imedi /  20 ოქტომბერი 2020, 15:53 / სანდო წყარო

გენერალურ პროკურატურაში სახალხო დამცველთან არსებულ შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“ რეკომენდაციის პრეზენტაცია და ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატირა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ გახსნეს.

„შეხვედრაში მონაწილეობა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს წევრებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმაც მიიღეს.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოს პროკურატურაში შემუშავებული რეკომენდაცია „შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“, შშმ პირების წინაშე არსებული გამოწვევები და აღნიშნული მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში 2016 წელს შემუშავდა და გავრცელდა რეკომენდაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების თაობაზე“. 2019 წელს კი დღის წესრიგში, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა გამოკითხვა/დაკითხვის სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება დადგა.

2020 წელს ევროპის საბჭოს ექსპერტული დახმარებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში პროკურორებისთვის და პროკურატურის გამომძიებლებისთვის, შშმ პირების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების მიზნით, დასრულდა მუშაობა რეკომენდაციაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“. რეკომენდაციის შემუშავების პროცესში სახალხო დამცველის აპარატის მოსაზრებებიც იქნა გაზიარებული.

რეკომენდაცია ისეთ საკითხებს შეეხება, როგორებიცაა: შშმ პირების საპროცესო სტატუსი, უფლებების სტანდარტი და პროპორციულობა, შშმ პირის კანონიერი წარმომადგენლობა, დანაშაულზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება, შშმ პირის გამოკითხვისა და დაკითხვის დაგეგმვა და პროცესის სწორად წარმართვა. აღნიშნული რეკომენდაცია პროკურატურის სისტემაში ოქტომბერში გავრცელდა და მასში ყურადღება ეთმობა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლს, პრიორიტეტულად და პროაქტიულად მათ ჩართულობას შშმ პირების მონაწილებით არსებულ საქმეთა გამოძიების პროცესში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო 2016 წლიდან აწარმოებს სპეციალურ სტატისტიკას შშმ პირების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ. მითითებული რეკომენდაციის შემდეგ, გაიზრდება შშმ პირთა მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული საპროკურორო საქმიანობის ხარისხი და ეფექტიანობა“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი

03 დეკემბერი 2020, 02:15

მსოფლიო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლისა გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შსახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

03 დეკემბერი 2020, 02:08

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „დემოკრატები“ ისე მოქმედებდნენ, თითქოს უკვე იცოდნენ არჩევნების შედეგები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა კანონიერი ხმა უნდა დაითვალონ.

03 დეკემბერი 2020, 01:53

COVID19

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო: შობის დღესასწაულზე ოჯახის წევრების გარდა, სახლში სხვა სტუმრების მიღება აიკრძალება

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, შობის ღამეს იტალიელები ეკლესიაში მისვლას და დღესასწაულებზე რეგიონებში გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 01:12

პოლიტიკა

ნათია თურნავა: საქართველოს საბანკო სისტემა არის ძალიან ძლიერი, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორებისა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ

მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არის ძალიან ძლიერი, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორებისა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა „ღია ეთერში“ ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ასე გაგრძელების შესახებ საბანკო სექტორში არსებულ დეპოზიტებს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. მისი თქმით, რა ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებიც უნდა მოვისმინოთ, ჩვენ საბანკო სისტემას არაფერი ემუქრება.

03 დეკემბერი 2020, 01:05

პოლიტიკა

ნატოში საფრანგეთის მისია: საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინასთან ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერას

ნატოში საფრანგეთის მისია აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინასთან ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერას.

ანა დე არმასი

03 დეკემბერი 2020, 00:57

კულტურა

IMDb-მ წლის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავები დაასახელა

პირველ ადგილს მასში ანა დე არმასი იკავებს, რომელიც „ბონდიანას“ ბოლო ფილმში „სიკვდილის დრო არ არის“ თამაშობს. მეორე ადგილზე ჯულია გარნერი სერიალიდან „ოზარკი“, მესამეზე კი ანია ჩალოტრა, რომელმაც სერიალ „მხედვარში“ ერთ-ერთ მთავარი როლი შეასრულა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:52

ეკონომიკა

ნათია თურნავა: 2008 წელს აღებული საგარეო ვალიდან ერთი კაპიკიც არ მოხმარდა ანტიკრიზისულ ღონისძიებებს და ამ სესხს 10 წელი ვიხდიდით

ძალიან სასაცილოა კრიტიკის მოსმენა იმ ადამიანისაგან, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი გახლდათ. იმ ხელისუფლების, რომელმაც 2008 წელს აიღო 4 მილიარდამდე დოლარის საგარეო ვალი, საიდანაც ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს და მთელი მომდევნო ათი წელი მოსახლეობა ბიუჯეტიდან ფარავდა ამ ვალს, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა შევარდნაძის დროინდელ მაკროეკონომიკურ პერიოდს დაუბრუნა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:50

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რომ ლარის კურსის ცვალებადობა არ აისახოს აუცილებელ პროდუქციაზე

ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი, მისი მერყეობა და გაუფასურება ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, თუმცა ეს არის ლოგიკური შედეგი ისევ და ისევ პანდემიის, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მანდალორელი

03 დეკემბერი 2020, 00:47

კულტურა

კინოსა და ტელევიზიის სფეროში საუკეთესო ფრანშიზები დასახელდა

კომპანიამ საკითხის კვლევა 2019 წლის იანვარში დაიწყო და მასში 350 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი 700 პოპულარული ფრანშიზის შესახებ კითხვებს პასუხობდნენ. შედეგების დამუშავების შემდეგ საუკეთესო ფილმებისა და სერიალების ოცეული დადგინდა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:38

COVID19

ნათია თურნავა: ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად არის დაზარალებული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მეტი დახმარების ობიექტია

ზამთრის კურორტები ევროპაშიც მიჩნეულია ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთ რისკის მატარებელ ფაქტორად და აქედან გამომდინარე, ევროპულმა სახელმწიფოებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც არ არის მარტივი და ზამთრის სეზონს, არ ჩაატარებენ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ნებისმიერი საქმიანობის შეზღუდვა იწვევს ნეგატიურ ზემოქმედებას იმ მცირე ბიზნესსა და ოჯახებზე, ვინც ჩართული არიან ამ საქმიანობაში.

03 დეკემბერი 2020, 00:34

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 14 064 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 313 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: შეგვიძლია თითოეულ კონკრეტულ კომპანიასთან, სასტუმროსთან თუ რესტორანთან გავიაროთ პრობლემა და დავეხმაროთ გადაწყვეტაში

„შეგვიძლია თითოეულ კონკრეტულ კომპანიასთან, სასტუმროსთან თუ რესტორათან გავიაროთ პრობლემა და დავეხმაროთ გადაწყვეტაში, თუნდაც ბანკთან ურთიერთობაში. ამასთან, ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ამ ვითარებაზე. ეს ეხებათ მოლებს, სავაჭრო ქსელებს. ჩვენ დავინახეთ, რომ დიდი გამოწვევაა ელემენტარულად ფასდაკლების აქცია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ანგელა მერკელი

03 დეკემბერი 2020, 00:22

COVID19

გერმანიაში ნაწილობრივი ლოკდაუნი 10 იანვრამდე გახანგრძლივდა

გერმანიაში ნაწილობრივი ლოკდაუნი 10 იანვრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:21

COVID19

ნათია თურნავა: რეგულაციების დაცვით პროცესს ძალიან მალე ავიყვანთ კონტროლზე, ამ პრობლემას გადავლახავთ და ვაქცინაციისთვის მოვემზადებით

„სიმართლე ერთია, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, „ქართული ოცნება“, ჩვენი სამთავრობო გუნდი, ვისაც აკისრია პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, რომ დავიცვათ მათი ჯანმრთელობა, დავიცვათ მათი სიცოცხლე. ყველა ჩვენი ნაბიჯი, კონკრეტული ლოგიკით არის გამსჭვალული. რა თქმა უნდა, საარჩევნო ციკლმაც გარკვეული კორექტირება შეიტანა ჩვენს ანტიპანდემიურ კალენდარში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დაგვეცვა მაქსიმალურად ჩვენი დემოკრატიული მონაპოვარი, სიტყვის, არჩევანისა და მანიფესტაციის თავისუფლება. უფრო ადრე შეუძლებელი იყო შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება. თუმცა ახლაც, თუ ყველა გავინაწილებთ იმ პასუხისმგებლობას და ზედმიწევნით მივყვებით ყველა რეგულაციას და დროებით შეზღუდვას, პროცესს ძალიან მალე ავიყვანთ კონტროლზე, გადავლახავთ ამ პრობლემას და მოვემზადებით ვაქცინაციისთვის.“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:03

COVID19

ნათია თურნავა: ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ მეტად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელება და ყველა ერთად მოვემზადოთ მომავალ წელს ვაქცინაციისთვის

რაც შეეხება პანდემიასთან ბრძოლას, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პირველივე დღიდან გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რაც ორ ძირითად ამოცანას ემსახურება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა საერთოდაც რომ არ მართავდეს არავითარ შემზღუდავ ღონისძიებას თვითონ ვირუსი არის ეკონომიკის მტერი.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მალე ჩვენ კვლავ ვიქნებით რეგიონის ლიდერი ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით

„პირველმა ნაბიჯებმა და ეფექტურმა მართვამ მოგვცა საშუალება, რომ შემდეგ ეკონომიკამ თანდათან აღდგენა დაიწყო, ეს ჩანდა თვიდან თვემდე შემცირებული კლების დინამიკაში. ჯერ იყო ორ ნიშნა კლება, შემდეგ გადავედით უფრო მცირე კლებაზე და საშუალება მოგვეცა, პოზიტიურ დინამიკაზე გვესაუბრა. სავალუტო ფონდისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომავალ წელს უკვე გადავა ზრდაზე. საშუალო ვადიან პერიოდში, ჩვენ კვლავ ვიქნებით რეგიონის ლიდერი ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. ამის ყველა ყველა წინაპირობა არის, მაგრამ დადგა მეორე ტალღა, რომელსაც პრაქტიკულად ვერცერთი სახელმწიფო ასცდა, ეს თავისთავად ნეგატიურად აისახა ეკონომიკაზე. შემცირდა გაყიდვები, შემცირდა რესტორნების ბრუნვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა

02 დეკემბერი 2020, 23:59

პოლიტიკა

ნათია თურნავა ოპოზიციაზე: მათ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ანაცვალეს ისეთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესებს, როგორებიცაა ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვა

არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო საქართველოსთვის და ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა. მთლიანად საზოგადოებამ ეს გამოცდა ჩააბარა წარმატებით, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

02 დეკემბერი 2020, 23:52

პოლიტიკა

სახდეპი: ნატოს მინისტერიალზე მოკავშირეთა ლიდერებს გულწრფელი საუბარი ჰქონდათ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მონაწილეობაზე ნატოს მინისტერიალში და საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:43

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ის პოლიტიკური მოლოდინები, რაც ჰქონდათ, რეალობას აბსოლუტურად აცდენილი იყო

„მე მინდა აჭარის მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, ჩვენ ნერვიულობის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ყველა უნდა ვიყოთ მშვიდად, ვინაიდან მე მესმის მათი სამართლიანი აღშფოთება ამ ზღვარგადასული პროტესის გამო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა უმორჩილესად ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოვითმინოთ ეს ორკესტრირებული შეტევა და ყველაფერი დასრულდება მშვიდად“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:42

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებზე: პროტესტის გამოხატვას კანონით დადგენილ ფარგლებში არავინ უზღუდავს, თუმცა ნებისმიერ სამართლებრივ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება

როგორც მე, ისე ჩემი გუნდის თითოეული წევრი, მზადაა შეხვდეს, დაეხმაროს, მოუსმინოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს, მაგრამ არანაირი სურვილი არ გვაქვს ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მივიღოთ ამ უპასუხისმგებლო წარმოდგენებში, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ „ღია ეთერში“ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მათ პროტესტის გამოხატვას კანონით დადგენილ ფარგლებში არავინ უზღუდავს, თუმცა ნებისმიერ სამართლებრივ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ.