Imedi /  25 ოქტომბერი 2020, 23:43 / სანდო წყარო

„იმედის კვირისთვის“ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გახდა ცნობილი

დავით გარეჯის ლავრა

დავით გარეჯის ლავრა

მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების, კარტოგრაფების, მიწათმზომელებისა და ყველა იმ პირის დაკითხვა მიმდინარეობდა, რომელთაც დავით გარეჯის საქმესთან შეხება ჰქონდათ.

„იმედის კვირამ“ რამდენიმე გამოკითხული ადამიანის ოქმი მოიპოვა, რომლებიც საქმის დეტალებს გამოძიებასთან იხსენებენ.

როგორც ირკვევა, საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გამყოფი ზოლის დაზუსტებას კონკრეტულად ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ანდობდა. სწორედ ეს ორი ადამიანი იყო ვალდებული პროცესი სამართლიანად წარემართა, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები ჩაეტარებინა, შესაბამისი რუკები მოეძიებინა და ამ მასალების საფუძველზე შეეჯერებინა ქვეყნის საზღვრის ამსახველი რუკები - ირკვევა, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, მასალების მოძიების ნაცვლად, დაკავებული იყვნენ მათი გადამალვით. მეტიც, ბრალდების მტკიცებით, მელაშვილმა და ილიჩოვამ სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად თუ სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახლმწიფოს რეალურ პოზიციას კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

გამოძიებას ალექსანდრე მათიაშვილმა განუცხადა, რომ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იგი საგარეჯოს რაიონის მთავარ მიწათმომწყობად მუშაობდა. გთავაზობთ ფრაგმენტს მისი ჩვენებიდან:

„კომისიიდან ჩემთან ურთიერთობა ჰქონდა ივერი მელაშვილს. ჩემს სამსახურში ინახებოდა საბჭოთა პერიოდში შენახული რუკა, რომლის შედგენის თარიღი არ მახსოვს, მაგრამ მასშტაბით 1:50 000. აღნიშნული რუკა განსაკუთრებით იმიტომ დამამახსოვრდა, რომ რუკაზე პატარეა უდაბნოდან 100-150 მ შემდეგ საზღვარი გადიოდა ბერთუბნის მხარეზე, იქიდან ადიოდა კლდეებზე და უერთდებოდა შესაბამის საზღვარს. ამ რუკაზე საქართველოს საზღვარი გადიოდა აზერბაიჯანის მხარეს, ბერთუბნის მიმართულებით და შემდგომში შედგენილი რუკებისგან განსხვავებით, მასზე საქართველოს ტერიტორია უფრო დიდი იყო. მე დამიკავშირდა იველი მელაშვილი, კონკრეტულად თარიღი არ შემიძლია მივუთითო, ის ჩამოსული იყო საგარეჯოს რაიონში. მოვიდა ჩვენს სამსახურში, სადაც მას ვაჩვენე ეს რუკა. ის დაინტერესდა ამ რუკით და მომთხოვა მისი გადაცემა. დამპირდა, რომ ამ რუკას ის მალევე დამიბრუნებდა, მაგრამ მან ეს რუკა არ დამიბრუნა“, - განუცხადა გამოძიებას .ალექსანდრე მათიაშვილმა.

სად წაიღო ივერი მელაშვილმა აღნიშნული რუკა, არავინ იცის. კიდევ ერთი საინტერესო გარემოების შესახებ გამოძიებასთან ისაუბრა მოწ­მე მა­ნა­ნა აღა­პიშ­ვი­ლმა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო-გე­ო­დე­ზი­ურ-კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ფონდში მუ­შა­ობ­და და ჰქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი და სხვა თე­მა­ტუ­რი რუ­კე­ბი. მის ერთ-ერთ მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და რუ­კე­ბის ალ­ბო­მე­ბის აღ­წე­რა-გა­და­ნომვრა. მისივე ჩვენებით აღწე­რი­ლი რუ­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო, ანუ ალ­ბო­მებს აკ­ლდა რუ­კე­ბი და ასე­ვე შე­იმ­ჩნე­ო­და რუ­კე­ბის ამო­ხე­ვის აშ­კა­რა კვა­ლი, იმ რუ­კე­ბის, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარს შე­ე­ხე­ბო­და.

„ალბომის აღწერისა და გადანომვრის შედეგად გამოვლინდა, რომ იგი შეიცავდა არა 71 ფურცელს (რუკას), როგორც ეს ჩაწერილი იყო 1947 წლით დათარიღებული გადანომვრის ჩანაწერებში, არამედ 57 ფურცელს (რუკას), რის შესახებაც მე გაკეთებული მაქვს შესაბამისი ჩანაწერი. ადრე ნატალია ილიჩოვას ჰქონდა წვდომა ამ ალბომებთან და მასში მოთავსებულ რუკებთან“, - აცხდებს მანანა აღაპაშვილი ჩვენებაში.

გამოძიებით კიდევ სხვა რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი, „იმედის კვირის“ სიუჟეტში იხილეთ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

ყველა სიახლე

ზურაბ ჯაფარიძე

30 ნოემბერი 2020, 01:21

რეგიონი

ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციას ფიტნესკლუბის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა

„გირჩის“ლიდერის განცხადებით, ფიტნესკლუბი საცხოვრებელ სახლად იქირავა, კომერციული საქმიანობას ის არ აწარმოებს, შესაბამისად, აცხადებს, რომ პოლიცია მის სახლში უკანონოდ შეიჭრა. ჯაფარიძის თქმით, ის აუცილებლად შევა ნაქირავებ საცხოვრებელში, სამართალდამცველთა ქმედებებს კი გაასაჩივრებს.

30 ნოემბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

ინდოეთში კაცი საკუთარი კრემაციის შემდეგ სახლში დაბრუნდა

ნოემბრის დასაწყისში 75 წლის ინდოელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 დღის შემდეგ ახლობლებს მისი გარდაცვალება შეატყობინეს. ცხედარი წესების თანახად ინახებოდა. ის ოჯახის წევრებს შორიდან აჩვენეს, რის გამოც, სავარაუდოდ, კარგად ვერ ამოიცნეს.

სპილო კაავანი

30 ნოემბერი 2020, 00:30

მსოფლიო

სპილო კაავანი ისლამაბადის ზოოპარკიდან ნაკრძალში გადაიყვანეს

36 წლის სპილო კაავანი, რომელიც რამდენიმე წელია, ჭარბი წონით იტანჯება, ისლამაბადის ზოოპარკიდან ნაკრძალში გადაიყვანეს. გიგანტური ცხოველის გასათავისუფლებლად, რომელმაც მთელი ცხოვრება გალიაში გაატარა, სოციალურ ქსელებში კამპანია წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მას მომღერალი შერი ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი აქტიური ძალისხმევით მოხერხდა კაავანის გადაყვანა კამბოჯაში მდებარე სიერ-რიპის ნაკრძალში.

ობელისკი

30 ნოემბერი 2020, 00:23

ტაბლოიდი

იუტის უდაბნოში აღმოჩენილი იდუმალი ობელისკი გაუჩინარდა

ობიექტის გაუჩინარებას შტატის მიწების მმართველობის ბიუროში ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ობელისკის დემონტაჟი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ განუხორციელებიათ

System of a down

30 ნოემბერი 2020, 00:03

კულტურა

ვიდეორგოლმა System of a Down-ის სიმღერაზე Chop Suey ​Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

Chop Suey ჯგუფის მეორე ალბომის Toxicity-ს ერთ-ერთი ჰიტია. სიმღერა 2001 წელს გამოვიდა, თუმცა ვიდეორგოლი Youtube-ზე მხოლოდ 2009 წელს აიტვირთა.

არმენ სარგსიანი

29 ნოემბერი 2020, 23:58

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი ქვეყნის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

„ასეთი რყევების შემდეგ ნებისმიერმა მთავრობამ მანდატი ხელახლა უნდა მოიპოვოს. საპარლამენტო არჩევნები ბოლოს 2 წლის წინ გვქონდა. მაშინ სომხეთი სხვა ქვეყანა იყო, დღეს კი სრულებით სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დგას. სირთულეები გვაქვს ეკონომიკაში, ჯანდაცვაში. ქვეყანამ დიდი დანაკარგი და ზარალი განიცადა ყარაბაღის ომის შედეგად. დაზარალებულ ოჯახებს სჭირდებათ დახმარება“, - აღნიშნა სარქისიანმა.

29 ნოემბერი 2020, 23:56

სპორტი

„ვიაიეს ინტერიასის" ფეხბურთელმა პაულა დაპენამ დიეგო მარადომას ხსოვნას პატივი არ მიაგო

მან განაცხადა, რომ უარს ამბობს პატივი სცეს პედოფილისა და მოძალადის ხსოვნას. დაპენა წუთიერი დუმილის დროს ზურგით შებრუნდა და ფეხზე დგომის ნაცვლად იჯდა.

კინო

29 ნოემბერი 2020, 23:36

კულტურა

ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა

ონლაინ კინოჩვენებები იმართება Facebook-ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე და ონლაინ კინოკლუბის ჯგუფში 22:00 საათზე.

29 ნოემბერი 2020, 23:22

სპორტი

„მილანმა" იტალიის ჩემპიონატში ბოლო 26 წელიწადში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

როსონერიმ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას" 2:0 დამარცხების შემდეგ 9 ტურში 23 ქულა დააგროვა, ასეთი კარგი შედეგი კი გუნდს ბოლოს 1994 წელს ჰქონდა.

ლეოპოლდო ლუკე და დიეგო მარადონა

29 ნოემბერი 2020, 23:20

მსოფლიო

დიეგო მარადონას პირად ექიმს ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

ექიმს ბრალად არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებაში სდებენ ბრალს. გამოძიება მარადონას ქალიშვილის ჩვენების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ლუკეს ქმედებებსა და კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა.

ტოკიო 2020

29 ნოემბერი 2020, 23:03

ეკონომიკა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადება ორგანიზატორებს სულ მცირე $1.9 მილიარდი დაუჯდებათ

ხარჯებს ბევრი ფაქტორი ზრდის. მათ შორისაა თანამშრომლებისთვის გადასახდელი ხელფასები, არენების შენახვა-მომსახურება და გაყიდული ბილეთების საფასურის დაბრუნება. გაზრდილ ხარჯში არ შედის ის თანხები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას ხმარდება.

ვალენტინა (Valentina)

29 ნოემბერი 2020, 23:01

კულტურა

საბავშვო ევროვიზის კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა

2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა სიმღერით J’imagine. მან 200 ქულა მიიღო. საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია კი 111 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა.

სტრასბურგის სასამართლო

29 ნოემბერი 2020, 22:40

სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ დაზარალებულ მოქალაქეებს 6 მლნ ლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

2012 წლამდე მომხდარ ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო სიცოცხლის უფლების დამრღვევად უკვე 13 საქმეზე ცნო; 28 საქმეზე წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ხელყოფაში სახელმწიფო 14 საქმეზე ამხილა; პირადი ცოვრების დარღვევა7 საჩივარზე დაადასტურა, საკუთრების უფლების შელახვა 7 საქმეზე დადგინდა. საჩივრებიდან ყველაზე მეტი სამართლიანი სასმართლოს უფლების დარღვევას ეხება. ასეთი კი 36 საქმეა.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 22:29

COVID19

რა ვითარებაა საფრანგეთში პანდემიის დროს - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

„იმედის“ ევროპის ბიურო, რომელიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში მდებარეობს უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება გადაიღოს და ამჯერად საფრანგეთში ჩავიდნენ.

ზურაბ აბაშიძე/გრიგორი კარასინი

29 ნოემბერი 2020, 22:21

პოლიტიკა

გრიგორი კარასინი ადასტურებს, რომ ზურაბ აბაშიძესთან ონლაინ-შეხვედრაზე სერგეი გავრილოვზე საუბარი არ ყოფილა

„ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი, რომელიც მოხდა. სხვა საკითხი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი“, - ამბობს კარასინი.

ლევან რატიანი

29 ნოემბერი 2020, 22:07

COVID19

კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

მისი მკურნალი ექიმის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, რადგან სახეზე იყო სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.

კახა კუჭავა

29 ნოემბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ პარლამენტში

„ქართველი ამომრჩევლის ნება იყო, რომ მრავალპარტიული ყოფილიყო ეს პარლამენტი. ჩვენ ამას მივაღწიეთ. დღეს ამაზე უარის თქმა პირველ რიგში არის ამომრჩევლის ნებაზე უარის თქმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ, იქნება მიღწეული შეთანხმება“,- განაცხადა კუჭავამ.

თენგიზ ცერცვაძე

29 ნოემბერი 2020, 22:03

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული

„არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ, ეს შეუძლებელია. ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა და ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“,- განაცხადა ერცვაძემ.

29 ნოემბერი 2020, 21:44

COVID19

რა შეზღუდვები და შეღავათები მოქმედებს საქართველოში - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

სპეციალისტები ჯანდაცვის სისტემის სირთულეებსა და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას უსვამენ ხაზს, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები კი იმ შეღავათებზე საუბრობენ, რომლებითაც პანდემიიდან გამომდინარე ბიზნეს-სექტორის წარმოამდგენლები სარგებლობენ.

ლაშა ნაცვლიშვილი

29 ნოემბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა - ნანა ალექსანდრია მსოფლიო ჩემპიონად

„გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა: ნონა გაფრინდაშვილმა ნებაყოფლობით თქვას უარი ყველა ტიტულზე და ნანა ალექსანდრია ავტომატურად გამოცხადდეს მსოფლიოს ჩემპიონად“, – წერს ნაცვლიშვილი.