Visegradinsight-ი: საქართველო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის მეტ-ნაკლებად გარანტირებული პერსპექტივები
ფოტო: Visegradinsight
დიდი ალბათობით, საქართველო არის პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის მეტ-ნაკლებად გარანტირებული პერსპექტივები,- გამოცემა Visegradinsight-ი სტატიას სახელწოდებით ,,ქართული დემოკრატია და ნატო“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა და გეოპოლიტიკურმა რეორიენტაციამ დააჩქარა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.
ავტორი აცხადებს, რომ საქართველოს უზარმაზარი წინსვლის სრულად გასაცნობიერებლად, აუცილებელია, შევხედოთ კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში - ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, ცხადია, რომ ეს 2 ქვეყანა სხვადასხვა გზას ადგას, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
აქვე, აღნიშნულია, რომ საქართველო ნატოს მტკიცე მოკავშირეა, რომელიც ძველი იმპერიის ნანგრევებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, არ აღდგა ოდენ როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მსხვერპლი.
სტატიაში საუბარია 2020 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რაც ავტორის თქმით, კიდევ უფრო ჩამოაშორებს ქვეყანას პოსტსაბჭოთა ყაიდის ავტორიტარიზმს და მომავალი საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს ადგილს ალიანსში.
,,მართალია, 2020 წლის ყველაზე დიდი მოვლენა COVID-19-ია, მაგრამ მთელ მსოფლიოში წელს ასევე ტარდება მნიშვნელოვანი არჩევნები: მაგალითად, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში და, რაც მთავარია, ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოშიც 2020 წლის 31 ოქტომბერს ტარდება საპარლამენტო არჩევნები. დემოკრატიის გზაზე (ასევე ნატოსკენ და, ზოგადად, დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე) საქართველოს უზარმაზარი წინსვლის სრულად გასაცნობიერებლად, აუცილებელია, შევხედოთ კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში - ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს. ცხადია, რომ ეს 2 ქვეყანა სხვადასხვა გზას ადგას, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. 15 აგვისტოს ბელარუსში მხარდამჭერთა აქციის დროს თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო (რომელსაც ხშირად „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად“ მოიხსენებენ) გაჰკიოდა: „გაიხედეთ ფანჯარაში! ჩვენი საზღვრებიდან 15 წუთის ფრენის განმავლობაში - ვარშავაში განლაგებულია და შეტევისთვის მზადყოფნაშია მტრის ტანკები და საბრძოლო თვითმფრინავები“. ლუკაშენკოს თანახმად, ეს ძალები ემუქრებიან ბელარუსს და „მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდა“ თუ იტყუებს თავს, თითქოს საფრთხე არ არსებობს, და ვერ ხედავს, რომ „ნატოს ჯარები კარზე მოგვადგნენ, ვარშავის მახლობლად“. ეს განცხადება იმდენად არარეალისტური გახლდათ, რომ მისთვის ყური არავის დაუგდია. ალექსანდრ ლუკაშენკოს მხრიდან ნატოსკენ ხელის გაშვერა სულაც არ გახლავთ უწყინარი ქმედება და არც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მოგონილი მიზეზი. მისი გამოსვლის ადრესატები იმყოფებიან არა მინსკში, ვარშავასა თუ ბრიუსელში, არამედ მოსკოვში. ყოფილი კომუნისტური თუ საბჭოთა და აწ ნატოს წევრი ქვეყნების წყევლა-კრულვა უკვე მოძველდა და მას აღარავინ უსმენს. როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯი? უკრაინის და საქართველოს კრიტიკა? თუ ნატოს დადანაშაულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ომში“, - წერს გამოცემა.
ავტორის თქმით, საქართველო წარმოადგენს შესანიშნავ სამიზნეს ავტორიტარული დიქტატორების რიტორიკული თავდასხმებისთვის:
,,საქართველო ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა მსოფლიოში. ბიზნესის წარმოების 2020 წლის ინდექსის მიხედვით, იგი მე-7 ადგილზეა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თავისუფლების კატეგორიაში - მე-8 ადგილზე და ბევრად უსწრებს ლიეტუვას, ესტონეთს და ლატვიას (და, რა თქმა უნდა, ბელარუსს); ივლისში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა შესწორება, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო თავისუფალ და წარმომადგენლობით არჩევნებს, რისთვისაც შემცირებულია საარჩევნო ბარიერი და უქმდება მაჟორიტარული სისტემა; გარდა ამისა, საქართველო გახლავთ ნატოს მტკიცე მოკავშირე, რომელიც ძველი იმპერიის ნანგრევებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, არ აღდგა ოდენ როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მსხვერპლი. საქართველო პროდასავლური ქვეყანაა ისევე, როგორც ბელარუსი დემონსტრანტები. შესაბამისად, ლუკაშენკოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები აღიქმება, როგორც მუქარა საქართველოს წინააღმდეგ“, - ნათქვამია სტატიაში.
ავტორის თქმით, ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში საქართველო 20-ჯერ არის მოხსენებული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65-ე მუხლი, რომლითაც დადასტურებულია მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
„მშვიდობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო. ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა და გეოპოლიტიკურმა რეორიენტაციამ დააჩქარა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში საქართველო 20-ჯერ არის მოხსენებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65-ე მუხლი, რომლითაც დადასტურებულია მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ამა წლის ივნისში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების ბიურომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ამსახველი ფაქტების ნუსხა. ეს დოკუმენტი ბევრი გაგებითაა აღსანიშნავი, რადგან მასში ხაზგასმულია საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება და რეალური მონაწილეობა ალიანსის სამხედრო და სამშვიდობო ოპერაციებში. ეს ფაქტები, დიდი ალბათობით, ადასტურებს, რომ საქართველო არის პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის მეტ-ნაკლებად გარანტირებული პერსპექტივები. ცენტრალურ ევროპაში ჩვენ იშვიათად თუ გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო არის ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. 2010 წლიდან მოყოლებული 20 000-ზე მეტმა ქართველმა მებრძოლმა, - ანუ, სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მეტმა, - მიიღო მონაწილეობა ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მისების მხარდაჭერაში. ამ ციფრების რეალური მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავღანეთში მომსახურე 20 000 ქართველი მებრძოლი უდრის პოლონეთის მოქმედი სმხედრო პერსონალის 1/6-ს, ბულგარეთის პერსონალის 2/3-ს და ნიდერლანდების სამხედრო პერსონალის ნახევარს, ასევე აღემატება ხორვატიის, დანიის, ლიეტუვას და სლოვაკეთის მოქმედი სამხედრო პერსონალის მთლიან რაოდენობას, როგორც ამას ცხადყოფს ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო სიძლიერის შესახებ უკანასკნელი მონაცემები: ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი უცილობლად აღემატება ან, სულ მცირე, უტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს. სწორედ ეს საკითხები იყო განხილული 29 სექტემბერს, როცა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. ამ შეხვედრაზე სტოლტენბერგმა განაცხადა: „მე მოგიწოდებთ თქვენ, განაგრძოთ ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენება ნატოსთან კიდევ უფრო დასაახლოებლად. და მოემზადეთ წევრობისთვის“, - წერს გამოცემა.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველო არის „ვესტერნიზაციის“ კარგი მაგალითი დემოკრატიული, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების თვალსაზრისით.
მისი თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს ადგილს ალიანსში.
საქართველო არის „ვესტერნიზაციის“ კარგი მაგალითი დემოკრატიული, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების თვალსაზრისით. 2020 წელს მიღებული საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებები (პროპორციულ სისტემაზე გადასვლა) კიდევ უფრო ჩამოაშორებს ქვეყანას პოსტსაბჭოთა ყაიდის ავტორიტარიზმს. ამ მხრივ, მომავალი საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს ადგილს ალიანსში. ლუკაშენკო არ არის „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“. იგი უფრო უკანასკნელი საბჭოთა ავტოკრატის როლს ასრულებს. ავტოკრატების პრობლემა კი იმაშია, რომ მათი მარცხი მხოლოდ მათ კისერზე არ გადადის - საფასურს მათი თანამოქალაქეები იხდიან. საქართველომ შეძლო ასეთი სცენარისთვის თავის არიდება. თავისუფლების მხარდაჭერის ფონდი (მადრიდი) ადგენს და აქვეყნებს პოლიტიკური ეთიკის ინდექსს - მორალური თავისუფლების მსოფლიო ინდექსი. ახლახან გამოქვეყნებულ ინდექსში (2020 წელი) ვკითხულობთ: „საქართველოში, დანიაში, ნორვეგიაში, ფინეთსა და ირლანდიაში დაფიქსირდა მორალური თავისუფლების ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდა“. საქართველო კარგ წრეში აღმოჩნდა“, - ნათქვამია სტატიაში.
ყველა სიახლე
05 ოქტომბერი 2024, 22:50
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი მესაჭე აღმოჩნდა
ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს და ჩვენს კვალდაკვალ უპირისპირდება იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ პატარა ქვეყნების მსხვერპლშეწირვის ფასად შემდგომ მსოფლიოში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება გლობალური წესრიგი, თვითონ იყვნენ დომინანტები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საკითხს შეეხო.
05 ოქტომბერი 2024, 21:14
საზოგადოება
ზურაბ ყიფშიძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა
მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
05 ოქტომბერი 2024, 21:00
სპორტი
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა - „სენტ ეტიენმა“ ზურიკოს გოლებით „ოსერი“დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ოსერი“ საკუთარ სტადიონზე მიიღო და ქართველის შესანიშნავი თამაშით მეტოქე 3:1 დაამარცხა.
05 ოქტომბერი 2024, 20:34
საზოგადოება
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. დაჯილდოვების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
05 ოქტომბერი 2024, 20:28
საზოგადოება
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
05 ოქტომბერი 2024, 20:26
საზოგადოება
კახა კალაძე: მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში
მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალზე.
05 ოქტომბერი 2024, 20:18
საზოგადოება
კახა კალაძე: კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს
„სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. და როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ- ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად“.
05 ოქტომბერი 2024, 20:04
საზოგადოება
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებიან დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.
05 ოქტომბერი 2024, 19:40
საზოგადოება
დავით ფაცაცია: ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად უნდა შევქმნათ ერთიანი, ძლიერი საქართველო, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი გმირები
ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი „ხიდი“ გაიმართა. ხუთდღიანი პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა 15-მა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
05 ოქტომბერი 2024, 19:18
არჩევნები 2024
ლევან ნიკოლეიშვილი: ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება
ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ვართ სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება, - ასე უპასუხა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა კითხვას, თუ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი ამომრჩეველმა და დაანონსებული არეულობის მცდელობის ფონზე, პრევენციის რა საშუალებები არსებობს ამ მხრივ.
05 ოქტომბერი 2024, 19:09
საზოგადოება
ნინუცა ბუცხრიკიძე: გარდა იმისა, რომ მრავალფეროვანი, სხვადასხვა ტიპის აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეულია თავისი მასშტაბიდან გამომდინარე
„წლევანდელ გასტროზონებს დაემატა ისეთი სივრცეები როგორიც არის „ისპანახობა“, „ყველიერი“. კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის შეიქმნა ორბელიანის ნუგბარის ანალოგი, რომელიც ასე ძალიან უყვარდათ ჩვენს წინაპრებს და წარმოდგენილია ორბელიანის მოედანზე“, - აღნიშნა ნინუცა ბუცხრიკიძემ.
05 ოქტომბერი 2024, 18:54
საზოგადოება
ლაშა ქარდავა დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
05 ოქტომბერი 2024, 18:53
არჩევნები 2024
დავით ჩიხელიძე: გილაური სისხლიანი რეჟიმის მთავრობის მეთაური იყო და განწირულია ყოველგვარი საცირკო წარმოდგენა, რომლის მიზანი ამ კაცის გარეცხვა და აპარტიულ ადამიანად წარმოჩინებაა
ჯერ ვითომ ნიკა გილაურმა რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ჰყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას, რასაც ყველა დაეთანხმება და ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს ხალხი დაიჯერებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
05 ოქტომბერი 2024, 18:35
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: სპეკულაციის საგნად იქცა საკითხი, თითქოს ცესკო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი, არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას
ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული სპეკულაციის საგნად იქცა საკითხი იმის თაობაზე, რომ თითქოს ცესკო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი, არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მაშინ, როდესაც ჩვენ, ზედმიწევნით ვიცავდით კანონმდებლობას, ვიცავთ კიდეც და გავაგრძელებთ მის დაცვას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
05 ოქტომბერი 2024, 18:20
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი:ამ ადამიანების გარკვეულ დაჯგუფებას - ვგულისხმობ უცხოელებს, ნამდვილად არ სურთ, რომ აქ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ქართველმა ხალხმა გამოხატოს ნება
„სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ხელისუფლება შეცვლილიყო და ყოფილიყო ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათთვის მონა-მორჩილი იქნებოდა. მათ ეს ხელისუფლება ბევრი მიზეზიდან გამომდინარე არ მოსწონთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოს ომში ჩართვა ვერ მოხერხდა და მეორე ის, რომ ჩვენ ავირჩიეთ ოჯახური ღირებულებების დაცვა, ლგბტ პროპაგანდისგან დაცვა და ა.შ. მათთვის ეს გახდა ერთგვარი სერიოზული მიზეზი, რომ ეს ხელისუფლება არ მოსწონთ“.
05 ოქტომბერი 2024, 18:17
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და ეს მხარდაჭერა რომ მზარდია, სწორედ ამას გადაჰყავს ჭკუიდან პოლიტიკური პარტიები
„ყველანაირი ღვარძლისა და სიძულვილის ენაა ის, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“ და მასში შემავალი პარტიები) წარმომადგენლებისგან ვრცელდება. მაგრამ, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ერთად იზეიმებს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
05 ოქტომბერი 2024, 18:06
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე: ეს სხვა არაფერია, თუ არა წინასწარ ცოდნა, რომ არეულობების მცდელობები იქნება და ამ არეულობებისგან პრევენციას ახდენენ თავიანთი მოქალაქეების. სხვა უბრალოდ, ლოგიკა არ არსებობს
საოცარია და ძალიან გასაკვირია, როდესაც საფუძველი არაფერი არსებობს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავის მოქალაქეებს ასეთ გზავნილს უგზავნის, რომ თავი აარიდონ 26 ოქტომბერს და შემდგომ დღეებში მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მოსალოდნელია დემონსტრაციები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.
05 ოქტომბერი 2024, 18:03
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი არა ქართველი ხალხის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი გახდა - ადამიანი, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი, დღეში რამდენჯერმე არღვევს კონსტიტუციას
„ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი, დღეში რამდენჯერმე არღვევს კონსტიტუციას. რაც შეეხება მას, როგორც პრემიერობის კანდიდატს, ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ პრემიერობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს პოლიტიკურ პარტიას. რომ დავუშვათ 1%-იანი შანსი, რომ ოპოზიციამ მოახერხა წარმატების მიღწევა, რომელმა პარტიამ უნდა დაასახელოს ის?!“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
05 ოქტომბერი 2024, 18:02
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის კიდევ უფრო მეტად განვითარება არის ჩვენი მთავარი მიზანი და ამ მიმართულებით ჩვენს გუნდს ახალი სტრატეგია და გეგმები აქვს
რუსთავის მერიამ, საქართველოში პირველად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების“ ფორუმი გამართა. ფორუმში რუსთავის ბინათმესაკუთრეთა 778-მა ამხანაგობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
05 ოქტომბერი 2024, 18:00
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ევროკავშირის წარმომადგენლობის, აშშ-ის ელჩისა და საელჩოს განცხადებები მცდელობაა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კლასტერში გაერთიანებულ პარტიებსაც ჰქონდეთ სიცოცხლისუნარიანობის მცირე შანსი და მათაც გადალახონ ბარიერი
გულდასაწყვეტი ის არის, რომ ქარდებისა და Facebook-პოსტებში ინფორმაცია, 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება და სამწუხაროდ, არის მცდელობა, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობა“ მიუახლოვდეს საარჩევნო ბარიერს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.