03 ნოემბერი 2020, 17:57 / სანდო წყარო

ნიკა მელიას მამა: პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია უფრო საშიში იქნება მთავრობისთვის, ვიდრე - გარეთ მყოფი

ანზორ მელია

ანზორ მელია

ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო, ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ. პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ მყოფი. კაცი, რომელიც თავდადებულია სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის. კაცი, რომელიც 5 თვე არ მინახავს და პირველად ვნახე შტაბში, არჩევნების დღეს, - ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„თქვენც ხედავდით, თუ რა უპირატესობით იგებდა და შემდეგ როგორ დატრიალდა ყველაფერი. შეუძლებელია, რომ მშვიდად უყურო ამ სიტუაციას, მით უმეტეს, რომ შენი შვილია. ჩემი შვილია და ყოველთვის ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას - რატომ ჩემი შვილი? მაგრამ, თუ არა ჩემმა შვილმა, ვინ უნდა გააკეთოს ის ქართული საქმე, რასაც ის აკეთებს? ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი გულწრფელობით, პატიოსნებით, ვაჟკაცობით, ტყუილი მან არ იცოდა ბავშვობაში, ლიდერი იყო. არ უნდა ამ მთავრობას ასეთი ადამიანები, საქართველოს კი სჭირდება იმიტომ, რომ სხვანაირად დავიღუპებით, ყველა დარგი ისპობა, ხომ ხედავენ თვითონაც? კობახიძემ გამოიაროს და ნახოს, როგორ სულს ვღაფავთ ექიმები და კლინიკები, რამხელა ფასები აქვს წამლებს, ავადმყოფები ვერ ყიდულობენ და ნიკა არის თურმე ტერორისტი...გირაო ერთხელ გადაიხადა ნიკამ, ბინა ჩავდეთ და ერთი და იმავე საქმეზე ორჯერ ხომ არ გადაიხდის? ამ მთავრობისგან ყველაფერს ცუდს ველოდებით და უკვე მზად ვართ მე და ჩემი მეუღლე იმიტომ, რომ ნიკა რომ წავიდა პოლიტიკაში და დინების საწინააღმდეგოდ აირჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდოს ? ტაშით ივანიშვილი მაგას არ დააჯილდოვებს. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა გადაებირებინათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ”,- განაცხადა ანზორ მელიამ.

ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური დაუმაგრეს, თუმცა მან სამაჯური სამაჯური 1-ელ ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, საჯაროდ, მოიხსნა. გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.

ყველა სიახლე

27 ივნისი 2022, 11:39

საზოგადოება

საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობას დროებით წყვეტს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ივნისი 2022, 11:23

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის დამატებითი იმპულსი მიეცა

სამი ძირითადი მიღწევის გარდა, ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრორეგულაციებისა და ევროდირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ივნისი 2022, 11:15

ეკონომიკა

პრემიერი: იმ ფონზე, როდესაც ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად, პრობლემა არის ყველგან, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

„ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით წელს პირველ კვარტალში რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი არის გამყარებული. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა. რა თქმა უნდა, ამას შევინარჩუნებთ, ახლა კიდევ უფრო მაღალი ტემპით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. რა თქმა უნდა, არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს. პირიქით, გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში, სტაბილურობა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ამ დაკვეთას ყველა ერთად შევასრულებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ივნისი 2022, 11:13

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხვალ იწყება ნატოს სამიტი, სადაც ჩემი ხელმძღვანელობით მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება; ველოდებით რომ იქნება აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა

ხვალ იწყება ნატოს სამიტი, სადაც მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება ჩემი ხელმძღვანელობით. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ნატოს სამიტზე. პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე და ველოდებით რომ იქნება შეფასებული და აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ივნისი 2022, 11:10

პოლიტიკა

პრემიერი: 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ეს მართლაც ისტორიული თარიღია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 8 წლის შესრულებაზე საუბრით დაიწყო.

მიხეილ ცაგარელი

27 ივნისი 2022, 10:46

ტაბლოიდი

მიხეილ ცაგარელი: ამ კვირაში ე.წ. სატანური დღე გველის

მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დილაში“, მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე ისაუბრა.

27 ივნისი 2022, 10:43

რეგიონი

ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე, დღეიდან 6 ივლისამდე მსუბუქი ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქ.ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე (ე.წ. ყავების ქუჩა, კმ193-კმ195 მონაკვეთი), მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 6 ივლისამდე, პერიოდული სამუშაობი ჩატარდება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

27 ივნისი 2022, 10:41

რეგიონი

სოფ. ჩარგლის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე კი მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს

ამასთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ22-კმ35 მონაკვეთზე, მეწყრულ ადგილებში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია ცალმხრივად. უხვი ნალექის შედეგად, ამავე საავტომობილო გზის კმ43 და კმ45 მონაკვეთებში, ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, ჟინვალი-ბარისახო-შატილის კმ43-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

27 ივნისი 2022, 10:27

პოლიტიკა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წელი გავიდა

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს. ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.

ავსტრალია რაკეტა  ნასა

27 ივნისი 2022, 10:24

ტექნოლოგიები

NASA-მ ავსტრალიური კოსმოსური ცენტრიდან პირველი რაკეტა გაუშვა🚀

NASA ავსტრალიიდან კიდევ 2 რაკეტას გაუშვებს - 4 და 12 ივლისს და მიღებული მონაცემებით ჩაატარებს კვლევებს, რომელთა განხორციელება მხოლოდ დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან არის შესაძლებელი.

27 ივნისი 2022, 10:10

საზოგადოება

ჩინეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით, ჩინეთის ქალაქ შენჭენში, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას ღვინისა და სპირტიანი სასმელების საკონსულტაციო კომპანიის Tasting Annex დამფუძნებელი რაინტრე ჯუნ ვეი (Raintree Jun Wei) უძღვებოდა.

27 ივნისი 2022, 10:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 ივნისს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში მზეა მოსალოდნელი, სადაც დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

27 ივნისი 2022, 09:56

რეგიონი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო. ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მეცნიერებს საგრანტო ოფისის გახსნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

27 ივნისი 2022, 09:48

რეგიონი

მარნეულის მერიის წარმომადგენელი მომხდარ ნგრევაზე: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უკანონო მიშენებები არ ყოფილა - ჩვენი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ იყო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა აბდელანი აცხადებს, რომ კორპუსზე, რომლის აივანიც 26 ივნისს ჩაინგრა, უკანონო მიშენებები არ ყოფილა. მისივე თქმით, მერიის ინფორმაციით, კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ იყო.

27 ივნისი 2022, 09:32

რეგიონი

ექიმი მარნეულში დაღუპულ ორსულზე: კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტი გვამი იყო, ნაყოფთანაც იყო გულის გაჩერება, მაგრამ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა

მარნეულში მომხდარ ტრაგედიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივების ცნობით , აივნის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულია 40-ც წლამდე ქალი, ასევე, რვა თვის ორსული, თუმცა ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს.

გურამ მაჭარაშვილი

27 ივნისი 2022, 09:22

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მზად ვართ, ოპოზიციასთან განვიხილოთ 12-პუნქტიანი გეგმა თუ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენთვის სტატუსის მონიჭებისა და წევრობის დაჩქარებას შეუწყობს ხელს - ოღონდ ოპოზიციამ კონსტრუქციული ნაბიჯები გადმოდგას

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა, თუ ეს უკანასკნელი კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს.

გრიგოლ გეგელია

27 ივნისი 2022, 09:13

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: დაუყოვნებლივ უნდა შედგეს დისკუსიის ერთობლივი ფორმატი

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, გრიგოლ გეგელია, დეპოლარიზაციის საკითხზე საუბრისას, ერთობლივი დისკუსიის ერთობლივი ფორმატის შექმნის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

მიხეილ სარჯველაძე

27 ივნისი 2022, 09:07

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: პარლამენტის რეგლამენტი ოპოზიციას ყველა შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ის ამ შესაძლებლობას არცთუ ხშრად იყენებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყოველთვის მზად იყო თანამშრომლობისთვის, თუმცა ოპოზიცია პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებულ შესაძლებლობებს არ იყენებდა.

27 ივნისი 2022, 08:56

რეგიონი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 07:49 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა.

გივი მიქანაძე

27 ივნისი 2022, 08:52

პოლიტიკა

გივი მიქანაძე დეპოლარიზაციაზე: მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ოპოზიციამ გარკვეული კონსტრუქციულობა გამოიჩინოს - ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ

„ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ოპოზიციამ, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის კუთხით, გარკვეული კონსტრუქციულობა გამოიჩინოს. როგორც კი მათი მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები, რომლებიც, რეალურად, თანამშრომლობისთვის ჯანსაღ გარემოს შექმნის, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.