიდან გაიტანა გოლი. მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

23 ოქტომბერი 2020, 08:35

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ის, საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან და ლევილის მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად, ლევილის ისტორიულ მამულსა და სასაფლაოს ეწვია.

აფხაზეთი

23 ოქტომბერი 2020, 08:33

COVID19

დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3306-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებულია, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

23 ოქტომბერი 2020, 08:30

COVID19

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა 9 უსიმპტომო პაციენტმა დატოვა

9 უსიმპტომო პაციენტმა კი კლინიკა დატოვა და ისინი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ქუთაისის ინფექციურში რამდენიმე არასრულწლოვანია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

23 ოქტომბერი 2020, 08:28

COVID19

მცხეთის სამედიცინო ცენტრში 80 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში 80 კოვიდინფიცირებული პაციენტია. 14- ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, ხოლო 2 კვლავ კრიტიკულად მძიმეა.

ბათუმი

23 ოქტომბერი 2020, 08:23

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 9 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 49 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია. აქედან, მედიკოსების შეფასებით, 9-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 33 პაციენტს მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება.

ამინდი

23 ოქტომბერი 2020, 08:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ქუთაისში დღისით ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი. ბათუმში +22 გრადუსი სითბო და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

23 ოქტომბერი 2020, 08:00

სამართალი

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელს მესამე დღეა ეძებენ

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელს მესამე დღეა ეძებენ. გამოძიების ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში იკითხებოდნენ ბანკის თანამშრომლები და მოქალაქეები, რომლებიც თავდამსხმელმა 21 ოქტომბერს მძევლად აიყვანა. უწყების ცნობით, გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, გათავისუფლებული მოქალაქეები პერიოდულად ისევ დაიკითხებიან.

23 ოქტომბერი 2020, 07:28

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: კენჭს, როგორც ამაყი „დემოკრატი“ ვიყრი, თუმცა თუ ამირჩევენ, ამერიკელების პრეზიდენტი ვიქნები

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკას „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ შტატებად არ ჰყოფს.

23 ოქტომბერი 2020, 07:06

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არასდროს ვიყრიდი კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომ არა ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს კორუმპირებული პოლიტიკოსი უწოდა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 06:44

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინის ლეგიტიმაციაში დაადანაშაულა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ლეგიტიმაციაში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 06:29

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და რაც მთავარია, ომი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთნ, კიმ ჩენ ინთან სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებით ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ბირთვული ომი თავიდან აიცილა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 06:19

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევისთვის პასუხს ვაგებინებ

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო პასუხს აგებინებს.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 06:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენმა რუსეთისგან 3.5 მილიონი დოლარი მიიღო, მან ეს ფული პუტინისგან მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი რუსეთისგან ფულის აღებაში დაადანაშულა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 05:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ, თუმცა ხალხი კორონავირუსთან ერთად სიკვდილს სწავლობს

სატელევიზიო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების გამო გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 05:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოეს კვირებში იქნება მზად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოეს კვირებში იქნება მზად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 01:25

COVID19

დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კეილი მაკინენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან ტელედებატებამდე რამდენიმე საათით ადრე კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, რომლის პასუხი უარყოითი იყო.

ნიკა ლალიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 01:15

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: უკვე ფული აღებული აქვთ, გარეჯი გაყიდულია და იძულებულები არიან, დაიცვან ის ექსპერტები, რომელთა ხელითაც ჩაიდინეს ღალატი

უკვე ფული აღებული აქვთ, გარეჯი გაყიდულია. ახლა, იძულებულები არიან, დაიცვან ის ადამიანები, ის ექსპერტები, რომელთა ხელითაც ეს საშინელი, ამაზრზენი ღალატი ჩაიდინეს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“, სადაც წინა ხელისუფლების მიერ დავით გარეჯის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება განიხილეს.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 01:08

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყველა ღირსეული ქართველისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ დავით გარეჯის რუკა ნაპოვნია

ყველა ღირსეული ქართველისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ დავით გარეჯის რუკა ნაპოვნია, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლიდან ამ კაცთ მოძულეებს მარტო ხელისუფლება კი არ გამოვტაცეთ ხელიდან, ჩვენ მათ გამოვტაცეთ ის ძალაუფლება, რომლითაც ისტორიულად დაამახინჯებდნენ ჩვენს ქვეყანას.

23 ოქტომბერი 2020, 01:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ბოლო ტელედებატებს გამართავენ

ტენესის შტატის ქალაქ ბელმონტში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი ბოლო ტელედებატებს გამართავენ.