imedi /  06 ოქტომბერი 2020, 11:42 / სანდო წყარო

როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი. ფოტო

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ცენტრალური პარკი 36 ჰექტარზე განთავსდება.

თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი, პრეზენტაცია დეტალურად შეგიძლიათ ამ ბულზე იხილოთ.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 12:33

საზოგადოება

კახა კალაძე: არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე

„არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს. ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ - აცხადებს კახა კალაძე.

30 ოქტომბერი 2020, 12:28

COVID19

რუსეთში კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 18,283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს ქვეყანში ახალი შემთხვევები ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ კი ინფიცირების 1,599,976 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 355 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 27,656 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

30 ოქტომბერი 2020, 12:25

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს 512 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 512 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი წარმატებით მუშაობს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

დავით მათიკაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 12:21

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში ყველა სამაჟორიტარო ოლქში და ვერანაირი გაყალბებული კვლევა და ფეიკ-მონაცემი ვერ მოახდენს გავლენას ამომრჩევლის განწყობაზე!!!

დავით მათიკაშვილის განცხადებით, კახეთის ყველა სამაჟორიტარო ოლქში, სადაც ის ამჟამად იმყოფება და წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობს, მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარდაჭერას „ქართულ ოცნებას" და მის მაჟორიტარ კანდიდატებს უცხადებს.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 12:21

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყოველთვის იქნება ბოლო დღემდე ჩვენი ძირითადი მიზანი

ყველაფერი ამის გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება, რომელშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ და ამ დარწმუნებულობის უფლებას გვაძლევენ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი რეიტინგები ჩვენ ამას ვხედავთ, ჩვენ ვურთიერთობთ და ახლო კავშირი გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან და დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს, ხვალ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. სამართლიან და ღირსეულ ბრძოლაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

სალომე ზურაბიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 12:19

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს „მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 12:08

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქართული სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს

„ჩვენმა გუნდმა გაკეთებული საქმეებითა და ყველა წინა არჩევნების შედეგით დაამტკიცა, რომ პოლიტიკურ ველზე არის ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს“, - ამის შესახებ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კახიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

გიორგი ცუცქირიძე

30 ოქტომბერი 2020, 12:04

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: სექტემბერში ეკონომიკა ფაქტობრივად ზრდის ტრენდზეა გასული

„ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციები სექტემბერში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. თუ აგვისტოში კლებამ-5.3 % შეადგინა, სექტემბერში წინასწარი შეაფასებით 1 %-იან ზღვარსაც კი ჩამოცდა და -0.7 % შეადგინა რაც ნიშნავს, რომ სექტემბერში ეკონომიკა, ფაქტობრივად, ზრდის ტრენდზეა უკვე გასული. მნიშვნელოვნად არის შემცირებული საშუალო წლიური კლების მაჩვენებელიც, იანვარ-აგვისტოს 5.6 პროცენტთან შედარებითაც და 5 %-ს შეადგენს. როგორც ვხედავთ, საქართველოს ეკონომიკა იმაზე გაცილებით სწრაფად გამოდის რეცესიიდან, ვიდრე წლის პირველი ნახევრის პროგნოზი იყო“.

ირაკლი ჩიქოვანი

30 ოქტომბერი 2020, 11:59

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანმა გორთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

,,მინდა, მივუსამძიმრო ყველა იმ ადამიანის ოჯახს და ახლობლებს, ვინც ემსხვერპლა გუშინდელ ავტოსაგზაო შემთხვევას. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს”, - წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.

ან იდალგო

30 ოქტომბერი 2020, 11:55

პოლიტიკა

პარიზის მერი კახა კალაძეს: მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს აკავშირებს, ახალი პროექტებით კიდევ უფრო გამდიდრდება

პარიზის მერი ან იდალგო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისელ კოლეგას, კახა კალაძეს მადლობის წერილს უგზავნის. როგორც თბილისის მერია იუწყება, წერილში იდალგო თბილისსა და პარიზს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.

კახა კახიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 11:52

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ხვალინდელი არჩევანი აჩუქეთ თქვენს თავს და რაც მთავარია აჩუქეთ თქვენს შვილებს, რათა მათ ბევრად წარმატებულ საქართველოში იცხოვრონ

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მონაწილეობა არჩევნებში, მონაწილეობა არა ჩვენთვის, არამედ იმისთვის, რომ თქვენ გააგრძელოთ ცხოვრება ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანის უფლებები იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 11:52

სამართალი

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

„საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შსს-ში.

30 ოქტომბერი 2020, 11:43

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 18,681 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 18,681 ადამიანს დაუდგინეს, 77 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 499,694 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10,349 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

30 ოქტომბერი 2020, 11:35

პოლიტიკა

საარჩევნო პროცესსს ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70-ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი დააკვირდება

ხვალინდელ არჩევნებს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების პირველი ერთობლივი მისიით გაუწევს მონიტორინგს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პანდემიის მიუხედავად, დამკვირვერბლების მობილიზება, მათ შორის საზღვარგარეთიდან მოხერხდა. მათ დღეს ხელი მოაწერეს ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ქცევის კოდექსსა და მემორანდუმს.

30 ოქტომბერი 2020, 11:35

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,398 პაციენტს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,398 პაციენტს დაუდასტურდა, 28 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 87,432 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,300 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 54,316.

30 ოქტომბერი 2020, 11:32

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,312 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,312 ადამიანს დაუდასტურდა, 173 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 378,729 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 7,041 პაციენტი ემსხვერპლა, 155,026 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

30 ოქტომბერი 2020, 11:32

ტექნოლოგიები

ბილაინის ჰაკათონის - Beeline Game Jam გამარჯვებული ცნობილია

ჰაკათონის სამუშაო დროის დასრულების შემდეგ ჟიური გაეცნო თითოეულ ნამუშევარს და რჩეული თამაში დაასახელა. გამარჯვებული გუნდი - AbsoluteZero, BTU-ს ოთხი სტუდენტისგან შედგება: საბა საყვარელიძე, ბექა ცინცაძე, რატი ალანია, ბექა დარჯანია. AbsoluteZero ბილაინის პარტნიორი გახდა და კომპანიასთან შემოსავლის გაყოფის მოდელით ითანამშრომლებს.

პაატა იმნაძე

30 ოქტომბერი 2020, 11:31

COVID19

პაატა იმნაძე: ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არჩევნებზე მისვლა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი გაიხსნება. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველა საარჩევნო უბანზე დეზიფექცია ჩატარდება.

კახა კახიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 11:31

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ ადამიანებს პატივი და ღირსება შეუნარჩუნა, ის ბიუჯეტს საპროცესო შეთანხმებებით და შესაბამისად, ხალხის ფულით არ ავსებს

„სიმართლე რომ გითხრა, როდესაც შევუდექი წინასაარჩევნო კამპანიას მეგონა რომ ძალიან ბევრი მაქვს ცხოვრებაში ნანახი და ბევრი ვიცი, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს კიდევ სხვა ციკლი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც უფრო მეტად დამაფიქრა, იმ სიკეთესთან ერთად რაც ვნახე ბევრი ბოროტებაც ვანახე, ამიტომ მე დღეს დღეს ვამთავრებ წინასაარჩევნო კამპანიას, ხვალ ჩვენ უმნიშვნელოვანესი დღე გველოდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 11:25

ეკონომიკა

დაზოგვის მსოფლიო დღე საქართველოში წელს მეცხრედ აღინიშნება

„დაზოგვის მსოფლიო დღე“ მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღნიშნება საქართველო ამ მასშტაბურ ღონისძიებას ტრადიციულად, წელსაც უერთდება, - ამის შესახებ ინფომრაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში 2012 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ინიციატივით იმართება. როგორც წესი, ამ ღონისძიებას კვირეულის სახე აქვს და მასში საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოა - ჭიანჭველა „გროვია“.