imedi /  29 ოქტომბერი 2020, 13:24 / სანდო წყარო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: ტყუილია იმის მტკიცება, რომ ერთი ადამიანი შეიძლება ორ მისამართზე იყოს რეგისტრირებული

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით, არამხოლოდ კანონითაა აკრძალული ერთი პირის ორ მისამართზე რეგისტრაცია, არამედ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეს პრაქტიკაშიც შეუძლებელია და შესაბამისად, ტყუილია იმის მტკიცება, რომ ერთი ადამიანი შეიძლება ორ მისამართზე იყოს რეგისტრირებული.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გახშირდა ზოგიერთი დაინტერესებული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებზე, რომელზე დაყრდნობითაც ცესკო ამომრჩეველთა ერთიან სიას აკომპლექტებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მონაცემთა ერთიანი ბაზის დახვეწის კუთხით 2013 წლიდან ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების დაკნინებაა.

წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მეტი დეზინფორმაცია მისამართზე რეგისტრაციის საკითხზე ვრცელდება - თითქოსდა საარჩევნოდ, მისამართებზე ხორციელდება უცხო პირების უკანონო რეგისტრაცია, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ დაინტერესებული პირის მტკიცებით, ერთი და იგივე ადამიანს ხმის რამდენჯერმე მიცემის შესაძლებლობას აძლევს.

სააგენტო განმარტავს, რომ არამხოლოდ კანონითაა აკრძალული ერთი პირის ორ მისამართზე რეგისტრაცია, არამედ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეს პრაქტიკაშიც შეუძლებელია და შესაბამისად ტყუილია იმის მტკიცება, რომ ერთი ადამიანი შეიძლება ორ მისამართზე იყოს რეგისტრირებული.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ მისამართზე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. აღნიშნული გარანტირებულია არა მხოლოდ კანონით, არამედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ბაზის პროგრამული უზრუნველყოფითაც. კერძოდ, პროგრამა რეგისტრაციის მისამართის შეცვლის შესახებ ბრძანების მიღებისას, ავტომატურად ძალადაკარგულად აფიქსირებს რეგისტრაციის ძველ მისამართს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს გააჩნია რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ის რეგისტრირდება მხოლოდ ერთი-ერთი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. შესაბამისად, სრულად დაცულია პრინციპი, რომლის თანახმადაც ერთი მოქალაქე მხოლოდ ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.

რაც შეეხება ერთი მისამართიდან სხვა მისამართზე გადარეგისტრირების პროცედურას - აღნიშნული პროცედურა გართულებულია სწორედ იმის გამო, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულ და დაინტერესებულ პირებს, მომხრეების ერთი მისამართიდან სხვა მისამართზე გადარეგისტრირებით, საარჩევნო მანიპულაციების და სპეკულაციების საშუალება არ მისცემოდათ.

მისამართზე რეგისტრაციის წესის კიდევ უფრო დახვეწის, პროცესის ზუსტად და ობიექტურად წარმართვის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ კომპლექსური ღონისძიებები გაატარა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ორჯერ - 2015 წლის 11 აგვისტოს და 2020 წლის 16 ივლისს - შევიდა ცვლილებები.

კერძოდ, 2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად:

რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ საცხოვრისის მისამართზე, რომლის მესაკუთრეც იდენტიფიცირებულია (სახელმწიფო, იურიდიული თუ ფიზიკური პირი).

ორი ფიზიკური პირის დადასტურებით მისამართზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები დაადასტურებენ, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობდა მის მიერ მითითებულ მისამართზე.

სავალდებულო გახდა ფიზიკური პირების მიერ ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილების ტექსტის ხელით გადაწერა, რათა პირმა ნათლად გააცნობიეროს გაფრთხილების შინაარსი.

2020 წლის 16 ივლისს განხორციელებული ცვლილების თანახმად:

დაზუსტდა საცხოვრებელი ადგილისა და მისამართის ცნება, რომელზეც შესაძლებელია განხორციელდეს პირის რეგისტრაცია.

დადგინდა მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის სტანდარტი საცხოვრებელი ადგილის ფართობის შესაბამისად და განისაზღვრა, რომ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართობი არ შეიძლება იყოს 5 კვ.მ-ზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასარეგისტრირებელი პირი მესაკუთრის ოჯახის წევრია.

გარდა ამისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურები, რეგისტრაციის საქმისწარმოების ფარგლებში, დამატებით იკვლევენ საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტაციას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ათვალიერებენ საცხოვრებელ ადგილს, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ისეთ მისამართზე რეგისტრაცია, რომელიც არ წარმოადგენს მის რეალურ საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, თბილისის მასშტაბით 3 000-მდე საცხოვრებელი ადგილის დათვალიერება განხორციელდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2024, 02:31

მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყება: ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულ პირს არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის სამთავრობო უწყებებთან

დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულ პირს არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის სამთავრობო უწყებებთან, - განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აბას არაღჩი

18 სექტემბერი 2024, 02:09

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად დაგმო ბეირუთში მომხდარი პეიჯერების კოორდინირებული აფეთქება და მას ტერორისტული თავდასხმა უწოდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ლიბანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში მკაცრად დაგმო ბეირუთში მომხდარი პეიჯერების კოორდინირებული აფეთქება და მას „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.

18 სექტემბერი 2024, 01:31

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინის ზოგიერთმა მოკავშირემ უკვე დაიწყო მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი

უკრაინის ზოგიერთი მოკავშირე განხილვას იწყებს, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ბრძოლა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, რაც იწვევს შიშს დასავლეთის ზოგიერთ სხვა დედაქალაქში, რომ ამ ძალისხმევამ შეიძლება აიძულოს კიევი ნაადრევად წავიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

17 სექტემბერი 2024, 23:50

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა. პარტიის ცნობით, დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მეთიუ მილერი

17 სექტემბერი 2024, 23:38

პოლიტიკა

მეთიუ მილერი სანქციების შესახებ პრემიერის განცხადებაზე: აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ

აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მონისტრის განცხადებას, რომ „სანქციების შესახებ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.

17 სექტემბერი 2024, 23:35

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია: ელჩთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, სახდეპის გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად

აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 სექტემბერი 2024, 23:30

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია: დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა, საქართველოს პოზიციის გადახედვა განაპირობოს

რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს, - ინფორმაციას აშშ-ის ელჩთან რობინ დანიგანთან შეხვედრაზე განხილულ თემაზე მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

17 სექტემბერი 2024, 23:29

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია: რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია

რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 სექტემბერი 2024, 23:23

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია: რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

17 სექტემბერი 2024, 22:58

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო

დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შერაზ გასრი

17 სექტემბერი 2024, 22:46

პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საქართველოს ანტი-ლგბტ კანონი კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ.

ნანა კაკაბაძე

17 სექტემბერი 2024, 22:34

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით

დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

17 სექტემბერი 2024, 22:29

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო უწყება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს საკანონმდებლო პაკეტი აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ზურაბ ქადაგიძე

17 სექტემბერი 2024, 21:47

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!

„საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ. ნება იბოძეთ და დაოკდით, თუ არა და მეორე ყვითელი ბარათი არ აგცდებათ!“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომელიც მან დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

17 სექტემბერი 2024, 21:28

კულტურა

„აბესალომ და ეთერი“ იტალიურად. ქართული საოპერო მუსიკის კიდევ ერთი ტრიუმფი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„აბესალომ და ეთერი“ იტალიურად - ქართული საოპერო მუსიკის კიდევ ერთი ტრიუმფი და უწყვეტი აპლოდისმენტი.

17 სექტემბერი 2024, 21:18

კულტურა

ეროვნულ არქივში თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 ქვეყნის მიერ შერჩეული პროგრამების წლევანდელი თემა „კინო – ისტორიის მემატიანეა“. ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პერუს, მოლდოვას კინოსაარქივო ორგანიზაციები.

17 სექტემბერი 2024, 21:04

არჩევნები 2024

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - საჩხერესა და ლანჩხუთში „ქართულო ოცნების“ გზავნილების გარშემო გაერთიანდნენ.

17 სექტემბერი 2024, 20:55

სპორტი

კახა კალაძე: ლეგენდების მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. მიხარია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებ და ასევე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ბაიერნთან“, „მადრიდის რეალთან“, ლივერპულთან“, რომ სამომავლოდ ამხანაგური თამაშები ჩავატაროთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა „მილანთან“ მატჩის წინ, პირველი ვარჯიში ჩაატარეს.

17 სექტემბერი 2024, 20:48

პოლიტიკა

სანქციები არგუმენტების გარეშე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი.

სანქციები არგუმენტების გარეშე - მთავრობის მეთაურმა შეერთებული შტატების მიერ საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქის, მათ შორის პოლიციელების სანქცირების შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უკვე დააანონსა.

გიორგი გახარია

17 სექტემბერი 2024, 20:47

პოლიტიკა

გიორგი გახარია ხაზარაძესთან შეხვედრის დეტალებზე: ხაზარაძემ ითხოვა რაღაცა დრო, როგორც ჩანს მას პოზიციები აქვს შესათანხმებელი

ხაზარაძემ ითხოვა რაღაცა დრო, როგორც ჩანს მას პოზიციები აქვს შესათანხმებელი, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის რის გამოც ეს გადაიდო, - განაცხადა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძესთან მისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირა.