სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: ამომრჩეველთა სია არის ბიომეტრიული და მაქსიმალურად დახვეწილი, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს პრინციპს - „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“
ფოტო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სააგენტო განმარტავს, რომ ტელეკომპანია „მთავარმა“ ყალბი ამბავი გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში „ოცნების“ მხარდამჭერ ოჯახებში სხვა რაიონებიდან ამომრჩევლების მასობრივი ჩაწერა ხდება.
„დღეს, 16 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში მორიგი სიცრუე გავრცელდა - პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა, რომ ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში „ოცნების“ მხარდამჭერ ოჯახებში სხვა რაიონებიდან ამომრჩევლების მასობრივი ჩაწერა ხდება, რაც მმართველი პარტიის მხარდამჭერებს არჩევნებში მეორედ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას მისცემს. ასევე, ზუგდიდის მკვიდრი თენგიზ შეროზია სიუჟეტში ამბობს, რომ მის საკუთრებაში, სადაც 2002 წლიდან ცხოვრობს, უცხო პირები არიან რეგისტრირებული. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მონაცემთა ბაზის თანახმად, თენგიზ შეროზიას საკუთრებაში რეგისტრირებული არიან მხოლოდ ოჯახის წევრები - მეუღლე და სამი შვილი. შესაბამისად, ტელევიზიის ეთერში გასული განცხადება წარმოადგენს დეზინფორმაციას“ - აცხადებენ სააგენტოში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ასევე გამოეხმაურა სიუჟეტით გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციას:
„სიცრუეა სიუჟეტში გასული კიდევ ერთი ფაქტი - თითქოს მხოლოდ ზუგდიდში, არჩევნების გაყალბების მიზნით, სხვა რაიონებიდან 27 000 ადამიანია რეგისტრირებული. სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ 2020 წელს ზუგდიდში დარეგისტრირდა სულ 182 სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც მანამდე სხვა რეგიონში ან ქალაქში იყვნენ რეგისტრირებულნი, და არა 27.000, როგორც ამას სიუჟეტის ავტორი და მისი რესპონდენტი აღნიშნავენ. სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 15 ოქტომბერს ცესკოსათვის გადაცემული მონაცემები ერთ მთავარ პრინციპზეა აგებული - ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა. სწორედ ამ მიზნით, 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს, რაც გულისხმობს, რომ თითოეული ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, შეიცავს, მათ შორის, ბიომეტრიულ ფოტოს, რაც ადამიანის იდენტიფიკაციის დამატებით მყარ გარანტიას იძლევა. ასევე ცნობილია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტროში კომპლექსური ღონისძიებები ტარდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწის მიზნით. მათ შორის, სააგენტომ ამავე წლიდან დაიწყო პროექტი „საარჩევნო სიების სრულყოფა“ - აცხადებენ სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, მას შემდეგ საარჩევნო სიების სრულყოფისთვის სააგენტომ მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა. მაგალითად:
2013-2020 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საარჩევნო სიიდან 10 500-ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული;
2014-2016 წლებში პოტენციურ ამომრჩეველთა ფოტოსურათებისა და პერსონალური მონაცემების შედარების შედეგად, იდენტიფიცირებულ იქნა და გაუქმდა 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;
2015–2020 წლებში, მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების აღდგენის მიმართულებით განხორციელდა კარდაკარ სამუშაოები და ბიომეტრიული მონაცემების აღება მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე მოხდა. შედეგად, აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.
სააგენტოს ინფორმაციით, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში 2 861 179 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 742 304 დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
„დღეიათვის, პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3 200 063 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი დაზუსტებულია. 2012 წელს კი ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778 207 იყო. სწორედ ამ გრძელვადიანი და თანმიმდევრული სამუშაოების შედეგია ის, რომ დღეისთვის ამომრჩეველთა სია არის ბიომეტრიული და მაქსიმალურად დახვეწილი, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს პრინციპს - „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა“ - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2024, 02:31
მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყება: ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულ პირს არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის სამთავრობო უწყებებთან
დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულ პირს არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის სამთავრობო უწყებებთან, - განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
18 სექტემბერი 2024, 02:09
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად დაგმო ბეირუთში მომხდარი პეიჯერების კოორდინირებული აფეთქება და მას ტერორისტული თავდასხმა უწოდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ლიბანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში მკაცრად დაგმო ბეირუთში მომხდარი პეიჯერების კოორდინირებული აფეთქება და მას „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.
18 სექტემბერი 2024, 01:31
მსოფლიო
Bloomberg: უკრაინის ზოგიერთმა მოკავშირემ უკვე დაიწყო მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი
უკრაინის ზოგიერთი მოკავშირე განხილვას იწყებს, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ბრძოლა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, რაც იწვევს შიშს დასავლეთის ზოგიერთ სხვა დედაქალაქში, რომ ამ ძალისხმევამ შეიძლება აიძულოს კიევი ნაადრევად წავიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2024, 23:50
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა. პარტიის ცნობით, დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
17 სექტემბერი 2024, 23:38
პოლიტიკა
მეთიუ მილერი სანქციების შესახებ პრემიერის განცხადებაზე: აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ
აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მონისტრის განცხადებას, რომ „სანქციების შესახებ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.
17 სექტემბერი 2024, 23:35
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: ელჩთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, სახდეპის გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად
აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 სექტემბერი 2024, 23:30
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა, საქართველოს პოზიციის გადახედვა განაპირობოს
რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს, - ინფორმაციას აშშ-ის ელჩთან რობინ დანიგანთან შეხვედრაზე განხილულ თემაზე მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
17 სექტემბერი 2024, 23:29
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია
რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 სექტემბერი 2024, 23:23
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
17 სექტემბერი 2024, 22:58
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო
დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 სექტემბერი 2024, 22:46
პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
საქართველოს ანტი-ლგბტ კანონი კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ.
17 სექტემბერი 2024, 22:34
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით
დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.
17 სექტემბერი 2024, 22:29
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო უწყება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს საკანონმდებლო პაკეტი აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.
17 სექტემბერი 2024, 21:47
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!
„საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ. ნება იბოძეთ და დაოკდით, თუ არა და მეორე ყვითელი ბარათი არ აგცდებათ!“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომელიც მან დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე დააფიქსირა.
17 სექტემბერი 2024, 21:28
კულტურა
„აბესალომ და ეთერი“ იტალიურად. ქართული საოპერო მუსიკის კიდევ ერთი ტრიუმფი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„აბესალომ და ეთერი“ იტალიურად - ქართული საოპერო მუსიკის კიდევ ერთი ტრიუმფი და უწყვეტი აპლოდისმენტი.
17 სექტემბერი 2024, 21:18
კულტურა
ეროვნულ არქივში თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
საქართველოს ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 ქვეყნის მიერ შერჩეული პროგრამების წლევანდელი თემა „კინო – ისტორიის მემატიანეა“. ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პერუს, მოლდოვას კინოსაარქივო ორგანიზაციები.
17 სექტემბერი 2024, 21:04
არჩევნები 2024
ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება
ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - საჩხერესა და ლანჩხუთში „ქართულო ოცნების“ გზავნილების გარშემო გაერთიანდნენ.
17 სექტემბერი 2024, 20:55
სპორტი
კახა კალაძე: ლეგენდების მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. მიხარია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებ და ასევე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ბაიერნთან“, „მადრიდის რეალთან“, ლივერპულთან“, რომ სამომავლოდ ამხანაგური თამაშები ჩავატაროთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა „მილანთან“ მატჩის წინ, პირველი ვარჯიში ჩაატარეს.
17 სექტემბერი 2024, 20:48
პოლიტიკა
სანქციები არგუმენტების გარეშე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი.
სანქციები არგუმენტების გარეშე - მთავრობის მეთაურმა შეერთებული შტატების მიერ საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქის, მათ შორის პოლიციელების სანქცირების შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უკვე დააანონსა.
17 სექტემბერი 2024, 20:47
პოლიტიკა
გიორგი გახარია ხაზარაძესთან შეხვედრის დეტალებზე: ხაზარაძემ ითხოვა რაღაცა დრო, როგორც ჩანს მას პოზიციები აქვს შესათანხმებელი
ხაზარაძემ ითხოვა რაღაცა დრო, როგორც ჩანს მას პოზიციები აქვს შესათანხმებელი, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის რის გამოც ეს გადაიდო, - განაცხადა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძესთან მისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირა.