imedi /  09 ოქტომბერი 2020, 18:41 / სანდო წყარო

„ევროპის უნივერსიტეტმა“ ადმინისტრაციის თანამშრომლები და აკადემიური პერსონალი დააჯილდოვა

„ევროპის უნივერსიტეტის“ მმართველმა რგოლმა თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ადმინისტრაციის თანამშრომლები და აკადემიური პერსონალი დააჯილდოვა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ამჯერად 80 თანამშრომელი დაჯილდოვდა, მათ შორის ადმინისტრაციული პერსონალის 55 წარმომადგენელი და 25 აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

ღონისძიება მედიცინის ფაკულტეტის კორპუსის ეზოში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა და ის "ევროპის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა ლაშა კანდელაკიშვილმა გახსნა, რომელმაც თანამშრომლებს და აკადემიურ პერსონალს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხა.

ამასთან, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა გასული სასწავლო წელი შეაჯამა და აკადემიურ პერსონალს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამომავლო გეგმები გააცნო.

თანამშრომლებს სპეციალური სიგელები და დიპლომები უნივერსიტეტის რექტორმა თამარ კერძაიამ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორებთან და ფაკულტეტის დეკანებთან ერთად გადასცა.

„ევროპის უნივერსიტეტს“ შემუშავებული აქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხდება ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შეფასება. ადმინისტრაციული თანამშრომლები ფასდებიან 360-გრადუსიანი შეფასებით, რომელშიც მონაწილეობენ, როგორც უშუალო ხელმძღვანელები, ასევე კოლეგები, დაქვემდებარებულები და სტუდენტები. აკადემიური პერსონალის შეფასება კი გულისხმობს მათი აკადემიური და სამეცნიერ-კვლევითი საქმიანობის შეფასებას, რომელშიც ჩართული არიან როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ასევე სტუდენტები.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 11:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ,,ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ხაზია მუდმივი შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღემდე მტრობენ მართლმადიდებელ ეკლესიას. ადამიანი ან მორწმუნეა, ან არამორწმუნე. შეიძლება ადამიანი იყოს არამორწმუნე, მაგრამ თუ იგი რაციონალურია და რაღაც გრძნობები აქვს, ხომ უნდა აცნობიერებდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ წამს, ესაა მისი ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ილია ჭავჭავაძემ სამ სიტყვაში ჩამოაყალიბა: მამული, ენა, სარწმუნოება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

British Airways

22 ოქტომბერი 2020, 11:12

ეკონომიკა

British Airways-ის მფლობელმა 1.3 მილიარდი ევრო იზარალა

British Airways-ის მფლობელმა (IAG) ფრენებზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო 1.3 მილიარდი ევრო დაკარგა. მესამე კვარტლის მონაცემი Reuters-მა კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1595 ადამიანს დაუდასტურდა, 398 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საართველოში კორონავირუსის 21-ი ათას 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ცხრა ათას სამი. გარდაცვლილია 172-ი, კარანტინის რეჟიმშია ოთხი ათას 462-ი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება სამი ათას 71-ი, კოვიდ სასტუმროში კი, ათას 772-ი პაციენტი იმყოფება.

22 ოქტომბერი 2020, 10:52

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 11,287 ადამიანს დაუდგინეს, 30 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2020, 10:44

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 55,838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 55,838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,706,946-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 702 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 116,616-ს აღწევს. ჯამში 6,874,518 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 10:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი

საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო სწორედ დავით გარეჯის ირგვლივ. ეს არის ჩვენი კულტურული მემკვდრეობა, ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ “იმედის“ ეთერში. მისი თქმით, დავით გარეჯის მიმართ უდიერი დამოკიდებულება, უკვე წყალგამყოფია.

ჯარედ ლეტო ჯოკერის როლში

22 ოქტომბერი 2020, 10:02

კულტურა

ჯარედ ლეტო ჯოკერის როლს დაუბრუნდება

ლეტო „სამართლიანობის ლიგის“ დამატებით გადაღებებში მიიღებს მონაწილეობას და ფილმი სურათ „თვითმკვლელთა რაზმის“ სიუჟეტურ ხაზს გააგრძელებს, რომელშიც ლეტომ DC-ის კომიქსების საკულტო გმირი პირველად განასახიერა.

ქართული ოცნება

22 ოქტომბერი 2020, 09:45

პოლიტიკა

დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თელავში საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს

ღონისძიება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. რიგით მეორე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამული მიმართულებები.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 09:36

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,3 მილიონს გადააჭარბა

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (222 176). მეორე ადგილზე ბრაზილია (155 403), ხოლო მესამეზე ინდოეთი (115 914).

მერაბ ქვარაია

22 ოქტომბერი 2020, 09:19

რეგიონი

მერაბ ქვარაია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული

„ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს სამართალდამცველებმა, თორემ შეიძლება მართლაც ფატალური შედეგი დამდგარიყო, რადგან ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, ჩვენ ვადევნებდით თვალს და ვხედავდით, რომ ის არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული, პროფესიონალი. ნებისმიერ წუთს მოსალოდნელი იყო მძიმე შედეგით დასრულება ამ ფაქტის“, - განაცხადა დეპუტატმა.

კორონავირუსი ვაქცინა

22 ოქტომბერი 2020, 08:51

COVID19

ბრაზილიაში AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა

საუბარია შვედურ-ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს პრეპარატზე. მოხალისე - 28 წლის ბრაზილიელი ექიმი - 15 ოქტომბერს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ასევე ცნობილია, რომ მან ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობა ივლისში მიიღო, რა დროსაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღო. სექტემბერში კაცს კორონავირუსი დაუდგინდა.

Show Me The Monet

22 ოქტომბერი 2020, 08:45

კულტურა

ბენქსის ნახატი 7.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ნახატი ცნობილი ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს ტილოს, „იაპონური ხიდის“ ანალოგია, თუმცა პეიზაჟის იდილიას საყოფაცხოვრებო ნარჩენები არღვევს. ხიდის ქვეშ ლილიების ნაცვლად მარკეტის ურიკები და საგზაო ნიშნები ყრია.

ბარაკ ობამა

22 ოქტომბერი 2020, 08:27

მსოფლიო

ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა

„მინდა დახმარება გთხოვოთ იმისათვის, რომ თეთრ სახლში ჯო ბაიდენი და კამალა ჰერისი შევიდნენ“, -განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ფილადელფიაში ბაიდენის მხარდამჭერ მიტინგზე. ობამამ ტრამპი სახელმწიფოს მართვის უუნარობისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თანამოქალაქეებს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ირაკლი კვარაცხელია

22 ოქტომბერი 2020, 08:17

რეგიონი

ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს

„თავიდან ის იყო ძალიან აგრესიული, მაგრამ საბედნიეროდ მძევლად ვინც იყო, ყველამ ერთად მოახერხა ის, რომ ეს ადამიანი კომუნიკაბელური გახდა უფრო მეტად. სამართალდამცველებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვა მძევლის დახმარებით. მძევალს დაარეკინა სადღაც და ჰქონდა ხმამაღალზე ჩართული, სპიკერზე და თვითონ უსმენდა, ეუბნებოდა რა გაეცა პასუხი. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა თვითონაც ჩაერთო ლაპარაკში, მაგრამ ეს იყო ერთეულები“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

ამინდი

22 ოქტომბერი 2020, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში პერიოდულად მოიღრუბლება. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ვლადიმერ ბორცვაძე

22 ოქტომბერი 2020, 05:20

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არავის დაზიანება არ აქვს

გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განუცხადა. მისი თქმით, მძევლების ნაწილი უკვე გამოიკითხა, ნაწილთან კი საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

22 ოქტომბერი 2020, 05:10

სამართალი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

კარგად ვარ, ორივე მძევალი კარგად არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ ჟურნალისტებს განუცხადა. სხვა დეტალებზე მას ჟურნალისტებთან არაფერი უთქვამს. გალდავა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კადრში კიდევ ორ მძევალთან ერთად ჩანს. ის ახლა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. წალენჯიხის პოლიციაშია ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე. მისი თქმით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „არავის დაზიანება არ აქვს. ყველა მძევალთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა ბორცვაძემ.

22 ოქტომბერი 2020, 04:53

სამართალი

შსს: ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

22 ოქტომბერი 2020, 04:50

სამართალი

გათავისუფლებული ბოლო მძევლები ამ წუთებში წალენჯიხის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

გათავისუფლებული მძევლები ამ წუთებში წალენჯიხის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. სავარაუდოდ მათთან ერთადაა სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა. გათავისუფლებული მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუსთან არსებულ ტყეში გაათავისუფლა და გაიქცა. თუმცა მძევლის გაქცევასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელია. წალენჯიხის პოლიციასთან მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები. იქ სავარაუდოდ არიან ყოფილი მძევლების ახლობლები.