imedi /  08 ოქტომბერი 2020, 17:51 / სანდო წყარო

უცხოური მედია: თბილისმა გამოთქვა მზადყოფნა, უმასპინძლოს შეხვედრას ბაქოსა და ერევნის წარმომადგენლებს შორის

შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კიდევ ერთხელ განახლდა. მიმდინარე ესკალაციის და 12 ივლისს მომხდარი მცირე კონფრონტაციის შემდეგ ამ ხანგრძლივ კონფლიქტს აღარ უწოდებენ „გაყინულს“. და აქამდე მომხდარი ხანმოკლე ომებისგან განსხვავებით, რომლებიც სულ რამდენიმე დღე გრძელდებოდა, დღეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას პირი არ უჩანს, - გამოცემა Emerging-europe სტატიას სახელწოდებით ,,ცეცხლის შეწყვეტას პირი არ უჩანს - ბრძოლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო გრძელდება“ აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 1990-იანი წლების შემდეგ კონფლიქტის ყველაზე მძაფრმა ესკალაციამ კონფლიქტის ორივე მხრიდან უკვე, სულ მცირე, 179 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის სამოქალაქო პირები და ბავშვები და მოსალოდნელია, რომ ეს ციფრები ბევრად გაიზრდება, რადგან აზერბაიჯანს ჯერ არ გამოუქვეყნებია ოფიციალური მონაცემები.

როგორც ავტორი აცხადებს, მაშინ, როცა ორივე მხარე სულ უფრო ინტენსიურად ებმებოდა შეიარაღებულ კონფლიქტსა და საინფორმაციო ომში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და მოუწოდეს მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ.

მისი თქმით, მეზობელმა საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა წამოიწყეს დიალოგი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში.

,,ინტენსიური ბრძოლები თავდაპირველად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაიწყო, თუმცა სულ რამდენიმე დღეში სამხედრო ოპერაციებმა გადაინაცვლა ოფიციალურად აღიარებულ სომხურ და აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე. 1-ელ ოქტომბერს სომხეთის მთავრობამ გამოაქვეყნა განცხადება ერევნის მახლობლად - კოთაიგის და გეღარქუნიკის ოლქებში 4 აზერბაიჯანული დრონის ჩამოგდებასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ბაქო იტყობინებოდა, რომ სომხეთმა შეუტია 4 აზერბაიჯანულ სოფელს, რომელთაგან 2 იმყოფება ეგრეთწოდებული შეხების ხაზიდან და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქიდან - განჯიდან შორს. მიუხედავად ამისა, საარტილერიო შეტევების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს სადაო რეგიონი - მთიანი ყარაბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია. სტეფანაკერტის ინტენსიური დაბომბვა 2 დღე გაგრძელდა, რომლის დროსაც დაშავდა, სულ მცირე, 2 მოქალაქე და განადგურდა რამდენიმე შენობა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ შეიარაღებული თავდასხმების წამოწყებაში. მავანთა აზრით, აზერბაიჯანს უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდა სამხედრო შეტევის წამოსაწყებად, რადგან ქვეყანა ცდილობს იმ ტერიტორიებზე კონტროლის მოპოვებას, რომლებზეც უკვე დიდი ხანია აცხადებს პრეტენზიას მაშინ, როცა სომხეთის ინტერესებში უფრო სტატუს-კვოს შენარჩუნება შედის. მეორე მხრივ, ბაქოს თქმით, ერევანი ცდილობს კონფლიქტის ესკალაციის გამოყენებას ქვეყნის შიგნით არსებული უკმაყოფილებიდან ყურადღების გადასატანად და, საბოლოოდ, ოპოზიციისა და საზოგადოების შემოკრებას მმართველი პარტიის გარშემო. ომის დაწყების დღეს აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ მოიპოვეს კონტროლი ყარაბაღის სოფლებზე, თუმცა მოგვიანებით მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ უარყო ეს განცხადება, როგორც დეზინფორმაცია. მაშინ, როცა ორივე მხარე სულ უფრო ინტენსიურად ებმებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში და საინფორმაციო ომში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა (საფრანგეთი, რუსეთი და აშშ) გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და მოუწოდეს მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. მეზობელმა საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. გაერთიანებული სამეფოს, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა წამოიწყეს დიალოგი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ბაქო და ერევანი არ ამჟღავნებენ ძალადობის შეწყვეტის სურვილს. პარასკევს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა გააჟღერა „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში დაბრუნების“ მზადყოფნა, თუმცა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის - სტეფანაკერტის დაბომბვის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება „დღის წესრიგში დგას“. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, თავის მხრივ, გააჟღერა ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი პირობები, მათ შორის სომხური ჯარების გაყვანა „სადაო ტერიტორიების ნაწილებიდან“. მან ასევე მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, თავი შეიკავოს თებერვალში გაკეთებული განცხადების გამეორებისაგან, რომ „ყარაბაღი სომხეთია - ეს ასეა“, - წერს გამოცემა.

როგორც ავტორი მიიჩნევს, მთიან ყარაბაღში ომის განახლება საგანგაშოა მთლიანად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისთვის.

მისი თქმით, კონფლიქტის მხარეებსა და მათ რეგიონალურ მხარდამჭერებს შორის (თურქეთი აზერბაიჯანის, ხოლო რუსეთი სომხეთის მხარეს) მოქცეულმა საქართველომ მოუწოდა ეუთოს მინსკის ჯგუფს და სხვა საერთაშორისო ძალებს, უზრუნველყონ მოლაპარაკებები კონფლიქტის მხარეებს შორის.

,,თბილისმა გამოთქვა მზადყოფნა, უმასპინძლოს შეხვედრას ბაქოსა და ერევნის წარმომადგენლებს შორის. საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვს ორივე ქვეყანასთან, ხოლო მისი ხელისუფლება ხაზს უსვამს თბილისის ნეიტრალურ პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში. გარდა ამისა, საქართველოში ცხოვრობს სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეთა დიდი რაოდენობა. მათი თანაცხოვრება მშვიდობიანია, თუმცა ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ერევანსა და ბაქოს შორის დაძაბული ურთიერთობების მიმართ. უჭერს რა მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და აცხადებს რა ნეიტრალიტეტს, საქართველო ძირითადად კონცენტრირებულია საშინაო და რეგიონალურ სტაბილურობაზე. კონფლიქტის გამძაფრების კვალდაკვალ, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო აქტიურად მოუწოდებენ თავიანთ რეგიონალურ მხარდამჭერებს სამხედრო დახმარებისკენ. როგორც მთავარმა სატრანზიტო ქვეყანამ, საქართველომ აკრძალა ნებისმიერი სამხედრო შეიარაღების გატარება საკუთარ ტერიტორიაზე: „ესკალაციის დაწყებისთანავე დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით“. საქართველომ უარყო ბრალდებები, რომელთა თანახმად მან თითქოს საკუთარ ტერიტორიაზე გაატარა თურქეთიდან აზერბაიჯანისკენ მიმავალი სირიელი მებრძოლები, და ამას „საქართველოსა და ფართო რეგიონში სიტუაციის ესკალაციისკენ მიმართული“ დეზინფორმაცია უწოდა. რუსეთისა და თურქეთისთვის კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე ათწლეულებია, რაც წარმოადგენს ინტერესთა კონფრონტაციის წყაროს. ანკარა არ აცხადებს ნეიტრალიტეტს ამ კონფლიქტში. თურქებისა და აზერბაიჯანელებისთვის რეგიონის პოლიტიკას განსაზღვრავს მათი ეთნიკური კავშირები. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს. ჯერჯერობით ანკარის მხარდაჭერა გამოიხატება მხოლოდ მორალურ და პოლიტიკურ სოლიდარობაში, თუმცა ბოლო შეტყობინებების თანახმად, თურქეთი, სავარაუდოდ, სადაზვერვო და სამხედრო მხარდაჭერასაც ახორციელებს. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ერთობლივი განცხადების პასუხად, პრეზიდენტმა ერდოღანმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ზედაპირული“ მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებაზე. მისი აზრით, კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა „აზერბაიჯანის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება“,- წერს გამოცემა.

როგორც სტატიაშია აღნიშნულია, ესკალაცია კიდევ უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს რუსეთისთვის და მისი ურთიერთობებისთვის სომხეთთან.

ავტორის თქმით, ისტორიულად კრემლი ნეიტრალობას აცხადებს და ცდილობს კონფლიქტის მოგვარების პროცესის ხელშეწყობას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლში.

,,მიუხედავად ამისა, მოსკოვსა და ერევანს აკავშირებთ შეთანხმება, რომელიც რუსეთს ავალდებულებს, გაუწიოს სომხეთს სამხედრო მხარდაჭერა ამ უკანასკნელის ოფიციალურად აღიარებულ ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში. გარდა ამისა, სომხეთის სიდიდით მე-2 ქალაქში - გიუმრიში ქვეყნის ხელისუფლების თანხმობით (ერთადერთი შემთხვევა სამხრეთ კავკასიაში) განლაგებულია რუსეთის გარნიზონი. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რთული ურთიერთობები აქვს ფაშინიანის მთავრობასთან მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ქვეყნის სათავეში მოვიდა 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად. ამის მიზეზი კი გახლავთ ის ფაქტი, რომ მოსკოვს არ უყვარს ფერადი რევოლუციები თავის სამეზობლოში (როგორც ეს დავინახეთ საქართველოს, უკრაინის და, ამ ბოლო პერიოდში, ბელარუსის მაგალითზე). ამასთან, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ცდილობს დასავლეთთან პოლიტიკის დაბალანსებას. გარდა ამისა, კრემლმა გააღრმავა კავშირები ბაქოსთან. რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს როგორც ბაქო, ისე ერევანი. როგორც ჩანს, ბაქო ბევრად უფრო სწრაფად ახორციელებს მილიტარიზაციას და უფრო მეტ ფულს ხარჯავს ამ მიმართულებით, ვიდრე ერევანი, რომელიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია რუსულ გარნიზონზე გიუმრიში. გარდა ამისა, აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, რაც ზრდის მოსკოვის დაინტერესებას პრეზიდენტ ალიევთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაში. მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე სამხედრო კონფლიქტზე მოსკოვის რეაქცია ჯერჯერობით უჩვეულოდ დაბალანსებულია, მიუხედავად თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის ურყევი მხარდაჭერისა. დიდი ალბათობით, კრემლი ელოდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და აკვირდება თურქეთის ჩართულობის ხარისხს. იგი ასევე შეეცდება ერევნის დაყოლიებას დათმობებზე და შემდეგ განიხილავს ვარიანტებს, რომელ მხარეს დაუდგეს გვერდში. მოსკოვში კარგად ესმით, რომ ომში პირდაპირი ჩარევა მას ან ერევანთან ან ბაქოსთან ურთიერთობების ფასად დაუჯდება. ამჯერად სასწორზე ძალიან ბევრი დევს და რუსეთს არ უღირს არც ერთი მხარის განაწყენება. მეორე მხრივ, ნეიტრალიტეტი და სამხედრო მხარდაჭერაზე უარის თქმა, რაც ეწინააღმდეგება ხსენებულ შეთანხმებას, გამოიწვევს სომეხი ხალხისა და მთავრობის სერიოზულ უკმაყოფილებას“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც გამოცემა წერს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც ჯერ კიდევ 1988 წელს დაიწყო, ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტია სამხრეთ კავკასიაში.

ავტორი აცხადებს, რომ ეს რეგიონი, რომელიც მჭიდროდაა დასახლებული ეთნიკური სომხებით, წარსულში გახლდათ აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ავტონომიური ოლქი.

,,კონფლიქტი გაჩაღდა მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის საკანონმდებლო ორგანომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო რეზოლუცია სომხეთთან შეერთებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ოლქი აზერბაიჯანის საზღვრებში მდებარეობდა. 1991-1994 წლების ომმა მოიტანა ორივე მხრიდან იძულებით გადაადგილებულთა და გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა (დაახლოებით 700 000 აზერბაიჯანელი და 235 000 სომეხი იძულებული იყო, გადახვეწილიყო, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ შეადგინა თითქმის 25 000). მთიან ყარაბაღს და აზერბაიჯანის ოფიციალურ ტერიტორიაზე მყოფ მის 7 მიმდებარე ტერიტორიას სრულად ან ნაწილობრივ აკონტროლებენ სომხები. ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით 1994 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაწერილია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების მრავალწლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას“, - წერს გამოცემა.

ავტორის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარმოუდგენლად რთულია. ეს გახლავთ ეთნიკურ-ტერიტორიული კონფლიქტი, რომელიც ასახავს დაპირისპირებას 2 ფუნდამენტურ პრინციპს შორის: ტერიტორიული მთლიანობა აზერბაიჯანის შემთხვევაში და რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხების თვითგამორკვევის უფლება.

„კონფლიქტის დინამიკაზე დიდი გავლენა აქვს ორივე რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკას და მოვლენებს. შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტის ფესვები ღრმად არის გამჯდარი სომხურ და აზერბაიჯანულ საზოგადოებებში და მნიშვნელოვანწილად აღიქმება, როგორც სახელმწიფოებრივი საკითხი. ორივე მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს განსაზღვრავს ბრაზი, ტრავმა და „ნულოვანი ჯამის“ რეალობის აღიარება. გარდა ამისა, ეს კონფლიქტი ორივე რესპუბლიკას უბიძგებს მილიტარიზაციის შემდგომი გაძლიერებისკენ. 2019 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთში მთავრობის ხარჯებმა სამხედრო სფეროზე შეადგინა 11.3 და 19.8%, შესაბამისად. ორივე ხელსუფლება არ იშურებს ინვესტიციებს შეიარაღების მოდერნიზაციისთვის. კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის თანახმად, 2006-2015 წლებში დაფიქსირდა მძიმე შეიარაღების დაახლოებით 176 ერთეული, 2015 წლიდან განხორციელდა 70 სპეცოპერაცია, ხოლო დაზვერვის მიზნებისთვის გამოიყენება დრონები (მათ შორის კამიკაძე დრონები). მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ხშირად მოიხსენებენ, როგორც „გაყინულს“, თუმცა 2016 წლის აპრილში 4-დღიანმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ შეარყია „არც ომის და არც მშვიდობის“ ატმოსფერო და როგორც ორივე რესპუბლიკის, ისე კონფლიქტის შუამავლების, წინაშე დააყენა ჩიხიდან გამოსვლის გზების მოძიების საკითხი. სამშვიდობო პროცესმა ეუთოს მინსკის ჯგუფისა და მისი თანათავმჯდომარეების შუამავლობით ვერ მოიტანა შედეგად კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება, თუმცა 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ მართლაც შედგა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, მათ შორის დისკუსიები პარიზში, კი-უესტში და პრაღის პროცესის ფარგლებში, რომელთა შედეგად აზერბაიჯანის ახალდანიშნულმა პრეზიდენტმა ალიევმა და სომხეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, რობერტ კოჩარიანმა დადეს დიალოგის გაგრძელების პირობა. იმედით სავსე მოლოდინების მიუხედავად, პრაღის პროცესმა სიტუაციაში გარდატეხა ვერ შეიტანა და მას მალევე მოჰყვა „მადრიდის პრინციპები“ (ასევე ცნობილი „ძირითადი პრინციპების“ სახელით), რომლებითაც განისაზღვრა ისეთი ასპექტები, როგორიცაა რეგიონის სტატუსის შუალედური და საბოლოო დადგენა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლება შინ დაბრუნებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება და მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიების დაბრუნება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ. როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული საზოგადოება გააფთრებით შეეწინააღმდეგა ამ პრინციპების განხორციელებას, რასაც რიგი მიზეზები ჰქონდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება რეგიონის სტატუსის დადგენამდე განსაკუთრებით საგანგაშო აღმოჩნდა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღისთვის“,- წერს გამოცემა.

ავტორი მიიჩნევს, რო როგორც აზერბაიჯანელებს, ისე სომხებს შორის ბევრი მიზეზით იზრდება უკმაყოფილება, მათ შორისაა ნულოვანი ჯამის რეალობის აღიარება, მოლაპარაკებების რაუნდების შემდეგ ხელშესახები შედეგების ნაკლებობა და ორივე რესპუბლიკაში მილიტარისტული რიტორიკის წახალისება.

,,მიუხედავად ამისა, 2018 წელს ჩიხში შესულ სამშვიდობო პროცესში გარდატეხის პოზიტიური ნიშნები გაჩნდა, რაც დაკავშირებული იყო სომხეთის ხავერდოვან რევოლუციასთან და ფაშინიანის არჩევასთან ქვეყნის პრეზიდენტად, ასევე ყარაბაღის აზერბაიჯანული თემის ახლი ხელმძღვანელის დანიშვნასთან, რომელიც, მოლოდინების თანახმად, უნდა ყოფილიყო უფრო მოქნილი სომხურ მხარესთან კონტაქტების დამყარების მხრივ. 2019 წლის იანვარში ორივე რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ მოსახლეობის მშვიდობისთვის მოსამზადებლად აუცილებელი ზომების მიღებასთან დაკავშირებით. რიტორიკაში გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, ორივე მხარე იჩენდა სიფრთხილეს სამშვიდობო პროცესის შეფასებისას და არ ამჟღავნებდა კომპრომისებზე წასვლის სურვილს“,- ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, საერთაშორისო ყურადღების და თავშეკავებისკენ მოწოდებების მიუხედავად, ომი გრძელდება და ორივე მხარეს იზრდება მსხვერპლთა რაოდენობა.

როგორც სტატიაშია აღნიშნულ, არსებობს გარკვეული ოპტიმიზმი, რომ ძალადობა შეწყდება და მხარეები ისევ მოლაპარაკებებს მიუბრუნდებიან.

მიუხედავად ამისა, პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის მნიშვნელობაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ორი რამ: 1) შიდა პოლიტიკა და იდენტობის საკითხი, რაც ასე ხშირად უშლის ხელს სომეხ და აზერბაიჯანელ ლიდერებს კომპრომისებზე წასვლაში; 2) აუცილებელია თანმიმდევრული და ეფექტიანი საერთაშორისო და რეგიონალური ჩართულობა, რათა შეიქმნას პოზიტიური შედეგის მოლოდინი და მხარეები დარწმუნდნენ, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტის მოსაგვარებლად. სამხრეთ კავკასიელებმა კარგად იციან ომის ფასი და მშვიდობის მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი საწინააღმდეგოზე მიუთითებს. მთელი რეგიონის მასშტაბით იგრძნობა იმედისმომცემი მინიშნებები: ქართველი ექსპერტები და მშვიდობისმყოფელი აქტივისტები მოუწოდებენ მშვიდობისკენ, აზერბაიჯანის მემარცხენე ახალგაზრდობამ გააკეთა განცხადებები ომის დასაგმობად, ხოლო სომეხი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების პოსტები სოციალურ მედიაში ადასტურებს მშვიდობის მხარდამჭერი სულისკვეთების არსებობას. მშვიდობისკენ ხსენებულ მოწოდებებში გაჟღერებულია არა მხოლოდ ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნა, არამედ კონფლიქტის ძირეული ტრანსფორმაციის მოთხოვნაც რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად“, - წერს უცხოური მედია.

ყველა სიახლე

24 ოქტომბერი 2020, 01:03

ტაბლოიდი

იტალიაში, ერთ-ერთ ფერმაში მწვანე ბეწვიანი ლეკვი დაიბადა

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე ერთ-ერთ ფერმაში დაიბადა ლეკვი, რომელსაც მწვანე შეფერილობის ბეწვი აქვს. ამის შესახებ გამოცემა Local 12 წერს. ფერმერ კრისტიან მაიოჩის ფერმაში დაბადებული მწვანებეწვიანი ლეკვის დედა თეთრი შეფერილობისაა, ასევე თეთრი ბეწვით დაიბადნენ დანარჩენი ლეკვებიც.

24 ოქტომბერი 2020, 00:58

მსოფლიო

ესპანეთის სასამართლომ იტალიური მაფიის მეთაური შეცდომით გაათავისუფლა

ესპანეთის სასამართლომ იტალიური მაფიის მეთაური შეცდომით გაათავისუფლა. ამის შესახებ El Pais წერს. 2018 წლის ოქტომბერში იტალიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა იტალიური მაფიის და შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელის ვიტორიო რასოს საქმის გამოძიება დაიწყეს. მას სამართალდამცველები გამოძალვის ორი ფაქტის გამო ეძებდნენ. კერძოდ მაფია გასცემდა მსხვილ სესხებს (40-50 ათასი ევრო 10%-ად) შემდეგ ფულის ამოღებას სასტიკი მეთოდებით ცდილობდა.

24 ოქტომბერი 2020, 00:44

ტაბლოიდი

ჩინეთში 14 წლის ბიჭი, სიმაღლის გამო შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს

ჩინეთში 14 წლის სკოლის მოსწავლის სიმაღლემ 221 სანტიმეტრი შეადგინა. მან განაცხადი გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებთან გადაგზავნა, რადგან „მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოზარდის“ ტიტულის პრეტენდენტია. ამის შესახებ Daily Mail წერს.

აკაკი ტაბუცაძე

24 ოქტომბერი 2020, 00:25

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართულ ტესტ-მატჩში 7:48 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართულ ტესტ მატჩში 7:48 დამარცხდა.

24 ოქტომბერი 2020, 00:22

პოლიტიკა

24 ოქტომბერს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქუთაისში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს

24 ოქტომბერს, 14.00 საათზე, ქუთაისში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს.

პოლ მაკკარტნი

24 ოქტომბერი 2020, 00:11

კულტურა

პოლ მაკკარტნი ახალ ალბომს გამოუშვებს, რომელიც კარანტინის დროს ჩაწერა

„მუსიკას ვწერ, ანტიბაქტერიული ხსნარის გამოყენება არ მავიწყდება და ვცდილობ საზოგადოებისგან თავი შორს დავიჭირო“, - აღნიშნა მაკკარტნიმ.

შერონ სტოუნი

23 ოქტომბერი 2020, 23:55

ტაბლოიდი

62 წლის შერონ სტოუნმა ჟურნალ Vogue-სთვის ფოტოსესია გამართა

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობმა, პროდიუსერმა და ფოტომოდელმა შერონ სტოუნმა ჟურნალ Vogue-ს ბერძნული გამოშვებისთვის ფოტოსესია მოაწყო.ერთ-ერთ ფოტოზე 62 წლის სტოუნს დიზაინერ სარა სოკოლის გრძელი, გამჭვირვალე კაბა აცვია და ფართე ფარფლებიანი ქუდი ახურავს, უკანა ფონზე კი ცხენები და მხედრები ჩანს.

ჟოზეპ ბორელი

23 ოქტომბერი 2020, 23:50

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი და მაიკ პომპეო გარე მხარეებს მოუწოდებენ, ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ სახიფათო ქმედებებისგან თავი შეიკავონ

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული კონფლიქტი სატელეფონო საუბარში განიხილეს.

სოზარ სუბარი

23 ოქტომბერი 2020, 23:23

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: თუ ბიზნესმენი სამგორის რაიონში ბიზნესს წამოიწყებს და ადგილობრივ მოსახლეობა დაასაქმებს, მას სახელმწიფო არსებულ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს

ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც გადაწყვეტს, რომ სამგორის რაიონში ბიზნესი წამოიწყოს და სამგორის მოსახლეობა დაასაქმოს, მას სახელმწიფო არსებულ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტმა სოზარ სუბარმა მოსკოვის გამზირის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანმა საარჩევნო პროგრამა მეწარმეებს გააცნო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ილია თამარაშვილთან ერთად, მეწარმეებსა და სტარტაპერებს შეხვდა.

ნათია მეზვრიშვილი კახაბერ ქემოკლიძე

23 ოქტომბერი 2020, 23:09

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი NDI-ის პრეზიდენტს: არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და უსაფრთხოება კორონავირუსის გათვალისწინებით

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და პანდემიის პირობებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ვიდეოკონფერენციის ძირითადი თემები.

იოსებ ხახალეიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 23:08

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: მინდა თითოეულ მოქალაქემდე მივიტანო ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს„ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები ამჯერად გელათის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა. იოსებ ხახალეიშვილი ადგილობრივებს მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტულობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარებაში მოსახლეობის ჩართულობას უკავშირდება.

23 ოქტომბერი 2020, 22:39

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 032 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 184 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ქუთაისი ნაცმოძრაობა

23 ოქტომბერი 2020, 22:34

რეგიონი

ბაგრატის ტაძართან „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ბორჯღალოსნები

23 ოქტომბერი 2020, 22:27

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს მართავს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს მართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟის ხილვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არის შესაძლებელი.

23 ოქტომბერი 2020, 22:26

COVID19

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, საზაფხულო სეზონის დროს ურუგვაი საზღვრებს დახურავს

ურუგვაის პრეზიდენტის, ლუის ლაკაიე პოუს განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, საზაფხულო სეზონის დროს ქვეყნის საზღვრები დაიხურება.

23 ოქტომბერი 2020, 21:56

საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, საბურთალოზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე მოხდა მოკლე ჩართვა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

23 ოქტომბერი 2020, 21:46

COVID19

ჯანმოს დირექტორი: გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უახლოეს თვეებში უკიდურესად რთული იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უახლოეს თვეებში უკიდურესად რთული იქნება.

23 ოქტომბერი 2020, 21:24

სამართალი

ავჭალაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალებია ცნობილი

ავჭალაში მოკლული კაცი ვალერიან ნემსიწვერიძეა, ამას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი ადასტურებს. ნიკოლოზ წულეისკირის განცხადებით, ის გარდაცვლილის ნათესავიცაა. მისივე თქმით, მომხდარის მიზეზებზე არაფერი იცის.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 21:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სომხეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს - სომხები შესანიშნავი ხალხია, მათ დავეხმარებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებებზე ძალიან კარგი პროგრესი შეინიშნება.