imedi /  06 ოქტომბერი 2020, 10:53 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობის მიმართულებებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხანიშვილთან, საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, დემნა ძირკვაძესთან და ორგანიზაციის „მომავლის ფერმერი“ თავმჯდომარესთან, რუსუდან გიგაშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციის მიზნით გამართული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დარგით მომავალი თაობის დაინტერესებას, ორგანიზაციის „მომავლის ფერმერი“ ინიციატივით გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის ეფექტიანად და სწორად განვითარებისთვის, თანამედროვე ცოდნა აუცილებელია.

„ჩვენ გვჭირდება აგრარული სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალები, ამიტომ პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს ახალგარზრდებში სოფლის მეურნეობის მიმართულებებს, განსაკუთრებით დასაფასებელია. აღსანიშნავია, სამინისტროსა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათ შორის არის ეს ინიციატივაც, რომელიც ახალგაზრდების სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებისა და წახალისების მიზნით, კონკურსის ჩატარებას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტი.

როგორც „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ, რუსუდან გიგაშვილმა აღნიშნა, კონკურსში, ქვეყნის მასშტაბით მდებარე ათეულობით სკოლა ჩაერთო. მონაწილეებმა წარადგინეს ინფორმაცია საკუთარი მეურნეობების და საკარმიდამო ბოსტნების, შერჩეული სათესლე/სანერგე მასალების, ჩატარებული აგროტექნიკური სამუშაოებისა და მიღებული მოსავლის შესახებ.

კონკურსი, სკოლების მეურნეობებისა და საკარმიდამო ბოსტნების ადგილზე ნახვასა და შეფასებას ითვალისწინებდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, პროცედურები ონლაინ რეჟიმში განხორციელდა.

საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულები კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის მიერ სასკოლო კონკურსების შეფასებისთვის შემუშავებული კრიტერიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩა 37 მონაწილე, საიდანაც მეორე ეტაპზე გადავიდა 10. ქართველი და ამერიკელი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა კომისიამ კი, სამი გამარჯვებული გამოავლინა შემდეგ ნომინაციაში:

გუნდური ნამუშევარი - მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლა, ეკოკლუბი „მაი“ - მე-9, მე-10, მე-11 კლასის 9 მოსწავლე. წარმოებული კულტურები: სალათის ფურცლები, ბროკოლი.

მრავალფეროვანი ბოსტანი - გორის მუნიციპალიტეტი, სოფელ თორტიზას საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი სირბილაძე. წარმოებული კულტურები: პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა, კომბოსტო.

ყველაზე მოტივირებული - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი. წარმოებული კულტურა: მარწყვი.

გამარჯვებულებს პლანშეტები, მაღაზიის „ბიბლუსი“ ვაუჩერები, სიგელები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

27 ოქტომბერი 2020, 13:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და მაია ბითაძე ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის წევრი, მაია ბითაძე ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 13:38

რეგიონი

ნათია თურნავა: 2012 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტად არის გაზრდილი

„მთლიანობაში, საქართველოში, 2021 წლის ბოლომდე სრულად იქნება გაზიფიცირებული 1 400 000-მდე ოჯახი, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის 90 პროცენტზე მეტის გაზიფიცირებას. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენისთანა რელიეფის მქონე ქვეყნისთვის“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

27 ოქტომბერი 2020, 13:34

COVID19

გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში, - ამის შესახებ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე Facebook- ზე წერს. მისი თქმით, თავს კარგად ვგრძნობს და ელოდება ღირსეულ გამარჯვებას.

27 ოქტომბერი 2020, 13:31

საზოგადოება

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალმა, სადაც 21 ოქტომბერს თავდასხმა მოხდა, მუშაობა განაახლა

თითქმის ერთკვირიანი პაუზის შემდეგ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალმა, სადაც 21 ოქტომბერს თავდასხმა მოხდა, მუშაობა განაახლა. შენობა 6 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

27 ოქტომბერი 2020, 13:29

რეგიონი

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსისა და სკოლის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსისა და სკოლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობისთვის კაფსულის ჩადების ცერემონია დღეს გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობისა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 1500 სტუდენტსა და 800-მდე მოსწავლეზე გათვლილი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

27 ოქტომბერი 2020, 13:27

ეკონომიკა

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები „იმუშავე საქართველოდან“ პროექტს წარმატებულად აფასებენ

„იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები Stopcov.ge-ზე წინასწარ სპეციალურ ფორმას ავსებენ და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 8-დღიანი კარანტინის გავლა და ტესტირება.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2020, 13:22

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ყველა კვლევით ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს

„55 პროცენტი პესიმისტური შეფასებაა, ჩვენ გაცილებით მეტს ავიღებთ. დღეს არსებული რეალობიდან დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის რა შედეგიც დადგება და არ შეიცვლება“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 13:17

სამართალი

თეა წულუკიანი: ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტით პოლიციელის პირდაპირი ვალდებულებაა გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე

თეა წულუკიანი დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და სპეცოპერაციის დროს პოლიციის ქმედება შეაფასა.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2020, 13:13

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს უფლება, იყოს დამკვირვებელი, მაგრამ ეს ინფორმაცია უნდა იყოს გაცხადებული

წინა არჩევნებს რომ გადავავლოთ თვალი, ეს არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ აქტიურები და დღესაც იქნებიან აქტიურები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 13:11

პოლიტიკა

თეა წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში მნიშვნელოვანი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი

ვფიქრობთ, მხარდაჭერა საკმაოდ მაღალი იმისთვის, რათა „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს საფუძვლიანი განცდა იმისა, რომ ყველა სხვა პარტიისგან დამოუკიდებლად შექმნის მთავრობას და პარლამენტშიც მნიშვნელოვანი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა Survation-ის კვლევის შედეგების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 12:59

სამართალი

თეა წულუკიანი: ზუგდიდში რომ სისხლისღვრა არ ვიხილეთ, ეს მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურებაა, რომელსაც თქვენ ჩამოშლილს უწოდებთ

თეა წულუკიანი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და პოლიციას მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, ბრიფინგზე განაცხადა. „მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ყველამ ვიხილეთ ძარცვა და ათეულობით ადამიანის მძევლად აყვანა, პირველი შემთხვევაა, როდესაც მეძლევა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა და თქვენი ნებართვით მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთლიანად სისტემას და უფრო კონკრეტულად ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთელ შემადგენლობას და ალბათ არავინ მიწყენთ, თუ ბატონ ავთანდილ გალდავას გამოვყოფ ცალკე და ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ასეთი ადამიანები.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 12:51

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: რეგისტრირებული 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან ან მათთანაა აფილირებული

ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები არჩევნების და მომდევნო დღეს, - ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 12:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: პროვოკაციებზე ჩვენი პასუხი არ იქნება პროვოკაციები, ამ რადიკალიზმზე ჩვენი პასუხი არ იქნება რადიკალიზმი

ჩვენი პასუხი არის ეს ბრიფინგი. რადგან ჩვენ ვართ მმართველი პარტია და ჩვენი ვალია, რომ თქვენ ვინც ხართ შუამავალი ამომრჩეველთან და გარესამყაროსთან გაგაფრთხილოთ. ჩვენ გაფრთხილებთ, რომ ე.წ. სადამკვირვებლო საქმიანობა არის ჩართული, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მინდა გითხრათ რა არ იქნება ჩვენი პასუხი. პროვოკაციებზე ჩვენი პასუხი არ იქნება პროვოკაციები, ამ რადიკალიზმზე ჩვენი პასუხი არ იქნება რადიკალიზმი. ჩვენ ვართ მშვიდი ძალა, რომელმაც იცის, რომ აქვს ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს არჩევნები კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული და გამჭვირვალე ხარისხით ჩატარდეს ვიდრე ნებისმიერი წინა არჩევნები ჩვენი ხელისუფლების დროს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 12:38

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ცესკო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველმა შეძლოს ხმის მიცემა

„რა თქმა უნდა, ყველას გვყავს, მათ შორის მეც ახლობლები, ვინც არიან კოვიდ კლინიკებში ან ცხელების ცენტრებში. ჩვენ ყველანი ვნერვიულობთ მათ ჯანმრთელობაზე და იმედი გვაქვს, რომ ისინი კლინკებს ან არჩევნების დღემდე დატოვებენ და მათვის ვინც, წინასწარ ვიცით, რომ ვერ დატოვებს კლინიკებს, ცესკო ქმნის მაქსიმალურ პირობებს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

27 ოქტომბერი 2020, 12:30

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 12:27

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად ოპოზიციური სპექტრი და მათი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან შექმნან ცრუ ინფორმაციები

ბოლო დღეებში გამოქვეყნებული სხვადასხვა კვლევა, ასევე ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი ვართ მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან და ყველაფერი ეს მოწმობს, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გუნდს აქვს 60 პროცენტამდე მხარდაჭერა. ეს ძალიან კარგად იციან ოპონენტებმაც, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „ეს არის რეალობა. ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან ცრუ ინფორმაციების შექმნას, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას თავი ვერ გაართვა და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახოციელოს გარკვეული ქმედებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

27 ოქტომბერი 2020, 12:26

კულტურა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ფილმის პროდიუსერმა ნანა ჯანელიძემ განაცხადა, „კინო საკმაოდ ძლიერი იარაღია, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ორივე მხრიდან ადამიანების დიდი და განსხვავებული ჯგუფები ჩართოს ერთმანეთთან დიალოგში“.

27 ოქტომბერი 2020, 12:22

რეგიონი

სოფლის მეურნეობის მინისტრი და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში ფერმერებს შეხვდნენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში, შპს „ბლუბერის“ კუთვნილ ლურჯი მოცვის პლანტაციაში გურიის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე გამახვილდა, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად მომდევნო წლების განმავლობაში იმუშავებს.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 12:22

რეგიონი

ნათია თურნავა: ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები ჩვენს განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ

ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებების გაზიფიკაციაზე - ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჩვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ანგარიში წარმოადგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები, ასევე ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნათია თურნავამ მათ გააცნო საქართველოს გაზიფიცირების პროგრამის მიმდინარეობა, მათ შორის სამეგრელოს რეგიონში. ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთნ მდებარე დასახლებების გაზიფიცირების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გააკეთა.

27 ოქტომბერი 2020, 12:17

COVID19

ბოლო 24 საათში აჭარაში COVID-19-ით 8 ადამიანი ადამიანი დაიღუპა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში COVID-19-ით 8 ადამიანი ადამიანი დაიღუპა.