imedi /  13 ოქტომბერი 2020, 17:36 / სანდო წყარო

საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმების გაცნობის მიზნით, ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგადასახადო შემოწმების ახალი დოკუმენტის შესახებ, „ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში ონლაინ შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და შეწყვეტის კრიტერიუმების შესახებ მომზადებული დოკუმენტი, რომლიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საგადასახადო შემოწმების აღრიცხვიანობის ადმინისტრირების პროცესს და ხელს შეუწყობს ზუსტი და რისკზე დაფუძნებული აუდიტის განხორციელებას, ხოლო გადასახადის გადამხდელებისთვის დაიზოგება მნიშვნელოვანი დროის რესურსი.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსმა, ლაშა კობერიძემ ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმებისა და წინასწარი შეთანხმების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.

ონლაინ შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:21

საზოგადოება

გიორგი გახარია: პანდემიასაც დავამარცხებთ და ეკონომიკურ კრიზისსაც გადავლახავთ, მაგრამ ხვალინდელი არჩევნები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის წარმატებულ განვითარებას

„სამწუხაროდ დღეს მსოფლიოში ახალი ქეისების მორიგი ანტი რეკორდია, აღმოჩენილია 546 ახალი ქეისი. ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ როგორ მიმდინარეობს ევროპაში კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგ შემთხვევაში ლოკდაუნებიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ 8 ქვეყანაა მსოფლიოში რომელმაც ინფიცირებულების რაოდენობით მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. ეს ყველაფერი ზრდის გამოწვევას როგორც გლობალურს, ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშეც“.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი, უმკაცრესად დაისჯება

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უბნებზე უსაფრტხოება დაცული იქნება. „ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანი. არჩევანი,რ ომელმაც უნდა განსაზღვროს წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, გააკეთოს არჩევანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:16

COVID19

გიორგი გახარია: ქვეყანაში სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება

„წინასაარჩევნო კონტექსტში, ბევრი საუბარი იყო „ლოკდაუნთან“ დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ, არჩევნებამდე რანდენიმე დღით ადრე, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ მნიშვნელოვან საკითხებს მოკლე ვადაში ხმების დასაგროვებლად. ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება. იქნება წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული მიმართულებებით“.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:15

პოლიტიკა

გიორგი გახარი: სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის სერიოზულ პოტენციალზე

„სექტემბერში ეკონომიკური ზრდა იყო 0,7 %, რაც პირდაპირ მიუთითებს სწრაფ ეკონომიკური გაჯანსაღების სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს ფაქტია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 13:55

ეკონომიკა

2-27 ნოემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 28 ლოკაციაზე მოემსახურება

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

30 ოქტომბერი 2020, 13:47

ეკონომიკა

პაპუნა ლეჟავა BSCEE ჯგუფის ფორუმზე მომხსენებლად იყო მიწვეული

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფის შეხვედრაზე, ფორუმის მონაწილეებს პანდემიის პირობებში საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიცე-პრეზიდენტის საპრეზენტაციო თემა „COVID-19-ის გამოწვევები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები“ იყო.

30 ოქტომბერი 2020, 13:42

COVID19

ზუგდიდელი ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ზუგდიდელი ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი 64 წლის ქალია, რომელიც მკურნალობის კურსს ქუთაისის კოვიდკლინიკაში გადიოდა, ხოლო მეორე კი 65 წლის კაცია, რომელიც თბილისის კლინიკაში მკურნალობდა.

30 ოქტომბერი 2020, 13:37

პოლიტიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარს ამბობენ

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. მემორანდუმს ხელი 10-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა.

30 ოქტომბერი 2020, 13:31

პოლიტიკა

არჩევნებში გადასატანი ყუთით სტაციონარსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას

ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.

დომინიკ რააბი

30 ოქტომბერი 2020, 13:30

COVID19

დომინიკ რააბი: არ გამოვრიცხავ, რომ ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, ლოკალიზებული მიდგომა იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ყველა თავის რეგიონში დაწესებულ შეზღუდვებს დაიცავს.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 13:16

ეკონომიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, ამან ეკონომიკას მეტი სტიმული უნდა მისცეს სტაბილური განვითარების კუთხით

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის კლებამ მხოლოდ 0.7 პროცენტი შეადგინა, რაც იმის მანიშნებელია, რომ შემდეგ თვეებში ეკონომიკა ზრდას დაიწყებს და გამოვა რეცესიიდან, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი თავის facebook-ის გვერდზე.

30 ოქტომბერი 2020, 13:07

COVID19

საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

საფრანგეთში განმეორებითი ლოკდაუნი დღეიდან შევიდა ძალაში. ქვეყნაში დაიხურება რესტორნები, ბარები და მაღაზიების უმრავლესობა. მოსახლეობა გარეთ გასვლას მხოლოდ საპატიო მიზეზის შემთხვევაში შეძლებს. შეზღუდვები მინიმუმ 1-ელ დეკემბრამდე იმოქმედებს.

ბელგია

30 ოქტომბერი 2020, 13:00

COVID19

ბელგიაში ექიმებს კორონავირუსთან ბრძოლაში ფსიქოლოგებიც დაეხმარებიან

ბელგიაში, უახლოეს მომავალში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ექიმებს 1 500 ფსიქოლოგი დაემატება. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბროუკმა განაცხადა. „მე ვიმყოფებოდი რამდენიმე საავადყოფოში და რაც ჩემი თვალით ვნახე ძალიან მტკივნეული იყო და შოკისმომგვრელი. ვფიქრობ ჩვენი ექიმები წარმოუდგენელ საქმეს აკეთებენ”, - განაცხადა მინისტრმა.

იოსებ არჩვაძე

30 ოქტომბერი 2020, 13:00

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე ეკონომიკურ ზრდაზე: ის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებათა თვალსაჩინო შედეგია

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტი) დონემ 2020 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 99.3 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო შვიდი თვის განმავლობაში (2020 წლის თებერვლის შემდეგ, ფაქტობრივად - პანდემიის დაწყებიდან) საუკეთესო მაჩვენებელია და წარმოადგენს თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ანტიკრიზისული ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებათა თვალსაჩინო შედეგს“.

30 ოქტომბერი 2020, 12:53

სამართალი

ყველა რეგიონში, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას პოლიციის მობილური ჯგუფები უზრუნველყოფენ

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას ​სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოთარ ანგურიძე

30 ოქტომბერი 2020, 12:42

ეკონომიკა

ოთარ ანგურიძე: ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი პირდაპირ არის დაკავშირებული მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკასთან და ბიზნესის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებაზე

„პანდემიის ახალი ტალღის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა გადაეწყო და მოერგო იმ საერთაშორისო გამოწვევებს, რაც მთელ მსოფლიოში დომინირებს“, - აღნიშნავს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე თავის facebook-პოსტში.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 12:33

საზოგადოება

კახა კალაძე: არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე

„არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს. ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ - აცხადებს კახა კალაძე.

30 ოქტომბერი 2020, 12:28

COVID19

რუსეთში კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 18,283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს ქვეყანში ახალი შემთხვევები ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ კი ინფიცირების 1,599,976 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 355 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 27,656 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

30 ოქტომბერი 2020, 12:25

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს 512 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 512 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი წარმატებით მუშაობს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

დავით მათიკაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 12:21

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში ყველა სამაჟორიტარო ოლქში და ვერანაირი გაყალბებული კვლევა და ფეიკ-მონაცემი ვერ მოახდენს გავლენას ამომრჩევლის განწყობაზე!!!

დავით მათიკაშვილის განცხადებით, კახეთის ყველა სამაჟორიტარო ოლქში, სადაც ის ამჟამად იმყოფება და წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობს, მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარდაჭერას „ქართულ ოცნებას" და მის მაჟორიტარ კანდიდატებს უცხადებს.