imedi /  14 ოქტომბერი 2020, 11:56 / სანდო წყარო

LAP Landscape & Urban Design თბილისში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას პარკად გარდაქმნის

ნიდერლანდური ვებ-გვერდი architectenweb.nl თბილისში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენების გეგმას ეხმაურება.

36 ჰექტარზე პარკს LAP Landscape & Urban Design გაანაშენებს, რომელმაც ყველა ასაკის მცხოვრებლისათვის პარკში, სხვადასხვა ფუნქციის 26 ზონა გამოყო.. პარკი საბურთალოს უბანში მდებარეობს, სადაც 350,000 მოსახლემდე ცხოვრობს და სადაც ახალი ოჯახებისთვის ბევრი ახალი საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. პარკში ერთდროულად 10,000-15,000 მოქალაქეს ექნება განტვირთვის შესაძლებლობა.

პარკის სხვადასხვა ზონა ითვალისწინებს ყველა ასაკის მოქალაქის ინტერესებს და გამოყოფილი იქნება, როგორც საბავშვო სათამაშო სივრცეები, ასევე ადგილები ხანდაზმულთათვის. პარკში იქნება სარბენი და ველო ბილიკები და ასევე გამოყოფილი იქნება სივრცეები ფრანგული და იაპონური ბაღებისთვის. პარკში ასევე იქნება ტბა, კვების ობიექტი და ხიდები.

პარკი 2022 წლის ზაფხულში გაიხსნება.

ყველა სიახლე

22 ოქტომბერი 2020, 10:44

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 55,838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 55,838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,706,946-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 702 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 116,616-ს აღწევს. ჯამში 6,874,518 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 10:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი

საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო სწორედ დავით გარეჯის ირგვლივ. ეს არის ჩვენი კულტურული მემკვდრეობა, ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ “იმედის“ ეთერში. მისი თქმით, დავით გარეჯის მიმართ უდიერი დამოკიდებულება, უკვე წყალგამყოფია.

ჯარედ ლეტო ჯოკერის როლში

22 ოქტომბერი 2020, 10:02

კულტურა

ჯარედ ლეტო ჯოკერის როლს დაუბრუნდება

ლეტო „სამართლიანობის ლიგის“ დამატებით გადაღებებში მიიღებს მონაწილეობას და ფილმი სურათ „თვითმკვლელთა რაზმის“ სიუჟეტურ ხაზს გააგრძელებს, რომელშიც ლეტომ DC-ის კომიქსების საკულტო გმირი პირველად განასახიერა.

ქართული ოცნება

22 ოქტომბერი 2020, 09:45

პოლიტიკა

დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თელავში საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს

ღონისძიება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. რიგით მეორე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამული მიმართულებები.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 09:36

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,3 მილიონს გადააჭარბა

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (222 176). მეორე ადგილზე ბრაზილია (155 403), ხოლო მესამეზე ინდოეთი (115 914).

მერაბ ქვარაია

22 ოქტომბერი 2020, 09:19

რეგიონი

მერაბ ქვარაია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული

„ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს სამართალდამცველებმა, თორემ შეიძლება მართლაც ფატალური შედეგი დამდგარიყო, რადგან ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, ჩვენ ვადევნებდით თვალს და ვხედავდით, რომ ის არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული, პროფესიონალი. ნებისმიერ წუთს მოსალოდნელი იყო მძიმე შედეგით დასრულება ამ ფაქტის“, - განაცხადა დეპუტატმა.

კორონავირუსი ვაქცინა

22 ოქტომბერი 2020, 08:51

COVID19

ბრაზილიაში AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა

საუბარია შვედურ-ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს პრეპარატზე. მოხალისე - 28 წლის ბრაზილიელი ექიმი - 15 ოქტომბერს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ასევე ცნობილია, რომ მან ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობა ივლისში მიიღო, რა დროსაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღო. სექტემბერში კაცს კორონავირუსი დაუდგინდა.

Show Me The Monet

22 ოქტომბერი 2020, 08:45

კულტურა

ბენქსის ნახატი 7.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ნახატი ცნობილი ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს ტილოს, „იაპონური ხიდის“ ანალოგია, თუმცა პეიზაჟის იდილიას საყოფაცხოვრებო ნარჩენები არღვევს. ხიდის ქვეშ ლილიების ნაცვლად მარკეტის ურიკები და საგზაო ნიშნები ყრია.

ბარაკ ობამა

22 ოქტომბერი 2020, 08:27

მსოფლიო

ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა

„მინდა დახმარება გთხოვოთ იმისათვის, რომ თეთრ სახლში ჯო ბაიდენი და კამალა ჰერისი შევიდნენ“, -განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ფილადელფიაში ბაიდენის მხარდამჭერ მიტინგზე. ობამამ ტრამპი სახელმწიფოს მართვის უუნარობისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თანამოქალაქეებს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ირაკლი კვარაცხელია

22 ოქტომბერი 2020, 08:17

რეგიონი

ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს

„თავიდან ის იყო ძალიან აგრესიული, მაგრამ საბედნიეროდ მძევლად ვინც იყო, ყველამ ერთად მოახერხა ის, რომ ეს ადამიანი კომუნიკაბელური გახდა უფრო მეტად. სამართალდამცველებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვა მძევლის დახმარებით. მძევალს დაარეკინა სადღაც და ჰქონდა ხმამაღალზე ჩართული, სპიკერზე და თვითონ უსმენდა, ეუბნებოდა რა გაეცა პასუხი. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა თვითონაც ჩაერთო ლაპარაკში, მაგრამ ეს იყო ერთეულები“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

ამინდი

22 ოქტომბერი 2020, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში პერიოდულად მოიღრუბლება. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ვლადიმერ ბორცვაძე

22 ოქტომბერი 2020, 05:20

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არავის დაზიანება არ აქვს

გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განუცხადა. მისი თქმით, მძევლების ნაწილი უკვე გამოიკითხა, ნაწილთან კი საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

22 ოქტომბერი 2020, 05:10

სამართალი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

კარგად ვარ, ორივე მძევალი კარგად არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ ჟურნალისტებს განუცხადა. სხვა დეტალებზე მას ჟურნალისტებთან არაფერი უთქვამს. გალდავა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კადრში კიდევ ორ მძევალთან ერთად ჩანს. ის ახლა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. წალენჯიხის პოლიციაშია ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე. მისი თქმით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „არავის დაზიანება არ აქვს. ყველა მძევალთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა ბორცვაძემ.

22 ოქტომბერი 2020, 04:53

სამართალი

შსს: ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

22 ოქტომბერი 2020, 04:50

სამართალი

გათავისუფლებული ბოლო მძევლები ამ წუთებში წალენჯიხის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

გათავისუფლებული მძევლები ამ წუთებში წალენჯიხის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. სავარაუდოდ მათთან ერთადაა სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა. გათავისუფლებული მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუსთან არსებულ ტყეში გაათავისუფლა და გაიქცა. თუმცა მძევლის გაქცევასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელია. წალენჯიხის პოლიციასთან მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები. იქ სავარაუდოდ არიან ყოფილი მძევლების ახლობლები.

22 ოქტომბერი 2020, 04:25

სამართალი

სამეგრელოში სპეცოპერაცია დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სამივე მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი კი გაიქცა

სამეგრელოს რეგიონში სპეცოპორაცია დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მძევალი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავა თავისუფალია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. სამართლადამცავ ორგანოებში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ფორსაჟი

22 ოქტომბერი 2020, 01:47

კულტურა

ფრანშიზა „ფორსაჟი“ მეთერთმეტე ფილმით დასრულდება

ბოლო ორ სურათზე ჯასტინ ლი იმუშავებს, რომელმაც სერიის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეცხრე ფილმები გადაიღო. ამასთან, ძირითადი სიუჟეტური ხაზის დახურვა „ფორსაჟის“ სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს. დომინიკი ტორეტოს (ვინ დიზელი) ისტორიის დასრულების შემდეგ სტუდია Universal-ი სამყაროს სხვა პერსონაჟებზე აპირებს აქცენტის გადატანას.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2020, 01:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი აღმოჩნდა მძევლებს შორის და მომდევნო დღეებში გავარჩიოთ ეს დამთხვევაა თუ არა

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი თავისი მოქმედებებით, არსით, ფეისბუქის პოსტებით, რომელსაც გვარამიას ოჯახის წევრებთან აქვს თურმე, ახლობლური კავშირი, მერიაში მუშაობდა და უგულავა იყო მისი ხელმძღვანელი, აღმოჩნდა მძევლებს შორის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ​ „ღია ეთერში“ განაცხადა.

ჯოზეფი და ივი

22 ოქტომბერი 2020, 01:12

COVID19

კორონავირუსის გამო დაშორებული მოხუცებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს 215 დღის შემდეგ შეხვდა ❤️😭 ემოციური ვიდეო

ჯოზეფი და ივი უკვე 60 წელია ცოლ-ქმარი არიან. მარტში ჯოზეფს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მნახველების მიღების უფლება არ ჰქონდა. კაცმა საავადმყოფოში 215 დღე გაატარა, რამდენიმე დღის წინ კი მოხუცებულთა სახლში დაბრუნდა, სადაც მას ერთგული მეუღლე ელოდებოდა.

22 ოქტომბერი 2020, 00:59

სამართალი

შსს: 43 მძევალი გათავისუფლებულია და სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა