16 ოქტომბერი 2020, 18:16 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში ჩართული მასწავლებლები დააჯილდოვა

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში ჩართული მასწავლებლების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა პლატფორმის დანერგვის დროს გამოჩენილი ენთუზიაზმისა და მონდომებისათვის და საგანმანათლებლო სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მივულოცო მასწავლებლებს Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში წარმატებული მონაწილეობა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ენთუზიაზმისა და გაწეული შრომისთვის. საქართველოში თქვენი ჩართულობით დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი – Minecraft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვა! ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს კომპანია Microsoft-იდან, განსაკუთრებით კი განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტს ენტონი სალსიტოს, რომელიც მუდმივად გვეხმარება და ხელს გვიწყობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში Microsoft-ის პროდუქტების ეფექტურად დანერგვაში“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მიმდინარე რეფორმის რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ რეფორმის ზოგიერთი მიმართულება: ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამებში თანამედროვე ინოვაციური იდეების ასახვა. ამ პროცესს ძალიან უწყობს ხელს Minecraft-ის საგანმანათლებლო ვერსია. შესაბამისად, მისი დანერგვა ჩვენს სკოლებში რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების სასიცოცხლო აუცილებლობა კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო აშკარად დაგვანახა. დარწმუნებული ვარ, რომ Minecraft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვა ძალიან ეფექტური ნაბიჯი იქნება განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით“ - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას მიხიელ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ Microsoft-ის საგანმანათლებლო პლატფორმა ეტაპობრივად საქართველოს ყველა სკოლაში დანერგება. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს ხდის. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სწავლის პროცესი ყოველთვის უნდა იწვევდეს ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს. თამაშზე დაფუძნებული სწავლება არის ის მიდგომა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის. “Minecraft Education Edition” პროგრამის მეშვეობით გაადვილდება საკლასო ოთახის მენეჯმენტი, ჯგუფური სამუშაოებისა და საშინაო დავალებების შესრულება. პროგრამის, როგორც დამატებითი რესურსის, გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად, საშუალო განათლების ნებისმიერ საფეხურზე.

დაჯილდოების ონლაინ საზეიმო ცერემონიალზე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის №2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა თეა შეროზიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და Microsoft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვის კუთხით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც Microsoft საქართველოსთან თანამშრომლობითა და კომპანია Mindworks Education-თან ჩართულობით ხორციელდება. Minecraft Education Edition-ის დანერგვის მიზნით პირველ ეტაპზე გადამზადდა 150-ზე მეტი პედაგოგი. პროცესი დისტანციურად წარიმართა. გადამზადებული მასწავლებლები შემდგომში მონაწილეობას მიიღებენ Minecraft-ის სხვა სკოლებში დანერგვასა და სასწავლო პროცესში ეფექტიან ინტეგრირებაში.

პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმა შეიმუშავეს კომპლექსური დავალებები I-X კლასის კლასებისთვის. ასევე, მომზადა ინსტრუქციები მასწავლებლებისათვის. საგანმანთლებლო რესურსების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. პილოტირების ეტაპზე V-X კლასების 2000-მდე მოსწავლე მასწავლებლებთან ერთად ქმნიდა სამყაროებს შვიდ სხვადასხვა დისციპლინაში (ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, მუსიკა) და ეუფლებოდა საგნობრივ და გამჭოლ კომპეტენციებს.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა 4-დღიანი ონლაინ კონფერენცია, სადაც გადამზადებულმა მასწავლებლებმა პრეზენტაციების საშუალებით საკუთარი შედეგები სხვა პედაგოგებსაც გაუზიარეს. კონფერენციას 1000-ზე მეტი ონლაინმსმენელი ჰყავდა. კონფერენციის ვიდეოჩანაწერები განთავსებულია ამ ბმულზე.

Minecraft Education Edition-ი თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მორგებულია თითოეულ მოსწავლეზე და ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. სამინისტროში განმარტავენ, რომ Minecraft Education Edition-ი იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ, იგი მოქნილი საგანმანათლებლო ინსტრუმენტია

ყველა სიახლე

მამლების ბრძოლა

28 ოქტომბერი 2020, 10:26

მსოფლიო

ფილიპინებზე მამლების ბრძოლაში მონაწილე ფრინველმა პოლიციელი მოკლა

ლეიტენანტ კრისტაინ ბოლოკს ერთ-ერთი ფრინველის ფეხზე მიმაგრებული ბასრი დანა თეძოში მოხვდა და არტერია გადაუჭრა. კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გარდაცვალება დააფიქსირეს.

28 ოქტომბერი 2020, 10:18

საზოგადოება

პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ დისტანციურ ფორმატში განხორციელდება

29 ოქტომბრიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

28 ოქტომბერი 2020, 09:57

ეკონომიკა

პანდემიის შედეგად, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები $730 მილიარდით შემცირდა

2020 წლის 8 თვეში მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მოცულობა $730 მილიარდით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაცია ავრცელებს.

კიტ რანიე
სექსუ-კულტ NXIVM-ის ლიდერი

28 ოქტომბერი 2020, 09:32

მსოფლიო

აშშ-ში სექს-სექტის ლიდერს 120-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოძიებით დადგინდა, რომ რანიე სექტაში ქალებს თაღლითობით იტყუებდა, სექს-მონობას აიძულებდა და ფულს სძალავდა. სასამართლოში მის წინააღმდეგ ჩვენება 15-მა დაზარალებულმა მისცა.

28 ოქტომბერი 2020, 09:24

COVID19

ირანის პარლამენტის სპიკერი კორონავირუსით დაინფიცირდა

ირანის პარლამენტის სპიკერი მუჰამედ-ბაგერ გალიბაფი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ Alarabiya იტყობინება. ამჟამად პოლიტიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება და იმედოვნებს, რომ სახლიდან მუშაობას შეძლებს. ირანში სულ Covid19-ის 581 824 შემთხვევაა გამოვლენილი.

ჯო ბაიდენი

28 ოქტომბერი 2020, 09:17

მსოფლიო

ბაიდენი ლუკაშენკოს გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ბელარუსის პრეზიდენტის გარემოცვას სანქციების დაუწესდეს.

28 ოქტომბერი 2020, 09:09

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი 12. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +26 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +28 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

28 ოქტომბერი 2020, 08:46

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: რუსეთს და ჩინეთს ჩვენი სამხედრო სიძლიერის შურს

რუსეთს და ჩინეთს აშშ-ს სამხედრო სიძლიერის შურს. ამის შესახებ ვისკონსინში მხარდამჭერებთან შეხვედრისას თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 08:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ Twitter-ზე ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ტიმ მერტოუმ დაწერა.

28 ოქტომბერი 2020, 08:15

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ით კიდევ 113 ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგანგებო შტაბის სტატისტიკაზე დაყრდნობით, გუდაუთის კლინიკის სტაციონარში COVID19-ით ინფიცირებული 148 პაციენტი იმყოფება. მათ შორის კრიტიკულად მძიმეა 26-ის მდგომარეობა. ოკუპირებულ აფხაზეთში ჯამში 3 952 ადამიანია ინფიცირებული.

28 ოქტომბერი 2020, 08:06

სპორტი

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ თანამდებობა დატოვა

ხოსეპ მარია ბართომეუმ ​„ბარსელონას“ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. რამდენიმე დღის წინ კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრების კრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ბართომეუმ განაცხადა, რომ წასვლას არ აპირებდა, თუმცა საბოლოოდ ამის გაკეთება მაინც მოუწია.

მელანია ტრამპი

28 ოქტომბერი 2020, 01:48

მსოფლიო

მელანია ტრამპი: ჩემი მეუღლე მებრძოლია, მას ეს ქვეყანა უყვარს და თქვენთვის იბრძვის

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე მებრძოლია და იგი თეთრ სახლში კიდევ ოთხი წლით უნდა დარჩეს.

28 ოქტომბერი 2020, 01:29

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 2.8 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 2.8 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

28 ოქტომბერი 2020, 00:58

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ განვაგრძობთ ბელარუსი ხალხის კანონიერი მისწრაფებების მხარდაჭერას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, მორგან ორტაგუსის განცხადებით, აშშ განაგრძობს ბელარუსი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას.

28 ოქტომბერი 2020, 00:45

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

„ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა სოფელ ტყაიაში, ეს სოფელი არის ძირძველი ზუგდიდური სოფელი, სადაც ჩემი ოჯახის ძირია. შეხვედრაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა სითბო, მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალშიც, რომ ყველა ის საჭიროება და ყველა ის გეგმა, რომელიც გვაქვს და რომელზეც ერთობლივად შევთანხმდით, შესრულდეს შემდეგი წლების განმავლობაში“.

ვასილ მაღლაფერიძე

28 ოქტომბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე: არჩევნები ჩაივლის მშვიდად, იმიტომ რომ მთავარი დამკვირვებელი მოსახლეობა და მისი განწყობაა

ვფიქრობ, რომ არჩევნები მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის. საბოლოო ჯამში, ამ თვალსაზრისით კლიმატს არა პარტიები, არამედ ადამიანების განწყობა ქმნის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ​ფილოლოგმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

ჯონდი ბაღათურია

28 ოქტომბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია ოპოზიციაზე: ესენი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ და შესაძლოა, დესტაბილიზაციაც ავიცდინოთ, მაგრამ სანამ უნდა იყოს დესტაბილიზაციის საფრთხე?!

თუ ამათ ისევ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი შეინარჩუნეს და არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდნენ, იქნება არნახული ზეწოლა დასავლეთისგან და ესენი დავით გარეჯის საქმეს ჩაფარცხავენ. რუკას ისევ გადამალავენ, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.

გია აბაშიძე

28 ოქტომბერი 2020, 00:39

საზოგადოება

გია აბაშიძე „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის პირდაპირ ეთერში გაშუქებაზე: აშშ-ში ეს რომ რომელიმე სოფლის რადიომ გააკეთოს, წაართმევენ ლიცენზიას და იქნება ხისტი პასუხი

მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო გაცილებით ხისტი უნდა იყოს, ჩაახშოს სიგნალი, უფრო შორს გააძევოს ჟურნალისტი, - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ გადაცემაში „არენა“, ზუგდიდში, „საქართველოს ბაკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე საუბრისას.

ადამ კინზინგერი

28 ოქტომბერი 2020, 00:27

პოლიტიკა

ადამ კინზინგერი: საქართველოში არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოში არჩევნების დღის მოახლოებასა და მის მნიშვნელობას „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში გამოეხმაურა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

28 ოქტომბერი 2020, 00:25

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ყოველთვის ასეთი არაადეკვატური რეაქცია აქვს ყველაფერზე ჩვენს ოპოზიციას

„ჯერ ერთი რა სტრატეგიულ სიმაღლეებზე შეიძლება ვილაპარაკოთ მეგობარ ან არამეგობარ ქვეყანას, როგორ უნდა დაუთმო საერთოდ სხვას? მეორე, როგორც შეიძლება დავით გარეჯზე გაგეცინოს, მაგრამ სტრატეგიული სიმაღლე კი არა, სტრატეგიული სიმდაბლე გამოიჩინა აბსოლუტურად მაშინდელმა ხელისუფლებამ და ახლაც იჩენს სტრატეგიული სიმდაბლეს ეს ხალხი. თანაც არჩევნების წინ, როცა პირიქით, უნდა ამჟღავნებდნენ კონსტრუქციულობას“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.