10 ოქტომბერი 2020, 15:17 / სანდო წყარო

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოდან გერმანიაში შესვლასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები ამოქმედდა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბრის 00.00 საათიდან ძალაში შევიდა საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები. აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება, ასევე ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტაინის, შვეიცარიის, ნორვეგიის და ისლანდიის მოქალაქეთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი).

აღნიშნული შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში. საელჩო ამ შემთხვევათა ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელსაც Imedinews-ი უცვლელად გთავაზობთ.

ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი,

გერმანიაში დასაქმებული პირები და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა დასაქმება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,

მეზღვაურები გემზე ასასვლელად დანიშნულების ნავსადგურამდე ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში,

სასაქონლო გადაზიდვების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი,

სასოფლო სამეურნეო სფეროში სეზონურად დასაქმებული პირები,

სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი, კერძოდ, სასწავლო მიზნით შესვლა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი სრულდება შემდეგი წინაპირობები:

სახეზეა სასწავლო მიზნით გაცემული ვიზა (მათ შორის ძირითად სასწავლო პროგრამასთან ინტეგრირებული ენის კურსის ჩათვლით), წარდგენილ იქნება საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო ჩართულობა), ასევე შესაძლებელია ქვეყანაში შესვლა ენის კურსზე დასწრების მიზნით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოსვლის მომენტში პირი შეძლებს დაადასტუროს, რომ შესაბამის სფეროში განათლების მიღების წინაპირობას კონკრეტული ენის კურსის წარმატებით გავლა წარმოადგენს (ამ შემთხვევაში დაუშვებელია შუალედურ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება და ძირითად საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით გერმანიაში ხელმეორე შემოსვლა). ანალოგიურად შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღიარების მიზნით. ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო ჩართულობა). გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შესვლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების ისევე, როგორც ცალკეული სასწავლო სემესტრების გავლის მიზნით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა უმაღლესი განათლების მიღების მიზნით შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვანი გავლა უცხოეთიდან ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შესვლა სკოლა-ინტერნატებში სწავლის მიზნით. აღნიშნული მოიცავს წინასწარ ენის კურსში მონაწილეობას, თუკი ხსენებული ენის კურსის დაწყების მომენტში სახეზეა სკოლა-ინტერნატში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვეყანაში ყოფნის დაგეგმილი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.

ოჯახის გაერთიანების მიზნით მიმავალი უცხოელი ოჯახის წევრები, აგრეთვე ოჯახური სტუმრობა გამოწვეული მნიშვნელოვანი გარემოებით,

პირები, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ან ჰუმანიტარული მფარველობით,

პირები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას,

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფუძვლები შესაძლოა სახეზე იყოს, როდესაც მკურნალობა მხოლოდ გერმანიაშია შესაძლებელი, ან პაციენტის მკურნალობა სამშობლოში შეუძლებელია განხორციელდეს, ან მკურნალობა უკვე დაწყებულია, ან თუკი მკურნალობის გარეშე რეალურია საფრთხე პაციენტის ჯანმრთელობისთვის. ეს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით უნდა დამტკიცდეს. შესვლისას პაციენტს შეიძლება თან ახლდეს ორ საჭირო თანმხლებ პირამდე.

დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მუშაკები, სამხედრო პერსონალი, აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები,

რეპატრიანტები,

ტრანზიტული მგზავრები

ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:

1. არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება,

2. გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;

3. პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.

ტრანზიტული გავლის დროს წარმოსადგენია 1,2, და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახმელეთო ან საჰაერო სამგზავრო ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვა).

ზემოაღნიშნული პირობებით შესაძლებელია გერმანიაში ტრანზიტული გავლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით.

დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს ვებგვერდზე.

ქვეყანაში შესვლის უფლების მიცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სასაზღვრო საკონტროლო პუნქტებზე მომუშავე, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეების დისკრეციის სფეროს.

ტურისტული მიზნით მგზავრობა ნებადართული არ არის.

ამასთან, ვინაიდან გერმანული მხარის მიერ 2020 წლის 7 ოქტომბრიდან საქართველო შეყვანილ იქნა ე.წ. რისკის ქვეყნების ჯგუფში, საქართველოდან გერმანიაში მიმავალმა პირებმა საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR -ტესტის ნეგატიური პასუხი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ტესტის არქონის შემთხვევაში, გათვალისწინებულია 14-დღიანი თვითიზოლაციის/კარანტინი სახლის პირობებში ვალდებულება. ვინაიდან გერმანიის ფედერალურ მიწებზე კარანტინის საკითხები განსხვავებულად რეგულირდება, მგზავრებმა ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ, მათი საბოლოო დანიშნულების ადგილის მიხედვით, შესაბამისი ფედერალური მიწის პასუხისმგებელ უწყებებს.

გერმანიის თექვსმეტივე ფედერალური მიწის ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურის მოძიება შესაძლებელია ამ ვებგვერდზე.

საელჩო მოქალაქეებს სთხოვს, გაითვალისწინონ, რომ კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციები და დაწესებული შეზღუდვები ყოველდღიურად იცვლება.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღევანდელი შედეგებით, გამარჯვებულია არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ - მთელი ქვეყანა

„„დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. პირველ რიგში, გაიმარჯვა იმ ხალხმა, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად, გაიმარჯვა ყველა იმ მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა“.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:43

პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილმა უკრაინაში თავის სამსახურზე იზრუნოს, მაქვს ინფორმაცია, რომ გამოგდებას უპირებენ

მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა, კახა კალაძე ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 20:37

სამართალი

პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის წარმომადგენლებზე მსჯავრდებულების თავდასხმის ფაქტს უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის წარმომადგენლებზე მსჯავრდებულების თავდასხმის ფაქტს უარყოფს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს.

კახა საბანაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:36

სამართალი

კახა საბანაძე: გლდანში მომხდარ ინციდენტზე, მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი, სავარაუდოდ,ნივთის დაზიანებით დაწყებული გამოძიების გადაკვალიფიცირება მოხდება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ სამინისტროში არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილ ინციდენტებზე გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, გლდანში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროს გამოცემა "პუბლიკის" პროფესიულ საქმიანობაში შესაძლო ხელის შეშლის ფაქტზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

თორნიკე რიჟვაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:34

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: ქვეყანას ვულოცავ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს, კიდევ ერთ ღირსეულ, თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს

„ოპონენტებს ვეტყოდი, რომ ხალხის განწყობა, ხალხის ნდობა არის ერთმნიშვნელოვანი, ამიტომ ახლა ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს, უნდა მოვახდინოთ სრული კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და რა თქმა უნდა, არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმე შეძლებს ამ შედეგების დაზიანებას, დესტრუქციას ან დესტაბილიზაციას“, - განაცხდა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

ბექა ოდიშარია

31 ოქტომბერი 2020, 20:33

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ემოცია არის დიდი მადლიერება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ არიან ძალიან ბრძენი, გონიერი გენის წარმომადგენლები

„ჩვენ ბედნიერები ვართ იმითი, რომ ადამიანები დაინახეს ის, რაც კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ ფეიკ ნიუსების, სიძულვილის, ადამინების ცილისწამების ღვარცოფმა წაიღო მედიასივრცე, (რა თქმა უნდა, ყველა მედიას არ ვგულისხმობ) ადამიანებმა გააკეთეს სწორი ანალიზი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გიორგი გახარია

31 ოქტომბერი 2020, 20:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ გავიმარჯვეთ, მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთეს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანაში, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 20:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მხარდამჭერებს: თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში განსაკუთრებულია

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს მოვიდა და თავისი არჩევანი დააფიქსირა, პირველ რიგში ჩვენს მხარდაჭერებს მინდა მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ რუსთაველის მოედანზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველომ გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი დემოკრატიისკენ

გაიმარჯვა ჩვენმა საზოგადოებამ, „ქართული ოცნება“ არის საზოგადოებრივი ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლის შედეგების გასაჯაროების შემდეგ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 20:15

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ როგორც პარტია მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში

ის, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პარტია მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყნას - ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. და რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით ბევრი დრო მოანდომეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თანამებრძოლს, - ამის შესახებ კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 20:02

პოლიტიკა

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი მაჟორიტარები. ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი.

31 ოქტომბერი 2020, 20:00

პოლიტიკა

საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა

საქართველოს მასშტაბით, კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში 3 657 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ 52 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა.

ნინო ციციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 19:52

სამართალი

კახა საბანაძე: პოლიცია რეაგირებას მოახდენს და მყისიერად აღკვეთს ყველა სამართალდარღვევას, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა​

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს არჩევნების პროცესში უსაფრთხოების დაცვა და ამომრჩევლის თავისუფალი ნების უზრუნველყოფა. ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და მყისიერად აღკვეთს ყველა სამართალდარღვევას, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ექნება გარკვეული შფოთვა არჩევნების წაგების შემდეგ

სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ექნება გარკვეული შფოთვა არჩევნების წაგების შემდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების" ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის ელჩის გზავნილი ეკუთვნის იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებს აგებენ

კელი დეგნანის გზავნილი ეკუთვნის იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აგებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არსებითი ხარვეზები არ ყოფილა და ეს დაფიქსირდება საერთაშორისო პარტნიორების ანგარიშებში

„ყველამ დაინახა, რომ პროცესი იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი, სათანადოდ წარიმართა საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღეც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თეა წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 19:21

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ უბრალოდ არ უნდა წარმოიდგინოს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩება

„ნაციონალურ მოძრაობას“ იმის განცდაც ჰქონდა, რომ როდესაც ჩვენი ბიჭები და არა მხოლოდ ჯარისკაცებს ვგულისხმობ, მათ შორის სამოქალაქო პირებიც წამების მსხვერპლი იყვნენ და სიცოცხლე წაართვა მათ რუსეთის ფედერაციამ, იმ დღეს ცეკვა-თამაში გამართეს ცენტრალურ მოედანზე, 2008 წლის აგვისტოს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ისინი ყოველთვის ზეიმობენ იმას რაც არ არის საზეიმო. მათ იციან უკვე, რომ წაგებული აქვთ ეს არჩევნები და ეს იცოდნენ არჩევნებამდე ბევრად ადრე. ჩვენ საზოგადოებას ამის შესახებ წინასწარ ვუთხარით. 1-1-ში ემთხვევა ის ქმედებები, რასაც ისინი დღეს სჩადიან. არ არის გამორიცხული ისინი, რაც უფრო მივუახლოვდები 20:00 საათს კიდევ უფრო განერვიულდნენ, რადგან მათ უბრალოდ არ უნდათ წარმოიდგინონ, რომ მესამე ვადიტ „ქართული ოცნება“ დარება ხელისუფლებაში“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში არჩევნების დღემ ჩაიარა არსებითად მშვიდად და ხარვეზის გარეშე

მისი თქმით, იყო რამდენიმე უბანი, სადაც პროვოკაციები ხორციელდებოდა. „რაც შეეხება მთლიანობაში გარემოს, 3 700 უბანზე იყო მშვიდი გარემო და რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. იყო ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში და რასაც ვხედავდით რამდენიმე ტელევიზიაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თეა  წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 19:16

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართავს დესტაბილიზაციის სცენარს, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან რეაგირება იქნება უმკაცრესი

„ნაციონალური მოძრაობა“ თუ მაინც იმ დონეზე გათავხედდება, ვინაიდან ეს მათი მარკაა და ჩართავს დესტაბილიზაციის სცენარს რომელიც მათ აქვთ და ამიტომ „ფეიკ ნიუსებით“ ქმნიან სათანადო ფონს, რა თქმა უნდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ, ვისი მოვალეობაცაა იქნება უმკაცრესი რეაგირება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.