imedi /  05 ოქტომბერი 2020, 12:51 / სანდო წყარო

ახალდაკავებული ბრალდებულებისთვის კვლავ მოეწყო საკარანტინო სივრცე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში

ქვეყანაში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ახალდაკავებული ბრალდებულებისთვის კვლავ გახსნა საკარანტინო სივრცე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოცემულ სივრცეში თავსდებიან ის ბრალდებულები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს იმ რაიონებში არიან დაკავებულები, სადაც ეპიდსიტუაცია განსაკუთრებით მწვავეა.

„ასევე საკარანტინო სივრცეში მოთავსდებიან ის ბრალდებულები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები ან ეპიდანამნეზი აქვთ. პატიმრები საკარანტინო სივრცეში 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ იქნებიან გადაყვანილები ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში (N8 - გლდანის, N2 - ქუთაისი, N5 - ქალთა), სადაც ახალდაკავებული ბრალდებულების მოთავსება ხდება.

დაწესებულებაშიც ასეთი პატიმრების განთავსება ხდება ასევე საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში და მხოლოდ საკარანტინო ვადის გასვლის და ვირუსზე ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის შემდეგ ხდება მათი შერევა დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან. აღსანიშნავია, რომ გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე წლის გაზაფხულზე შექმნილ საკარანტინო სივრცეშიც შეზღუდულია ადგილები, რის გამოც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ამ სივრციდან პატიმრების გარკვეული რაოდენობა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

შეგახსენებთ, ეპიდსიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 მარტიდან ე.წ. მიმღები ციხეები არ იღებენ საეჭვო სიმპტომების ან ეპიდანამნეზის მქონე ახალდაკავებულ ბრალდებულებს და თავიდან ხდებოდა მათი მოთავსება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცე იყო შექმნილი. მოგვიანებით, 30 მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცე მოეწყო ყოფილი N9 (ე.წ. მატროსოვის) დაწესებულების ტერიტორიაზე, რომელიც 1-ლი მაისიდან გაუქმდა.

30 მაისიდან სწორედ ამ სივრცეში ხდებოდა ახალდაკავებული ბრალდებულების მოთავსება, თუმცა ამ ეტაპზე, გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოცემული სივრცე საკმარისი აღარ არის და ამიტომ კვლავ საჭირო გახდა დამატებით საკარანტინო სივრცის მოწყობა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

25 ოქტომბერი 2020, 09:53

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას განაგრძოს

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას აქტიურად განაგრძოს. კანდიდატი მოსახლეობას რუსთაველის ქუჩაზე და ანაკლიაში შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა სექტემბრიდან ამომრჩეველთან შეხვედრები ზუგდიდის სოფლებსა და ქალაქის ყველა უბანში გამართა.

25 ოქტომბერი 2020, 09:51

რეგიონი

საჭადრაკო კლუბის დახურვიდან 27 წლის შემდეგ, სენაკში ჭადრაკის სახლი გაიხსნა

დღეიდან სენაკში აქტიური საჭადრაკო ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. საჭადრაკო კლუბის დახურვიდან 27 წლის შემდეგ, ჭადრაკის სახლი გაიხსნა, რომელიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, კოლორიტი სენაკელის, მიხეილ ქურდოვანიძის სახელს ატარებს.

25 ოქტომბერი 2020, 09:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 ოქტომბერს ქუთაისში თბილი დღე იქნება. დღისით ტემპერატურა +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 14 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში +24 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +25 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

25 ოქტომბერი 2020, 09:16

მსოფლიო

Washington Post-ი: ტრამპი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერებმა ნეშვილში სპონსორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რესპუბლიკელები მძიმე მდგომარეობაში არიან. ტრამპმა დონორებს ასევე განუცხადა, რომ რამდენიმე რესპუბლიკელ სენატორთან საქმის დაჭერა არ სურს და არც მათი დახმარების სურვილი აქვს.

ანა ქასრაშვილი

25 ოქტომბერი 2020, 08:57

კულტურა

კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

ქართველი კომპოზიტორი, ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ის ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა. ის ახალგაზრდა კომპოზიტორის მიერ შექმნილ საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში დაჯილდოვდა.

ბარაკ ობამა

25 ოქტომბერი 2020, 08:43

პოლიტიკა

ბარაკ ობამა აშშ-ის ეპიდვითარებაზე: დონალდ ტრამპს თავიდანვე რომ ემუშავა, სიტუაცია ასე არ გართულდებოდა

„რვა თვე ამ პანდემიაში. ახალი შემთხვევები რეკორდს ამყარებს. დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს, რომ უცებ დაგვიცვას. ის ელემენტარულ ნაბიჯებსაც კი ვერ დგამს, რომ საკუთარი თავი დაიცვას“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ჯო ბაიდენის მხარდამჭერთა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

25 ოქტომბერი 2020, 08:24

COVID19

კოლუმბიაში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, რუსეთის, არგენტინის, ესპანეთისა და საფრანგეთის შემდეგ, კოლუმბია გახდა მერვე ქვეყანა, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 8 769 ახალი შემთხვევა აღწერეს.

25 ოქტომბერი 2020, 08:06

COVID19

დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსის 19 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 151 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსის 19 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 151 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 504 509 შემთხვევა დადასტურდა, 37 210 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 264 117 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

25 ოქტომბერი 2020, 00:52

ტექნოლოგიები

აშშ-ში მეხანძრე რობოტი შექმნეს

რობოტი მეხანძრე ავტომობილი 1 600 კილოგრამს იწონის და საათში 13 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. Thermite -ს აქვს ძლიერი ძრავი, რომელიც დიზელის საწვავზე მუშაობს. სავსე ავზი რობოტის მუშაობას 20 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.

25 ოქტომბერი 2020, 00:39

COVID19

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ლუგარის ლაბორატორიის სახელით მოქალაქეებს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის პრეპარატს სთავაზობენ, რაც სიცრუეა

ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ავღანეთი

25 ოქტომბერი 2020, 00:31

მსოფლიო

Reuters: ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი, აბუ მუჰსინ ალ-მასრი მოკლეს, რომელიც ფედერალურ ბიუროს, ძებნილ ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ალ-მასრის აშშ უცხოური ტერორისტული დაჯგუფებებისთვის მატერიალურ მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.

25 ოქტომბერი 2020, 00:26

ტექნოლოგიები

აშშ-ში რობოტი დელფინები შექმნეს

ამერიკულმა საინჟინრო კომპანია Edge Innovations-მა შექმნა რობოტი-დელფინი, რომელიც ნამდვილისგან არ განსხვავდება. გამომგონებლების მიზანია, აკვაპარკებსა და დელფინარიუმებში დელფინების რობოტებით შეცვლა.

25 ოქტომბერი 2020, 00:18

ტაბლოიდი

მსოფლიოში უძვირესი Ferrari ახალი მფლობელის მოლოდინშია

Ferrari 250 GT SWB California Spyder-ის მოდელი 1961 წელსაა გამოშვებული და ამ ავტომობილს „ოსკაროსანი“ მსახიობი ჯეიმს კობერნი ფლობდა. ავტომობილი გაყიდვებით მსოფლიო რეკორდსმენია, ამის შესახებ techcult წერს.

25 ოქტომბერი 2020, 00:04

მსოფლიო

მსოფლიოს უხუცესი წყვილიდან, კაცი 110 წლისა გარდაიცვალა

მსოფლიოს უხუცესი წყვილიდან, კაცი 110 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც LadBible-ი იუწყება, 110 წლის ხულიო მორა, ეკვადორის დედაქალაქ კიტოში, ხუთშაბათს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ხულიო და მისი 104 წლის ცოლი 1941 წლის 7 თებერვალს, გაცნობიდან 7 წლის თავზე დაქორწინდნენ და მათმა ქორწინებამ ჯამში 79 წელს გასტანა.

ემანუელ მაკრონი

24 ოქტომბერი 2020, 23:42

მსოფლიო

ერდოღანის განცხადების გამო საფრანგეთმა თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

საფრანგეთმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების გამო თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეურაცხყოფა და უხეშობა მეთოდი არ არის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

24 ოქტომბერი 2020, 23:32

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ემანუელ მაკრონს მკურნალობა სჭირდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო მკურნალობა სჭირდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

24 ოქტომბერი 2020, 23:32

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ.ოპერატიული შტაბი ავრცელებს.ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, 59 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

ირაკლი ჩიქოვანი

24 ოქტომბერი 2020, 23:09

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, არსებული მხარდაჭერით ზუგდიდში მნიშვნელოვან შედეგს დავდებთ

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას განაგრძოს. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, ის დღეს სამეგრელოს მოქალაქეებს რუსთაველის ქუჩაზე შეხვდა.

წყალბურთი

24 ოქტომბერი 2020, 23:03

სპორტი

რუმინეთის ჩემპიონატში ქართველი ხელბურთელების დებიუტი შედგა

„რეშიცამ“, სადაც ისინი ჩაირიცხნენ, ნეიტრალურ მოედანზე ანგარიშით 20:21 წააგო „სუჩავასთან“, გოლების თითქმის ნახევარი კი ქართველების ანგარიშზეა - ორჯონიკიძემ 5 გაიტანა, კბილაშვილმა - 4. ორივე ახალი სეზონის წინ გადავიდა რუმინულ კლუბში, მაგრამ ქართველებს სჭირდებოდათ სამუშაო ვიზა, რომლის გაკეთებაც, პანდემიის გამო გაჭიანურდა.

ალექსანდრე მოწერელია

24 ოქტომბერი 2020, 22:40

პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

„ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.კანდიდატი ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა.