imedi /  22 ოქტომბერი 2020, 14:57 / სანდო წყარო

გიორგი გაბუნია: ფოლკლორის ცენტრის მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოპარული და გატანილი იყო

გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

ამ „დაჩაგრული, ნიჭიერი მენეჯერის“ წინაასარჩევნო გამოხდომები, რომ თითქოს ვიღაც ფეოდალმა მოხსნა, არის სრული სიცრუე და აბსურდი. მე პირადად ვფიქრობ, რომ მისი ბოლოდროინდელი სატელევიზიო თუ სოციალური გააქტიურება "ხელოვან ხალხზე გადაყოლილი" სააკაშვილის იმიჯის შექმნის უნიჭო მცდელობაა. პარტიული დავალებებით სტატუსების წერა ადვილად იკითხება, - ასე უპასუხა გიორგი უშიკიშვილს ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, გიორგი გაბუნიამ.

„იმ შენობაში, სადაც ცენტრია განთავსებული, მხოლოდ ორი სართული იყო ჩვენს მფლობელობაში. პირველი სართული წამგებიანი და გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებებით იყო გაცემული, ხოლო დანარჩენი ნაწილი სარემონტო და გაუბედურებული. ინვენტარიზაციის შემდეგ კი ასევე გავარკვიეთ, რომ ცენტრის მნიშვნელოვანი მატერიალურ ტექნიკური ბაზა მოპარული და გატანილი იყო!“ - წერს გაბუნია.

ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილე დეტალურად იხსენებს ,რომ გიორგი უშიკიშვილის მოხსნის საფუძველი აუდიტის დასკვნა გახდა, და იმ ფინანსურ დარღვევებსაც იხსენებს, რის გამოც უშიკიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დღემდე გრძელდება.

მისივე თქმით, ცენტრში სარემონტო სამუშაოები უშიკიშვილმა თავის მამას დაუკვეთა და მასთან ერთსა და იმავე მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტები რამდენჯერმე გააფორმა.

„მან თავისი შპს „ფოლკ რადიო“ ყოველგვარი იჯარის ხელშეკრულების გარეშე, უნებართვოდ ყოველგვარი საბუთის გარეშე, ისე რომ საიჯარო ქირას არ იხდიდა, განათავსა ცენტრის შენობაში, რადიოს ინვენტარი შეიძინა ცენტრის ბიუჯეტიდან, ხოლო როცა თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ეს ინვენტარი ხელს გააყოლა. (ეს ყველაფერი დასაბუთებულია შესაბამისი დოკუმენტებით). სწორედ ამის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ფინანსთა სამნისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში და საქმე დღემდე წარმოებაშია. ასევე შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ცენტრში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, სადაც ორ-ორი და სამ-სამი მიღება-ჩაბარებებია გაკეთებული ერთსა და იმავე მომსახურებებზე სხვადასხვა თანხით, მათ შორის მამამისსა და მას შორის“, - წერს გიორგი გაბუნია.

ყველა სიახლე

მეუფე იაკობი

04 დეკემბერი 2020, 15:31

საზოგადოება

მეუფე იაკობი: სულ არ მაინტერესებს ვინ შედის პარლამენტში და ვინ არა, მაინტერესებს ერთი რამ, მოვედით, აგირჩიეთ და რისთვის? ერთმანეთში რომ გააგრძელოთ უაზრო ბრძოლა?

ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთი დიდი სიკვდილიანობა,-ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა. მეუფის განმარტებით, მან ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელი იყო, მაგრამ მათ შეზღუდვები დროულად არ დააწესეს.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

04 დეკემბერი 2020, 15:22

ეკონომიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და მსოფლიოში პირველ ადგილზეა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი კომპანიის SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GSC index 2020) მიხედვით, საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო მსოფლიოში 37-ე ადგილზე გავიდა, ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო (51.2), რეიტინგის 7 წლიანი გაუმჯობესების მიხედვით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

კარლ ჰარცელი

04 დეკემბერი 2020, 15:19

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, მივაღწიოთ პროგრესს

ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, მივაღწიოთ პროგრესს. ჩვენ როგორც ფასილიტატორები პოლიტიკური პარტიების ხელში ვართ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვნახოთ, რა შედეგებამდე მივალთ, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

იაგო ხვიჩია

04 დეკემბერი 2020, 15:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება, ვერ წარმომიდგენია, „გირჩი“ მე ან ჯაფარამ როგორ უნდა დავტოვოთ

დილით გავიღვიძე და ეს სტატუსი დამხვდა, მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ამავე პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც ხვიჩია აცხადებს, ის ზურაბ ჯაფარიძეზე გაბრაზებული იყო და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რის გამოც მას ბოდიშს უხდის.

სალომე სამადაშვილი

04 დეკემბერი 2020, 15:14

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ოპოზიცია ფასილიტატორების წინაშე სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინადადებით წარდგება

„მე არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო და ამ პირობების დეტალებზე ვისაუბრო, ვიდრე მთლიანად ოპოზიციური სპექტრი არ გააცნობს თავის პოზიციას საზოგადოებას. ძალიან კარგი, სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინადადებაა ის, რაც დღეს ოპოზიციას აქვს მომზადებული“.

ნიკა მელია

04 დეკემბერი 2020, 15:13

პოლიტიკა

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს საკუთარი ხალხის ღალატია

„ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის” თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს პარლამენტში შესვლას. როგორც „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის”, თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ, „ქართული ოცნების” ოცნება“.

ზაალ უდუმაშვილი

04 დეკემბერი 2020, 15:12

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, „ნაცმოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის მიერ გამართულ პოლიტსაბჭოზე, ყველამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ოპოზიციის მთავარი მოთოვნა ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.

მეუფე იაკობი

04 დეკემბერი 2020, 15:06

საზოგადოება

მეუფე იაკობი: განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, „ადეიშვილის კანტორა“ რა საქმესაც შეუკვეთავდა, მოსამართლეებიც იმას აკეთებდნენ

„მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, ბევრი წარმატება ჰქონდა, თუმცა ბევრი დანაშაულიც ჩაიდინა, ქართველი ადამიანის ღირსებას შეეხო“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არსებული სასამართლო სისტემა შეაფასა. მას მიაჩნია, რომ მაშინ „ადეიშვილის კანტორა“ რა საქმესაც შეუკვეთავდა, მოსამართლეებიც იმას აკეთებდნენ, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, როცა სასამართლო მეტად დამოუკიდებელი და სამართლიანია.

04 დეკემბერი 2020, 15:05

ეკონომიკა

საბანკო ასოციაცია: საბანკო სექტორი მზად არის განიხილოს რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიმართვები

„2020 წელი თანაბრად რთული აღმოჩნდა, როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. საბანკო სექტორი ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამოწვევებს, მათ განწყობებსა და მოლოდინებს და ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად, მზადაა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენა“ - წერია საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

04 დეკემბერი 2020, 14:52

სპორტი

ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტად კონსტანტინე ლაშხი აირჩიეს

თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საანგარიშო–საარჩევნო ყრილობა გაიმართა. ფედერაციის ხელმძღვანელობის 2020–2024 წლის არჩევნების შედეგები ასეთია: პრეზიდენტი - კონსტანტინე ლაშხი...

ლევან რატიანი

04 დეკემბერი 2020, 14:51

საზოგადოება

ლევან რატიანისა და მისი მეუღლის ონლაინ-შეხვედრა და აცრემლებული რატიანი. ვიდეო

გადაცემაში სტუმრობის დროს პირდაპირ ეთერში მისი მეუღლე და შვილები ჩართეს, რაც ლევან რატიანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ემოცია ვეღარ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.

04 დეკემბერი 2020, 14:50

პოლიტიკა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა. პროპორციული სიით ხუთპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ორმა სიუბიექტმა „ქართულმა ოცნებამ” და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა.

04 დეკემბერი 2020, 14:49

რეგიონი

ბათუმის პორტიდან 300 ტონა ციტრუსის გადაზიდვა განხორციელდა

აჭარიდან უკვე ექსპორტირებულია 7000 ტონა სტანდარტული მანდარინი. დღეს ბათუმის პორტიდან გემი „კაუნასით'“ 300 ტონა ციტრუსის გადაზიდვა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ბათუმის პორტში ექსპორტის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. წელს პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 14:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ხშირად საუბრობს მოსყიდვაზე, მაგრამ ფაქტები მხოლოდ მათ წინააღმდეგაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილის გასაჯაროვებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არაერთი ფაქტი ადასტურებს, საარჩევნო პერიოდში, ოპოზიციის მიერ მოქალაქეებზე ზეწოლასა და მოსყიდვის შემთხვევებს.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2020, 14:31

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ინაუგურაციაზე ტრამპის ყოფნას სიმბოლური დატვირთვა ექნება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მთქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დაესწრება თუ არა ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიას. „ინაუგურაციაზე მის ყოფნას სიმბოლური დატვირთვა ექნება, რადგანაც ეს ქვეყანაში ქაოსის დასრულების და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის დემონსტრირება იქნება“ -აღნიშნა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 14:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვთ ჩვენს ოპონენტებს

„მესამე რაუნდი ჯერ არ არის გადაწყვეტილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციაშიც საღი აზრი გაიმარჯვებს, გარკვეული შეთანხმება შედგება და ისინი პარლამენტში შევლენ.

მეუფე იაკობი

04 დეკემბერი 2020, 14:25

საზოგადოება

მეუფე იაკობი კორონავირუსზე: საშინლად ბევრი მსხვერპლია მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში, თუ მივეჩვიეთ მარტო ჩამონათვალს, რამდენი გარდაიცვალა, ადამიანობას დავკარგავთ

საშინლად ბევრი მსხვერპლია მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში. ეს არ უნდა იყოს სტატისტიკა. ჩვენ თუ მივეჩვიეთ მარტო ჩამონათვალს, რამდენი გარდაიცვალა, ადამიანობას დავკარგავთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში პანდემიასთან ერთად, მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა შექმნილი.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 14:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა იგივეა, რომ საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის მინისტრს დაესხა თავს

კრიტიკა ყოველთვის ბუნებრივი და მისაღებია, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა, რიგ შემთხვევებში გამოგონილი ამბებით არის იგივე, რომ საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის მინისტრს დაესხა თავს და მიზანმიმართული კამპანია გააჩაღო მის წინააღმდეგ, ახლა ამის დრო არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 14:15

COVID19

მამუკა მდინარაძე: ერთად დგომით ამ გამოწვევასაც მალე დავძლევთ და ცხოვრებისა და ქვეყნის განვითარების ნორმალურ რითმს დავუბრუნდებით

„მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და თანამოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან წესები. სამწუხაროდ, შეზღუდვების მიუხედავად, ჯერ კიდევ ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები ოჯახებში, ასევე ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების წესების დარღვევით გადაადგილება ქალაქებსა თუ სოფლებში“.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 14:15

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფოსა და საზოგადოების სასარგებლოდ მიიღებენ

არის შიდა დუღილი, ამას ყველა ვგრძნობთ, ყველა ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ, ამ შიდა დაპირისპირებისა და განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ შიდა დუღილი არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.