ნიკო ჩხეტიანი: ფონდი „ქართუ“ იღებს ვალდებულებას, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე მოაწყოს მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა

ფოტო: Facebook
ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ თბილისს ჰაერივით სჭირდება ახალი სარეკრეაციო ზონები, - ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანმა თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც ბრიფინგის შემდეგ თბილისის მერმა და საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
მისივე თქმით, თბილისის ცენტრალური პარკის სახით დედაქალაქში ახალი სარეკრეაციო პარკი გაჩნდება.
„ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გადაწყვეტილებთ, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საჩუქრად, უსასყიდლოდ, გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტს და რაც მთავარია, ფონდი „ქართუ“ იღებს ვალდებულებას, რომ უახლოეს პერიოდში ამ ტერიტორიაზე მოაწყოს მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა, თბილისის ცენტრალური პარკი. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ თბილისს ჰაერივით სჭირდება ახალი სარეკრეაციო ზონები. გაიზარდა თბილისის მოსახლეობა. ეს პარკი მისცემს შესაძლებლობას ყველა მოქალაქეს, როგორც თბილისელს ასევე ჩამოსულ სტუმარს, დაისვენოს და დატკბეს თბილისის ბუნებით. თბილისი ჩვენი სახლია და ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვზრუნავდეთ მასზე“, - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.
მისივე თქმით, 25 წლის განმავლობაში ფონდმა საქართველოში 3 მილიარდ დოლარზე მეტი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.
ყველა სიახლე

15 მაისი 2025, 21:16
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა სტატისტიკის სამსახურის ახალ მონაცემებზე: მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები
მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მიხეილ დუნდუა გამოეხმაურა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლეს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე 2,5%-ით შემცირებულია, დასაქმების დონე კი გაზრდილი.

15 მაისი 2025, 21:15
პოლიტიკა
ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება, ადამიანის უფლებების უხეში შელახვა - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულებს მოუსმინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება ქონების მისაკუთრების მიზნით და ადამიანის უფლებების უხეში შელახვა - პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულებს, გურამ თირქიას, ბესარიონ ხვინთელიანს, დავით ქანთარიასა და თამაზ წულაიას მოუსმინეს.

15 მაისი 2025, 21:13
ეკონომიკა
შემცირებული უმუშევრობის დონე საქართველში - რას ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტატისტიკის ეროვნული სამსახური უახლეს მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე 2,5%-ით შემცირებულია, დასაქმების დონე კი გაზრდილი. მთავრობის მიზანი 2028 წლისთვის სიღარიბის 4-პროცენტამდე შემცირება.

15 მაისი 2025, 21:09
მსოფლიო
Bloomberg: ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 მაისი 2025, 21:08
პოლიტიკა
სახელისუფლებო გუნდი მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა აჭარაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება და ეკონომიკური კეთილდღეობა - მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში უპირობო, მეათე გამარჯვებისთვის ემზადება. ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და კახა კალაძემ პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი წარუდგინეს.

15 მაისი 2025, 20:59
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეზე: ეს ადამიანი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელია
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას „ქრონიკასთან“ აფასებს და აღნიშნავს, რომ იუკნევიჩიენე „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია.

15 მაისი 2025, 20:48
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ტრამპის ადმინისტრაციასთან. ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის
ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან. ამის საპასუხოდ ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

15 მაისი 2025, 20:46
პოლიტიკა
მავნებლობა ე.წ მეგობარი აქტის შემქმნელებისგან და მორიგი შეტევა საქართველოზე კარგად ნაცნობი პოლიტიკური აქტორებისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მავნებლობა ე.წ მეგობარი აქტის შემქმნელებისგან და მორიგი შეტევა საქართველოზე კარგად ნაცნობი პოლიტიკური აქტორებისგან. მიზანი ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის მონაწილეობის აკრძალვაა.

15 მაისი 2025, 20:39
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა არ აპირებს საკუთარი ტერიტორიების სტატუსის განხილვას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს აღიარებს იურიდიულად რუსეთის ნაწილად იმ ტერიტორიებს, რომლებიც დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, მათ შორის ყირიმსაც.

15 მაისი 2025, 20:38
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მთელ მსოფლიოს ჰქონდეს მაქსიმალურად სწორი, ბევრი ინფორმაცია საქართველოსა და ჩვენი პოზიციების შესახებ
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი MEGOBARI აქტს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. მისი განმარტებით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიერ პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის ინიციატივაზე დაგვიანებული პასუხი მსოფლიოში არსებულ მღელვარე პერიოდს უკავშირებდა.

15 მაისი 2025, 20:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე: ამ ფორმატში პრემიერის მონაწილეობა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის ლიდერებისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე წარიმართოს მსჯელობა ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

15 მაისი 2025, 20:34
პოლიტიკა
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

15 მაისი 2025, 20:30
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 34-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე პრეზიდენტს, მატეო პატრონეს შეხვდნენ, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

15 მაისი 2025, 20:27
მსოფლიო
ერდოღანი: თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს ზელენსკისა და პუტინს, როდესაც ისინი მზად იქნებიან
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს და ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმებული გადაწყვეტილების გადაუდებელ აუცილებლობას.

15 მაისი 2025, 20:24
პოლიტიკა
ჯო უილსონის აქამდე უცნობი წერილი ირაკლი კობახიძის სახელზე - კონგრესმენის გამოაშკარავებული მიზნები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კონგრესმენი, რომელიც ხელისუფლების დასჯას ითხოვს და ოპოზიციას ლობირებს, 4 წლის წინ ამავე ხელისუფლებას თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას სთავაზობდა.

15 მაისი 2025, 20:23
სამართალი
კახა წერეთელი ქოლცენტრების საქმეზე: ბათუმის ფილიალშიც ჩატარდა ჩხრეკა, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მიმდინარეობს შესწავლა, ველოდებით, რომ დაიწყება გამოკითხვები
ბათუმის ფილიალშიც ჩატარდა ჩხრეკა, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მიმდინარეობს შესწავლა, ველოდებით, რომ დაიწყება გამოკითხვები, - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა ქოლცენტრების საქმეზე საუბრისას.

15 მაისი 2025, 20:00
პოლიტიკა
eTN: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა eTN. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2020 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ ნინუა გადადგა, რათა მის თანამემამულეს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს აეყვანა ის სამსახურში. ის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ნინუა პოლოლიკაშვილის სკოლის მეგობარია და სწორედ აქ შეიძლება განვითარებულიყო კრიმინალური შეთქმულება.

15 მაისი 2025, 19:56
მსოფლიო
ზელენსკი მოელის, რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტი სანქცია დაუწესდება, თუ მოსკოვი არ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში ომის დასასრულებლად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მოელის, რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტი სანქცია დაუწესდება, თუ მოსკოვი არ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში ომის დასასრულებლად.

15 მაისი 2025, 19:12
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები შიდა ქართლში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ
აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ თემური ჭელიძესთან ერთად, შიდა ქართლის მხარეში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

15 მაისი 2025, 19:03
რეგიონი
ლევან მგალობლიშვილი ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.