imedi /  22 ოქტომბერი 2020, 00:20 / სანდო წყარო

სვიმონ ჯანგულაშვილი: ყველაზე უსინდისო კაცი უნდა იყო, რომ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილზე მეტად უზრუნია ან ზრუნავს ვინმე ქართულ ხელოვნებასა და მთლიანად კულტურაზეო

სვიმონ ჯანგულაშვილი

სვიმონ ჯანგულაშვილი

ქართულ ხელოვნებაში და კულტურაში ყველაზე მეტი ქველმოქმედება გასწია და უმადურთა ლანძღვის მიუხედავად, დღემდე ქველმოქმედებს და ყველაზე მეტ სიკეთეებს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი! …ყველაზე უსინდისო კაცი უნდა იყო, რომ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილზე მეტად უზრუნია ან ზრუნავს ვინმე ქართულ ხელოვნებასა და მთლიანად კულტურაზეო, - ამის შესახებ სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი უშიკიშვილს პასუხად გამოქვეყნებულ წერილში ის დეტალურად ყვება „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ფოლკლორის ცენტრის დირექტორის გიორგი უშიკიშვილის კორუფციული გარიგებებისა და ინტრიგების შესახებ.

„ეტყობა ძალიან ტკბილი სიმღერისა და ნიჭიერების, ასევე - უფროსი თაობების და მასწავლებლების (რომელთა ჩარეცხვაც „ნაცების“ ერთ ერთი ნაცისტური ამოცანა იყო) მიმართ სიძულვილისა და განსაკუთრებული ინტელექტუალურ-სულიერი სიახლოვის გამო, 25 წლის უშიკიშვილი ძალიან დააფასეს ნაცებმა და საქართველოს ფოლკლორის მმართველად დანიშნეს... მთელ თავის გავლენას, ძალაუფლებას, პრეზიდენტთან, მერაბიშვილთან და სამთავრობო ელიტასთან სიახლოვეს იმაში იყენებდა, რომ ჩაერეცხა ანზორ ერქომაიშვილი, თემურ ქევხიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, რობერტ გოგოლაშვილი, „რუსთავი“, „ერისიონი", „ქართული ხმები“, „ბიჭები“, „მართვე“... დიახ, „მართვე“ - ის ანსამბლი, რომლის წყალობითაც მან, პატარა ახმეტელმა ბიჭმა შეძლო მოშორებოდა პროვინციული ცხოვრების სიმძიმეს და მიეღწია იმ ყველაფრისათვის, რასაც მიაღწია... მე სხვა მაგალითი, როდესაც ასე მტრობს ადამიანი საკუთარ პედაგოგს და საკუთარ გუნდს, არ მახსენდება... უფრო მეტიც, ის დაერია რეგიონებში მოღვაწე ფოლკლორულ ანსამბლებსაც და დაიწყო მათი ჩაგვრა... მისგან შერისხულ და დაწუნებულ ლოტბარებს შორის მოხვდა პოლიკარპე ხუბულავა - მეგრული სიმღერის პატრიარქი, გურუ, საოცარი და გენიალური ხელოვანი.. ირაკლი მათიკაშვილი, გელა გუგავა, მურთაზ ციმინტია... ხოლო მისი დამოკიდებულება თანატოლების მიმართ იყო ტიპურად ნაცური - ის იყო უფროსი, პატარა მიშა, და დანარჩენები - არავინ და არაფერი... ვისაც ხალხურ სიმღერასთან შეხება ნაკლებად აქვს, მათთვის ეს სახელები არაფერია. ვინც პროფესიონალი ან მოყვარულია ამ საქმის, იმან ძალიან კარგად იცის, რომ თუნდაც მხოლოდ პოლიკარპე ხუბულავას გამწარების და მისთვის ხელის შეშლის გამო, ეს ადამიანი უკვე აღარ იმსახურებს „კარგი მენეჯერისა“ არც სახელს და არც თანამდებობას... ყველაზე ამაზრზენი - მან დაიწყო ანზორ ერქომაიშვილის მიერ გაკეთებული საქმეების მითვისება და მისაკუთრება.

სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი სააკაშვილის მიერ ბიუჯეტიდან ფოლკლორისთვის გამოყოფილი რამდენიმე მილიონი ლარის არამიზნობრივი ხარჯვის თემასაც იხსენებს. „კორუფციული გარიგებების საქმეზე გიორგი უშიკიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული. ჩვენც კარგად გვახსოვს, სააკაშვილმა მართლაც გამოყო მილიონობით ლარი ფოლკლორისათვის, მაგრამ, ის მილიონობით ფული სად წავიდა და რა გაკეთდა, ეს მხოლოდ ჩემმა უშიკამ იცის. ერთი ის მახსოვს, როგორ შემოგვჩიოდნენ ჩოხებისა და ხალხური ინსტრუმენტების ოსტატები - ძალიან დიდ თანხებზე გვაწერინებენ ხელს და ჩვენ ძალიან ცოტას გვაძლევენო. ამის შესახებ ჩვენ მაშინ ყველგან ვსაუბრობდით, მათ შორის ჩვენს ნაც მაღალჩინოსან მეგობრებთანაც. რეაქცია იყო ნული - რაღა თქმა უნდა, უშიკა ამდენი თანხის გათეთრებას თავისით ვერ გაბედავდა. ამიტომ ჩოხებისა და ფანდურ-ჩონგურების საქმე ჩაიფარცხა“, - წერს დირიჟორი.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ყოვლადწმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი 2013 წლიდან დღემდე ფოლკლორის სფეროში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზეც დეტალურად საუბრობს.

„ამ პროექტების განხორციელებმა, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი,რაც უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ფოლკლორის ცენტრში მისი შემცვლელი - საუკეთესო ლოტბარია, რომელსაც ქართული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლი ჰყავს, და საუკეთესო მენეჯერია - სიყვარულით და თავმდაბლობით ანთებული ადამიანი. პოლიტიკოსობისაგან კი, იგი, ღმერთმა დაიფაროს. P.s. ისე, დარწმუნებული ვარ, ამაშიც აჯობებს!“ - წერს ჯანგულაშვილი.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2021, 00:55

კულტურა

„სუპერმენის“ ახალ ფილმში მთავარ როლს ფერადკანიანი მსახიობი შეასრულებს

„სუპერმენის“ ახალ ფილმში მთავარ როლს ფერადკანიანი მსახიობი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ფილმს Warner Bros. Pictures-ი გადაიღებს, სცენარზე ნოველისტი ტა-ნეჰისი იმუშავებს, ხოლო პროდუსერი კი სავარაუდოდ ჯ.ჯ. აბრამსი იქნება.

ლექსო თამაზაშვილი

28 თებერვალი 2021, 00:49

საზოგადოება

ლექსო თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე საუბრობს

Facebook პოსტში ის წერ, რომ პირი, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, მისი უახლოესი მეგობრის ბიძაა ( მამის ძმა), დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში, საქართველოს მოქალაქე და ჩვენი ქვეყნის ათასობით სხვა მოქალაქის მსგავსად აქვს რუსეთის მოქალაქეობაც.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 თებერვალი 2021, 00:42

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე თანამშრომლობას წარმოადგენს

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის მიერ სწავლების ჩატარებას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე ეხმაურება.

28 თებერვალი 2021, 00:40

ტაბლოიდი

8 წლის განმავლობაში ერთად მომუშავე დაქალები დები აღმოჩნდნენ

აშშ-ში, 8 წლის განმავლობაში ერთ ბარში მომუშავე დაქალები დები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

28 თებერვალი 2021, 00:21

ეკონომიკა

„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ ონლაინ ფორმატში გაიმართა

„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ ონლაინ ფორმატში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გაეროს მიგრაციის სააგენტოს (IOM) ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

28 თებერვალი 2021, 00:11

ტაბლოიდი

კატა რომელიც პატრონმა მარტო დატოვა „ატირდა“. ვიდეო

ვიდეო უსაფრთხოების კამერამ საოცარი მომენტი დააფიქსირდა, „სევდიანი კატა“, რომელიც პატრონმა სახლში მარტო დატოვა კამერაში თვალცრემილიანი იყურება. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ბრიტანული ჯიშის კატის ვიდეომ სოციალური ქსელები დაიპყრო და მილიონობით მოწონება დაიმსახურა.

ბრიტანული შტამი

27 თებერვალი 2021, 23:58

COVID19

ცნობილია, სულ რამდენ ადამიანს დაუდასტურდა საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამი

საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამი სულ 31 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს. გამყრელიძის თქმით, ბაზარზე არსებული ვაქცინები ე.წ. ბრიტანულ შტამზეც მოქმედებენ.

27 თებერვალი 2021, 23:48

ტექნოლოგიები

Toyota იაპონიაში მომავლის ქალაქს აშენებს

​​​​​​​კომოანია Toyota-მ იაპონიაში ჭკვიანი ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ქალაქი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის დარგში მოწინავე ტექნოლოგიების გამოსაცდელი პოლიგონი იქნება, - ამის შესახებ Independent წერს.

ნიკოლ ფაშინიანი

27 თებერვალი 2021, 23:18

მსოფლიო

სომხეთის პრემიერმა პრეზიდენტს გენშტაბის მეთაურის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოსთხოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

27 თებერვალი 2021, 22:55

მსოფლიო

შავ ზღვაში ნატოს სწავლება დაიწყო

შავი ზღვის პორტ კონსტანცაში ნატოს ეგიდით საერთაშორისო წვრთნა „პოსეიდონ 21“ დაიწყო. ინფორმაციას რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს. სამხედრო-საზღვაო წვრთნა 6 მარტს დასრულდება.

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2021, 22:43

COVID19

ამირან გამყრელიძე: ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია

„ძალიან დიდი კონკურენციაა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია. დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70 პროცენტი მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განაცხადა.

პეტერ არტურ გოტი

27 თებერვალი 2021, 22:22

მსოფლიო

ნიუ-იორკის მაფიის ბოსი გარდაიცვალა

ჩრდილოეთ კაროლინის ფედერალურ ციხეში ნიუ იორკის მაფიის ბოსად წოდებული პეტერ არტურ გოტი გარდაიცვალა. ამის შესახებ CBS News იტყობინება. 81 წლის განგსტერის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. პეტერ გოტი გამბინოს მაფიოზურ კლანს სათავეში 2002 წელს, ძმის, ჯონ გოტის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა.

27 თებერვალი 2021, 22:18

სამართალი

გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სროლა იყო

თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სროლა იყო. Imedinews-ის ინფორმაციით, დაშავდა ერთი კაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

აქცია საოკუპაციო ხაზთან

27 თებერვალი 2021, 22:10

პოლიტიკა

თამთა გოგუაძე: სიფრთხილეა საჭირო, როცა საოკუპაციო ხაზთან ტარდება საპროტესტო აქციები

ჩვენ ცალსახად ვიზიარებთ იმ საპროტესტო მუხტს, რაც ოკუპაციასთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, როცა საოკუპაციო ხაზთან ხორციელდება საპროტესტო აქციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 21:43

პოლიტიკა

სუსი: საოკუპაციო ძალები ყოველწლიურად უკანონოდ საქართველოს 80-დან 160-მდე მოქალაქეს აკავებენ

უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის შედეგი და 2008 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებელი დრამატულად არაა შეცვლილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

თამთა გოგუაძე

27 თებერვალი 2021, 21:21

პოლიტიკა

თამთა გოგუაძე: უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იდგმება ყველა ნაბიჯი და გამოყენებულია ყველა ბერკეტი მის გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

Washington Post

27 თებერვალი 2021, 21:18

საზოგადოება

The Washington Post-ი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები გასული წლის შემოდგომის არჩევნებში, უნდა მიიღონ კიდეც ისინი

2003 წელს ბატონი სააკაშვილი წინ მიუძღოდა რევოლუციას ავტოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი ამ კრიზისიდან. ამის ნაცვლად ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რომელიც ადრე შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობდა, - ამის შესახებ The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

ნიკა მელია

27 თებერვალი 2021, 21:15

სამართალი

პენიტენციური სამსახური: ნიკანორ მელიას შეუძლია სატელეფონო ზარის უფლებით სარგებლობა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ტყუილს უწოდებს ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკანორ მელიას პენიტენციური დაწესებულებიდან დარეკვის უფლება არ აქვს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნიკანორ მელიას სატელეფონო ზარის განხორციელება მხოლოდ დაკავებიდან ორი დღის განმავლობაში არ შეეძლო, ვიდრე საბანკო ბარათი დაუმზადდებოდა.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 21:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პროკურატურას უკან არ დაუხევია

მისი თქმით, ოპონენტებს რაც აწყობთ, იმაზე საუბრობენ ხოლმე, ერთ ფრაზას ამოიკითხავენ და თუ რამე კრიტიკულია, მხოლოდ იმაზე საუბრობენ, ამავე დროს კი პარლამენტში შესვლაზე მოწოდებას აიგნორებენ. მამუკა მდიმარაძის განცხადებით, დიალოგი ახლაც შესაძლებელია, თუ ოპონენტები ამ ქვეყანაზე იფიქრებენ იმ დროს, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, ისედაც ფორსმაჟორშია ქვეყანა უკვე ერთი წელია და ამაზე კიდევ ფორსმაჟორის დამატება ძალიან ცუდი საქციელია.

ბორის ნემცოვი

27 თებერვალი 2021, 21:02

მსოფლიო

ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. ტრაგიკული თარიღი მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში აღნიშნეს. მოსკოვში გამართულ აქციაში მონაწილეობა 7,8 ათასამდე ადამიანმა მიიღო. პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილას მივიდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები. ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა ვაშინგტონში, ბოსტონსა და ევროპის ქალაქებში. ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 2015 წელს მოკლეს.