imedi /  07 ოქტომბერი 2020, 12:36 / სანდო წყარო

დაკარგული ილია ფილფანის მშობლები: თუ იცით, სად არის ამჟამად ბიჭი, მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ

როგალდ და ქსენია ფილფანები

როგალდ და ქსენია ფილფანები

თუ იცით, სად არის ამჟამად ბიჭი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის მშობლებმა, როგალდ და ქსენია ფილფანებმა განაცხადეს.

მათი თქმით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და ბავშვის გაუჩინარების ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება.

„2,5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს შვილს ვეძებთ. გამოძიება გრძელდება, ბავშვის გაუჩინარების ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება. საძიებო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზემო სვანეთის რეგიონს – ადგილს, სადაც ილია უკანასკნელად ნახეს და მესტია-ჯვრის მაგისტრალს. ინფორმაციის ნაკლებობა სამუშაოებს აფერხებს, ამიტომ გვსურს, ძებნაში დახმარებისთვის გამოვაცხადოთ ჯილდო. თუკი იცით, სად არის ამჟამად ბიჭი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ. ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს 30 000 ლარის ოდენობით. ჩვენთან კონტაქტი შესაძლებელია ტელეფონის, ფოსტის, სოციალური ქსელის მეშვეობით, შუამავლების დახმარებით ან თქვენთვის ხელსაყრელი ნებისმიერი გზით. ჩვენ ვიძლევით კონფიდენციალობის გარანტიას და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი ოჯახი თქვენს დევნას არ დაიწყებს“, - განაცხადეს დაკარგული ბიჭის მშობლებმა.

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +995 555 14 51 31 დავითი; +995 551 66 66 68 ალეკო; What’s App: +7 701 720 30 51; E-mail: pilpani@mail.ru; Facebook: Рогальд Пилпани; Ксения Пилпани; Instagram: kseniya_pilpani

შსს-ს ინფორმაციით, სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ყველა სიახლე

კახა კუკავა

26 ოქტომბერი 2020, 23:19

COVID19

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

„მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა COVID19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია, ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში“, - წერს კახა კუკავა.

26 ოქტომბერი 2020, 23:09

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 52 188 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 188 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 279 ადამიანი გარდაიცვალა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

26 ოქტომბერი 2020, 22:58

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს.

26 ოქტომბერი 2020, 22:42

სამართალი

ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში, ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. Imedinews-ის ინფორმაციით, ძალოვნებმა სახლიდან ნივთები გამოიტანეს. ასევე სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას ძმა და მშობლები.

26 ოქტომბერი 2020, 22:20

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 20 890 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 890 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 102 ადამიანი გარდაიცვალა.

მიხეილ სარჯველაძე

26 ოქტომბერი 2020, 22:00

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის დაცვა და ეს მიდგომა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება

„ქართული ოცნების„ ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება იქნება სამართალდამცველთა უზრუნველყოფა ცხოვრებისა და სამუშაოს ღირსეული პირობები.

26 ოქტომბერი 2020, 21:54

მსოფლიო

სომხეთის პრემიერის მეუღლე: ხვალიდან, ქალთა რაზმი სამხედრო მომზადებას დაიწყებს და რამდენიმე დღეში სამშობლოს საზღვრების დასაცავად გავემგზავრებით

სომხეთის პრემიერის მეუღლემ, ანა აკოპიანმა განაცხადა, რომ „სამხედრო მომზადების გავლასა და მთიან ყარაბაღში სამშობლოს საზღვრების დასაცავად წასვლას აპირებს“.

არჩევნები

26 ოქტომბერი 2020, 21:46

პოლიტიკა

Survation-ის კვლევით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%

Survation-ის კვლევის შედეგების მიხედვით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%. კვლევის შედეგები „რუსთავი2“-მა გამოაქვეყნა. სხვა მონაცემები ასე გადანაწილდა: „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5%; „ლელო“ - 4%; „ევროპული საქართველო“ - 4%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%; „გირჩი“ - 2%; „ლეიბორისტული პარტია“ -2%; სხვა პარტიებს ხმას აძლევს - გამოკითხულთა 3%.

კვლევა

26 ოქტომბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

Survation: მოსახლეობის 71% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

კომპანია Survation-ი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

დონალდ ტრამპი

26 ოქტომბერი 2020, 21:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ.

ბადრი ესებუა

26 ოქტომბერი 2020, 21:20

სამართალი

შსს-მ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:53

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: ტყუილია, თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა

„მცდარია ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და შემდეგ გაექცა“, - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ესებუას დააკავებენ, საზოგადოება უწყებისგან დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას.

26 ოქტომბერი 2020, 20:50

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლითაც მიმდინარეობს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლითაც მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:49

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული მედიის წარმომადგენლებმა, საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები მაინც გაავრცელეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სამინისტროს მოწოდების მიუხედავად, კონკრეტულმა მედია საშუალებებმა მიზანმიმართულად, საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები გაავრცელეს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:23

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოხდა და მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა.

26 ოქტომბერი 2020, 20:12

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 17 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 141 ადამიანი გარდაიცვალა.

ემი კონი ბარეტი

26 ოქტომბერი 2020, 20:06

მსოფლიო

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის.

26 ოქტომბერი 2020, 20:05

სამართალი

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მისი თქმით, ვინაიდან, საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

26 ოქტომბერი 2020, 19:56

მსოფლიო

ირანმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.

26 ოქტომბერი 2020, 19:41

სამართალი

ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში, ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა. ამ წუთებში სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, გარე პერიმეტრს სპეცრაზმი აკონტროლებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბადრი ესებუას სახლში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.