12 ოქტომბერი 2020, 15:18 / სანდო წყარო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან ასოცირებულმა პირებმა კვლავ დაიწყეს სააგენტოს მონაცემთა ბაზების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც ყოველი არჩევნებისას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან ასოცირებულმა პირებმა კვლავ დაიწყეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების შესახებ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნულის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მონაცემთა ერთიანი ბაზის დახვეწის კუთხით 2013 წლიდან ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების დაკნინებაა, - აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

„11 ოქტომბერს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ მისი ძმის, ვასილ ბიბილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის საკუთრებაში უცხო პირები არიან რეგისტრირებულები. ვასილ ბიბილაშვილმა მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მოგვმართა განცხადებით და მისთვის შესანიშნავად არის ცნობილი, რომ მისი ოჯახის წევრები რეგისტრირებულნი არიან ჭავჭავაძის N80-ში, სამი „უცხო“ პირი კი - ჭავჭავაძის ქუჩა N80ბ-ში. რაც შეეხება ზაზა ბიბილაშვილის ყოფილი მეუღლის საკუთრებაში, თითქოსდა, უცხო პირთა რეგისტრაციას, აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას, რადგან ეველინ-ელისაბედ ბიბილაშვილის სახელზე არ ირიცხება საკუთრება, შესაბამისად, არარსებულ ფართში ვერ იქნებიან რეგისტრირებულები უცხო პირები“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მისამართზე რეგისტრაციის საკითხზე დამატებით განმარტავს, რომ 2020 წლის 16 ივლისს, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. ცვლილებების მიზანი მისამართზე რეგისტრაციის პროცესის ზუსტად და ობიექტურად განხორციელებაა. ცვლილებების თანახმად, დაზუსტდა საცხოვრებელი ადგილისა და მისამართის ცნება, რომელზეც შესაძლებელია განხორციელდეს პირის რეგისტრაცია.

„ცვლილების შედეგად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურები, რეგისტრაციის საქმისწარმოების ფარგლებში, დამატებით იკვლევენ საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტაციას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ათვალიერებენ საცხოვრებელ ადგილს, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ისეთ მისამართზე რეგისტრაცია, რომელიც არ წარმოადგენს მის რეალურ საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, თბილისის მასშტაბით განხორციელდა 1000-ზემეტი საცხოვრებელი ადგილის დათვალიერება. ვფიქრობთ, რომ სწორედ ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის გულისწყრომა, რადგან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრაციის წესების მაქსიმალურად მოწესრიგების პროცესის გამო შეუძლებელი გახდა პოლიტიკური პარტიების მხრიდან საარჩევნო მიზნებისთვის საკუთარი ამომრჩევლის სასურველ მისამართებზე რეგისტრაციის მცდელობით მანიპულირება“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ 2013 წლიდან, იუსტიციის სამინისტროში კომპლექსური ღონისძიებები ტარდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწის მიზნით. მათ შორის, სააგენტომ ამავე წლიდან დაიწყო პროექტი „საარჩევნო სიების სრულყოფა“.

„მას შემდეგ, საარჩევნო სიების სრულყოფისთვის სააგენტომ მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა. მაგალითად:

2013-2020 წლებში, საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საარჩევნო სიიდან 10 200-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული;

2014-2016 წლებში, პოტენციურ ამომრჩეველთა ფოტოსურათებისა და პერსონალური მონაცემების შედარების შედეგად, იდენტიფიცირებულ იქნა და გაუქმდა 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;

2015–2020 წლებში, მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების აღდგენის მიმართულებით განხორციელდა კარდაკარ სამუშაოები და ბიომეტრიული მონაცემების აღება მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე მოხდა. შედეგად, აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, 2 861 179 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 742 304 დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

დღეისათვის, პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3 200 063 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი დაზუსტებულია. 2012 წელს კი ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778 207 იყო.

„სწორედ ამ გრძელვადიანი და თანმიმდევრული სამუშაოების შედეგია ის, რომ დღეისათვის ამომრჩეველთა სია არის ბიომეტრიული და მაქსიმალურად დახვეწილი, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს პრინციპს - „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა“, - აცხადებენ სააგენტოში.

ყველა სიახლე

ჯარედ ლეტო ჯოკერის როლში

22 ოქტომბერი 2020, 10:02

კულტურა

ჯარედ ლეტო ჯოკერის როლს დაუბრუნდება

ლეტო „სამართლიანობის ლიგის“ დამატებით გადაღებებში მიიღებს მონაწილეობას და ფილმი სურათ „თვითმკვლელთა რაზმის“ სიუჟეტურ ხაზს გააგრძელებს, რომელშიც ლეტომ DC-ის კომიქსების საკულტო გმირი პირველად განასახიერა.

ქართული ოცნება

22 ოქტომბერი 2020, 09:45

პოლიტიკა

დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თელავში საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს

ღონისძიება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. რიგით მეორე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამული მიმართულებები.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 09:36

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,3 მილიონს გადააჭარბა

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (222 176). მეორე ადგილზე ბრაზილია (155 403), ხოლო მესამეზე ინდოეთი (115 914).

მერაბ ქვარაია

22 ოქტომბერი 2020, 09:19

რეგიონი

მერაბ ქვარაია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული

„ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს სამართალდამცველებმა, თორემ შეიძლება მართლაც ფატალური შედეგი დამდგარიყო, რადგან ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, ჩვენ ვადევნებდით თვალს და ვხედავდით, რომ ის არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული, პროფესიონალი. ნებისმიერ წუთს მოსალოდნელი იყო მძიმე შედეგით დასრულება ამ ფაქტის“, - განაცხადა დეპუტატმა.

კორონავირუსი ვაქცინა

22 ოქტომბერი 2020, 08:51

COVID19

ბრაზილიაში AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა

საუბარია შვედურ-ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს პრეპარატზე. მოხალისე - 28 წლის ბრაზილიელი ექიმი - 15 ოქტომბერს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ასევე ცნობილია, რომ მან ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობა ივლისში მიიღო, რა დროსაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღო. სექტემბერში კაცს კორონავირუსი დაუდგინდა.

Show Me The Monet

22 ოქტომბერი 2020, 08:45

კულტურა

ბენქსის ნახატი 7.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ნახატი ცნობილი ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს ტილოს, „იაპონური ხიდის“ ანალოგია, თუმცა პეიზაჟის იდილიას საყოფაცხოვრებო ნარჩენები არღვევს. ხიდის ქვეშ ლილიების ნაცვლად მარკეტის ურიკები და საგზაო ნიშნები ყრია.

ბარაკ ობამა

22 ოქტომბერი 2020, 08:27

მსოფლიო

ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა

„მინდა დახმარება გთხოვოთ იმისათვის, რომ თეთრ სახლში ჯო ბაიდენი და კამალა ჰერისი შევიდნენ“, -განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ფილადელფიაში ბაიდენის მხარდამჭერ მიტინგზე. ობამამ ტრამპი სახელმწიფოს მართვის უუნარობისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თანამოქალაქეებს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ირაკლი კვარაცხელია

22 ოქტომბერი 2020, 08:17

რეგიონი

ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს

„თავიდან ის იყო ძალიან აგრესიული, მაგრამ საბედნიეროდ მძევლად ვინც იყო, ყველამ ერთად მოახერხა ის, რომ ეს ადამიანი კომუნიკაბელური გახდა უფრო მეტად. სამართალდამცველებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვა მძევლის დახმარებით. მძევალს დაარეკინა სადღაც და ჰქონდა ხმამაღალზე ჩართული, სპიკერზე და თვითონ უსმენდა, ეუბნებოდა რა გაეცა პასუხი. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა თვითონაც ჩაერთო ლაპარაკში, მაგრამ ეს იყო ერთეულები“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

ამინდი

22 ოქტომბერი 2020, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში პერიოდულად მოიღრუბლება. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ვლადიმერ ბორცვაძე

22 ოქტომბერი 2020, 05:20

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არავის დაზიანება არ აქვს

გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განუცხადა. მისი თქმით, მძევლების ნაწილი უკვე გამოიკითხა, ნაწილთან კი საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

22 ოქტომბერი 2020, 05:10

სამართალი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

კარგად ვარ, ორივე მძევალი კარგად არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ ჟურნალისტებს განუცხადა. სხვა დეტალებზე მას ჟურნალისტებთან არაფერი უთქვამს. გალდავა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კადრში კიდევ ორ მძევალთან ერთად ჩანს. ის ახლა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. წალენჯიხის პოლიციაშია ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე. მისი თქმით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „არავის დაზიანება არ აქვს. ყველა მძევალთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა ბორცვაძემ.

22 ოქტომბერი 2020, 04:53

სამართალი

შსს: ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

22 ოქტომბერი 2020, 04:50

სამართალი

გათავისუფლებული ბოლო მძევლები ამ წუთებში წალენჯიხის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

გათავისუფლებული მძევლები ამ წუთებში წალენჯიხის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. სავარაუდოდ მათთან ერთადაა სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა. გათავისუფლებული მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუსთან არსებულ ტყეში გაათავისუფლა და გაიქცა. თუმცა მძევლის გაქცევასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელია. წალენჯიხის პოლიციასთან მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები. იქ სავარაუდოდ არიან ყოფილი მძევლების ახლობლები.

22 ოქტომბერი 2020, 04:25

სამართალი

სამეგრელოში სპეცოპერაცია დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სამივე მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი კი გაიქცა

სამეგრელოს რეგიონში სპეცოპორაცია დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მძევალი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავა თავისუფალია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. სამართლადამცავ ორგანოებში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ფორსაჟი

22 ოქტომბერი 2020, 01:47

კულტურა

ფრანშიზა „ფორსაჟი“ მეთერთმეტე ფილმით დასრულდება

ბოლო ორ სურათზე ჯასტინ ლი იმუშავებს, რომელმაც სერიის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეცხრე ფილმები გადაიღო. ამასთან, ძირითადი სიუჟეტური ხაზის დახურვა „ფორსაჟის“ სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს. დომინიკი ტორეტოს (ვინ დიზელი) ისტორიის დასრულების შემდეგ სტუდია Universal-ი სამყაროს სხვა პერსონაჟებზე აპირებს აქცენტის გადატანას.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2020, 01:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი აღმოჩნდა მძევლებს შორის და მომდევნო დღეებში გავარჩიოთ ეს დამთხვევაა თუ არა

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი თავისი მოქმედებებით, არსით, ფეისბუქის პოსტებით, რომელსაც გვარამიას ოჯახის წევრებთან აქვს თურმე, ახლობლური კავშირი, მერიაში მუშაობდა და უგულავა იყო მისი ხელმძღვანელი, აღმოჩნდა მძევლებს შორის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ​ „ღია ეთერში“ განაცხადა.

ჯოზეფი და ივი

22 ოქტომბერი 2020, 01:12

COVID19

კორონავირუსის გამო დაშორებული მოხუცებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს 215 დღის შემდეგ შეხვდა ❤️😭 ემოციური ვიდეო

ჯოზეფი და ივი უკვე 60 წელია ცოლ-ქმარი არიან. მარტში ჯოზეფს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მნახველების მიღების უფლება არ ჰქონდა. კაცმა საავადმყოფოში 215 დღე გაატარა, რამდენიმე დღის წინ კი მოხუცებულთა სახლში დაბრუნდა, სადაც მას ერთგული მეუღლე ელოდებოდა.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე: „ნაცმოძრაობა“ კლასიკური ექსტრემისტული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ყველაფერში დივერსიის მოწყობას ცდილობს

არჩევნების შედეგი მძიმედ აისახება „ნაცმოძრაობაზე“. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, დმანისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოზიცია.

22 ოქტომბერი 2020, 00:59

სამართალი

შსს: 43 მძევალი გათავისუფლებულია და სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხი ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს, დავით გარეჯის თემასაც, ცხინვალისა და აფხაზეთის ჩაბარების საკითხზეც და ოკუპაციის გაფორმებასაც

ქართველი ხალხი ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს. დავით გარეჯის თემასაც, ცხინვალისა და აფხაზეთის ჩაბარების საკითხსაც, ოკუპაციის გაფორმებასაც, წამებასა და უბედურებაზე, რაც იყო მათი ხელწერა, აღარაფერს ვამბობ, ბუნებრივია, ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ ამ ყველაფრისთვის, მათ შორის დღევანდელი დღისთვისაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პოზიციაში“ განაცხადა.